Jump to content


ამ თემას აქვს 43 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დამდგმელი რეჟისორი  - რამზესა  

სცენარის ავტრორი - წვერებიანი კაცი.

რეჟისორის ასისტენტი - ბაბუ.

 

როლებში : 

დევი - ბაბუ.

ხუთკუნჭულა - ფირო.

იმერელი დურგალი - წვერებიანი კაცი.

დურგლის თანაშემწე - მეორე,  ოღონდ შავი წვერებიანი კაცი.

პურის მჭამელი კაცი - ივერიჩი.

დევის ცხენი - ურსა ვეიმარანერი (ძველხაშურული ჯიში მარანერი)

დევიც ციკნები - რამზესას და წვერებიანი შავი კაცის ეპანიოლები.

მეძებრებნაბულიანთა ძველეგვიპტურსოფელდიღმური  მზე და ღვთაება ფრანციცული განხრით "რა-მზე-სი" კახურად "რა მზე რი მზეო" 

შავი კაცის ღვთაება - წვერებიანი ძაღლი მეტსახელა "...ვერება".

მოქმედების ადგილი - საქართველოო ლამაზო სხვა საქართველო სად არის.

ზღვა - მჟავე ღვინო (შევაცვლევინეთ).

მეორე ზღვა - შედარებით უკეთესი ღვინო, დევმა და პურის მჭამელმა კაცმა  დახვრიპა 

 

ეპიზოდებში :

დევის ცოლი, ხუთკუნჭულას ცოლი. 

მეძებრებნაბულიანთა ღვთაება კონტინენტურებთან შეურიგებლობის განხრით რა-მზე-სას სრული მოწინააღდეგე   - მანტისა.  არსად არ მონაწილეობს მაგრამ რისხვა და გრგვინვა ისმის.


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 01:59 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მოქმედება 1

 

მთხრობელი :

- იყო და არა იყო რა ,  იყო საშინელი გადაუღებელი სმის 3 დღე.   პირველი დღე 19:00ზე დაწყებული  , რესტორანშეცვლილი , დიიფ ფარფლებიან-ტაში პარიანი, ქერატაქსისტქალიანი, არყიანლუდიანი,  გაორმაგებული თავის ზომით დამთავრდა და გადასცა სასიმსთბრუნვა   მეორე დღეს - დილაკონიაკიანს, საღამოსთვალებდაელმებულს და ცოლის ალამაცერგამოხედვიანს , რომ ვერ ამჩნევ ან არ გინდა შეიმჩნიო. თავის თავად მეორემ რომელიც საკუთარ თავთან  "ხვალ აღარ დავლევ" შეპირებით დასრულდა ვისკის ჭიქა გადაწოდა მესამეს , რომელმაც თავისთავად არყის ჯაჭვივით გაიწელა და ახლობლის ბავშვის ნათლობაში გადაოქროსფერკახურდა, რა თქმა უნდა ცოლის ალმაცერგამოხედვის ცვლილებით საყვედურში  -  "აუცილებელი არ არის თუ სვამ ნაღვლის ბუშტის გახეთქვამდე სვა და თან ყოველდღე " .

 

აქ მთხრობელმა ვეღარ მოითმინა და ზედ სცენაზე დაიწუწუნა- ეს ჩვენი სცენარისტი ან შეგვიცვალეს და იტყუებიან ან გერმანელია წარმოშობით რამხელა სიტყვებს იგონებსო  :(

ხოდა ამ მესამე დღეს ნათლობის სუფრაზე გაცნობილ გომარეთელ ხრამჰესენერგეტიკს 4-მა ჭიქა კახურმა ლიფტი ზედა სართულში(ტვინში კაცოოო ტვინშიი !!) რომ აუყვანა  დათვებზე მონადირედ წარმოუდგა 3 დღე ჯერ ბოლომდე არგადატანილ ხუთკუნჭულას.  ხოდა ხუთკუნჭულამაც დალოცვილი ხალხური სიმღერის არ იყოს - ვსტაცე ხელი არ გაუშვიო - აი მასე სტაცა ხელი ხრამხესმონადირენერგეტიკს (ედრენამატ ეს გერმანული ) ხოდა ცალ ხელში  ხრამხესმონადირმედათვენერგეტიკით ცალ ხელში ტელეფნით  წარმოსთქვა:

 

-  დევო, არ წავიდეთ გომარეთშიო?

