Jump to content

სურათი

როგორ ვასწავლოთ ძაღლს ბრძანება "შეჩერდი!"

გაწვრთნა ძაღლი ლეკვი ბრძანება ზდექ შეჩერდი stop წვრთნა დაგეშვა შერსულება faugh მწვრთნელი

ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™

  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2067 პოსტი

წვრთნის პროცესში ძაღლზე მოქმედებს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი, რის გამოც მან შესაძლოა, შეასრულოს სრულიად განსხვავებული ქმედებები: დაიწყოს ყეფა, გაეკიდოს სხვა ცხოველს და ა.შ.

მსგავსი სიტუაციების დროს, მწვრთნელმა დროულად უნდა მოახდინოს ძაღლის დამორჩილება. ამის გაკეთება შესაძლებელია სპეციალური რეფლექსური ქმედებით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოუმუშავდეს შინაურ ცხოველს.
 
legion.ge-82-1516444300.jpg

სიტყვიერი რეფლექსი: ხმოვანი ბრძანება „არა“ (fu, ანუ faugh) წარმოითქმის მკაცრი ინტონაციით.
უსიტყვო რეფლექსი: საბელის მკვეთრი გამოწევა (რბილად), შეჩერება ყელსაბამზე ხელის მოკიდებით.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლთან კონტაქტის, დამორჩილების შედეგად ვლინდება.

წვრთნის ტექნიკა და მისი მეთოდები

ძაღლი უნდა გყავდეთ
გრძელი საბმელით და დააკვირდეთ, როგორ მოქმედებს ის გამაღიზიანებელ ფაქტორებთან შეხვედრისას. თუ ცხოველი ცდილობს მათზე აგრესიულ ზემოქმედებას (ყეფა, თავდასხმა, დადევნება), მწვრთნელმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს სიტყვიერი რეფლექსი „არა“ (fu) და საბელი თავისკენ ძლიერად მოქაჩოს.

საბმელის გაწევის ძალა მწვრთნელმა თავად უნდა განსაზღვროს, რაც დამოკიდებულია ძაღლის ინდივიდზე. მას შემდეგ, რაც ძაღლი არასასიამოვნო ქმედებას შეწყვეტს, ის უნდა დაჯილდოვდეს სასუსნავით და სეირნობა გააგრძელოს.

ძაღლი ყოველი სეირნობისას რამდენჯერმე ავარჯიშეთ. წვრთნის ფარგლებში ამოცანა გაართულეთ. შეარჩიეთ ადგილები, სადაც „გამაღიზიანებელი“ ფაქტორების სხვადასხვა ვარიანტია (ქუჩა, დასახლებული ადგილი, სხვადახვა სუნი, ცხოველები).

წვრთნის ამ ეტაპზე იმოქმედეთ გრძელი საბელით. საბელის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძაღლი მითითებაზე „არა“ (fu) დაგემორჩილებათ.

წვრთნის წარმატებულად დასრულება ნიშნავს, რომ ძაღლი გამაღიზიანებელ ფაქტორებზე არ რეაგირებს და პირველივე ბრძანებაზე გემორჩილებათ.

მწვრთნელების მიერ დაშვებული შეცდომები:

1. როდესაც მწვრთნელი იყენებს მტკივნეულ რეფლექსებს (დარტყმა), რის შედეგადაც ძაღლი ითრგუნება.

2. მწვრთნელი, რომელიც ძალიან ხშირად იყენებს ბრძანებას „არა“ (fu), შედეგად ეს სიტყვა ძაღლისთვის არაფრისმთქმელი ხდება.

3. ბრძანება „არა“ (fu) წარმოთქვით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
შენიშვნა: არასოდეს დაარტყათ ძაღლს და არ დააშინოთ სხვადასხვა საგნით. წვრთნის დროს შეგიძლიათ, ხელი მსუბუქად მოარტყათ კუნთოვან არეში, ისიც გამოუვალი სიტუაციის დროს.

