gorda, ნუ მოგერიდებათ კომენტარების და კითხვების დასმა. მე პირიქით, მიხარია, როცა თქვენს კითხვებს ან კომენტარებს ვხედავ. ეს იმის მანიშნებელია, რომ კითხულობთ და ინტერესი გაქვთ ამ თემის. თანაც, ხშირად რაიმე ისეთი დეტალიც მრჩება, რასაც შეიძლება ინტერესი ქონდეს მკითხველისთვის.
მაგალითად, ეხლა გადავიკითხე ჩემი დაწერილი და აღმოვაჩინე, რომ, გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მერის გაწვრთნა რომ დავიწყე, მეც მირჩიეს დამეწყო დუპელით. დუპელი ლენინგრადის ოლქში ცოტაა და წითელ წიგნშია შეტანილი.
ძაღლმა ნორმალურად რომ შეისწავლოს ნადირობის (ან გამოცდების) ობიექტი, მინიმუმ 50 შეხვედრა მაინც უნდა ქონდეს ამ ობიექტთან (ფრინველთან). რაც უფრო მეტი ექნება, მით უკეთესია. ძაღლი, რომელიც იშვიათად გაყავთ მინდორში, რომელიც ცუდად იცნობს მუშაობის ობიექტს, ხშირად ცუდად "ამუშავებს" ამ ობიექტს ნადირობის ან გამოცდების დროს, რაც იწვევს ფრინველის ან გამოტოვებას, ან აფრენილი ფრინველის დევნას (ალბათ სიხარულისგან, რომ ნახა და ააფრინა ფრინველი
).
მე მიმასწავლეს ადგილი, სადაც დუპელი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს ადგილი, ჩემი სახლიდან 80 კილომეტრში იყო. გასაგებია, რომ ყოველ დღე, შეუძლებელი იყო ამ მანძილზე სიარული, მხოლოდ იმისთვის, რომ ძაღლს ფრინველი ენახა და შეესწავლა. ადგილს კი მივაგენი, მაგრამ, ეს ადგილი ძალიან მიგდებული, მიტოვებული აღმოჩნდა და მინდვრები თითქმის მთლიანად ახალგაზრდა ხეებით იყო დაფარული. არა და თურმე წინათ, საბჭოთა წყობილობის დროს, აქ ჩემპიონატებს ატარებდნენ მეძებარი ძაღლებისთვის.
მოკლედ ამ ადგილას იყო, დუპელების ...
არ ვიცი რა ქვია ქართულად, რუსულად "ტოკი". მოკლედ ეს ის ადგილია, სადაც დუპელების საქორწილო რიტუალები ტარდება – სადაც მამლები ერთმანეთს ექიშპებიან და თავს აწონებენ დედლებს. ასეთი "კონცერტები" საღამოს იწყება და თითქმის მთელი ღამე გრძელდება.
ძაღლი რომ შევუშვი ამ "საკონცერტო დარბაზში" სამუშაოდ, კინარამ ჭკუიდან გადაიშალა, იმდენი სუნი იყო და თანაც ყოველი მხრიდან. საით წასულიყო და საით დამდგარიყო დიდხანს ვერ გაერკვია. მე დროულად შევაჩერე ძაღლი და გადავწყვიტე საერთოდ არ გამეშვა პოვადოკიდან. ცოტა ხანში მომბეზრდა დგომა და ამ საქორწილო ასპარეზის ("ტოკის") შუაგულში შევედი. იქ ჩავჯექი პირდაპირ მინდორში და ძაღლი გვერდით დავიჯინე. ფრინველები ერთი პერიოდი გაფრინდნენ, ჩვენგან შეშინებულები, მერე კი, ძალიან მალე, უკან დაბრუნდნენ და ჩვენს ირგვლივ დაიწყეს ისევ თავიანთი საქორწილო რიტუალები. თანაც ისე ახლოს, რომ, თითქმის ხელით შეიძლებოდა შეხება. მერი გაშტერებული უყურებდა ამ რიტუალს. რა მერი, მეც ასევე გაშტერებული ვადევნებდი თვალს ყველაფერს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდებოდა. მალე ძაღლი დამშვიდდა და ასე დამშვიდებულად ერთ საათზე მეტი ვიჯექით, მერე კი ვიწექით, დუპელების შუაგულ "ტოკში".
სულ ორი, სამი ასეთი გასვლა გვქონდა იმ ადგილებში და შემდგომში არასდროს არ გვქონია პრობლემა დუპელის პოვნა, დამუშავებაში. ერთადერთი შემთხვევა, როცა მერი უდიპლომოდ დარჩა, მოხდა მაშინ, როცა მერი 6 წლის იყო, ძალიან რთულ სიტუაციაში (მაგაზე მოგვიანებით).