მეგობრებო , ამ ძაღლებზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? საინტერესოა.
ჩამსწორებელი Qartvela™, 08 January 2018 - 12:17 PM.
მეგობრებო , ამ ძაღლებზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? საინტერესოა.
ჩამსწორებელი Qartvela™, 08 January 2018 - 12:17 PM.
როგორც ჩანს პოლონეთშიც დაჩეხეთშიც მრავლადაა. იუ თუბში არსებული ვიდეოების კომენტარები თითქმის სულ ამ ორ ენაზეა.
babu,
აღნაგობა ისეთი აქვს, ფიზიკურად ძლიერიც უნდა იყვეს სავარაუდოდო ..
ჩამსწორებელი ალეკო, 08 January 2018 - 11:31 AM.
მე რა ინფორმაციაც მაქვს, გერმანელებისგან და ჩეხებისგან, ეს მდევარი არაა ისეთი კლასიკური გაგების მდევარი, ჩვენ რომ ვართ მიჩვეულები - ჩადგეს კვალში, იპოვოს, მოაგდოს და აგაყვანინოს ნადირი.
დევნასა და მოგდებაზე არაა ეს ჯიში ორიენტირებული, იქაური სავარგულების სიუხვიდან გამომდინარე, არც ხროვაში ნადირობაზე.
ამ მდევრით ან საბელზე დაბმულით პოულობენ ნადირის კვალს და ჩუმად და ნელა უახლოვდებიან სასროლ მანძილზე, ან სისხლიან კვალზე მიჰყვებიან, რათა დაჭრილი ნადირის დაკარგვა იქნას გამორიცხული - რომ დაეწიოს და გააჩეროს ცოტა ხნით, ან აუშვან საბელიდან და ასე იპოვოს უკვე ჭრილობისგან დაგდებული და დაუჯდეს და ყეფით ამცნოს პატრონს.
(ჩვენ სხვანაირი, მდევნელი და წიოკა ხმეცუნიები გვიყვარს!)
იგივენაირად ნადირობენ ბასეტ-ჰაუნდებითაც.
ჩამსწორებელი George66, 08 January 2018 - 12:12 PM.

ვფიქრობ მართალია ეს კაცი
პოულობენ ნადირის კვალს და ჩუმად და ნელა უახლოვდებიან
დაუჯდეს და ყეფით ამცნოს პატრონს.
ვერ გავიგე გიორგი ბატონო. თუ ყეფით არ დასდევს , მაშინ დაუჯდეს და უყეფოს რაღას ნიშნავს?
ვიდზე რიჩბეკს გავს თუ მეჩვენება ?)
ახლავე მოგახსენებთ.
ეს მდევარი საბელზე ჩაბმული ეძებს და ასე მიჰყავს ნადირის კვალზე მონადირე სასურველ სასროლ მანძილამდე - ანუ, უხმოდ, ყეფის გარეშე.
სროლის და ნადირის დაჭრის შემთხვევაში მას უშვებენ საბელიდან და ის სისხლიან კვალზე აგნებს დაჭრილ (ან უკვე მონადირებულ) ცხოველს. მოძრავი დაჭრილი ნადირის არსებობისას ცდილობს ყეფით გააჩეროს, უკვე დაცემულის შემთხვევაში კი დაუჯდება და ხმამაღალი ყეფით ამცნობს მის ადგილსამყოფელს.
ესაა ამ "მდევრების" დანიშნულება - მოკლე ფეხებზეც ეტყობათ, რომ დიდი ვერაფერი მორბენლები არიან, სამაგიეროდ გრძელი ყურები და კარგი ყნოსვა ეხმარებათ კვალის უშეცდომოდ აღებაში.
იშვიათად ისეც იწვრთნებიან, რომ ბრუნდებიან მონადირესთან და საბელზე ჩაბმის შემდეგ მიჰყავთ ისინი ნადავლამდე.
იმათთან, სადაც გარეული ნადირი სოფლებშიც და ქალაქებშიც თავისუფლად დადის, არაა აუცილებელი საჭიროება მორბენალი და მდევნელი ძაღლის ყოლისა, ასეთი ცუგებიც მშვენივრად ასრულებენ თავიანთ ძაღლურ დანიშნულებას.
მე პირადად მაგათ ძუნძულში ვერაფერი დასაინტერესებელი ვერ დავინახე.
თორემ ვიდეოები კი დევს და ნანახიც მაქვს არაერთი, მაგრამ ვერაა მაგათი ნადირობები მაინცდამაინც სანახაობრივები.
შეიძლება მე ვცდები, მაგრამ...
0 წევრი, 0 სტუმარი
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?