წვრთნა უნდა გადაიქცეს თამაშად და არა ძაღლის წვალებად. მას უნდა უხაროდეს თქვენთან ერთად ვარჯიში და ეს არ უნდა იყოს მისთვის სტრესის მომტანი.

წყარო: zooclub.ambebi.ge

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ძან კარგი და საჭირო რჩევებია, მაგრამ არა იმისთვის, როგორ "შევაჩეროთ" (მონადირული გაგებით) ძაღლი, არამედ იმისთვის, თუ როგორ მივაჩვიოთ ამკრძალავ ბრძანებას – როგორ ავუკრძალოთ არასასიამოვნო ქმედებები.

მონადირე, და განსაკუთრებით მეძებარ ძაღლებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ცოტა სხვანაირი მიდგომაა საჭირო, რადგანაც უფრო სხვანაირი მოთხოვნები გვაქვს ძაღლის მიმართ, შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამკრძალავ ბრძანებებთან ერთად, გვჭირდება გამაჩერებელი ბრძანებაც. ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში ეხება ძაღლის გაჩერების, შეჩერების პრობლემას, ფრინველის აფრენის ან გასროლის შემდეგ, რაც ხშირად მონადირისაგან დიდ მანძილზე ხდება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ბრძანებაა საჭირო, რომელიც უმთავრესი გამაჩერებელი ბრძანება უნდა იქნეს ძაღლისთვის. ეს შეიძლება იყოს თუნდაც "დადექი", "გაჩერდი", "დაწექი", "დაჯექი" და ა.შ.. ნებისმიერი, რომელსაც ძაღლი ყველაზე უკეთესად ასრულებს. 

საერთოდ ბრძანება "fu"-ს მონადირე ძაღლებს არ აძლევენ, ეს უფრო სხვა განხრის ძაღლებისთვისაა.

მე ჩემს ძაღლებს პატარობიდან ვაჩვევ ასეთ ბრძანებას და უმთავრესად "стоять"-ს ვხმარობ. ვიწყებ სახლში (დახურულ სივრჩეში), შემდეგ ეზოში, შემდეგ მინდვრებში. თავიდან კვების წინ ვაჩერებ ლეკვს ამ ბრძანებით. ვაჩერებ სპეციალურად ისეთ დროს, როცა რაიმე სხვა საქმით არის დაკავებული (უმთავრესად, როცა დარბის მაშინ). ამ დროს უკვე ხელში მიჭირავს ძაღლის ჭურჭელი საკვებით. ლეკვი აუცილებლად დაინტერესდება საკვებით და მოირბენს თქვენთან. თავიდან ალბათ ერთ ადგილას არ გაჩერდება და იწრიალებს თქვენს ირგვლივ, მაგრამ სანამ არ დამშვიდდება არ მისცეთ საკვები. როცა დამშვიდდება  წინ დაუდეთ ჭურჭელი და კიდევ რამოდენიმე ხანი არ მისცეთ უფლება ეცეს ჭურჭელს. თუ საჭიროა, შეაკავეთ ხელით და მხოლოდ თქვენი ნებართვის (სპეციალური ბრძანების) შემდეგ მიეცით უფლება მიიღოს საკვები. ცოტა მოგვიანებით, როცა ლეკვი მიეჩვევა ამ პროცესს, შეგიძლიათ ყველაფერი ეს გაიმეოროთ ჭურჭელის გარეშე. უბრალოდ ხელში აიღეთ საკვები, ან რაიმე სასუსნავი ძაღლისთვის და როცა თქვენს ბრძანებებს შეასრულებს, გაუმასპინძლდით.

