Jump to content


ამ თემას აქვს 23 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

მხოლოდ საქართველოდან იმიტომ გაიყვანეს, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ძაღლები იყვნენ.

 

"ბრმა რას სჩიოდა და - თავის ორთავ თვალსაო" - მე იმას ვჩივი სწორედ, რომ ჩვენი ძაღლები წაგვართვეს, წაიყვანეს, გადააჯიშეს და დღეს იმათი სისხლით შექმნილი ჯიში რუსულ ჯიშად იწოდება და ეს "ლეონბერგერით დასტაბილურებით" გააკეთეს თუ სენ-ბერნარით იდიოტ"სტარაჟევაიას" გამოყვანით - სულ ფეხებზე უნდა გვეკიდოს.
მით უმეტეს - რომელი ეროვნების კომუნისტი მეძაღლე გააკეთებდა ამას.
ჩვენ კი იმის მაგივრად რომ ჩვენი დავიბრუნოთ და ჩვენსაზე ვიდაოთ - აქეთ ვიყვანთ რაღაცა უჯიშო ჯიშებს  "თართსა" და "ყაზბეგურას" და უფრო ვიმასხარავებთ თავს!
რაც ჩამოვთვალე 10 მაგდენის ჩამოთვლა კიდევ შემიძლია, რომლებიც ტიბეტური მასტიფების შთამომავლები არიან, ეს რამით ტიბეტურს აყენებს შეურაცხყოფას თუ იმის შთამომავლებს?  -  მე დავის აზრს ვერ ვხვდები.

ესე იგი, მე თუ ჩემსაზე ვიტყვი, რომ ის ჩემია და ამას დავადასტურებ  - ეს "სომხური დამოკიდებულებაა" და თუ მე ვიკიდებ ყველაფერს და რაღაცა უაზრობებზე ვიდავებ ჩემსავე საზარალოდ - ეს "პრადვინუტობა" და პროგრესია?



#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მხოლოდ საქართველოდან იმიტომ გაიყვანეს, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ძაღლები იყვნენ.

საიდან მოგაქვთ ხალხო წაიკითხეთ კინოლოგიაზე სახემძღვანელოები, ნაშრომები, ისტორიული ფაქტები მოიძიეთ, არ შეიძლება მხოლოდ გულანთებული პატრიოტიზმით ხემძღვანელობა

 

იმათი სისხლით შექმნილი ჯიში რუსულ ჯიშად იწოდება და ეს "ლეონბერგერით დასტაბილურებით" 

იწოდება იმიტომ,  რომ მართლაც :

1. დაასტაბილურეს !!! ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე , ძაღლები იყო საშუალოზე ოდნავ დიდი, სწორი კონსტიტუციის, შექმნეს სტანდარტი !!!!  იძლეოდნენ ერთგვაროვან ჯამრთელ შთამომავლობას.   დღეს 2 ერთნაირ "კავკასიურ მეცხვარეს"  ვერ ნახავ საქართველოში. ანუ იშრომეს.

2. გადარჩევა მიდიოდა სტაბილური მშვიდი ფსიქიკით ამავე დროს მკვეთრად გამოხატული მუშა თვისებებით. დღეს მე რაც მინახავს აქაური წარმოების  ყველა შეუსაბომად ავია და ზომებით სტანდარტიდან ვარდება.

3. დააარეგისტრირეს რუსმა კინოლოგებმა !!! - ქართველებს ვინ დაგვიშალა ????  და თუ არ დაგვიშალა ხედავთ ვერაფერი გააკეთეს "ქართული მთის ძაღლზე 25 წელია უკვე".  ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ გენეტიკა და კინოლოგია არის მეცნიერება !!! 

 

გააკეთეს თუ სენ-ბერნარით იდიოტ"სტარაჟევაიას" გამოყვანით

 

კორექტულობა დავიცვათ მეგობარო. ეს ლეგიონის ფორუმია.      !!!

