Jump to content

სურათი

ეშერის ლაბორატორია

ეშერა აფხაზეთი ლაბორატორია სოხუმი

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

           ეშერის ლაბორატორია: ხელოვნური მიწისძვრები გრიფით "საიდუმლო" - ეშერის ლაბორატორიიდან რუსეთი ნახევარ ევროპას, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს აკონტროლებს.

 

          11 აპრილს საღამოს უცნაურმა ხმაურმა და მიწიდან ძლიერმა ბიძგებმა მთელი თბილისი პანიკაში ჩააგდო. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ხალხი ქუჩაში იყო და მიწისძვრის განმეორების შიშით სახლებში დაბრუნებას ვერ ბედავდა. სეისმოლოგების განცხადებით, თბილისში 4-5 ბალიანი და ვერტიკალური ხასიათის მიწისძვრა მოხდა.

 

მიწისძვრის ეპიცენტრის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან იმ დროს მხოლოდ ერთი სეისმური სადგური მუშაობდა. ეპიცენტრის დასადგენად კი სულ მცირე სამი სადგურის მონაცემების არსებობაა საჭირო.

მიწისძვრიდან მეორე დღესვე მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თბილისის მიწისძვრა ხელოვნურად იყო ინსპირირებული და ეს უცნაური ბიძგები აფხაზეთიდან, კერძოდ კი - ქვემო ეშერაში განლაგებული რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან იმართებოდა. მწვანეთა ლიდერი თვლის, რომ ეს არცთუ ძალიან ძლიერი მიწისძვრა მხოლოდ გაფრთხილება იყო.

გია გაჩეჩილაძე: "თბილისში ვერტიკალური მიწისძვრა მოხდა. ვერტიკალურობა სწორედ პროვოცირებული მიწისძვრებისთვისაა დამახასიათებელი. რატომღაც ეს მიწისძვრები ხშირად დაძაბულ სიტუაციებს ემთხვევა ხოლმე. იგივე სპიტაკის მიწისძვრა დაემთხვა აზერბაიჯან-სომხეთის ე. წ. ყარაბახის კონფლიქტს და იქაც ვერტიკალური მიწისძვრა მოხდა. 1991 წელში რაჭის მიწისძვრა დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

საერთოდ, ასეთი ხელოვნური სტიქიების გამომწვევ იარაღს გეოფიზიკური იარაღი ეწოდება. იგი მოიცავს არა მარტო ტექტონიკურ, ანუ მიწისძვრების გამოწვევის ტექნოლოგიას, არამედ წარღვნების მოყვანას, ცუნამების გამოწვევას ოკეანეებსა და ზღვებში და სხვა. ეს არის ძალიან საშიში იარაღი, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციით აკრძალულია".

ექსპერტი, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი გაჩეჩილაძეს არ ეთანხმება: "ტექტონიკური იარაღი არსებობს და მისი სრულყოფა და განვითარება სამხედრო ტექნიკაში სხვადასხვა მიზნებისათვის მიმდინარეობს, მაგრამ მისი გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ ენერგეტიკას და ჯერ არ არის დამუშავებული ტექნოლოგია, როდესაც მისი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება შენიღბვა, ანუ იმის მიღწევა, რომ არ დაფიქსირდეს, ესა თუ ის პროცესი ხელოვნურად იყო გამოწვეული თუ არა. ამდენად, თუ ვინმე ტექტონიკურ იარაღს გამოიყენებს, ის მიწისზედა და კოსმოსური საშუალებებით ყოველთვის დაფიქსირდება. ანუ მის ხელოვნურობას თავისუფლად დააფიქსირებს მსოფლიოს მრავალი კოსმოსური სადგური. ასე რომ, ჯერ ამ იარაღის მალულად გამოყენება დიდი ნგრევითი პროცესების ჩასატარებლად შეუძლებელია. ამდენად, გამორიცხულია, რომ ამ მიწისძვრის გამოწვევა ეშერის ლაბორატორიიდან მომხდარიყო. თავად ეშერის ლაბორატორიაზე ინფორმაციას არ ვფლობ და ამიტომ მის შესახებ კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ".

 

 

უნიკალური ნაგებობა მიწისქვეშ 200 მეტრის სიღრმეზე: რას წარმოადგენს ეშერის საიდუმლო ლაბორატორია?

 

როგორც ცნობილია, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ქვემო ეშერის ლაბორატორიაზე საუბარი ყოველთვის დახურული იყო. ამდენად, მის რეალურ საქმიანობაზე ღია დოკუმენტები არც არსებობს. შეიძლება ითქვას, საქართველოში ამ ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას თითქმის არავინ ფლობს და წლების მანძილზე მასზე მხოლოდ მითები არსებობდა.

