Jump to content

სურათი

მშვილდი - სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში

მშვილდი ისარი ნადირობა საქართველო ლეგიონი LჭGION

ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გამოგონებით დასრულებული ჩხირკედელაობა ანუ სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში
 
legion.ge-82-1516518778.jpg

ბაჩო ჩხარტიშვილი 21  წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მეოთხე კურსზე.
ბაჩო წარმოშობით გურიიდანა. ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში გაატარა და სკოლაც აქ დაამთავრა.
უყვარს ბევრი რამის კეთება და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერი ეს კი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია მისთვის.
ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა იდეა, რომელიც  ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა, გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.
18 წლის ასაკში მან გამოიგონა მექანიზმი, რომელიც იარაღზე დამაგრების შემდეგ ასრულებს მრავალ ფუნქციას და შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობა, სამიზნეებზე სროლაც სპეციალური ისრის გამოყენებით. იარაღზე მუშაობის შედეგად ბაჩომ ასეთი შედეგი მიიღო, მექანიზი, რომელი 2კგ და 500 გრ-ს იწონის, მშვილდზე მაგრდება 7-ცალიანი საისრე, დანა, სათევზაო მოწყობილობა, ასევე მობილური, რათა შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის სამუშაო პროცესის გადაღება.
გამოგონილი ისრის მშვილდი ისვრის სხვადასხვა მასის ისრებს: 8-გრამიანსა და 60-მილიგრამიანს, 5-გრამიანსა და 120-მილიგრამიანს და ასევე მას შეუძლია 3 გრამისა და 160 მილიგრამი მასის ისრების სროლაც.
ახალგაზრდა გამომგონებელს ყოველთვის უყვარდა ხატვა და ჩხირკედელაობა, თუმცა მსგავს მექანიზმე მუშაობა მისთვის დიდი სიახლე და გამოწვევა იყო.
მარტო მუშაობდა სახლის პირობებში, მხოლოდ youtube-ის   დახმარებით და ნაცნობების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მრავაჯერადი ცდითა და დაუღალავი შრომით პასუხობდა.
საბოლოოდ სამი თვის შემდეგ, ბევრმა ნახატმა, უფრო ბევრმა ცდამ და გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და გამომგონებელმაც შეძლო საკუთარი იდეის რეალობაში მოყვანა.
ბაჩომ მონაწილეობა მიიღო ლეონარდო დავინჩის ნორჩ მეცნიერებათა და გამოგონებელთა პროექტში და 36 ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოში კი თავისი გამოგონებით პირველ პოზიციაზე გავიდა.
კეკულეს არ იყოს, რომელმაც ბენზოლის სტრუქტურა სიზმარში იხილა, ბაჩომ სწორედ ასე მიაგნო მექანიზმის აგებულების ძირითად საიდუმლოს.
„იმდენად ვიყავი ამ საქმით გატაცებული და მთელი დღეები ამით დაკავებული, რომ დამესიზმრა მექანიზი და გამოღვიძებისთანავე შევუდექი მუშაობას. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც რაღაცას ქმნი, ბევრი შეცდომის და მარცხის მერე და საბოლოოდ შედეგამდე მაინც მიდიხარ.”
მექანიზმისთვის ახალგარზდა შემოქედმა ხელმისაწვდომი მასალები: რკინა, ფოლადი, პლასტმასი და ცოტა ხე გამოიყენა.
პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდნენ და მექანიზმის 600 დოლარად შესყიდვა შესთავაზეს, თუმცა შემოქმედი ვერ შეელია პირველ გამოგონებას.
ახლა ნორჩი გამომგონებელი ახალ პროექტზე მუშაობს. არ სცდება თავისი ინტერესესის სფეროს- იარაღს. ბაჩო აპირებს შექმნას იგივე მექანიზმი კონდახიანი მშვილდისთვის , იგივე არბალეტისთვის, რომლის დახმარებიტაც ისრის სასროლი მანძილი 200 მეტრამდე გაიზრდება.
ამჟამად სწავლითაა დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ჩხირკედელაობას აგრძელებს და ზუსტად იცის რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებას მას ძალიან სიამოვნებს.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
წყარო: doctrina.ge

ჩამსწორებელი Qartvela™, 21 January 2018 - 11:13 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

სანადირო არააა მარა ქართული მშვილდის რეპროდუქციააა,

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე გაუგებარია ის მიზეზი რიაც საქარტველოში მშვლდით ნადირობას კრძალავენ. 

