Jump to content

სურათი

ძაღლისთვის აკრძალული 12 დასახელების პროდუქტი

საკვები აკრძალული სწორი კვება კვება ჯანსაღი პროდუქტი ძაღლი

ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2058 პოსტი

ეს სტატია განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვისაც მიაჩნიათ, რომ ძაღლს რაც არ უნდა აჭამონ – არაფერი დაშავდება.
გასაგებია, რთულია უარი უთხრა ძაღლს, რომელიც ისეთი თვალებით გიყურებს სადილობისას,  თითქოს მთელი თვეა არაფერი უჭამიაო.
განწირულ მზერას თუ არ უგულვებელჰყოფთ, ვერ გადაურჩებით ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტს.

იმის გარდა, რომ ძაღლი შესაძლოა ალერგიული აღმოჩნდეს გარკვეული პროდუქტების მიმართ, ან სულაც მოიწამლოს და გაუღიზიანდეს კუჭ-ნაწლავი, არსებობს კონკრეტულად 12 საკვები, რომლსაც შეუძლია ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს თქვენი ძაღლი!

ყურადღება მიაქციეთ თქვენი ლეკვის სწორ კვებას. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლის ადრეულ ასაკში.





1. შოკოლადი

legion.ge-82-1516274589.jpg


შეიცავს დიდი რაოდენობით, კოფეინსა და თეობრომინს. რაც უფრო შავია ის, მით უარესი. თეთრი ნაკლებ მეთილქსანტინს შეიცავს, რაც თავისთავად ნაკლებ ტოქსიკურობას გულისხმობს.

შოკოლადი თუ ძაღლმა მიირთვა შესაძლოა გამოიწვიოს: ღებინება, დეჰიდრატაცია, მუცლის ღრუს მწვავე ტკივილები, კუნთების ფიბრილაცია, არითმია, ფსიქომოტორული აგზნება, კრუნჩხვები და შესაძლოა სიკვდილიც…
 

2. რძე

legion.ge-82-1516274735.jpg


დიახ, ლეკვებს შეუძლიათ სვან დედის რძე, მაგრამ როგორც ადამიანებს, ძაღლებშიც ხშირია ლაქტოზის აუტანლობა. რძეში, რომელსაც მივირთმევთ დიდი რაოდენობით რძის შაქარია, ძაღლებს კი არ აქვთ ფერმენტი რომელიც მას დაშლიდა.

რძის მიღებამ ძაღლებში შესაძლოა გამოიწვიოს: ღებინება, ფაღარათი, გასტროინტესტინალური პრობლემები. რძე ვერ მიიყვანს ძაღლს ფატალურ შედეგამდე, მაგრამ შესაძლოა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.
 

3. ყველი

legion.ge-82-1516274935.jpg


ბოდიში მეგობარო… ყველიც არ გეჭმევა. განსაკუთრებით მდნარი! ისევე როგორც რძის შემთხვევაში, ენზიმების უქონლობის გამო, ძაღლის ორგანიზმი ვერ ახერხებს ცხიმებისა და შაქრის დაშლას.

ყველმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები როგორიცაა: გაზების დაგროვება, შებერილობა, ღებინება და ფაღარათი.
 

4. ხახვი

legion.ge-82-1516274983.jpg

 

ხახვს შეუძლია ძაღლს ბევრად დიდი პრობლემები მოუტანოს, ვიდრე უბრალოდ ცრემლდენა… ხახვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც თუ ძაღლმა დიდი რაოდენობით მიიღო ზიანს მოუტანოს მას.

ხახვს შეუძლია, დააზიანოს სისხლის ფორმიანი ელემენტი, რაც ასუსტებს ძაღლს და უმოქმედოს ხდის. თუ დიდი რაოდენობით ხახვი მოიპარა თქვენმა ძაღლმა და მიირთვა, შესაძლოა სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო.
 

5. მაკადამიას კაკალი

legion.ge-82-1516275076.jpg

 

უახლეს გამოკვლევებს თუ ვენდობით მაკადამიას კაკალი ძაღლებისთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია. სპეციფიკური ნივთიერებები, რომელთა სახელწოდებებიც ჯერ კიდევ უცნობია ძალიან ტოქსიკურია ძაღლებისათვის.