ცნობილია, რომ ეშერის ლაბორატორია ბუნებრივ მღვიმეშია მოწყობილი, სადაც რამდენიმე დონეა. მეორე დონემდე ჩასვლა მხოლოდ ერთეულ პირებს შეუძლიათ. ხოლო მესამე დონემდე ვისაც ჩაესვლება, ასეთი ხალხი უკვე თითზე ჩამოსათვლელია. საქართველოდან ამ ლაბორატორიაში არასოდეს არავინ ყოფილა. იქ მხოლოდ და მხოლოდ რუსი მეცნიერ-მუშაკები და სამხედროები მუშაობენ.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომებისა და სტატიების თანახმად, ეს ლაბორატორია ისეა შენიღბული და გასაიდუმლოებული, რომ არავინ იცის მისი ზუსტი ადგილმდებარეობა.

დამოუკიდებელი საქართველის პერიოდში მისი საქმიანობის შესახებ ღია საუბარი 1997 წელს "მწვანეებმა" დაიწყეს. მანამდე ისინი დოკუმენტებს აგროვებდნენ. "მწვანეების" განცხადებებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კონკრეტული შედეგი - არა.

მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის თქმით, ეშერის ლაბორატორიით მათი დაინტერესება ერთმა ფაქტმა გამოიწვია, კერძოდ: "აფხაზეთის ომის დროს რუსეთის თვითმფრინავებმა სოხუმის კვარტალი დაბომბეს. მაშინ რუსეთის სამხედროებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს დაბომბვა არის პასუხი ეშერის საიდუმლო ლაბორატორიის ტერიტორიაზე ნაღმის ჩამოგდების გამო, სწორედ მაშინ დავინტერესდით ეშერის ამ ლაბორატორიით".

ეშერის ლაბორატორია არის უნიკალური ნაგებობა, რომელიც მიწაში ორასი-ორასორმოცდაათი მეტრის სიღრმეშია განლაგებული. მას

აქვს რამდენიმე განშტოება, რომელთაგან ერთი შტო შედის შავი ზღვის ფსკერში, მეორე საქართველოს ტერიტორიაზე, მესამე თურქეთის მხარეს გადის და ა. შ. სიღრმეში დგას უნიკალური ლაბორატორია, რომელიც აღრიცხავს მთელ ამ რეგიონში არსებულ სეისმურ სიტუაციას და აღჭურვილია ზემგრძნობიარე აპარატურით, რომელიც უბრალო რხევებსაც კი აღრიცხავს.

 

 

"ზაგორსკ 7" - დახურული ქალაქი მოსკოვთან, საიდანაც ეშერის ლაბორატორია იმართება

გია გაჩეჩილაძის მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, პირველად ეს ლაბორატორია ერთადერთი მიზნით შეიქმნა: საბჭოთა კავშირს სურდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება გაეკონტროლებინა. ამასთან, პარალელურად თვალი ედევნებინა ხმელთაშუა და შავ ზღვებში წყალქვეშა ნავების მოძრაობისათვის. ანუ თავდაპირველად ლაბორატორია წმინდა სამხედრო დანიშნულების იყო და ძირითადად სადაზვერვო ფუნქციას ასრულებდა.

ეს, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლაბორატორია, დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სისტემაა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ათი ასეთი ცენტრი არსებობდა, რომლებიც დღესაც უმაღლეს დონეზეა გასაიდუმლოებული. დღესაც ამ ლაბორატორიებს რუსეთის სადესანტო ჯარები იცავენ. აქ რადიაქტიური ნივთიერებები საკმაოდაა. მოთავსებულია ურანის შემცველი ელექტრონული აპარატურა. ასე რომ, მისი მოქმედების ენერგიის ძირითადი წყარო სწორედ რადიაქტიული ნივთიერებებია.

ეშერის ეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ლაბორატორია ექვემდებარება გეოფიზიკურ ბატალიონს, რომელიც არის არა სამხედრო ბატალიონი, არამედ უზარმაზარი სისტემა თავისი კვლევის ცენტრებით. ეს ბატალიონი განლაგებულია მოსკოვთან ახლოს მდებარე დახურულ სამხედრო ქალაქში, რომელსაც "ზაგორსკ 7" ეწოდება. ამ ქალაქში განლაგებული სამსახური აკონტროლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ლაბორატორიას. თავის მხრივ კი ზაგორსკ 7-ის ბატალიონი უშუალოდ ექვემდებარება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთორმეტე სამმართველოს. თავად ასეთი სამმართველოსა და ბატალიონის არსებობაც კი საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა.

თავის მხრივ, საბჭოეთის დროს მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა მოსკოვის გეოფიზიკის ინსტიტუტი, ხოლო ტექტონიკური იარაღის კვლევისა და გამოცდების ექსპერიმენტებს ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ნიკოლაევი. ახალი ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ ეშერის ლაბორატორია პროფილს იცვლის და მისი ძირითადი დანიშნულება ამ ტექტონიკური იარაღის მომსახურება ხდება. აქედან გამომდინარე, ამ ლაბორატორიებში აღირიცხება დედამიწის ქერქის დაძაბულობა გასაკონტროლებელი რეგიონის ყველა წერტილში. ლატორატორია შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას გადასცემს, მომზადებულია თუ არა ტერიტორია იმისთვის, რომ მძლავრი მიწისძვრის პროვოცირება მოხდეს.