სტარაჟევაია ძალიან კარგი სტაბილური ჯიშია და პოპულარული ამერიკაში მაგალითად. კავკასიური მას მინიმალურად უზის და მხოლოდ სამუშაო თვისებებისთვის.

 

 

შემიძლია, რომლებიც ტიბეტური მასტიფების შთამომავლები არიან

 

ასეთი აქსიომა , თეორია კინოლოგიაში არ არსებობს !!!! არსებობს ცალკეული მეცნიერების მოსაზრება რომლებიც გამყარებული კვლევებით არ არის.

როდესაც ჯიშის გამოყვანა ან დასტაბილურება მიდის რეგისტრირების შემდეგ ჯიშის წარმომადგენლები არიან პირველი რეგისტრირებული ამ ჯიშის ინდივიდების შთამომავლები. 

მაგალითად ყველა ბოქსერი არის 

არსებობს მხოლოდ 13 ისტორიული დამოუკიდებელი ფენოტიპი რომელთა გენებიც სხვადასხვა პროპორციულობით მონაწილეობს სხვა ყველა ამჟამად არსებულ ჯიშში. და მათი გენები სუფთაა მინარევებისგან და შეიცავს ყველაზე დიდი ოდენობით პირველად გენებს- ანუ მგლის გენებს

 

2004 წელს  2 დამოუკიდებელი გენეტიკური კვლევის შედგად კინოლოგები შეთანხმდნენ რომ ეს ფენოტიპებია :

 

ბასენჯი  Basenji ,

სალუკი Saluki,  (ახლო აღმოსავლეთის ჯგუფი)

ავღანური მწევარი Afghan hound,  (ახლო აღმოსავლეთის ჯგუფი)

სამოედი  Samoyed

ქანაანური ძაღლი Canaan dog,

ახალგვინეური მომრერალი ძაღლი  New Guinea singing dog(აზიურ ჯგუფში)

დინგო dingo, (აზიურ ჯგუფში)

ჩოუ ჩოუ-  Chow Chow,  (აზიურ ჯგუფში)

ჩინური შარ-პეი Chinese Shar Pei(აზიურ ჯგუფში)

იაპონური აკიტა  Akita(აზიურ ჯგუფში)

ალასკური მალამუტი  Alaskan malamute, (ჩრდილოეთ ჯგუფი)

ციმბირული  Siberian husky  (ჩრდილოეთ ჯგუფი)

ამერიკული ესკიმოსების ძაღლი American Eskimo dog

 

 

ეს არის სრული ჩამონათვალი , არანაირი ტიბეტური მასტიფი ვინმეს წინაპრებში და არხილოსკალოური არლეკინი 


legion.ge-837-1527156940.jpg


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

 

 

საიდან მოგაქვთ ხალხო წაიკითხეთ კინოლოგიაზე სახემძღვანელოები, ნაშრომები, ისტორიული ფაქტები მოიძიეთ, არ შეიძლება მხოლოდ გულანთებული პატრიოტიზმით ხემძღვანელობა

 

კინოლოგიაზეც ბევრი მაქვს წაკითხული, თავადაც მიმიღია მონაწილეობა ჯიშების სელექციაში,ისტორიული ფაქტების ნაკლებობასაც არ ვუჩივი ბევრისგან განსხვავებით და ჩემი "გულანთებული პატრიოტიზმი" არავისთვის ხელწამოსაკრავი და საქირქილო არაა - მე ვიცავდი ჩემსას, ვიცავ და დავიცვავ სანამ შემეძლება.
ცოტა ზრდილობასაც თუ მოვუხმობდით საუბარში, უკეთესი იქნებოდა, არაა საჭირო ირონიული, მენტორული და დამცინავი ტონი იმასთან, ვისმა ოჯახმაც თავად შეიფარა, დამალა და განადგურებას გადაარჩინა ქართული მეცხვარულის რამდენიმე საჯიშე ხვადი 40-50-იან წლებში და ჯავახეთის მიყრუებულ სოფლებში დაარიგა შემდეგ შესანახად და გასამრავლებლად.
ამის გაკეთებას მაშინ ძალიან ბევრი ვერ შესძლებდა, მაგრამ ჩემმა მამა-პაპამ ჩემმა ეს შესძლო და მე ესეც მეამაყება დღეს.
კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ - აქცენტი აღებული იყო ქართული მეცხვარული ძაღლის განადგურებაზე (მხოლოდ ქართულზე!) რათა შემდგომში რუსებს არა ჰყოლოდათ შემდავებელი თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრის გატარებაში. აზერბაიჯანული, სომხური, დაღესტნური და სხვა სხვა ქვესახეობები კატეგორიულად იქნა უარყოფილი "კავკასიური ნაგაზის" შექმნაში, მიიჩნიეს რომ მათ ექსტერიერში შუააზიური ნაგაზების მახასიათებლის დიდი წილი იყო.  
 