მაკადამიას კაკალმა შესაძლოა გამოიწვიოს: ზოგადი სისუსტე, უკანა კიდურების დამბლა, ჰიპოთერმია, ღებინება და კრუნჩხვები.
 

6. ნიორი

legion.ge-82-1516275126.jpg

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძაღლი ვამპირია, და სახლში ნიორი გადამალეთ! შოკოლადის და ხახვის მსგავსად დიდი რაოდენობით ნივრის მიღება საშიშია ძაღლებისათვის, რადგან ის ტოქსინებს შეიცავს. შესაძლოა სისხლის მოწამვლა, და ურინაციის დროს სისხლნარევი ან მუქი შარდი. განსაკუთრებით მწვავე შემთხვევების დროს, საჭირო გახდება სისხლის გადასხმა.
 

7. ყურძენი

legion.ge-82-1516275184.jpg

 

მაკადამიას კაკლის მსგავსად ყურძენი ძალზედ საშიშია თქვენი ცუგოებისთვის, რადგან ყურძნის კურკა ტოქსიკურია. ჯერჯერობით არაა დადგენილი თუ რა ნივთიერებებია ტოქსიკური ძაღლებისათვის და რა მოქმედებს ძაღლებზე ეგრე ცუდად, მაგრამ დიდი რაოდენობით ყურძნის მიღება არაა რეკომენდირებული. ყურძენი იწვევს: თირკმლის გათიშვას (მწვავე შემთხვევებში), ღებინება, დეჰიდრატაცია, ფაღარათი. ძაღლი შესაძლოა დაიყუპოს თირკმლის შეუქცევადი დაზიანების შემთხვევაში.
 

8. ავოკადო

legion.ge-82-1516275246.png


უარს თუ ეტყვით თქვენს ძაღლს ავოკადოს გაზიარებაზე სამომავლოდ ნამდვილად მადლობას მოგიხდით! ავოკადო შეიცავს ტოქსინ – პერსინს, რაც ძალიან საშიშია ძაღლებისათვის. შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანება, ასევე სუნთქვის გართულება, უხასიათობა და სისუსტე.
 

9. ვაშლის კურკები

legion.ge-82-1516275323.jpg


ნუ მისცემთ ძაღლს მთლიან ვაშლს, რადგან ვაშლის კურკა შეიცავს მცირე რაოდენობით ციანიდს და არაა რეკომენდირებული. თუ ძაღლს ვაშლი ძალიან უყვარს გაუთალეთ დაუჭერით და ისე მიართვით.
 

10. საფუარი

legion.ge-82-1516275458.jpg


რატომაა საშიში ბურღულეული ძაღლებისათვის? პრობლემა თავად ხორბალში არაა, საშიშროება საფუარია. საფუარის შემცველი პურის მიწოდება ძაღლისთვის ყველაზე დიდი და ცუდი შეცდომაა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს. როდესაც ძაღლი შეჭამს საფუარიან ცომს: ალკოჰოლი გამოიყოფა კუჭში რაც ტოქსიკურია, კუჭში საფუარიანი ცომი ფართოვდება და დიდი რაოდენობით გაზი გროვდება. ზოგადად იწვევს ძაღლის კუჭ-ნაწლავის დაზიანებას, დისკომფორტს და მწვავე ტკივილს მუცლის არეში.
 

11. ყავა

legion.ge-82-1516275518.jpg


არავითარ შემთხვევაში არ მიაკაროთ თქვენი ძაღლი არც ყავას და არც ზოგადად კოფეინს. ყავა შეიცავს სტიმულატორ მეთილქსანტინს, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით. მეთილქსანტინი ძალიან ცუდად მოქმედებს ძაღლის ორგანიზმზე,  პირდაპირ აზიანებს ნერვულ სისტემას. იწვევს ღებინებას, მოუსვენრობას. შესაძლოა ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ ძაღლი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.
 

12. შემწვარი ბეკონი

legion.ge-82-1516275587.jpeg


რა?! ბეკონიიც??? აღშფოთდება ძაღლების სრული 100%, მაგრამ სიმართლეა. შემწვარი ბეკონი ნომერ პირველი მტერია ჩვენი ცუგოებისთვის. ბეკონი იმდენად დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რომ ძაღლებში იწვევს პანკრეატიტს.
ორგანიზმი წყვეტს სწორად ფუნქციონირებას, როდესაც პანკრეასი ზიანდება. ეს კი თავისთავად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის კოლაფსს. ვეღარ ხდება საკვების შეთვისება და გადამუშავება.
 
