Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
 
 
 
 
 
 
 

სკირები და საქსები

 
1alb6.jpg     
          სკირები (Skiren, Sciren) — გერმანული ტომი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ გუთების ჯგუფს და თავდაპირველად ცხოვრობდნენ ბალტიის ზღვის ნაპირზე და ვისლას სანაპიროზე კარპატების ჩრდილოეთით; შეუერთდნენ რუგებს და გერულებს, ისინი ძვ.წ II საუკუნეში შავი ზღვისაკენ დაიძრნენ; მიახლოებით 454 წ. ისინი გამოჩნდნენ შუა დუნაიზე და ახლანდელ მორავიაში. როგორც დამოუკიდებელი ტომი, სკირები განადგურდნენ ოსტგოთებთან ბრძოლაში 457—471 წწ.; მათი კვალი დაიკარგა და ისინი სხვა ტომებში გაითქვიფნენ.
სკირები ენათესავებოდნენ კიმერიელებს და საუბრობდნენ ენაზე, რომელიც საოცრად გავდა ძველ ირანულს. ითვლება, რომ ეს ტომი სწორედ კიმერიელებს გამოეყო და შემდეგ დაიძრა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპისკენ. სკირებს ნათესაობრივი კავშირი ჰქონდათ ძველ

gjza9.jpg
სკვითებთანაც და თავდაპირველად სწორედ მათ ყოფილ ტერიტორიებზე სახლობდნენ. სკირები იბრძოდნენ ჰუნების მეფის, ატილას დროშის ქვეშ და მონაწილეობა მიიღეს კატალაუნის ბრძოლაში 451 წელს. წარმოშობით ნახევრად სკირი გახლდათ ვესტგოთთა ბელადი ოდოაკრი, რომელმაც რომი აიღო 476 წელს.
 
       საქსები (ინგ: Saxons, გერმ: Sachsen) - ჩრდილო-აღმოსავლეთის ჯგუფის ძველგერმანული ტომი. სიტყვა საქსონი მოდის ამ ტომების ერთ-ერთი ძირითადი იარაღის, მოკლე მახვილის, "საქსის" სახელიდან.
62uv6.jpgსაქსები მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ ნიდერლანდში, დღევანდელ ვესტფალიაში, სამხრეთ საქსონიაში, ჰოლშტეინში, მეკლენბურგში და ჩრდილო საქსონურ ანჰალტში. ახ.წ III საუკუნიდან რომაულ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია საქსონი

მეკობრეები, რომლებიც ხშირად ძარცვავდნენ სავაჭრო გემებს და თავს
ესხმოდნენ სანაპიროებს. III-V საუკუნეებში საქსონებმა ანგლებთან და იუტებთან ერთად რომაული ბრიტანეთისკენ აიღეს გეზი, ხოლო მას შემდეგ რაც რომაელებმა საბოლოოდ დატოვეს ეს მიწები, ისინი მასიურად ჩასახლდნენ ინგლისის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებზე, დღევანდელ საფოლკსა და ნორფოლკში. ცნობილი საქსონელი ბელადები იყვნენ ჰენგისტი და ჰორზა, რომელთაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოახერხეს ფეხის მოკიდება მე-5 საუკუნეში. ბრიტანელ მეფე ვორტიგერნს კი აიძულეს მათთვის მიწები მიეცა. ძველინგლისური ლეგენდების მიხედვით საქსების პირველი შემოჭრა მარცხით დასრულდა და ისინი ბადონის მთასთას იგივე მონს ბადონიკუსთან მეფე არტურმა დაამარცხა, რომელიც მხოლოდ ლეგენდარული პიროვნებაა. მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსებმა უკვე მაგრად მოიკიდეს ფეხი ინგლისში და აქ თავიანთი სამეფოებიც დაარსეს, რომელთაგან გამოირჩეოდა: კენტი, მერსია, ნორთუმბრია, სასექსი, ვესექსი, აღმოსავლეთ ანგლია. გერმანიაში დარჩენილი საქსონები წარმართები იყვნენ მანამდე, სანამ იმპერატორმა კარლოს დიდმა არ დაიპყრო მათი მიწები და გააქრისტიანა.
                                                                                                           ნიკა ხოფერია

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თეგებსაც დავადებ დევო


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19369 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს თეგები რაა ერთუ ეგ განაგებუბა,,,







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?