 

იმათი სისხლით შექმნილი ჯიში რუსულ ჯიშად იწოდება და ეს "ლეონბერგერით დასტაბილურებით" 

იწოდება იმიტომ,  რომ მართლაც :

 

3. დააარეგისტრირეს რუსმა კინოლოგებმა !!! - ქართველებს ვინ დაგვიშალა ????  და თუ არ დაგვიშალა ხედავთ ვერაფერი გააკეთეს "ქართული მთის ძაღლზე 25 წელია უკვე".  ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ გენეტიკა და კინოლოგია არის მეცნიერება !!! 

 

ქართველებს დაგვიშალეს კი არა, დედა გვიტირეს, რომ საბჭოთა კავშირში "ქართულად" არაფერი წოდებულიყო.
რამდენი იბრძოლეს პატრიოტმა ქართველებმა, მაგრამ ქართული მეცხვარულის ჯიშსაშენი არ შეაქმნევინეს საქართველოში - მაგალითად, მოსკოვსა და როსტოვში "სთავაზობდნენ" ყველა პირობების შექმნას პირადად მამაჩემს (!) და უარის თქმის გამო ყველა გზა გადაუკეტეს აქ. 
ასე იტაცებდნენ ყველაფერ ქართულს სომხებიც, რუსებიც, სხვა "მოძმე" ერების "მეცნიერებიც" და ქართველები მაშინაც, როგორც ახლა, სხვა ქართველის პატრიოტიზმს დავცინოდით და ამას ყველანაირად "ფაქტებით ამყარებდნენ"...

 

გააკეთეს თუ სენ-ბერნარით იდიოტ"სტარაჟევაიას" გამოყვანით

 

კორექტულობა დავიცვათ მეგობარო. ეს ლეგიონის ფორუმია.      !!!

სტარაჟევაია ძალიან კარგი სტაბილური ჯიშია და პოპულარული ამერიკაში მაგალითად. კავკასიური მას მინიმალურად უზის და მხოლოდ სამუშაო თვისებებისთვის.

 

"მოსკოვსკაია სტარაჟევაია" უაღრესად არასტაბილური ფსიქიკის, არაადეკვატური საქციელის და ზომაზე მეტად ავი (ან მშიშარა) ძაღლია - ამას თავად რუსები არ მალავენ და არამარტო იდიოტს უწოდებენ, და მე ნუ მომიწოდებ აქ კორექტულობისაკენ!
1984-ში სამხედროში მოგვიყვანეს ერთი პარტია, ბლოკ-პოსტებზე გასაშვებად - იქაც კი ვერ ივარგეს!
არადა, მარტო ყეფა ევალებოდათ, სხვა არაფერი - და ესეც ვერ გააკეთეს და მთელი ეშელონი გაზრდილი ძაღლებისა ისე დააძინეს, ერთიც კი არ დაუტოვიათ.

