Jump to content

სურათი

ძაღლის ჭიებზე დამუშავება / დეჰელმეთიზაცია

ძაღლი ლეკვი ჭია ჭიებზე დამუშავება დეჰელმეთიზაცია აცრა წამალი მკურნალობა

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ბევრმა ადამიანმა, რომელსაც არასდროს ჰყოლია ძაღლი, არ იცის დეჰელმეთიზაციის აუცილებლობა. არის შემთხვევები, შეიძენენ ლეკვს და თუ მომშენებელმა არ აუხსნა რისი გაკეთებაა საჭირო, ან ის მაინც არ ურჩია, რომ ვეტერინართან უნდა მივიდნენ კონსულტაციაზე, ლეკვი ისე იზრდება ჭიის წამალი საერთოდ არ აქვს დალეული.

დეჰელმეთიზაცია სპეციალური გრაფიკით მიმდინარეობს და საჭიროებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ განმეორებას. საქართველოში ხელმისაწვდომია საკმაოდ ბევრნაირი წამალი. ზოგიერთი მათგანი უფრო ეფექტურია, ზოგი შედარებით სუსტი, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ არის ის, რომ გვგონია ლეკვისთვის ერთხელ ჭიის წამლის მიღება საკმარისია.
 

legion.ge-82-1516278690.jpg

 
 
დეჰელმეთიზაცია გულისხმობს, ძაღლის ორგანიზმის გაწმენდას ჭიისაგან. როდესაც პირველად ვასმევთ ლეკვს ჭიის წამალს, იხოცებიან მხოლოდ ზრდასრული ჭიები, რომლებიც დღეში ათასობით კვერცხს ბადებენ. საქართველოში არსებული ვერცერთი წამალი, ვერ ერევა კვერცხს და ისინი სულ მალე ლარვად გარდაიქმნებიან.
ლარვა კი ისევ ზრასრული ჭია ხდება, რომელიც ბადებს კვერცხებს და შესაბამისად დეჰელმეთიზაცია უშედეგოა.

იმისათვის რომ ჭიის წამალმა შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მისი მიცემიდან 10-14 დღეში მოხდეს განმეორებითი დეჰელმეთიზაცია. ამ დროისთვის ლარვები რჩებიან ლეკვის ორგანიზმში და წამალი მათ ხოცავს. უფრო ადრე ან უფრო გვიან დეჰელმეთიზაცია უშედეგოა.
ჭიის სასიცოცხლო ციკლი ასე გამოიყურება:

    კვერცხი
    ლარვა
    ზრდასრული
    ჭია
    კვერცხი


რამდენად საშიშია ჭიაზე დაუმუშავებელი ლეკვის აცრა?

საკმაოდ საშიშია, რადგან ჭიები ლეკვის ორგანიზმს წამლავენ და ასუსტებენ იმუნურ სისტემას. აცრა უკუშედეგს გამოიღებს და იმის მაგივრად რომ უშუალოდ იმ დაავადებისგან დაიცვას ძაღლი, შესაძლოა დააავადოს ის.

გარდა ამისა, ჭიების გამრავლებამ ძაღლის ორგანიზმში, შესაძლოა გამოაღვიძოს იმუნური სისტემის მიერ დათრგუნული ვირუსული დაავადებები.
როგორ ავიცილოთ თავიდან დეჰელმეთიზაციის გვერდითი მოქმედება?

ზოგიერთი ჭიის წამალი საკმაოდ ძლიერმოქმედია და როდესაც ჭიები იღუპებიან, ხდება მათი კუჭ-ნაწლავში დაშლა, რაც იწვევს ორგანიზმის მოწამვლას. ზოგიერთი ლეკვი ინელებს მათ უპრობლემოდ და გამოიდევნებიან ორგანიზმიდან. ზოგიერთ შემთხვევაში კი თუ ლეკვი სუსტია შესაძლოა მისი კიდევ უფრო დასუსტება და ბოლოს ინტოქსიკაცია.

ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ლეკვი დავამუშავოთ ჭიებზე ერთი თვის ასაკიდან, როდესაც უკვე დამოუკიდებლად იკვებება და მოძლიერებულია.

ძაღლის ჯიშზეც ბევრია დამოკიდებული, პატარა ჯიშის წარმომადგენლები უფრო სუსტები არიან შესაბამისად სანამ დავამუშავებთ ასეთ ლეკვს ჭიაზე, მოვაძლიეროთ ის ვიტამინებით, კარგი და ჯანსაღი საკვებით. მხოლოდ მაშინ, როცა დავრწმუნდებით რომ ლეკვი თავს მშვენივრად გრძნობს, აქტიურია და არ აწუხებს ფაღარათი, დავამუშაოთ ის ჭიებზე.

თუ შეატყობთ, რომ ლეკვი დეჰელმეთიზაციის შემდეგ დასუსტდა, არ იკვებება, არ ღებულობს სითხეს დაუყონებლივ მიმართეთ ვეტერინარს. აუცილებლია ლეკვის ორგანიზმის გასუფთავება მოხდეს ფეკალიებისგან და მისი ორგანიზმის გაძლიერება.
 
წყარო: mydog.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ისე სოდიანი წყლის ოყნა, გინდა ძნელად თუ საერთოდ ვერსაშოვარი "მარგანცოვკიანი" ოყნა მაგარს ხოცავს. 

ჭიებს ვერ შველის ოღონდ. მაგრამ დიდი რაოდენობა თუა ჭიის წამლამდე ოყნა ჯობს. განსაკუთრებლად ლეკვებში


legion.ge-837-1527156940.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?