Jump to content


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თურქულმა სანადირო იარაღეს მწარმოებელმა კომპანია ATA ARMS-მა გერმანიის საერთაშორისო საიარაღო გამოფენა IWA 2013 ზე წარმოადგინა გაზდამტენ სანადირო თოფის ATA VENZA-ს ექსპერიმენტალური ნიმუში.

DSC02689.jpg
ATA VENZA წარმოდგენილი იყო როგორც ხის, ასევე სინთეტიკური კონდახით და ტიბჟირით, აგრეთვე სხვა და სხვა დაფერილობის კოლოფით. როგორც ჩვენ გვითხრეს, ქარხნულ წარმოებაზე დაყენების ვადა იქნება ოქტომბრის ბოლო რიცხვები.

DSC02690.jpg
შეცვლილ ფორმების და ვიზუალის გარდა ATA VENZA თავის წინამორბედ ATA CY-საგან განსხვავდება გაზის ძრავის ახალ სისტემით, რომელსაც ეწოდება Shortli-GPCS (Gas Pressure Control Sistem). ეს სისტემა უზრუნველყობს მძიმე მუხტით დატენილ ვაზნის სროლის დროს ლულის 2-3 მილიმეტრით უკან დაწევით უკუცემის ამორტიზაციას, ლულის აგდების კუთხის შემცირებას, ზედმეტ გაზების სისტემიდან განდევნას და ამის შედეგად განმეორებითი გასროლის უფრო სწრაფ გამეორების საშუალებას.

DSC02691.jpg

DSC02693.jpg

DSC02694.jpg
დააკვირდით ლულაზე სამიზნე პლანკისა და თოფის კოლოფს შორის არსებულ დაახლოვებით 3 მილიმეტრიან შუალედს შემდეგ ფოტოზე:

DSC02697.jpg
ამ მანძილით იწევს უკან ლულა მძიმე მუხტით გატენილ ვაზნით სროლის დროს, და როგორც ამტკიცებს მწარმოებელი ბევრად კომფორტულს ხდის VENZA-დან ზემოაღნიშნულ ვაზნებით სროლას.