 

 

შემიძლია, რომლებიც ტიბეტური მასტიფების შთამომავლები არიან

 

ასეთი აქსიომა , თეორია კინოლოგიაში არ არსებობს !!!! არსებობს ცალკეული მეცნიერების მოსაზრება რომლებიც გამყარებული კვლევებით არ არის.

 

ეს არის სრული ჩამონათვალი , არანაირი ტიბეტური მასტიფი ვინმეს წინაპრებში და არხილოსკალოური არლეკინი .

აქსიომა და თეორია სხვადასხვა რაღაცეებია, და თუ მეცნიერი მართლაც მეცნიერია, ის კვლევებით გამყარების გარეშე არაფერზე ამოიღებს ხმას.
ეგ ჩამონათვალიც, ეტყობა რომელიღაცა კერძო "ფედერაციამ" შექმნა, ისეთი ძაღლებია მოყვანილი სხვადასხვა ფენოტიპში, რომ ამის მოხერხებას  დიიიიდი ტალანტი სჭირდებოდა! :)
ტიბეტური მასტიფის სისხლი კი (ტიბეტურ დოგად წოდებულიც ბევრგან) კვლავ აგრძელებს თავის არსებობას მრავალი ძაღლის ძარღვებში - გვინდა ეს თუ არ გვინდა.

 

და ეს ყველაფერი მოჰყვა იმას, რომ მე გავბედე და ქართული მეცხვარული ნაგაზი ვამჯობინე ერთგულების მხრივ სხვა ძაღლებს ? :)

ღმერთმანი, არ ვიცოდი, ასე თუ გავანაწყენებდი და გავაღიზიანებდი ვინმეს, თორემ საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას - სტუმარი ვარ მაინც და ვიცი სტუმრის წესი.

 



#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

და ეს ყველაფერი მოჰყვა იმას, რომ მე გავბედე და ქართული მეცხვარული ნაგაზი ვამჯობინე ერთგულების მხრივ სხვა ძაღლებს

 

ღმერთმანი, არ ვიცოდი, ასე თუ გავანაწყენებდი და გავაღიზიანებდი ვინმეს, თორემ საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას - სტუმარი ვარ მაინც და ვიცი სტუმრის წესი.

 

არასწორად გაიგე ძმობილო და სულ ტყვილად გეწყინა.

ლეგიონის კლუბის ფორუმს კითხულობს ბევრი ადამიანი, შესაბამისად კლუბი  ცდილობს  რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს სტუმარს თუ წევრს და ინფორმაცია იყოს ზუსტი, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილი და ნაკლებად ემოციური.

ჩემი პოსტების მიზანიც მხოლოდ ეს იყო და სხვა არაფერი. მგონი საკმაოდ კარგი ინფორმაციაც მივაწოდე მკითხველს.

 

ვინც პირველად გავაკრიტიკე ამ თემისთვის თვითონ თემის ავტორია.  არც სწყენია . თემაც კი არ წამიშლია როგორც მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტი.

 

არავინ გაგიღიზიანებია და არც არავის დაურღვევია შენს მიმართ სტუმარმასპინძლობის წესი.

 

მობრძანდით ბატონო , სტუმარი ღვთისაა,  ვწეროთ კორექტულად , პატივისცემით როგორც ქართველებს შეგვეფერება და ოღონდ ვწეროთ უემოციოდ და ცივი გონებით .ის რაც სინამდვილეა თუნდაც სამწუხარო.

ყველას ვუსურვებ წარმატებას.


ჩამსწორებელი Panteleimon, 11 January 2018 - 12:51 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

თემის ავტორმა ეს პოსტი გადმოიტანა სხვა საიტიდან, რაც პატიოსნად აქვს მითითებული კიდეც.

 

სხვა ყველაფერი კი სწორად გავიგე ძალიან და ისე მივიღე როგორც უნდა მიმეღო. უემოციოდ კი ჩემიანის გაბიაბრუებას , თუნდაც ის ძაღლის ჯიში იყოს, ვერაფრით შევეგუებოდი, მით უმეტეს აღვნიშნე რა პერიპეტიებიც გადაიტანეს ჩემებმა მაგათ გადარჩენის საქმეში.

