Jump to content


ამ თემას აქვს 31 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგესალმებით მეგობრებო. 

 

მოკლედ ვატყობ ისევ ჩემი საკეთებელი იქნება რეპორტი და იმიტომ რომ სხვებიც დასამთავრებელი მაქვს ამიტომ შედარებით მოკლედ ვიტყვი სათქმელს. 

    დიდი ხანია მიდიოდა საუბრები რომ გავსულიყავით ტახებზე და ამიტომ დაიგეგმა ამ უქმეებზე რომ გავსულიყავით და გვენადირა.    ერთადერთი რაც გვაფიქრებდა ეს იყო ამინდი და კონკრეტულად კი თოვლი.    საქმე იმაშია რომ შაბათ კვირას მოსალოდნელი იყო თოვლი ძამას ხეობაში და ამიტომ მოუთმენლად ველოდით კვირის ბოლოს რათა ერთად შევკრებილიყავით და გვენადირა.

   მაშ ასე ველოდით კვირის ბოლოს და რისიც გვეშინოდა ის მოხდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პარასკევს დღის მეორე ნახევარში გათოვდა.  ოღონდ ძალიან ცოტა ხნით გათოვდა. ცოტა ხანში უკვე ბარდნიდა და იმხელა ნალექი მოვიდა რომ მგონი 1 თვის მარაგი. ადილზე რომ ვრეკავდი დამამშვიდებელი ინფორმაცია არ მომდიოდა მაგრამ ის რომ მეორე დღის იმედათ ვერ ვიქნებოდით უკვე ცხადზე ცხადი იყო.

    ბიჭები ჩავაყენე საქმის ყურში და კვირისკენ დავიწყეთ გადაწყობა. მეტეო საიტები ცოტა უკეთესობის იმედს გვაძლევდნენ ვინაიდან შაბათს მზიანი ამინდი იყო ნავარაუდევი და ვიმედოვნებდი რომ ცოტათი დაწეულიყო თოვლის საფარველი. 

     პარასკევი ბარდნიდა და სხვა არაფერი დაგვრჩენოდა შაბათს უნდა დავლოდებოდით.

შაბათიც გათენდა და ვეცი მეტეოსაიტს.ჯიუტად იმეორებდა რომ იქ სადაც უნდა წავსულიყავით კარგი ამინდი არისო.

     სხვა რა გზა იყო და თუ სადმე ხელი მიმიწვდებოდა ყველგან დავრეკე , ადილობრივებთან, მონადირეებთან და მონასერშიც კი ვესაუ~ბრე რომელიც ხეობაშია განთავსებული.

   ყველასგან მოდიოდა ერთნაირი ინფორმაცია რომ ამინდი გამოვიდაო.    ეხლა მთავარი იყო რომ თოვლის სიმაღლეს დაეწია რათა გადაადგილებაში არ შეგვშლოდა ხელი.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

                 ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ  რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი. რამოდენიმე კაცი უნდა შესულიყო ხეობაში და დაეზვერათ სიტუაცია. პირველი ის იყო გასარკვევი , შეძლებდნენ თუ არა მოძრაობას და საერთოდ მოვახერხებდით თუ არა ჩასვლას და მეორე კი საერთოდ თუ იქწნებოდა კვალი . ანუ იმოძრავებდა თუ არა ნადირი. 

            მოვილაპარაკეთ და 3 კაცი წავიდა იქაურობის დასაზვერათ. შეძლებისდაგვარათ  ხეოვბის სხვადასხვა განშტოებაში უნდა შესულიყვნენ.  მერე დათქმულ ადგილას შეკრებილიყვნენ და ხეობიდან გამოსვლისას უნდა დაერეკათ და ნანახი გაეზიარებინათ ჩვნთვის.