ქართველ ექსპერტებს ეშერის ლაბორატორიის შემოწმების უფლებას არ აძლევენ

თავის დროზე ჩატარდა რამდენიმე დახურული კონფერენცია, რომელზეც გამოიტანეს უნიკალური მასალები ამ ტექტონიკური იარაღის გამოცდების შესახებ. ამ თემებზე საუბარი მხოლოდ იმის გამო მოხერხდა, რომ ზოგიერთ მასალას გრიფით საიდუმლო მოეხსნა.

მაგალითად, აზერბაიჯანის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ კარიმოვმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ უზბეკეთში გაზლის მიწისძვრების მთელი სერია, რომელიც 1978 წლიდან 1984 წლის ჩათვლით გრძელდებოდა, სწორედ ხელოვნურად იყო გამოწვეული. მაშინ ამ მიწისძვრების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. ასევე მთელი სერია მიწისძვრებისა, რომელიც გრძელდებოდა პამირის მთიანეთში და ცნობილია პამირ-ინდიყუშის მიწისძვრების სახელით და 80-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, სწორედ ამ ტექტონიკური იარაღის გამოცდასთან იყო დაკავშირებული.

თამაზ ნადარეიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: "ეშერის ლაბორატორია არის უნიკალური ობიექტი არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არმედ მთელ მსოფლიოში. იგი განლაგებულია ცხრა სართულზე მიწის ქვეშ და იქ შეღწევის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ ძალიან დიდი თანამდებობის პირებს. ეს ლაბორატორია საბჭოთა კავშირის დროს მიმართული იყო იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელიც მტრებად ითვლებოდა, თურქეთი, ირანი და სხვა ისლამური სახელმწიფოები. ამ ლაბორატორიებიდან ბევრი რამის გაკონტროლება შეიძლებოდა და მას მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურების გამოწვევაც შეეძლო. ეს იყო დახურული ობიექტი და შესაძლოა დღესაც აფხაზეთის ბევრმა მკვიდრმა არ იცოდეს მისი არსებობის შესახებ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ლაბორატორია ამუშავდა. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს იქ რუსეთიდან არაერთი დელეგაცია იყო ჩასული. შეიძლება იგივე ითქვას სოხუმის ფიზიკო-ტექნიკურ ინსტიტუტზეც, რომელიც ასევე დახურული ობიექტია და 40-50-იან წლებში იქ დაიწყო ატომური ბომბის შექმნა. ამ პროცესს მაშინ უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია, ხოლო სტალინს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ასე რომ, აფხაზეთი დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაც იყო.

აქ იყო ობიექტები, რომლებიც ქმნიდნენ ატომურ ბომბს, ახდენდნენ მიწისძვრებს, ატარებდნენ ცდებს და ეს ყველაფერი გრიფით "საიდუმლოდ" მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სოხუმის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი რაღაც პერიოდი არ მუშაობდა. კონფლიქტის დაწყების პირველ დღესვე რუსებმა მას ეშერის ლაბორატორიასთან ერთად ალყა შემოარტყეს და მთელი ომის განმავლობაში საგანგებოდ იცავდნენ. ცნობილია, რომ ეს ობიექტები დღესაც მოქმედებს, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ცდები ტარდება, რომელიც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. გვაქვს სხვადასხვა ინფორმაციები, რომელსაც მე ჯერჯერობით ვერ გავახმაურებ. იქ დიდძალი რაოდენობის ურანია".

მირიან კიკნაძე, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: "ეშერის ლაბორატორიას დღემდე მუშაობა არ შეუწყვეტია. აფხაზეთის ომის დროს რუსებს იქიდან დაცვა არ მოუხსნიათ. ეშერის ლაბორატორიიდან პროვოცირებულ მიწისძვრასთან დაკავშირებული ვერსია ცოტა გადაჭარბებულია და ფანტაზიის ნაყოფი. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს იმდენად კოლოსალურ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომ დღეს არარეალურია რუსეთის მხრიდან ამის გაკეთება. მიჭირს თქმა, თუ რა ღირებულების ქონებაა ამ ლაბორატორიაში. მისი ინსპექტირების საშუალება არასდროს გვქონია. შეიძლება მანქანა-დანადგარები უკვე გატანილიც კია".

თამაზ ნადარეიშვილი: "უნიკალურია არა მარტო ეშერის ლაბორატორია, არამედ აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ბაზაც, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს ბაზად, საიდანაც სამხედროები ლამის თვალებდახუჭული ხედავდნენ, რა ხდებოდა ახლო სამეზობლოში. ამიტომ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი ებღაუჭება მხოლოდ ჩვენს კურორტებს, ჩვენს ზღვას და მანდარინს. რუსებს უფრო სხვა ინტერესები აქვთ, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან დაწყებული, სამხედრო ბაზებითა და ობიექტებით დამთავრებული, რომელსაც ასე უბრალოდ არ დაუთმობს საქართველოს".


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?