Jump to content

სურათი

ქართული დროშა - საქართველოს სახელმწიფო დროშა

ქართული დროშა ჰერალდიკა ღერბი გერბი ლოგო ლეგიონი LEGION სახელმწიფო ატრიბუტიკა

ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39322 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ შემოღებული იქნა ქართული დროშის დღე. თავის დროზე ბევრი მითქმა მოთქმა იყო მასთან დაკავშირებით  რომ ქართული 5 ჯვრიანი დროშა სინამდვილეში , კათოლიკურია, რომ იერუსალიმისაა , სომხებმაც გამოთქვეს პრეტენზია როგორც ყოველთვის და ესეც დაიჩემეს სათავისოთ , როგორც ბორჯღალო და მილიონი სხვა რამ, ქართველი მეცნიერების ნაწილიც უარყოფითად შეხვდა მას. მოკლედ აქ შემოგთავაზებთ იმ არტეფაქტებს , ქრონოლოგიურობის პრინციპის დაცვით და საუკუნეების მიხედვითაც გამოჩნდება თვალნათლივ რომ ესაა ქართული და არანაირად თუნდაც იერუსალიმის დროშიდან დასესეხებული, ვინაიდან მე 10 საუკუნეზე ბევრად ადრე მას ქართველები უკვე გარელიეფებზე გამოსახავდნენ.
 
legion.ge-82-1516187265.jpg
 
legion.ge-82-1516187271.jpg
 
legion.ge-82-1516187276.jpg
 

,,ზოგს", საქართველოს სახელმწიფო ხ უ თ ჯ ვ რ ი ა ნ ი დროშა, დღეს მოგონილი, რომ ჰგონია, ურჩიეთ ი ხ ი ლ ო ნ, ხუთჯვრიენი დროშის ბარელიეფები:
მ ა ტ ნ ი ს - V-VI სს-ის,
ნ ე კ რ ე ს ი ს - VI ს-ის, 
გ ო კ ი ო ს - VIII-IX სს-ის, 
ბ ო ჭ ო რ მ ი ს - XI ს-ის, 
მ ა ნ გ ლ ი ს ი ს - XI ს-ის, 
ჩ ხ ე რ ი ს - XVI ს-ის,
უ დ ე ს,


ტაძრებზე და მონასტრებზე, დ ა ვ ი თ III კურაპალატის X ს-ის ვერცხლის მონეტაზე, უცხოელი კ ა რ ტ ო გ რ ა ფ ე ბ ი ს პორტულანებზე და რუქებზე, რომ აღარ ვილაპარაკოთ!
 
საქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.
ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

280px-Saq_droshis_agebis_tsesi.png
დროშის აგების წესი, სქემა


საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1843 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

გამარჯობა ბაბუ, როგორ ხარ? მოკლედ რა ხდება ახლა ვაპირებდი ზუსტად და ვფიქრობდი, ქართულ დროშაზე და დროშებზე ვრცლად თემის გაკეთებას, 

ხოდა გადავხედე თემებს იქნებ ვინმეს აქვს უკვეთქო და ეს თემაც ვნახე. თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ თემაში გავაგრძელებ იმის დაწერას რასაც ვაპირებდი.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39322 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამარჯობა ბაბუ, როგორ ხარ? მოკლედ რა ხდება ახლა ვაპირებდი ზუსტად და ვფიქრობდი, ქართულ დროშაზე და დროშებზე ვრცლად თემის გაკეთებას, 

ხოდა გადავხედე თემებს იქნებ ვინმეს აქვს უკვეთქო და ეს თემაც ვნახე. თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ თემაში გავაგრძელებ იმის დაწერას რასაც ვაპირებდი.

კი საბა გენაცვალე. თემა მაგისთვის იხსნება ლეგიონის ფორუმზე რომ ადამიანებმა წერონ თავისი მოსაზრებები და სხვებს გაუზიარონ თავიანთი ხედვა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

რადგან თემა „ხუთ-ჯვრიანი“  ჯვრიანი დროშით იყო დაწყებული, მეც შევუერთდები მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ხუთ-ჯვრიანი“  ჯვრიანი დროშა არის ჭეშმარიტად ქართული დროშა (X-XV სს.)  და ამას როგორც ზევით არის აღნიშნული მრავალი ფაქტი ამტკიცებს, მეტიც, ეს ფაქტები მტიკცდება უცხოური წყაროებიდანაც.

