სანამ ძაღლს ავიყვანდი, უკვე მქონდა ჩემი სანადირო ბაზა, ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ კი ლენინგრადის ოლქში, სადაც ჩამომდიოდა საზღვარგარეთიდან მონადირეები. გერმანელები და ავსტრიელები ირემზე, ცხენირემზე და განსაკუთრებით ყრუალაზე, ფრანგები და იტალიელები თავიანთი ძაღლებით ვალდშნეპზე და ბეკასზე.
პირველად ფრანგები რომ ჩამოვიდნენ დავიქირავე თარჯიმანი, რომელიც კურცჰაარისტი აღმოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში, სანამ ფრანგები ჩემთან იყვნენ, ჩვენ ხშირად გვქონდა ლაპარაკი მეძებარ ძაღლებზე, რადგანაც პირველ რიგში მე ვთხოვდი ანალიზი გაეწია ფრანგების ძაღლების მუშაობისთვის (მე მათ ნადირობის დროს უკან დავყვებოდი, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად). ფრანგები უმთავრესად ინგლისური სეტერებით ჩამოდიოდნენ (ერთი იყო გარდონით, 2 კურცით). ამ ანალიზის დროს წამოსცდა, რომ კურცჰაარი ყავდა და როცა გაიგო, რომ დრათჰაარის აყვანა მინდოდა, მირჩია ....არა, კურცის აყვანა კი არა (თუმცა მის ძაღლს იმ დროს ლეკვები ყავდა), არამედ კლუბში მისვლა, სადაც კურცჰაარისტები და დრათჰაარისტები ერთდროულად იკრიბებოდნენ, სხვა და სხვა კაბინეტებში.
არ იჩქარო, გადახედე, შეისწავლე ორივე ჯიშიო, გადახედე საველე ღონისძიებებზე და გამოფენებზეო. დავუჯერე და ასე მოვხვდი კლუბში, უფრო სწორედ, კლუბებში და 4 თვის განმავლობაში, სანამ ლეკვს ავიყვანდი, სრული ინფორმაცია მქონდა ამ ორ ჯიშზე. ამ პერიოდში მქონდა საუბრები, როგორც კურცჰაარისტებთან, ასევე დრათჰაარისტებთან, ექსპერტებთან, გამოფენებზე და შეჯიბრებებში მონაწილეებთან.
მოკლედ, გადავწყვიტე კურცზე გავჩერებულიყავი.
დარწმუნებული ვარ, ბევრს დააინტერესებს, რატომ? ამიტომ შევეცდები ეხლავე გიპასუხოთ.
ჩემთვის ამ ორ ჯიშში დიდი სხვაობა მაიცდამაინც არ არის. ორივე მიყვარს თითქმის ერთნაირად. გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ დროს კურცს იმიტომ მივანიჭე, რომ, ჯიში გაცილებით ადრე იყო ჩამოყალიბებული (დრათჰაარის სტანდარტი მიიღეს კურცების სტანდარტის 50 წლის შემდეგ), თვითონ ჯიშში ბევრი სხვა და სხვა ვარიაციები იყო ბეწვის, ულვაშის და წვერის გამო, კურცს უფრო მშვიდი ხასიათი და ფსიქიკა აქვს, ბინაში უფრო მოსახერხებელი დასაკავებელია, მოკლე ბეწვის გამო (ე.ი. ჯიში არ იყო ბოლომდე "დაღვინებული")
ბევრი არაფერი, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება გააზრებულად მქონდა მიღებული და შემდგომში არც მინანია.
ლეკვი დიდხანს არ მიძებნია. რამოდენიმე განთქმული ექსპერის რჩევით,რომელთა შორის მთავარი დრათჰაარის მფლობელი იყო, გადავწყვიტე ჩემი არჩევანი ერთ–ერთი მეცნიერმუშაკის ძაღლის ბუდობაზე გამეჩერებინა. მათივე რჩევით და უკვე ჩემი აზრითაც, გადავწყვიტე ძუ ამეყვანა.
რატომ ძუ???? იმიტომ რო, ძუ უფრო მორჩილია და ამიტომ უფრო ადვილი აღსაზრდელია დამწყები მეძაღლისთვის, უფრო მიისწრაფის პატრონ მამაკაცისკენ (ხვადი დედაკაცისკენ), უფრო ჭკვიანია, რადგანაც მას ეკისრება შთამომავლობის აღზრდა–შენარჩუნება. აქვს მინუსებიც, რაც უმთავრესად ძუობის პერიოდს (ტეჩკის) ეხება, მაგრამ, ხვადებისგან განსხვავებით პატრონს არ ეპარება.
ჩემი გადაწყვეტილება ლეკვი ამეყვანა, მეუღლისთვის დიდხანს საიდუმლოებას წარმოადგენდა, რადგანაც უკვე განცხადებული ქონდა ჩემთვის – "ჩემს სახლში ძაღლი არ იქნებაო". ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ამიტომაც, დიდხანს ვუფრთხილდებოდი მის ნერვებს და წინასწარ არაფერს არ ვეუბნებოდი არაფერს 
გაგრძელება იქნება...
ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 January 2018 - 11:38 PM.