წყარო: mydog.ge
 
ლეგიონრებო, საინტერესოა თქვენი რეკომენდაციები.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2370 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

წვრთნის დროს სასუსნავებიდან ყველი ყველაზე ეფექტურია. სულ პირის წკლაპუნით დაგდევს ძაღლი. ყოველდღიურ რაციონში არც მგონია ვინმე აჭმევდეს



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2331 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

Qartvela™,

კარალიოკი და ხურმა მიუმატე. 2-3 ცაი ეგრევე ტოქსიკოზი აქვს. თირკმელებიც შეიძლება ჩაუკეტოს,

პ.ს. ადამიანსაც  !!


legion.ge-837-1527156940.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 637 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში
მაკადამიას კაკალი მე არ ვიცი რა არის ასე რო არამგონი ჩემმა ძAღლმაც ჭამოს :) ისე არამგონი ვინმემ საქართველოში ავოკადოსგან მომზადებული ხილის ასორტი მიართვას თავის ოთხფეხა მეგობარს :))) რძეზე და შოკოლადზე ნაღდად არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2370 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მაკადამიას კაკალი მე არ ვიცი რა არის ასე რო არამგონი ჩემმა ძAღლმაც ჭამოს :) ისე არამგონი ვინმემ საქართველოში ავოკადოსგან მომზადებული ხილის ასორტი მიართვას თავის ოთხფეხა მეგობარს :))) რძეზე და შოკოლადზე ნაღდად არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა

 

ეეხ , კაკი არც რძიანი ყავა და ტორტი შეიძლება თურმე. საწყალი ცუგრიები. სად არიან უფლებების დამცველები, სად??? 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2058 პოსტი

მაკადამიას კაკალი მე არ ვიცი რა არის ასე რო არამგონი ჩემმა ძAღლმაც ჭამოს :) ისე არამგონი ვინმემ საქართველოში ავოკადოსგან მომზადებული ხილის ასორტი მიართვას თავის ოთხფეხა მეგობარს :))) რძეზე და შოკოლადზე ნაღდად არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა

 
ეეხ , კაკი არც რძიანი ყავა და ტორტი შეიძლება თურმე. საწყალი ცუგრიები. სად არიან უფლებების დამცველები, სად???
მგლებს და ტურებს იცავენ, საშინელ დღეში არიანო ;)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPip
  • 200 პოსტი
ჩემ ძაღლს მაგრად უყვარდა ბოსტნეული, 14 წელი იცოცხლა. ჭამდა: მწვანე ხახვს, ჩვეულებრივ ხახვს, სტაფილოს, უმ კარტოფილს - გათლილს, კიტრს, ბოლოკს, ყველაფერს რაც ხრაშუნებდა )) იყო დრათჰარი, მოღვაწეობდა ქართლში, სოფლად.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2362 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ჩემ ძაღლს მაგრად უყვარდა ბოსტნეული, 14 წელი იცოცხლა. ჭამდა: მწვანე ხახვს, ჩვეულებრივ ხახვს, სტაფილოს, უმ კარტოფილს - გათლილს, კიტრს, ბოლოკს, ყველაფერს რაც ხრაშუნებდა )) იყო დრათჰარი, მოღვაწეობდა ქართლში, სოფლად.

:0024:  :0024:

ჩემი ძაღლები მახსენდება.ბოსტნეულზე და ხილზე გიჟდებიან  :0024:  :0024:


          DUDU

          LEGION.GE


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2370 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

თქვენ კურდღლები გყავთ თუ ძაღლები?  :0024:  :0024:  :0024:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2058 პოსტი

თქვენ კურდღლები გყავთ თუ ძაღლები?  :0024:  :0024:  :0024:

:0024: :0024: :0024:

 

კარგი იყო :goood:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თქვენ კურდღლები გყავთ თუ ძაღლები?  :0024:  :0024:  :0024:

ჩაგეთვალაააა :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?