 

დევი - რა ხდება ბაბულიკა გომარეთშიო  ?

ხუთკუნჭულა - აგერ კაცი ჩივის მწყერიც ბლომადაა , კაკაბგნოლებიც (გნოლკაკაბი ბჯოუ !!!) ,  ადგილობრივი იხვიცაო, დათვიცაო   და ასე შემდეგ და ასე შემდეგო

დევი - ბაბულიკა დარწმუნებული ხარო.

ხუთკუნჭულა არ დაიბნა და არც თვალი დაახამხამა , არც ეჭქვეშ დააყენა საკუთარი სიმთვრალით გამოწვეული მიამიტობა  და  - დაზვერვაზე მივდივარ , წამომყევიო :)

არც დევი დაიბნა - ისე კი წავიდეთ ბაბულიკა თორემ ცოლი უკვე მეც მიჩივაო ამდენ სმაზეო და "კულტურნი მიროპრიაწიე" არ გვაწყენდაო.

აქ ხუთკუნჭულამ გვერდით გაფაციცებული ცოლის გასაგონად- ოღონდ მსმელი ხალხი არ წავიყვანოთ არავინ, მე ხვალიდან ვარჯიშს ვაგრძელებ და 2 თვე არ ვსვამ და 3 დღე ვშიმშილობო და მხოლოდ სპორტულად ვანადიროთ ძარლებიო. 

დევმა ჩაიცინა გულში - მანტისას რისხვა ნუ მოგეცემა ეგ გვყავს ლეგიონში მასეთი მხოლოდო :)

ხმამაღლა კი ასე თქვა (ეტყობა დევის ცოლიც იქვე იდგა გაფაციცებული სადმე )-  მეც უნდა დავიწყო ბაბულიკა ვარჯიში და სმას მოვეშვა უკვე, არ მარგებს ბავშვების აყოლაო  :)

ხუთკუნჭულამ - ხოდა წავიდეთო ?

მაგრამ დევი რის დევია მაცდური და მრავალსვლიანი - ბაბულიკა მაგას შენ ვიცი მომავალ შაბათს უმიზნებო , ხოდა ხვალ აგერ მეძებარნაბულიანთა  ღვთაება რომააო ძველეგვიპტურიო რას, თუ მზეს, რომ ეძახიანო რამზესა ერთი სიტყვითო , გვეფიცება მელაანის მინდვრებზე თუ მსუქანი მწყერი არ მოვფინო არც რა ვიყოო, არც მზეო, არც ციკნის მწვადი მეჭამოს არც აფრიკული აქლემის ხაშლამა, იმ აფრიკული აქლემისო  ნაპოლეონი რომ დრომადერს უძახდაო !!!

ხუთკუნჭულა განიარაღებული აღმოჩნდა ცალკე ცოლის მზერით , ცალკე შაბათის ენერგეტიკმანტიორხრამზემოთევზავე სათუო პერსპექტივით , ცალკე დევის ცოლის მხრიდან თანამოსაუბრეზე ზეწოლის შეგრძნებით , ალყაში ვართ ალყაშიო გაიფიქრა -  კაი წავიდეთ ხვალ დავისვენებთო :)

 

შეთანხმებას მოწმეთას ხელმოწერების სახით რა თქმა უნდა დაერთო : მართლა აღარ დალიო , ამდენ ხორცს ნუ ჭამ მონელება ხომ უნდა ტოქსინებს,  იქნებ დროზე ჩამოხვიდე "თხოვნდარიგებრძანებანი"  :D


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 01:44 PM.


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დევი : როგორ ვქნათო  ?