შემდგომში ეს პროცედურა ეზოში, ქუჩაში გაიმეორეთ, გასეირნების დროს. თავიდან ისეთ ადგილას, სადაც ლეკვისთვის ნაკლები გამაღიზიანებელი ან ყურადღების გამფანტველი პირობებია. იქ, სადაც თავისუფლად შეგეძლებათ ლეკვის საბელის გარეშე გაშვება. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ლეკვი მიეჩვიოს თავისუფალი მოძრაობის დროს (რა პირობებშიაც იქნება შემდგომში ნადირობის დროს) თქვენი ბრძანებების შესრულებას. შემდეგ შეიძლება ამ გზით წასვლა – 

ძაღლი ყოველი სეირნობისას რამდენჯერმე ავარჯიშეთ. წვრთნის ფარგლებში ამოცანა გაართულეთ. შეარჩიეთ ადგილები, სადაც „გამაღიზიანებელი“ ფაქტორების სხვადასხვა ვარიანტია (ქუჩა, დასახლებული ადგილი, სხვადახვა სუნი, ცხოველები).

 იდეალში უნდა მიაღწიოთ იმას, რომ შესძლოთ თქვენი ძაღლის ბრძანებით გაჩერება ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი, თუ კატას მისდევს. 

ყველაფერი ეს უნდა გაიმეოროთ მინდვრეში მანამდე, სანამ პირველად ანახებთ ძაღლს ფრინველს/

წვრთნის წარმატებულად დასრულება ნიშნავს, რომ ძაღლი გამაღიზიანებელ ფაქტორებზე არ რეაგირებს და პირველივე ბრძანებაზე გემორჩილებათ.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2353 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

საერთოდ ბრძანება "fu"-ს მონადირე ძაღლებს არ აძლევენ, ეს უფრო სხვა განხრის ძაღლებისთვისაა.

:good:  :good:  :good:
მომსახურე ძაღლებზეც გაცილებით უკეთ მუშაობს როდესაც გაიწევს ადამიანზე ან ცხოველზე აჩერებენ ბრძანებით სტოპ ,   დაჯექი ან დაწექი და შემდეგ უახლოვდები და 2 ნაბიჯზე რომ მიხვალ ეუბნები ჩემთან.
ფუ-ს ვიყენებთ როცა რაიმე უნდა "სვლიპოს " ქუჩაში.

legion.ge-837-1527156940.jpg

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კობას დავეთანხმები , მეც იგივე მეთოდს ვხმარობდი. დაჯე , ან დაწე , იგივე შეწდეგს გვაძლევს , ძაღლის შეჩერებისას. ანუ ჩვენი ამოცანა რაში მდგომარეობს , რომ ძაღლმა შეწყვიტოს მოძრაობა. და ამისთვის ახალი ბრძანება სტოპაა საჭირო. ამის მაგივრად იგივე ეფექტს იძლევა - დაჯე,,    ან დაწექ.   რაც შეეხება    -  ფუ  . მხოლოდ დამხოლოდ პირის ღრუს მოქმედებასთან ვაკავშირებდი. ანუ პირიდან გაგდებას. მაგდამ მოწოდებასთან ამას არ უნდა ქონდეს კავშირი. ამისთვისაა - დაი. ან მომე

legion.ge-82-1553250819.jpg

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი

  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2364 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესო თემაა.

ჩემსას ცოტა უჭირს ათვისება

          DUDU

          LEGION.GE

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემ აზრს გამოვთქვამ. რამდენად სწორია რომ შეჩერებას აღნიშნავდეს სიტყვა  :"ფუ"?....  ვფიქრობ სტოპ ან სდექ უფრო სწორი იქნებოდა.  

  ფუ ..... ცოტა უასგილოდ მეჩვენება ამ ბრძანებისთვის

legion.ge-82-1553250819.jpg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4335 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს
ბაბუ გეთანხმები. იდეაში მთავარი ქმედებით ასწავლო და მერე იმ ქმედებაზე რა სიტყვასაც მიცემ ისე დაამუღამებს მარა. ვინაიდან ფუ-არ შეიძლებას ნიშნავს და სდექს უამრავიშესატყვისი აქვს დავტოვოთ ისე როგორც არის. მარტივი მაგალითი ჩემ რიჩიმ დაჯექი და სეჩერდი იცოდა ყველა ენაზე და ჯესტიკულაციაზე სწავლის თემაა რა მარა უაზრობა მაგით ძაღლის გადატვირთვა ჯობია ერთი კონკრეტული იცოდეს

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2353 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ჩემ აზრს გამოვთქვამ. რამდენად სწორია რომ შეჩერებას აღნიშნავდეს სიტყვა  :"ფუ"?....  ვფიქრობ სტოპ ან სდექ უფრო სწორი იქნებოდა.  

