ნაბულის ძაღლს (არ მიყვარს მეძებარის ხმარება) შეიძლება ქონდეს 3 პრობლემა - კონკრეტულად ნაბულის ძაღლის პრობლემებზე ვსაუბრობ :
1. არ ქონდეს ცხვირი.
2. არ ჩერდებოდეს ნაბულზე.
3. არ ქონდეს აზარტი - არ ეძებდეს.
თქვენ რაც თვქვით უცხვირო ძაღლებზე თქვით.
მინახავს საუკეთესო სპორტსმენი ძაღლების ლეკვები აქ ჩამოყვანილი რომლებიც უბრალოდ ნაბულზე ვერ დგებოდნენ. ამის თავიდან აცილება შეიძლება შემოწმებით ანკესზე...
სპორტსმენი ძაღლების პრობლემა, ჩემი აზრით იმაშია, რომ, მაგათ, ისევე როგორც ყველა სპორტსმენს, ასწავლიან, აიძულებენ, ავტომატიზმამდე დაიყვანონ ყველა ნაბიჯი, მოძრაობა. არ ვიცი, აქვთ თუ არა მასეთი ძაღლების შთამომავლებს პრობლემები ნაბულზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აქვთ პრობლემები მიტანებაზე. მიტანებაზე იმიტომ, რომ, ფცი–ს კანონებით აუცილებელი არ არის ენერგიული, ნახტომით მიტანება (როგორც საბჭოთა წესებშია). შეიძლება "ფეხთან" მიტანება, რასაც წამყვანების უმრავლესობა იყენებს, რადგანაც ეშინიათ, რომ ენერგიული მიტანების შემდეგ, შეიძლება ძაღლი არ, ან, ვერ გაჩერდეს (გამოეკიდოს ფრინველს). ამიტომ ბოლო დროს ხშირად ვხედავ ძაღლებს, რომლებსაც "მყარი" ნაბული აქვთ და დიდი პრობლემები მიტანებაზე.
...და ვინ თქვა რომ ანკესით არ შეიძლება ბალახში მუშაობა. მეტიც 3 თვიდან მე ვაკეთებიებ სიბნელეში და ბალახში. როგორც აპორტს. ყველა ევროპელი ჰენდლერი აუცილებლად ასწავლის ნაბულს სახლში და არა მინდორში ბედის ანაბარა.
ბალახში მუშაობაზე არაფერი მითქვია, ანკესით შეიძლება ბალახში ჩადო გამშრალი ფრთა ან ფიტული, მაგრამ, პირველივე "ამოფრენის" შემდეგ (უკეთეს შემთხვევაში, უარესში – თავიდანვე ), ლეკვი ხედავს სად "დაფრინდა" ეს "ფრინველი" და არ მუშაორს ცხვირით/
რაც შეეხება "ჰენდლერებს" – ისინი საერთოდ არ ასწავლიან ძაღლებს არც ნაბულს და არც სხვა რამეს, რაც ძაღლებს მინდორში დასჭირდებათ. მაგათი მოვალეობაა გამოიყვანონ ძაღლები ლამაზად გამოფენებზე.
ასე რომ სარგებლობა ამაში დიდია. ამ სარგებლობას ქვია მორჩილება და არ დახარჯული დრო
არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ, დავრჩები ჩემს აზრზე, რომ, ანკესით ლეკვის ვარჯიშს არავითარი კავშირი არა აქვს მორჩილების განვითარებასთან და არც დროის ეკონომიასთან. რადგანაც, ლეკვი ხელმეორედ იქნება მაინც გასაწვრთნელი ნაღდ ფრინველზე და სულ სხვა სიტუაციაში.
მეძებარს შეიძლება ქონდეს ნაკლები ცხვირი მაგრამ თუ ნაბულზე ვერ დგება და აზარტი არ აქვს სუპერ ყნოსვის მქონეც კი სანადიროდ არ გამოდგება.
ამაში გეთანხმებით, უნაბულო მეძებარი, მეძებარი არაა, რაც არ უნდა ყნოსვა ქონდეს.
ნაბულს კიდევ ეშველება დიდი შრომით და კორდით - მაგრამ ეს იქნება იძულებითი ნაბული და აუცილებლად უსტილო- ისეთივე როგორიც ბოქსიორს მაგალითად ვასწავლე.
აზარტსაც ეშველება მგონია, თუ ძაღლი სულ "უჯიშო" არ არის. ხშირი გასვლები და შედეგიანი სროლა, შეუცვლის აზრს. მაგრამ, ჩემი აზრით, საუკეტესო შედეგს მოიტანს კარგად დაყენებულ და მუშა ძაღლთან ერთად ნადირობა. სხვა ძაღლთან პაექრობა, ხშირად ცვლის მონადირე ძარლის ჭკუას