წყ. ოჩოპინტრე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ეს ბრენდი დაფუძნებულია სტამბულში 1996 წელს სელალ იოლუს მიერ, რომელიც მეიარაღედ 1959 წლიდან მუშაობს. იოლუს უფრო ადრე კომპანია Vursan Silah ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც ერთლულიან და ორლულიან სანადირო თოფებს აწარმოებდა(ორლულიანები გამოდიოდა ლულათა ორივენაირი წყობით). ოსტატის ჰორიზონტალური თოფი ამ ტიპის პირველი თურქული მოდელი გახლდათ. მოგვიანებით კი Vursan Silah-მა პირველი თურქული კონსტრუქციის ვერტიკალურიც დაამზადა. ახალი პერიოდი 1992 წლიდან დაიწყო, როცა საწარმომ გამოუშვა ნახევარავტომატი ინერციულ მექანიზმზე. ეს მოდელიც პირველი თურქული კონსტრუქციის ნახევარავტომატი იყო. თოფი 10 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. იოლუს მეორე ფირმა Ata Arms-ი Vursan Silah-თან ერთად პარალელურად მუშაობდა. 2002 წელს Vursan Silah-ი ბერეტამ შეისყიდა და სახელიც კი არ დაუტოვა (შეაერთა შტოგერტან და ისე გადაყლაპა). 1996 წლიდან Ata Arms-ი ხახევარავტომატებისა და ორლულიანების (ვერტიკალურები) წარმოებითაა დაკავებული. ნახევარავტომატები NEO, PEGASUS და Venza სახელით გამოდის, ხოლო ვერტიკალური ორლულიანები კი SP-ით. ლულები ქრომო-მოლიბდენის 42CrMo4 – 4140 მარკის ფოლადისაგან მზადდება. კლიენტს სთავაზობენ საფარისა და გრავირების რამდენიმე ვარიანტს. წლიურად საწარმო 35 000-მდე თოფს უშვებს, რომელთა 90% ექსპორტზე მიდის. Venza ატას ახალი მოდელია. ის შეიქმნა bereta a400 – ის ლიცენზიით. სხვა ნახევრად ავტომატურებთან შედარებით გამოირჩევა თავისი სისტემით. კონსტრუქციული თავისებურება გახლავთ შემდეგში: სისტემა უკუქცეულ გაზებზეა და ამავე დროს გააჩნია ლულის მცირე სვლა. აღნიშნული განაპირობებს უკუცემის ძალის შემცირებას სხვა უკუქცეულ გაზების მქონე ნახევარავტომატებთან შედარებით. ამ კონსტრუქიას თურქებმა “Venza System” დაარქვეს. ლულის გაბურღულობა ხდება იტალიური დანადგარებით და სრული სიზუსტით, რაც ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო მოთხოვნაა. იარაღი ქარხანაში გადის ტესტირებებს და მაღაზიებამდე მიდის სრული გარანტიით. მოდელი გამოდის ხის კონდახ-ტიბჟირით (მეორე კლასის კაკალი) ან ორგმაგი (მაღალი ხარისხის) პლასტიკატით. კალაპოტი რამდენიმე ფერისაა. (სურათებს იხილავთ ქვემოთ). ეს მოდელი ატას სხვა ნახევრად ავტომატურებისგან დიზაინითაც განსხვავდება და ძალიან სიმპათიურია. აქვს კარგი ბალანსი.  შეცვლილ ფორმების და ვიზუალის გარდა ATA VENZA თავის წინამორბედ ATA CY-საგან განსხვავდება გაზის ძრავის ახალ სისტემით, რომელსაც ეწოდება Shortli-GPCS (Gas Pressure Control Sistem). ეს სისტემა უზრუნველყობს მძიმე მუხტით დატენილ ვაზნის სროლის დროს ლულის 2-3 მილიმეტრით უკან დაწევით უკუცემის ამორტიზაციას, ლულის აგდების კუთხის შემცირებას, ზედმეტ გაზების სისტემიდან განდევნას და ამის შედეგად განმეორებითი გასროლის უფრო სწრაფ გამეორების საშუალებას, ასევე მექანიზმის შენახვას. ეს იარაღი არის აირგადამტენი მაგრამ აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ მისი ახალი სისტემის წყალობით, იარაღი გადატენვას ახდენს როგორც გასროლისას გამოწვეული წნევის საშუალებით, ასევე ინერციის საშუალებითაც. ანუ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს რომ ერთ თოფში ერთდროულად მოქმედებს ძირითადი აირგადამტენი სისტემა და + ინერციული, რაც ზრდის დაბალ მუხტიან ვაზნების გადატენვაზე საიმედოობას.  Venza -ს შემქმნელებმა ამ თოფში გადაწყვიტეს კლასიკური სტილი შეემატებინათ რაც ნახევრად ავტომატებში იშვიათად გვხდება. ამას ხაზს უსვამს მისი სავაზნის ტევადობა 3+1 და ულამაზესი დიზაინი. მოდელი წარმოდგენილია ნერჟავეიკის “პორშინით” რაც მის ხარისხზე დადებითად ისახება. რაც შეეხება ჩოკებს. იარაღს მოყვება 5 სახსნელი ჩოკი, რაც ნებისმიერი სანადირო ობიექტის და ნებისმიერი ზომის საფანტის და ტყვიის იდეალურად  დამუშავების საშუალებას იძლევა. საფანტის კარგად დაჯგუფებაზე ასევე დიდ როლს თამაშობს ჩოკის სიგრძეც რომელიც 70 მმ სიგრძის არის.  ტევადობა 3+1, სავაზნე 76მმ, ლულა 76 და 71სმ, ასევე kombo 61 76

გ.ფოლადაშვილი.  თ.ჩხეიძე


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Photo048.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Sans-titre-8-1.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2100 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

აქილევსას ქონდა ეს მოდელი და როგორც ვიცი საკმაოდ კარგი  და გამომდგარი მოდელია.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1593 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

კი კარგი მოდელებია... ახლა აღარ აქვთ მაღაზიაში...



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ალეკო

ალეკო

    ოპციონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPip
  • 64 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ATA Venza  -  ამ იარაღთან ხომ არ გქონიათ შეხება ვინმეს ?  როგორია რა პლიუსი და მინუსი აქვ?



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1593 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

რაც მსმენია მხოლოდ კარგი მე პირადად..



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
შალვა მაღრაძე

შალვა მაღრაძე

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 4 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ნუცუბიძის 75ა ბინა 55
  • წარმოშობა:იმერელი

მე მაქვს ვენზა. კარგი იარაღია.  როგორც მცირე ასევე დიდ წონიან ვაზნებზე მშვენივრად მუშაობს. დიზაინიც დახვეწილი აქვს 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

24 იანებს ამუშავებს?  სტენდზე ქონდა ერთს ამოტანილი და გააწვალა. ასე კარგი რამე ჩანს.... :good: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
შალვა მაღრაძე

შალვა მაღრაძე

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 4 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ნუცუბიძის 75ა ბინა 55
  • წარმოშობა:იმერელი

კიი ამუშავებს. გაზის სიტემასთან, წინ აქვს ზამბარა, (აქ არსებულ დურეთებში მეორეზე,  ჩანს ზამბარა. და ჩოკების კლუჩით რეგილირდება) რომელზაც აქვს დასარეგულირებელი.  ვაზნების სიმძიმის მიხედვით. ჩემსას არ გასჭირვებია  არც 36-იანზე არც 24-იანზე დაჟე 4 სხვადასხვა ვაზნა ჩავდე სხვადასხვა გრამიანები და უპრობლემოდ მიაყოლა ხოლმე :)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1791 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?