  ფუ ..... ცოტა უასგილოდ მეჩვენება ამ ბრძანებისთვის

თუ ძაღლი მინდორში გაყვანამდე  გყავს მიჩვეული ფრინველის ჩვენებას კორდაზე  და შეჩერება...   --  აააააბა ! -თიც იძაბება და ჩერდება 

legion.ge-837-1527156940.jpg

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და ფუს ვეძახი როცა რაიმეს ჩაიდებს პირში, ან მაგიდასთან მოდიოდნენ ახლოს, ან პატარაობაში ფეხსაცმელს რო ღეჭავდა და ....მოკლედ ხომ ხვდებით. მაგრამ როდესაც ვთვათ ჩემი შვილიშვილს ეთამაშება და ერთად დრბიან და ცელქობენ ...ფუ  რატომ უნდა დაუძახო? არც ჭამს , არც, ღეჭავს, არც იპარავს, არც ...მოკლედ არაფერი არ უნდა გააგდოს პირის ღრუდან და  ფუ რა ბრძანებისთვის ვუთხრა? სდექ. დაჯე, სტოპ. სიძეწ, ლიჟაწ, დაუნ....რაც გაგიხარდება მაგრამ არა პირის აპარატთან დაკავშირებული ბრძანებით ახალგაზრდებო. ანუ პირის ღრუსთან დაკავშირებული ბრზანებით ვზღუდავთ მის მოძრაობას? როდესაც მოძრაობის შემზღუდავი უამრავი ბრძანებაა? (მე სიტყვიერს ვგულისხმობ თორემ ბესო მალაციძე საერთოდ არ ხმარობს სიტყვებს. სტვენა და ჟესტიკულაციაზე მაქვს საუბარი მეგობრებო)

ასე რომ ჯობია მიზნობრიობა არ დაუკარგოთ სიტყვით ბრძანებას თორემ გაპრავებით ყველაფერს გააპრავებ თუნდაც   "ჰააა მეთქი " ან  "ვინა ბიჯოო" ან ნებისმიერი სისულელე. ისე ქართველებს უნიკალური თვისება გვაქვს . ნებისმიერ რამეზე შეიძლება ვიდავოთ და კატეგორიულად გამოვთქვათ ჩვენი აზრი , მაგრამ ჭეშმატიტება მარტივია,ჩემი აზრით. ანუ ჟესტიკულაციაც შეიძლება არასწორად ასწავლო ძაღლს და დაწოლის და დაჯდომის ჟესტიკულაცია სხვადასხვანაირად ასწავლო , მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ესეა. ამიტომ ნებისმიერ აკრძალვითი ბრძანების აღმნშვნელადაც შეიძლება ...ფუ....გამოიყენო, მაგრამ როდესაც აქვს შესაბამისი მნიშვნელობა  კონკრეტიკას ჯობია მიყვე ამ ტრადიციას. ესე დაწვება თუ დაჯდება არც ამას აქვს მნიშვნელობა. მთავარია არ გაეკიდოსო(როგორც ხშირად პროფესორობენ ქართველები , ასეთმა აკადემიკოსმა დააბრეხვა ჭეშმარიტება).  ესე მარცხნივ უნდა მოგყვებოდეს ძაღლი , მ მარჯვნივადაც ხშირად დამყვებოდნენ ჩემი გოგოები , მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე სწორად ვიქცევი. როდესაც არის ტრადიცია რომ ხელის აწევით დასვა ძაღლი , შეგიძლია რომ თავზე ხელის მიდებითაც ასწავლო (როგორც ერთმა ჩემმა ახლობელმა შაყირ შაყირში მიაჩვია თავის ძაღლს "ჩესტზე " რეაგირება.) მაგრამ ეს ყველაფერი სტანდარტიდან გადახვევაა. ესაა რაც მინდოდა მეთქვა თორემ თქვენ თუ გაგიხარდებათ   დედის ტრაკის გინებაზეც მიაჩვევთ ნებისმიერ ბრძანებას. ზოგი მაგალითად წვრილი საფანტით და ლაგატკითაც აჩერებს ძაღლებს. ლაგატკაც მისია და ძაღლიც და მე რომ ვკითხე ასე რატომ აკეტებ მეთქი , მარტივი პასუხი გამცა. ასე მევასება სიმონო(ქუთაისური აქცენტით) . ხო დფა ისე ქენით ძმებო ვისაც როგორ გევასებათ- რა პრობლემაა რო?

