ეს გარდამავალი პრიზიც იმ დროს შეიქმნა და "კურცჰაარების საგაზაფხულო ჩემპიონატში" გამარჯვებულს ერთი წლით გადაეცემოდა.
ეს გარდამავალი პრიზიც იმ დროს შეიქმნა და "კურცჰაარების საგაზაფხულო ჩემპიონატში" გამარჯვებულს ერთი წლით გადაეცემოდა.
ამ პერიოდიდან დაწყებული, მერის შედეგებიც უფრო თვალშისაჩენი გახდა.
მერი გახდა ნოვგოროდის ოლქის კომპლექსური შეჯიბრის (მინდორი+წყალი) მეორე პრიზიორი და მინდვრის გამარჯვებული, სადაც მეორე ხარისხის დიპლომით პირველი ადგილი მოვიპოვეთ (80 ქულით). აქაც გვქონდა პირველი ხარისხის დიპლომის აღების შანსი (მისცეს გადაადგილებულ ფრინველზე მუშაობის საშუალება, ძაან დიდი ყნოსვის მუშაობის ჩვენების შემდეგ), მაგრამ ვერ გამოვიყენეთ ეს შანსი. სამაგიეროდ, პირველად შეჯიბრებებში, მე, როგორც "საუკეთესო მგეშავს", მომანიჭეს სპეციალური პრიზი.
მომილოცია კობა სულ წარმატებები
დუდუ
LEGION.GE
მომილოცია კობა სულ წარმატებები
გაიხარე,ალექს!
მომილოცავს ძმობილო.კიდევ ბევრჯერ ყოფილიყავი გამარჯვებული შენს ცუგრიკებთან ერთად.
მადლობა დუდუ!
ზევით ნახსენები შეჯიბრება 2007 წელს ჩატარდა და მას შემდეგაც გვქონია პატარა წარმატებები, ჩემს ცუგრიკებთან ერთად .
მოგვიანებით გავაგრძელებ. ყოველ დილას 6 საათზე მინდვრებში ვართ მე და პატარა, მერე სამსახურში გავრბივარ, ხვალ საღამოს კი უკვე სანადირო ადგილას უნდა ვიყო, შაბათ დილით ნადირობა იხსნება
სადაც მეორე ხარისხის დიპლომით პირველი ადგილი მოვიპოვეთ (80 ქულით).
ბრავო
მე, როგორც "საუკეთესო მგეშავს", მომანიჭეს სპეციალური პრიზი.
ბევრი ახალგაზრდისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებ კობა. ვინც ყურადღებით კითხულობს ძმობილო შენს "მემუარებს" მიაქცევდა ყურადრებას რომ მოსკოვში სპეციალურდ ჩახვედი გამოფენაზე რათა ის ავტორი გაგეცნო ვისი წიგნის მიხედვითაც დაიწყე კურცის აღზრდა და აი შედეგიც. ბრავო კიდევ ერთხელ კობა. ჩემი პატივისცემა.შენ და შენ შეგირდებს.
მადლობა, ბაბუ!
თქვენ წარმოიდგინეთ ინ კაცისთვისაც რა სასიამოვნო იყო ჩემი ჩასვლა მოსკოვში და მთელი იქ შეყრილი კურცჰაარისტების წინ 2 სამადლობელი სიტყვით გამოსვლა.
მალოვი წარსულში დიპლომატი იყო და ელჩი, რამოდენიმე ლათინურ ამერიკის ქვეყანაში, და ყურადღება არ აკლდა, მაგრამ ჩემი ჩასვლა არა მარტო მოულოდნელი, არამედ, როგორც თვითონ თქვა, "ძალიან სასიამოვნო" იქნა მისთვის.
მშვენიერია ბატონო კობა, ბრავო.
ბატონო კობა ამ საბუთში თქვენი გვარია მოხსენიებული, და აბა კარგათ გადახედეთ თქვენი ძაღლის მონაცემები ხომ არაა, ჩემი კურცხალის საგვარეულო ნუსხაშია მოხსენიებული.
ალექს, ამდენი დამთხვევა (ჩემი სახელი და გვარი, ძაღლის სახელი (ბ-მერი), მერის შვილის და მისი პატრონის სახელი, რომლების მე აქ რამოდენიმეჯერ ვახსენე (მართლა, ქეშელაშვილის მაგივრად, შეცდომით, კესელაშვილი მაქვს ყველგან დაწერილი) შემთხვევით ვერ მოხდებოდა - დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, მე და შენ ნათესავები ვარტ, ძაღლების მხრიდან
_alex_, მეორე საგვარეულო ვისია და თუ შეიძლება სენი ძარლის საგვარეულო ისე გადაიღე, რომ ყველა გრაფა კარგად ჩანდეს
ვა კარგია ძმობილო საიდან სად ხედავ, ესეიგი შენი ძაღლის შტამომავალი მყავს. კიკი გადავიღებ და აქვე დავდებ.
ეგიპტი, რომელიც შენს ძაღლს ალბათ ბაბუად ეკუთვნის, მშვენიერი ლეკვი იყო და ძალიან პერსპექტიული. რამოდენიმე თვე, სანამ ბ–ნ ვაჟა ქეშელაშვილის შვილი, ლევანი, ლეკვს საქართველოში გააგზავნიდა, ფაქტიურად ჩვენთან, დედამისთან იზრდებოდა. ამიტომ მშვენივრად ვხედავდი მაგ ლეკვის პოტენციალს. მგონი კურცჰაარების თემაში მაქვს აღნიშნული და აქაც გავიმეორებ, სამწუხაროდ ეს მშვენიერი ძაღლი, დიპლომების გარეშე დარჩა. ბ–ნი ვაჟა ავარიის შემდეგ ფიზიკურად ვერ იყო კარგად (კოჭლობდა) და ამიტომ ლეკვს თბილისში მერის ელექტროსაყელურიც გავაყოლე, რომ გაწვრთნის პროცესი გაეადვილებინათ. დარწმუნებული ვარ, საველე გამოცდებზე რომ გაეყვანათ, დიპლომებს მიირებდა.
ენისეი, რომელიც ამ თემაში, ცოტა ზევით ვახსენე, ეგიპტის ღვიძლი ძმა იყო. მან, პირველ 2 საველე გამოცდაში, უცებ 2 მეორე ხარისხის დიპლომი აიღო. არა და, ეგიპტი, პოტენციალით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ენისეი.
კობა ეს დღეები არ მეცალა და რომ მითხარი,
ეს არის ჩემი ძაღლის საგვარეულო ნუსხა
0 წევრი, 0 სტუმარი
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?