           ერთს კი ვიტყვი რომ საშინლად არ მიყვარს ესეთი სიტუაცია.  არ იცი რა მდგომარეობაა ადგილზე, დამოკიდებული ხარ ამინდზე , რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს მთაში. დამოკიდებული ხარ სხვა ადამიანების აღქმადობაზე (რამდენად ობიექტურად აღიქვავენ და აფასებენ დანახულს), მერე უნდა იცოდე ვინ არის ნბაღდათ წამომსვლელი და შესაბამისად განსაზღვრო ვინ წამოვა და ვინ არა , შესაბამისად ტრანსპორტის ამბავი, ვინაიდან სამონადირეოში მივდიოდით ამას ემარებოდა ფინანსური საკითხი, სამონადირეოსთან ცალკე მოლაპრაკება წამომსვლელების ზუსტ რაოდენობაზე(სამონადირეოსაც უნდა განესაზღვა უღირდა თუ არა ცოტა ხალხის მიღება)....მოკლედ  შაბათი იყო მთელი დღე ნერვების წყვეტის რჟიმში და რაც ყველაზე მთავარია არ ვიცოდით საერთოდ როდის დაბრუნდნებოდნენ ბიჭები და საერთოდ რა ამბავს გამოიტანდნენ ხეობიდან. ~

  21 საუკუნეა და 18 კმის სიღრმეში არცერთი მობილური ოპერატორი არ მუშაობს.   არა და საქართველოს გულია....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოლოდინში გულიც გადამეწურა და ნერვებიც...


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

24 ნამეტანია, 18-იანი იყოს.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

სადაა რეპორტი?



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

სადაა რეპორტი?

 

 

ცხელ ცელი მოდის გზაშია 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სადაა რეპორტი?

უნ მომენტე სენიორ .უნ მომენტეეეე...

 

მოკლედ როგორც იქნა ზარიც გაისმა ჩემ პელეფონზე და მოკლედ რომ მოვჭრა-მწვანე დაინთო.  ეხლა უკვე მთავარი იყო ოპერატიულობა და რაც ყველაზე მთავარია ორგანიზებულობა და მობილურობა. საქმე იმაშია რომ ყველაფერი დასალაგებელი იყო და თან 6 სთზე ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. 

  წამომსვლელები, კავშირის საშუალებები, სიხშირეების დაჯენა, ტრანსპორტი (ცოტა რთული რელიეფი და უფრო რთული მეტეოპირობები სერიოზული მომზადების სატრანსპორტო საშუალებას ითხოვდა , ძაღლები.....მოკლედ დათქმულ დროს უნდა ვყოფილიყავიტ დათქმულ ადგილას. 

  ნუ ცოტა პრობლემები შეგვექმნა ვინაიდან შაბათი დღე იყო და ზოგი საქეიფოთ იყო, ზოგი უქეიფოთ და ზოგიც უკვე ნაქეიფარი. სხვა გზა აღარ გვქონდა და დროის სიმცირის გამო უკვე გზადაგზა დავიწყეთ ბიჭების ძებნა და ჩანაცვლება . საქმე იმაშია რომ საბოლოოდ წამომსვლელებიდან თითქმის ყველას რაღაც პრობლემა შეექმნა და მხოლოდ მე და პაპა შემოვრჩით ძველ სიას. 

     მოკლედ ასე იყო თუ ისე დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას შევიკრიბეთ ვინც შევიკრიბეთ. ცოტა ოდენი პროდუქტი შევიძინეთ და ნადირობის ჟინით ანთებულები გზას გაუდექით.

 

 

legion.ge-8-1513271339.jpeg

 

 

legion.ge-8-1513271358.jpeg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ჯერ შემთხვევამ დამსაჯა -  ვერ წამოვედი, მანქანა დამიზიანდა;

ახლა ამ ნაწილ-ნაწილი რაპორტის მოლოდინით ვისჯები - ასე დასასჯელად დავაშავე რამე?.



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯერ შემთხვევამ დამსაჯა -  ვერ წამოვედი, მანქანა დამიზიანდა;

ახლა ამ ნაწილ-ნაწილი რაპორტის მოლოდინით ვისჯები - ასე დასასჯელად დავაშავე რამე?.