ხუთკუნჭულაც უაღრესად მრავალრთულსვლიანი რომ გახლდათ ზღაპრიდანაც მოგეხსენებათ  - დილას გამომივლი საბურთალოზეო ვინაიდან მე ეხლა იქ წამსვლელი აღარ ვარო, და მანქანას დატოვებო და ჩემი მძღოლიც იქნებიო. სამაგიეროდ ვეიმარანერს ( ვერცხლისფერ ძველხაშურულ მარანერს) გაახლებ სანადიროდ და დევის ცხენადო.

მძღოლობის ალიბით არმსმელობის აღთქმა გამაგრებულმა დევმა ამაყად გადახედა ცოლს და - კარგიო !!! ხუთკუნჭულავ არ დაგეძინებაო ??

ხუთკუნჭულა : - არა რა დამაძინებსო !!

დევი : ბუძილნიკიო ?

ხუთკუნჭულა : - არა  ბატების ყიყინიო !!!

დევმა გაიფიქრა  ზღაპარში ხომ ეგ ჩემი ტექსტიაო მაგრამ მაინც იკითხა - რა ბატებიო ?

ხუთკუნჭულა:  ხვალ გაიგებო ?

დევმა გაიფიქრა მწყერი არ იქნება და "რა არი თუ მზეარი " მწყერს არ დაგვახვედრებს ჯანდაბას ნუჭამს ციკნის ხორცსო მე ხომ შევჭამ ბატისას რახან ახსენესო . ხმამაღლა კი ასე თQვა : შევთანხმდით ესეიგიო.

 

 

მთხრობელი  :  პირველი მოქმედების დასასრული !!


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 01:11 PM.


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

პირველი დღის ქრონიკები

მიმაგრებული გალერეა

  • IMG_20171005_214354.jpg
  • IMG_20171005_214745.jpg
  • IMG_20171005_214735.jpg
  • IMG_20171006_000254.jpg
  • IMG_20171005_223959.jpg
  • IMG_20171005_223946.jpg
  • IMG_20171005_214735.jpg

ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 12:40 PM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
მეორე დღის ქრონიკები
legion.ge-837-1507624105.jpeglegion.ge-837-1507624131.jpeglegion.ge-837-1507624172.jpeglegion.ge-837-1507624213.jpeg

მიმაგრებული გალერეა

  • IMG_20171007_220102.jpg
  • IMG_20171008_001627.jpg
  • IMG_20171007_215926.jpg
  • IMG_20171007_215921.jpg

ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 01:00 PM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
მესამე დღის ქრონიკები
legion.ge-837-1507624963.jpeglegion.ge-837-1507625006.jpeg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

მოქმედება 2

 

მთხრობელი:

3 საათზე შეიყარნენ დევი და ხუთკუნჭულა. დევი ხუთკუნჭულას თეთრი ვეშაპის საჭეს მოახტა არამსმელის ალიბის გასამყარებლად. ხუთკუნჭულა კი ცნობილ ვითომდა ძილის ტრანსში გადაიჭრა და გაქროლდნენ ნატახტრისკენ. შევიდა თუ არა თეთრი ვეშაპი ხუთკუნჭულას ჩიხში ხუთკუნჭულას ჩინურმა იხვებმა და ბატებმა ყიჟინა დასცეს. დევმა და ხუთკუნჭულამ სწრაფად მოიშველიეს სახელდახელოდ წამოღებული საჭმლის ნარჩენები მათ გასაჩუმებლად. თან დევი ჯადო შელოცვას იყენებდა – ამათმა რომი გადაარჩინეს, ამათმა რომი გადაარჩინესო :). მეორე დაბრკოლება ძველგორულხაშურული მარანერის მოსაპოვებელ გზაზე -  ზღურბლზე ჩუმად წამომჯდარი გერმანელი ქალბატონი ბოქსიორი დიზელი აღმოჩნდა. რომელსაც ხუთკუნჭულამ ვაჟას სტუმართმასპინძელი შეახსენა, დევმა კიდევ ახალი ჯადო შელოცვა- არ მიკინო კალქო ცუგა ლაა ალ მიკინო !!! დიზელმა ასეთ კომპლექტს ვეღარ გაუძლო და სტუმარს -  შემოი ბატონო ეზოში შემოიო კუდი გაუქიცინა . დევიც «ბაბულიკა მოოდი ჩემთან» მესამე შელოცვით ჩაეხუტა ძველგორულხაშურულ მარანერსა და ბოქსიორ ქალბატონს ერთად.