როგორც ყველა ჩიტი არაა შევარდენი, ისე ყველა მეცნიერი არაა მეცნიერად წოდების ღირსი.
რუსები და სომხები - მით უმეტეს!

(მაგალითად იგივე რუს მეცნიერებს მოგიყვან, რომლებიც ოს-აფხაზებს არწმუნებენ და ათასნაირი "ფაქტებით" ამყარებენ თავიანთ იდიოტობებს, რომ ქართველები ეგვიპტიდან გამოგდებული ფარაონების საჭურისთა (!) შთამომავლები ვართ თურმე და ამ მიწაზე არაფერი გვესაქმება)



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ეს პოსტი გთხოვ დააკორექტირო რომ წაშლა არ მოგვიწიოს. ეს თემა ხო არ არის ეთნოკონფლიკტებზე. კინოლოგიაზეა


legion.ge-837-1527156940.jpg


#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო ეხლა ვნახე ეს თემა და მართალი გითხრათ ვფიქრობ რომ ცოტა ვნებათა ღელვაბ  გამოიწვია. ერთი თხოვნა მექნება ყველასთან . უფრო სწორად 2 ცალი თხოვნა მექნება.

  1-ნურავინ დავიჩემებთ და დავიჭერებთ რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ჩვენ ვიცით-მითუმეტეს აბსოლუტური ჭრშმარიტება.

2-ნუ შეეცდებით რომ სხვისი პოზიცია და შეხედულებები შეაფასოთ ან მითუმეტეს  გააკრიტიკოთ. არავის სიამოვნებს ...

ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ყველამ კორექტულად გამოთქვით თქვენი აზრი. ეს ფორუმია და არა ენციკლოპედია. მკითხველს მიანდეთ უფლება თვითონ განსაზღვროს ვის მიერ გამოთქმული პოზიცაა მართებული და უფრო მისაღები.

ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ არ გაუბრაზდეთ და მითუმეტეს არავინ აწყენინოთ ერთმანეთს.  უბრალოდ ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულება შეიძლება გააჩნდეს და ეს არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი. არ დაივიწყოთ ძმებო ლეგიონის დევიზი

ძალა ერთობაშია!!!

:* 


legion.ge-82-1553250819.jpg


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ბაბუ მე ვფიქრობ არავის არაფერი საწყენი და პირადული არ უთქვამს :) ეს საკუთრების და ცოდნის დაცვაა.

იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ დამტკიცებული არაა. თუმცა მეც მჯერავს რომ ქართულია!

შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ამ ჯიშისადმი, ქართული მეცხვარისადმი სიყვარულით, შეიძლება ჩემი ქართველობით.

პაატა სწორად გამიგებს, მე არ ვაკნინებ მის სიყვარულს სამშობლოსადმი. თანაც... ეს ხომ მეცნიერულად არაა დამტკიცებული. ვის არ უყვარს ქართული, თუ არა პაატას!

 

შენ რას ფიქრობ წამოჭრილ საკითხზე ;)



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერეკლე ჩემო კარგო ადამიანო "ქართული" თემა საზოგადოთ მტკივნეულია. მე რომ მკითხოთ ეს დედაარღნიანი ღრუსები უსაშველოდ არაკორექტულები არიან და ნამდვილად დავეთანხმები გიორგის რომ ეხლა რასაც ამ უბედურ ოსებს და აფსუებს(თქვენის ნებართვით გიორგისაც შევუსწორებ და დავაზუსტებ რომ  არა აფხაზებს ) თავიანთი ბინძური და მდაბიო ფალსიფიცირებებით თავგზას უბნევენ და მთელი მსოფლიოს დასაცინებს ხდიან , მათივე ავადმყოფური ფანტაზიებით შექმნილი ისტორიებით ,  მარტო  კრიტიკის კი არა საზოგადო განკიცხვის ღირსები არიან. 

