Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართველთა და მონღოლთა დაპირისპირება ხუნანის ველზე
 
1.jpg
 
 
 ნაშრომის ძირითადი თემაა საქართველოში მონღოლთა პირველი გამოჩენა და მათი შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან. განხილულია მონღოლთა გაერთიანებისა და სამხედრო ასპარეზზე წარმატების მიზეზები; შედარებულია მომთაბარე და ფეოდალური ტიპის არმიების სტრუქტურა და ტაქტიკა; მონღოლთა ზოგადი ტაქტიკისა და მათი გადახდილი ბრძოლების აღწერის საფუძველზე ახსნილია ხუნანის ველზე ქართველთა დამარცხების მიზეზები. 

წინ, მუხლმაგარო მონღოლურო ცხენებო,
                                                                            აჩრდილებს თქვენსას ვერ გაასწრებს შიში ხალხების.
 
 
                                          (ძველი მონღოლური სიმღერიდან)
 
მონღოლები ცენტრალური აზიის სტეპებიდან გამოვიდნენ და ქარიშხალივით დაატყდნენ იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს. კორეიდან ბალკანეთამდე, ციმბირიდან ინდოეთამდე ისე გადაიჭიმა მათი იმპერია, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. „დღეს ხალხთა უმეტესობა ოდესღაც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ცხოვრობს; თანამედროვე რუკაზე ჩინგიზ ყაენის იმპერია  მოიცავს ოცდაათ ქვეყანას სამ მილიარდზე მეტი მოსახლით“ [ჯ.უეზერფორდი, 2012: 8]. ამ ქარიშხალმა საქართველომდეც  მოაღწია და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე – სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი დაღმასვლა. უფრო მეტიც, რიჩარდ გაბრიელის აზრით მონღოლებთან ხუნანის ველზე დაპირისპირების შემდეგ ქართველთა არმია მთლიანად განადგურდა. [R. Gabriel, 2006: 94]
164bfb6cf3f59d9897699d1ec4f22524.jpg ჩინგიზ ხანის მეომრები მიერეკებიან დატყვევებულ მუსლიმებს დარბეული ქალაქიდან (ანგუს მაკბრაიდის ნახატი) 6.jpgმონღოლი მეთაური უძღვება საალყო მოქმედებებს (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
მეცამეტე საუკუნე საქართველოში ოქროს ხანით დაიწყო. უმაღლეს დონეს მიაღწია ყველა სფერომ სამხედრო სიძლიერიდან კულტურულ აღმავლობამდე. თამარის სამეფოს შესწევდა უნარი წარმატებულად ელაშქრა ირანში და  შესწევდა ძალა ზეგავლენა მოეხდინა მის მეზობლად მდებარე ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე, რისი მაგალითიც არის ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, რომელშიც ქართველებმაც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ყმადნაფიცები ჰყავდა როგორ იმიერკავკასიაში, აგრეთვე სამხრეთშიც: დარუბანდი, შირვანი, განძა, ხლათის და ერზინკის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვები.  
დედის გარდაცვალების შემდეგ კი ტახტზე ადის გიორგი IV – ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მეფე საქართველოს ისტორიაში. მან საკმაოდ ენერგიულად დაიწყო მოღვაწეობა და მოახერხა აელაგმა განდგომის მოსურნე ვასალები, როგორიც იყო განძის ათაბაგი. მის დროს დაიგეგმა  ამბიციურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში –  ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა. რომის პაპმა ჰონორიუსმა წერილი მოსწერა ლაშა–გიორგის და სთხოვა მონაწილეობა მიეღო მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მეფე მზადებას შეუდგა, მაგრამ მოვლენები დრამატულად განვითარდა და მას საშუალება აღარ მიეცა აღესრულებინა რომის პაპის თხოვნა. გეგმები „კაცნი ვინმე საკჳრველნი“–ს გამოჩენამ შეცვალა: მონღოლებმა რამდენიმე ბრძოლა გამართეს ქართველებთან და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სამეფოს სამხედრო პოტენციალს. საკმარისია აღინიშნოს, რომ ზოგი ისტორიკოსის ვარაუდით თვით ლაშა–გიორგის გარდაცვალების მიზეზი მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გახდა.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ წყაროები არ არიან შეთანხმებულნი ბრძოლების თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე. „ზოგიერთი ავტორი მხოლოდ ერთი ბრძოლის შესახებ გვაწვდის ცნობას (ჟამთააღმწერელი, კირაკოს განძაკეცი, გრიგოლ აკნეცი), ზოგი ორ ბრძოლას აღწერს (ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, რაშიდ ად–დინი), ზოგიც სამს (იბნ ალ–ასირი), ხოლო ჯუვეინი საერთოდ არ ახსენებს ჯებესა და სუბუდაის ქართველებთან შეტაკების ამბავს“ [ნარკვევები, ტ. III, 399]. საჭიროა წყაროების ურთიერთშეჯერება.
ამ ნაშრომის მიზანია არსებული ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართული და მონღოლური სამხედრო საქმის შედარების საფუძველზე შეძლებისდაგვარად აღვადგინოთ ბრძოლის დეტალები და გადმოვცეთ ის მიზეზები თუ რამ გამოიწვია ქართველთა მარცხი და რა იყო მონღოლებთან პირველი სამხედრო დაპირისპირების საბოლოო შედეგი.
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5927 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ველოდები გაგრძლებას..საინტერესო უნდა იყოს, მონღოლები ძიერი მებრძოლები იყვნენ და ალბათ მთელი სამყაროს დაპრყრობაც შეეძოთ რომ არა რიგრი გარემოებები..ერთი სიტვით, დიდ პატივს ვცემ მონღოლების ბრძოლისუნარიანობას...