ანუ რა არის ასეთი მიზეზი რაც მთელ სამყაროში არ ითვლება ხელისშემშლელ ფაქტორად და საქარტველოში ესაა გადაულახავი წინააღმდეგობა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

ისე გაუგებარია ის მიზეზი რიაც საქარტველოში მშვლდით ნადირობას კრძალავენ. 

ანუ რა არის ასეთი მიზეზი რაც მთელ სამყაროში არ ითვლება ხელისშემშლელ ფაქტორად და საქარტველოში ესაა გადაულახავი წინააღმდეგობა?

რეკაშეტის ეშინიათ ეტყობა:))



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა უბრალოდ ამ მთავრობის აღქმადობაა ალბათ არაადეკვატური. 

მიკლე იარაღი არა, პნევმატიური იარაღი არა

მშვილდი არა

არბალეტი არა 

ცივი იარაღი არა 

და ეხლა ამ აკრძალვებს უკვე აკუსტიკური იარაღიც დაემატა. 

სტარტოვკების აკრძალვა რაღა უბედურებაა ტო?


ჩამსწორებელი babu, 15 November 2021 - 06:52 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Burgona

Burgona

    პრეფექტი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1589 პოსტი
  • მისამართი:Saburtalo
  • წარმოშობა:Gagra
როგორ მევასებააა

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

როგორ მევასებააა

გაგეცინება და ქართულ მშცილდზე არაფერი ინფო არაა ჩვენ საიტებზე და არ არავინ აკეთებს ესეთს,ტიპი ამერიკიდან დაკავშირდა ნიდერლანდებში გოჩა ლაღიძეს და სახელმწიფო მუზეუმს ქართული მშვილდის გაკეთება მინდა და დამეხმარეთო.სერიულათ უშვებს ამ მშვილდს და საკმაოთ პოპულარულიცაა,ერთერტი ყველაზე მსუბუქი და ძლიერი მშვილდია,წონაში მარტო კორეულს ჩამოუვარდება



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გოჩა ლაღიძე? ჰოლანდიაში იარაღის ოსტატი? 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

გოჩა ლაღიძე? ჰოლანდიაში იარაღის ოსტატი? 

კი ბატონო



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

არა უბრალოდ ამ მთავრობის აღქმადობაა ალბათ არაადეკვატური. 

მიკლე იარაღი არა, პნევმატიური იარაღი არა

მშვილდი არა

არბალეტი არა 

ცივი იარაღი არა 

და ეხლა ამ აკრძალვებს უკვე აკუსტიკური იარაღიც დაემატა. 

სტარტოვკების აკრძალვა რაღა უბედურებაა ტო?

მშვილდი და არბალეტიც ეტყობა "სტარტოვკასავით" იმიტომაა აკრძალული რომ ეშინიათ ვინმე არ დააყაჩაღონ  :ki:  :0024: .

არადა დაყაჩაღება თუ უნდა კაცს ისე ვერ იზავს? საინტერესო მიდგომა აქვთ  :0038:


ჩამსწორებელი დუდუ, 13 December 2021 - 04:22 PM.

დუდუ

LEGION.GE


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე როგორც ობივატელს არ მესმის. ამერიკაში როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ნებადართულია. რუსეთსიც ნებადართულია და ჩვენთან რა პონტშია აკრძალული?


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2150 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
მშვილდიც? არბალეტი რომ აკრძალულია ვიცი. და მიზეზად ისაა რომ მაგით ერთი სროლით რამე რომ ადგილზე გააჩერო დაბალი შანსია, და უმეტეს შემთხვევაში იკარგება.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?