ჰა ჰაა . ბოდიშს ვიხდი. ეხლავე გავაგრძელებ


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩეროკა

ჩეროკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1942 პოსტი
  • მისამართი:ნინოშვილის ქუჩა
  • წარმოშობა:საქართველო, შიდა ქართლი

ბაბუ ხომ არ გავაგრძელო რეპორტი?  :0030: :D


0lllll0 ჩეროკა 0lllll0


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თუ მომეხმარები დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ -თანაავტორობას.

 

 

მანამდე კი გავაგრძელებ და ვიტყვი რომ დანიშნულების ადგილისაკენ ჰერიი ჰერიიიი

 

 

legion.ge-8-1513708668.jpeg

 

 

legion.ge-8-1513708693.jpeg

 

შეხვედრის ადგილას დათქმულ დროს შევხვდი თ ერთმანეთს. ჯემალამ 2 ცუგრიკა კიდევ დაიმატა და შევედით ხეობაშიიი. ამინდი არა უშავდა , ცოტა ციოდა და ქარიც ქროდა , მაგრამ ეს არ იყო საგანგაშო იმიტომ რომ ამ ადგილებში დილაობით იცის ხოლმე ცივი ქარი , მაგრამ შუადღისთვის თუ მხზიანი ამინდი დადგა , მშვენიერი სანადირო ტემპერატურა დგება ხოლმე. აი თოვლის საფარი კი ცოტა მაღალი იყო და შიგადაშიგ მოყინული ფრაგმენტებიც გვხვდებოდა. რაც მთავარია ბოლო 300 მეტრამდე  უპრობლემოდ ვიმგზავრეთ. აი ფინალურ სტადიაზე კი ცოტა უკრაინული ტექნიკის დახმარება დაგვჭირდა

 

 

legion.ge-8-1513708957.jpeg

 

 

legion.ge-8-1513708994.jpeg

 

ჯემალას მანქანა ცოტა დაბალ დისკებზე იდგა ...

 

 

legion.ge-8-1513709042.jpeg

 

 

legion.ge-8-1513709073.jpeg

 

სამშვიდობოს გამოვიყვანეთ და ნადირობაც ჩვენებურად დავგეგმეთ....

 

 

legion.ge-8-1513709137.jpeg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩეროკა

ჩეროკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1942 პოსტი
  • მისამართი:ნინოშვილის ქუჩა
  • წარმოშობა:საქართველო, შიდა ქართლი
სხვათაშორის როგორც მახსოვს ეგ ბიჭები დაუძახებლად საკუთარი ინიციატივით მოვიდნენ დასახმარებლად მას შემდეგ რაც გზიდან შეგვამჩნიეს რომ ვწვალობდით :)

ჩამსწორებელი ჩეროკიანი, 19 December 2017 - 10:48 PM.

0lllll0 ჩეროკა 0lllll0


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩეროკა

ჩეროკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1942 პოსტი
  • მისამართი:ნინოშვილის ქუჩა
  • წარმოშობა:საქართველო, შიდა ქართლი

ბაბუს ყველაზე საყვარელი მომენტიც დადგა ის მანქანა რომ ამოვიყვანეთ :D . შევედით სამონადირეო ქოხში, ღუმელი ავაგიზგიზეთ და ხის მაგიდაზე გავშალეთ სახელდახელო სუფრა :) ... ოჩოპინტრე დალი და ა.შ რომ დაგველოცა. ბაბუმ პირველი სადღეგრძელო 70% გრადუსიანი ჭაჭით ჩაარტყა... მეც ... ახლაც გამაჟრჟოლა რო გამახსენდა :D ...

ამ დროს პაპამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა :D


0lllll0 ჩეროკა 0lllll0


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩეროკა

ჩეროკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1942 პოსტი
  • მისამართი:ნინოშვილის ქუჩა
  • წარმოშობა:საქართველო, შიდა ქართლი

ჩანთიდან ამოაცურა 1 ლიტრიანი საუკეთესო კონიაკი  :ki:  . რამაც კინაღამ საფრთხე შეუქმნა იმ დღის ნადირობას :D


0lllll0 ჩეროკა 0lllll0






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?