Jump to content

სურათი

10 ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიში მსოფლიოში

ძაღლი მეგობარი ნადირობა იშვიათი ჯიში ნაგაზი ქართული მსოფლიო ღირსშესანიშნავი

ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

ყოველი ძაღლის მფლობელი თვლის, რომ მისი საყვარელი ბინადარი მილიონ ცხოველს შორის ერთადერთია. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ყოველი შინაური ბინადარი ოჯახის წევრია და პატრონის გულში მის ადგილს ვერავინ შეცვლის, მაგრამ თუ თქვენ ხართ იმ ძაღლის მფლობელი, რომელიც ჩვენს ჩამონათვალშია, თქვენი ბინადარი მართლაც, რომ მილიონში ერთია.

 

 

 

აზავაკი

 

1_6e48e.jpg

 

უძველესი ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია მალიში. ის ერთ-ერთი საუკეთესო დარაჯი და მონადირე ძაღლია. სამწუხაროა, რომ ყოველწლურად მისი რაოდენობა მცირდება. აზავაკის ჯიშის დაახლოებით 200 ინდივიდია მსოფლიოში.

 

 

ტიბეტური მასტიფი

 

2_3f7ba.jpg

 

ტიბეტური მასტიფი ერთ-ერთი ტიბეტური ჯიშის სახეობაა და ასევე უზარმაზარი იშვიათ ჯიშებს შორის.

 

 

ქართული ნაგაზი (მთის მეცხვარეული ჯიში)

 

3_e887f.jpg

 

კიდევ ერთი უზარმაზარი ძაღლის ჯიში მოხვდა ამ სიაში. ის ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო მოდარაჯე ძაღლის თვისებებით. ქართული ნაგაზი მეცხვარეებისთვის შეუცვლელი სახეობაა. ქართველები ამაყობენ ამ საოცარი, უჭკვიანესი ჯიშით.

 

 

მუდი

 

4_e498d.jpg

 

უნგრული მეცხვარე, რომელიც ძალიან ენერგიული და გულადი ძაღლია, ამიტომ ის კარგად უმკლავდება ცხვრის ფარას, ნახირს... ამასთანავე, ძველად მონადირეები მას წვრთნიდნენ ტახზე სანადიროთაც. მისი ნახვა ძაღლების სხვადასხვა გამოფენაზე ბოლო წლების განმავლობაში იშვიათობას წარმოადგენს.

 

 

ტაილანდური ცისფერი რიჯბეკი

 

5.jpg

 

ძაღლის ეს ჯიში გამოირჩევა მეტალისფერი შეფერილობით, რომელსაც აქვს ხისტი თივთიკი მთელს სხეულზე.

 

 

სალუკი

 

6.jpg

 

ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რატომ ეძახდნენ მას ძველ ეგვიპტეში სამეფო ძაღლს.

 

 

პერუული ტიტველი ძაღლი (Peruvian Hairless Dog)

 

7.jpg

 

შესაძლოა, ის ერთადერთი უცნაური შესახედაობის ჯიშია, ამასთანავე, ყველაზე იშვიათიც. ბეწვი მხოლოდ თავსა და კუდის ბოლოში აქვს, მაგრამ კანი - საკმაოდ მკვრივი და უხეში.

 

 

აფთრისებრი ძაღლი

 

8.jpg

 

ის არამხოლოდ იშვიათი ჯიშია ამ სიაში, არამედ ერთადერთი გარეული ძაღლიც. მისი რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ არაერთ ზოოპარკში აფთრისებრი ძაღლის ჯიშის გადარჩენაზე ზრუნავენ.

 

 

მექსიკური ტიტველი ძაღლი

 

9.jpg

 

ის მიეკუთვნება უძველესი ძაღლის ჯიშებს, რომელიც 3 000 წელია დედამიწაზე არსებობს.

 

 

კატახული

 

10.jpg

 

როდესაც საქმე ეხება საოცარი ბეწვის შეფერილობას ძაღლის ჯიშებს შორის, სპეციალისტები ყოველთვის კატახულის სილამაზეზე საუბრობენ. ის წარმოშობით ამერიკიდან არის. ულამაზესი შეფერილობის მიუხედავად, კატახული საოცრად დესტრუქტიული ქცევებით გამოირჩევა. გასაკვირი არაფერია: ამ მონადირე ჯიშის ძაღლს ძალიან მაღალი მტაცებლური ინსტინქტები აქვს.