 

მაგალითისთვის: „XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონიელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული“.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

დაფუძნებულია კატალონიელი კარტოგრაფის, გაბრიელ დე ვალსეკას რუქაზე

 

 

legion.ge-933-1519760069.jpg



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

რათქმა უნდა ზუსტ თარიღს ვერავინ ვერ დაასახელებს, მაგრამ სავარაუდოდ „ხუთ-ჯვრიანი“ ჯვრიანი დროშის ქვეშ ქართველები იბრძოდნენ 975 წლიდან, როდესაც ტაო-კლარჯეთში მეფობდა დავით III კურაპალატი.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.

 

დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში  გამოჰქონდათ. მაგალითად, მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.

 

პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების დროს ტაძარში.

 

XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.

 

 

legion.ge-933-1519760731.jpg



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ.

 

 

legion.ge-933-1519760797.jpg



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

                                                                                                             დროშა გორგასლიანი

დროშისაღწერილობა - საქართველოს ძველი ეროვნული დროშის დეტალური აღწერილობა ქართულ წერილობით წყაროებს არ შემოუნახავთ. პირიქით, შემორჩენილია მხოლოდ ცალკეული მწირი ცნობები [მუსხელიშვილი 1999]. ამასთან, დღემდე არ არის მიკვლეული ისეთი უცხოური წერილობითი წყაროები, რომლებიც ამ დანაკლისს სრულად აანაზღაურებდნენ. ამიტომ, გორგასლიანი დროშის სახეს აღვადგენთ მიახლოებით, რამდენადაც სადღეისოდ არის ეს შესაძლებელი.

    დროშის სახელებისა და ეპითეტების შესახებ - საქართველოს ეროვნული დროშა საისტორიო წყაროებში მოიხსენიება არაერთი სახელითა და ეპითეტით. მას ეწოდება «სეფე დროშა», «გორგასლიანური» ანდა «გორგასლიანი» დროშა, «ბაგრატოანური» დროშა, «დავითიანი» დროშა. იგი ასევე იხსენიება, როგორც «დიდი დროშა», «დროშა მაღალი», «საჩინო დროშა», დროშა «სვიანად ჴმარებული», დროშა «ბედნიერად ჴმარებული»


ჩამსწორებელი საბა სანოძე, 27 February 2018 - 11:57 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

legion.ge-933-1519761214.jpg



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

                                                                                               სამი ღვთაებრივი საუნჯის შესახებ

თავის დროზე სამი ღვთაებრივი საუნჯის შესახებ დაგვმოძღვრა დიდმა ილიამ. ჩვენს დროში კი მეორე ილიამ დასძინა, რომ მთავარია ასევე ადამიანი, როგორც ტაძარი ღმრთისა. და აი, დადგა დრო, როცა ქართველ ადამიანს შეუძლია ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად აღმართოს დროშა, რომელზეც გამოსახულია ჩვენი სამი ღვთაებრივი საუნჯე:

 

მამული - გაბრწყინებული საქართველო, როგორც მამული ნათელი ქრისტესი, დროშაზე წარმოდგენილია სპეტაკი ჩალისფერი ალმის სახით.

ენა - ქართული ასომთავრული ანბანით დროშაზე ენა დაწერილია უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო 52 ქრისტეს ძლევამოსილი სახელი, რადგან ჩვენი დედაენა არის «შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა»

სარწმუნოება - ბოლნური ჯვარი, როგორც ბეჭედი, სარწმუნოება მთლიანად მოიცავს დროშას. მისი სიდიდე სიმბოლურად განასახიერებს იმ მძიმე ჯვარს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ზიდავდა საქართველო. ხოლო მისი გვირგვინი, როგორც სიწმიდის შარავანდედი, თავისი წრიული ფორმით არის მარადიული დიდების სიმბოლო.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

«ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები»

 

 

legion.ge-933-1519761648.jpg



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

«ეს ქართველთა ჯარი არის

თუ უღრანი ხეთა,

ეს ნისლია ჩვენებური –

მზესავით რომ მოჩანს,

თუ ქართველთა ძველებური

ჩალისფერი დროშა.

ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,

ვის უხდიან ჩაჩქანს.

ეს – თამარი ესალმება

საქართველოს ლაშქარს»







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?