მე მაგალითად ჩესტზე მაგრად მომეწონა და აწი მაგასაც დავნერგავ ცემ გოგოებტან.

;) 

legion.ge-82-1553250819.jpg

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე

იიიიფ რა კაი იყო ???

ბიჭოს  !!!!

ჩამსწორებელი Panteleimon, 22 February 2018 - 03:13 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი

  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 223 პოსტი
ერთადერთი პრობლემა რაც ეხლა მაქვს ესაა - გაკიდება. იმედია გადავაჩვევ, უბრალოდ ამ დალოცვილს ბუნებრივად იმდენი კეთილი თვისება დაჰყვა ესეც ჰქონოდა რა იქნებოდა. ძალიან მაგარი ფსიქიკის ძაღლია, წესით არ უნდა გამიჭირდეს, ყოველ შემთხვევაში 9 თვის ასაკში დავგეშე, მყარი სტოიკა, ნაბული, ძებნა, აზარტი, და ეს გაკიდება ....
ნუ, ეს ერთგვარ აზარტზეც მეტყველებს ალბათ. თუმცა აუცილებლად უნდა გავაჩერო!!! ვიწყებ ისევ აქტიურ ტარებას თოკით ხელში ....

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი

  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1381 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

ერთადერთი პრობლემა რაც ეხლა მაქვს ესაა - გაკიდება. იმედია გადავაჩვევ, უბრალოდ ამ დალოცვილს ბუნებრივად იმდენი კეთილი თვისება დაჰყვა ესეც ჰქონოდა რა იქნებოდა. ძალიან მაგარი ფსიქიკის ძაღლია, წესით არ უნდა გამიჭირდეს, ყოველ შემთხვევაში 9 თვის ასაკში დავგეშე, მყარი სტოიკა, ნაბული, ძებნა, აზარტი, და ეს გაკიდება ....
ნუ, ეს ერთგვარ აზარტზეც მეტყველებს ალბათ. თუმცა აუცილებლად უნდა გავაჩერო!!! ვიწყებ ისევ აქტიურ ტარებას თოკით ხელში ....

სტოპი ასწავლე და მოგეხსნება ეგ პრობლემა...

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nikala1992

nikala1992

    პრიმუს პლიონი

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:varketili 3 masivi shuamtis qucha
  • წარმოშობა:qartveli
მეც მქონდა ეგ პრობლემა და ერთი სეზონი დაჭირდა გადასაჩვევად. დროის საკითხია

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დოკი რაც შეილება ახლოდან მიუშვი "პადვოდკიდან" და შეეცადე რაც შეილება მკაცრი და მყისიერი შეძახილით "გაჩე" ან შენ რაც გინდა რომ ბრძანება გასცე ის დაიყვირე. კორდა გქონდეს გადაზღვევით ან რაგატკა და 10 ნომერი საფანტი. პირობას გაძლევ 3-4 ვარჯიშის შემდეგ ამას გადაეჩვევა. ერთი დღე დაიძახე რომ მეცალოს უცებ გასწავლი ბაბუ და მთელი ცხოვრება დასვენებული იქნები

legion.ge-82-1553250819.jpg

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39778 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეც მქონდა ეგ პრობლემა და ერთი სეზონი დაჭირდა გადასაჩვევად. დროის საკითხია

რა ძაღლია და რა ხნის?

legion.ge-82-1553250819.jpg

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?