საზოგადოთ მე რა ინფორმაციებიც მაქვს მოძიებული, ჯერ კიდევ ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები მოიხსენიებენ  უზარმაზარ ძაღლებს რომელსაც უაღრესად დადებითად და აღტაცებულები მოიხსენიებენ. და საზოგადოთ ეს მიანიშნებს იმაზე რომ აქ უხსოვარი დროიდან არსებობდა ძაღლების ჯიში (რაც სელექციად შეიძლება უკვე ჩაითვალოს ) ვინაიდან მაშინ ჯიშის რეგისტრაცია არ ხდებოდა . ხოლო ქვეყანა , ხალხი და ძაღლის ჯიში რომელსაც ეს დიდი მეცნიერები აღწერის ღირსად ჩათვლიდნენ , ჩემი აზრით ამ ჯიშის სელექციაზე მიუთითებს,

რაც შეეხება ჯიშის რეგისტრაციის წეს და თანმიმდევრობას და წარმოშობის (ქვეყნის ) მითითებას.

  ყაზბეგის რაიონს ყავდა საბჭოთა კავშირში ყველაზე დიდი სულადობის საკოლმეურნეო ცხვარი. ეს კეთდეოდა რამოდენიმე მიზნით და ერთ ერთი იყო წითელი ორდენებისა და გარდამავალი წითელი დროშის მიღების სურვილებით. ქართველების წყურვილმა პირველოისაკენ და ხანდახან ეშმაკური და არც თუ მართებული გზითაც გამოიწვია კარგი შედეგი. უზარმაზარცხვრის ცხვრის ფარებს მარტო საქართველოს ტერიტორიები ვეღარ აუდიოდა და ამიტომ ქართული ცხვარი მოედო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კავკასიაში არსებულ ყველა საძოვრებს. შესაბამისად ყიზლარს და ა.შ. ანუ ჩრდ კავკასიასაც. აქედან გამომდინარე ამ უზარმაზარ ცხვრის ფარებს მხოლოდ კოლმეურნეობების მეცხვარეთა ბრიგადები ვერანაირად ვერ დაიცავდნენ თუ არა ერთგული დაუაღრესად ჯიშიანი ძაღლები. 

გამომდინარე აქედან ქართული ცხვარი და ძაღლიც აღმოჩნდა მთელ კავკასიაში გავრცელებული... მაგრამ აღარ გავაგრძელებ ამ ისტორიას.

გეტყვით მხოლოდ ერთს. - :ძაღლის ჯიშს რომელსაც ქვია "კავკასიური"   (ანუ მოიცავს ტერიტორიულ მინიშნებას) ალბათ "შემთხვევით" ;)   აღმოჩნდა რომ წარმოშობის ადგილად  რეგისტრაციისას  მიუთითეს  "ჩრდილოეთ კავკასია- რუსეთი. ".     ვფიქრობ რომ დამატებითი კომენტარი ჩემის მხრივ უკვე საჭირო აღარაა. 

პ.ს. ძალიან თუ არ გაცხარდება სიტუაცია მაშინ ცეცხლზე ნავთს დავასხავ და გეტყვით რომ ქართული (ლაზური) წარმოშობის მყეფარა ძაღლს "მეკვერნეს"(თურქული მანერით -ჩაქირას)  რეგისტრაციის ადგილს მიუთითებენ ......."ლაზეთი, თურქეთი.

ესაა რეალობა და რა თქმა უნდა გვინდა თუ არა ამას უნდა თვალი გავუსწოროთ. 

  ისე კი ერთ რამეს გეტყვი ფირო. რაც შეეხება სომხურ  თვისებებს.... ;) აზერებმა და თურქებმა ბასთურმა და ტოლმაც ნაციონალურ სამზარეულოს საკუთრებად დაარეგისტრირეს და ....მოკლედ ყველაფერი დასწრებაზეა რა :0024: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?