ბოქსიორის ბრტყელი ენით სახეზე ალოკვა და დორბლით წარბზე აკრული წამწამები და მარცხენა თვალი რა სალაპარაკოა როცა ასეთ მაძებარს გატანენ მინდორში. სიმონა დოლიძესავით თოფით იარაღში გაჩაჩხული ხუთკუნჭულაც უცებ გამოჩნდა ბარგი ბარხანით- თუმცა უნდ აავღნითNოთ რომ არც თუ მთლად სიმონადოლიძესეულ სტაფილოსფერ ქუდ-მაისურს ატარებს ნადირობის დროს კამუფლაჟიან შარვალზე. მაგრამ ნუ მოვედავებით.

დევს საზეიმოდ დაუბრუნეს წინა ნადირობისას ჩამორთმეული ბოტები და მრავალგზის დანაპირები და თვალითუნახავი მოსეს მაჩეტე .

არამსმელი მეგობრები თეთრი ვეშაპით უკვე ძველდიღმურ ღვთაების სახლისკენ მიქროდნენ


ჩამსწორებელი Panteleimon, 10 October 2017 - 02:19 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4338 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

მეძებრებნაბულიანთა ღვთაება კონტინენტურებთან შეურიგებლობის განხრით რა-მზე-სას სრული მოწინააღდეგე   - მანტისა.  არსად არ მონაწილეობს მაგრამ რისხვა და გრგვინვა ისმის.

 

მეძებრებნაბულიანთა ღვთაება კონტინენტურებთან შეურიგებლობის განხრით რა-მზე-სას სრული მოწინააღდეგე   - მანტისა.  არსად არ მონაწილეობს მაგრამ რისხვა და გრგვინვა ისმის.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4338 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

მანტისა.  არსად არ მონაწილეობს მაგრამ რისხვა და გრგვინვა ისმის.

რასაც მე ვნადირობ იმდენი დაშტვენილი არ გექნეაბ ძაღლისვის :D ეგ თქვენა ხართ სუ ქეიფობთ.

ამიტომ ისმის ჩემი გრგვინვა 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რამზესი უკვე კუჭგაუმჭვირვალე პოლიციელების  გამჭვირვალე სასახლის წინ იდგა, პურისმჭამელ კაცთან ერთად. მელაანის მინდვრებზე მწყრის მოსაფენი შელოცვაც აღვლენილი ქონდა. გალიაში ფრანგი ქალბატონი იჯდა თავისი მეუღლით ჭეშმარიტად ბრეტანული სახელებით – ლედი და ლორდი –

pre_1507636232__0910201710236.jpg.

ვინ ოხერი შეედავება :D  

დაიტვირთნენ და მსწრაფლგაქროლდნენ  მელაანის მინდვრებისკენ. 

 

დევს საკმაოდ დამაბნეველი სიახლეები შემოჰქონდა მარშუტში, ჯერ იყო ორთაჭალის  ფრესკოსთან მიაგელვა. გეგონება სხვა ამაზე უცნაური ქსელები არ არსებობდეს კახეთის გზაზე. შემდეგ რუსთავის გზისკენ მიმავალი მარყუჟით დაუბრუნდა ჭეშმარიტ გზას, ეტყობა გზებზე რაღაც რუნებს ხაზავდა ნადირობის წარმატებისთვის .