 

წყარო: zooclub.ambebi.ge



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

საინტერესო რეპორტია :) რამოდენიმე ჯიში პირველად ვნახე :)  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

რამოდენიმე ჯიში პირველად ვნახე

გააზიარე ფეისზე, ნახოს სხვამაც, დარწმუნებული ვარ სხვებიც იქნებიან ვისაც ამ იშვიათ ქმნილებებზე ინფო არ აქვს. ;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

legion.ge-82-1515496111.jpg

 

ძალიან მესიმპათიურა ეს ჯიში. სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან :)

 

https://www.dog-lear...la-leopard-dog/



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dzigo

Dzigo

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 410 პოსტი
  • მისამართი:მცხეთა
  • წარმოშობა:ქართლი

:0064:  :0064:  :0064:  :0064:  :0063:  :0063:  :0063:

თვალით არ მყავდა ნანახა მასტიფისა და კავკასიური ჯიშის გარდა არც ერთი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ძაან მაგარია, კატახული განსაკუთრებით მომეწონა, 

 

მასტიფი ხო ძაღლლომია :))



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ძაან მაგარია, კატახული განსაკუთრებით მომეწონა, 

 

 

აბა რას ამბობ ძაღლის სახელი რომ კატა-თი დაიწყება იმის ძაღლობას როგორ უნდა ენდო :D

ინფორმაცია ზოგადდ არასრულია ზემოთ იმიტომ რომ ასეთი ჯიში იდეაში 2ია :

1. კატაჰულა ლეოპარდ დოგი . ჩვეულებრივი მდევარია კონკრეტულად ღორზე მომუშავე. ასევე იყენებენ პუმაზე, კოიოტზე ირემზე, მაჩვზე, ციყვზე

lg_artwork.jpg

2. მისი დამხმარე (ღორს დაჭერა ხომ უნდა) კატაჰულა ბულდოგი - ამერიკული ბულდოგის განშტოება 

Catahoula-Bulldog-2.jpg

 

არლეკინებია და იდეაში 2ვე მუშა ჯიშებია გამოიყვანეს გაამერიკელებულმა ფრანგებმა.   კატაჰოულა დე პარის ლუისიანა - ადგილია ამათი სამშობლო. 


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 January 2018 - 04:02 PM.

legion.ge-837-1527156940.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ქართული ნაგაზი (მთის მეცხვარეული ჯიში)

ასეთი ჯიში არ არსებობს .   რომ არსებობდეს იარსებებდა ერთგვაროვანი ლეკვები. რეგისტრაციასაც აგერ 20 წელია უკვე ვერ გადის იმიტომ რომ ისეთი სპექტრი აქვთ ჩამოწერილი გარეგნული ნიშნების დიდი პირენეულიდან დაწყებული, ალაბაით დამთავრებული ნებისმიერი შეიძლება გაიყვანო გამოფენაზე მაგ ჯიშის სახელით


legion.ge-837-1527156940.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

 

ძაან მაგარია, კატახული განსაკუთრებით მომეწონა, 

 

 

აბა რას ამბობ ძაღლის სახელი რომ კატა-თი დაიწყება იმის ძაღლობას როგორ უნდა ენდო :D

ინფორმაცია ზოგადდ არასრულია ზემოთ იმიტომ რომ ასეთი ჯიში იდეაში 2ია :

1. კატაჰულა ლეოპარდ დოგი . ჩვეულებრივი მდევარია კონკრეტულად ღორზე მომუშავე. ასევე იყენებენ პუმაზე, კოიოტზე ირემზე, მაჩვზე, ციყვზე

lg_artwork.jpg

2. მიდი დამხმარე (ღორს დაჭერა ხომ უნდა) კატაჰულა ბულდოგი - ამერიკული ბულდოგის განშტოება 

Catahoula-Bulldog-2.jpg

 

არლეკინებია და იდეაში 2ვე მუშა ჯიშებია გამოიყვანეს გაამერიკელებულმა ფრანგებმა.   კატაჰოულა დე პარის ლუისიანა - ადგილია ამათი სამშობლო. 

 

 

 

მადლობა ინფოსთვის, მშვენიერი ცუგრუკაა კატა-ჰულა რას ერჩით იცის თავის საქმე :)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მადლობა ინფოსთვის, მშვენიერი ცუგრუკაა კატა-ჰულა რას ერჩით იცის თავის საქმე

2 ჯიშია ოღონდ :)


legion.ge-837-1527156940.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზურგზე რიჯბეკივით აქვს? თმის წყობა უკუღმა?

post-82-0-05255000-1515487567.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

 ასევე იყენებენ პუმაზე, კოიოტზე ირემზე, მაჩვზე, ციყვზე

აი ამას პაატას მეტი ვინ დაწერდა და არავინ მიაქცია ყურადღება :D







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?