სიახლედ  დევისთვის, ხუთკუნჭულასათვის და პურისმჭამელი კაცისთვის 2 იდუმალი კახელის რამზესას  ტელეფონში არსებობა იყო . რომლებიც გვპირდებოდნენ უამრავ მწყერს, მანტისასთვის ნადირობაში მიუღებელ აქსესუარებს სამწვადესა სხვა ყველაფერს გვპირდებოდნენ.  ივერიჩი - ეს პურისმჭამელი კაციც ნამდვილი მოგზავნილი აგენტი აღმოჩნდა . ლამის ძალით დაალევინა ლუდი არამსმელობის აღთქმადადებულ ხუთკუნჭულას. 

აჰა სანატრელი მელაანის მინდვრებსაც მივადექით  . იდუმალი 2 წვერებიანი კახელი კაცის გადმოძვრა ტელეფონიდად შავ ჯიპში და იქედან მინდორში. ერთი წვერებიანი კაცი და მეორე წვერებიანი შავი კაცი  :D

თან ზღაპრისეული იმერელი დურგლის კიდობანით კი ჰქონდათ, რომელშიც დევიც ჩაეტეოდა, მგონი გარაჟიც იყო , მაგიდა და სუფრა ხომ იყო და იყო.  ყოველშემთხვევაში იმ კიდობნიდან უზარმაზარი დრათჰარი ამოძვრა და ეპანიოლი არაბრეტანული სახელით ნიცა.  


ჩამსწორებელი babu, 10 October 2017 - 03:51 PM.


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

აჰა წინასანადირო და მანტისასგან ტაბუდადებული სუფრაც გაიშალა

აქ კი გასტეხა საკუთარ თავზე, ცოლზე და  მიცემული სიტყვა დევმა და შესცოდა მანტისას (მისი რისხვა ნუ  მოგცემოდეს) 3ოდე არაყიც უთაქა.

პურისმჭამელ კაცს კიდევ თონის პურის და ყველის გარდა გასატეხი არც სიტყვა ქონდა და არც არყის ჭიქა- უთაქა და უთაქა.

ისე ხუმრობა იქეთ იყოს და უფლის სადღეგრძელოს ბოლოს რომ მიაყოლებთ ხოლმე წარმართული ეშმაკების ოჩოპინტრესა და დალის სადღეგრძელოს ეგ სადოური წესია ? 

მე , ხუთკუნჭულასთან ერთად რადიკალური მოწინააღდეგე ვარ. თუმცა...

pre_1507636350__0910201710243.jpg


ჩამსწორებელი babu, 10 October 2017 - 03:53 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქება და დიდება მთხრობელს , მაგრამ მადლიერი მკითხველების სახელით ერთ მცირე რეპლიკას მაინც შევკადრებდი. ფრაუ "დიზელის" სანაქებოდ უნდა ითქვას რომ ჩემი პერსონით დიდად არ დაინტერესებულა და ხშირადაც არ დამჭირვებია გორულხაშურულრომაული შელოცვები.....

პატრონს დასდევდა სიყვარულით ანთებული თვალებით

 

legion.ge-8-1507632291.jpeg

 

 

 და სუ ქსუტუნ-ქსუტუნი და კრუტუნი გაუდიოდა , რაც აშკარად მისი ხილვის განცდით იყო გამოწვეული

.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ხედავ დიდ დევსაც დავიწყებია როგორ გაიძახოდა "ალ მიკინო ლაა კალქი ცუგას" :D 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი
legion.ge-837-1507632584.jpeglegion.ge-837-1507632622.jpeglegion.ge-837-1507632653.jpeg

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2404 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

წვერებიანი კაცი გამუდმებით საუბრობდა მხოლოდ ერთ თემაზე. ერთ საგანზე ერთ არსებაზე  არა შეგეშელათ თუ რამზესა გეგონათ ან მანტისა, ან მანქანები ან სამშობლო, ან ნადირობა . მჟავე კიტრზეც კი არ დაუძრავს ერთი სიტყვა არადა პახმელიაზე რა კარგია. აი მისი საუბრის მუდმივი თემა. ძაღლი თუ მისი ღვთაება სახელად "...ვერება"







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?