 

საინტერესო სერიალია გადაღებული, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან, სადაც ჩინგიზის და მისი შვილიშვილის კუბულაის მმართველობის წლებში ვითარდება მოქმედება...

  მარკო პოლომ მაგ პერიოდში იმოგზაურა აზიში..

 

https://www.imovies....Marco-Polo/S01/



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 1.   მონღოლური სამხედრო სისტემა
ცენტრალურ აზიაში უძველესი ხანიდან მომთაბარეობდნენ თათარ–მონღოლები, სანამ ჩინგიზ ხანმა არ გააერთიანა და მრისხანე ძალად აქცია. 1206 წელს მდინარე ონონის ნაპირებზე შეკრებილმა ყურულთაიმ – მონღოლ ტომთა დიდებულების კრებამ თემუჩინი დიდ ყაენად აირჩია და ჩინგიზ–ყაენი უწოდა. ამ დღემდე მონღოლი მომთაბარეების ცხოვრება პრიმიტიული და ერთფეროვანი იყო. ისინი იყოფოდნენ ტყისა და სტეპის მონღოლებად. ტყის მონღოლები უფრო ღარიბები იყვნენ, ვიდრე სტეპის. სტეპში მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა მეჯოგეობა იყო. თუმცა, ვერც ეს საქმიანობა აკმაყოფილებდა უნაყოფო ველებზე მცხოვრებთა მზარდ მოთხოვნებს და ხშირად იძულებულები იყვნენ ერთმანეთის გაძარცვის ხარჯზე გაეტანათ თავი. უმრავლესობის რელიგიას შამანიზმი და ანიმიზმი წარმოადგენდა, რომელიც ღვთისმსახურებისა და დოგმებისაგან დაცლილი იყო. ეთაყვანებოდნენ მარადიულ ლურჯ ზეცას.
4.jpg მონღოლთა ბანაკი (დაახლ. 1220 წ). ანგუს მაკბრაიდის ნახატი
 
 
მონღოლები ეწოდებოდა იმ ტომს, რომლიდანაც იყო წარმოშობით ჩინგიზ–ხანი. ამიტომ მის შექმნილ გაერთიანებას მონღოლები დაერქვა. აგრეთვე ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი იყო თათართა ტომი. მოგვიანებით ეს სახელი ყველა მონღოლზე გავრცელდა. ჟამთააღმწერელი წერს „ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად“ [ჟამთააღმწერელი, 2012: 162].  ხოლო პლანო კარპინიმ, პირველმა ევროპელმა, რომელმაც სცადა აღეწერა მონღოლთა ისტორია ქრონოლოგიურად, თავის წიგნს უწოდა „Historia Mongalorum quos nos Tartaros (Tataros) appellamus”, („მონღოლთა ისტორია, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ“).
თემუჩინმა ანუ ჩინგიზ–ხანმა წარმატებით მოახერხა დაქსაქსული ტომების გაერთიანება და მათი მსოფლიოს დასაპყრობად დარაზმვა. მონღოლთა არმიამ მოახერხა მანამდე არნახული სამხედრო ამოცანების შესრულება. „მონღოლებმა იბრძოლეს ყველაზე მეტ მტერთან, ვიდრე ისტორიაში რომელიმე არმიამ. მათი მტრების ნაწილი მათსავით მომთაბარე იყო და მსუბუქ კავალერიას ეყრდნობოდა, ნაწილი კი ბინადარი საზოგადოება იყო და თავდასაცავად მძიმე აბჯარსა და ქალაქის კედლებს მიმართავდა“.[S. Turnbull 2003, 16].   საინტერესოა, როგორ შეძლო სულ რაღაც 1 მილიონიანმა ხალხმა თითქმის ნახევარი მსოფლიოს დაპყრობა. მათ მიერ განადგურებული სახელმწიფოები და დამარცხებული არმიები ბევრად აღემატებოდნენ რესურსებითა და რიცხოვნობით მონღოლებს. თავიდან მათი აღჭურვილობა საკმაოდ ჩამორჩენილი იყო თავისი თანამედროვეებისაგან და მიუხედავად ამისა, მათ აწარმოეს ომები უდიდეს დისტანციებზე, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გადავხედოთ იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებდა მონღოლურ არმიას.
3.jpg მონღოლი სარდალი და მებარაბნე. ანგუს მაკბრაიდის ნახატი
მონღოლთა ჯარი კლასიკური მომთაბარე არმია იყო. სამოქალაქო და სამხედრო საზოგადოებას შორის ძალიან მცირე განსხვავება არსებობდა. თითოეული მამაკაცი ნადირობაში, ცხენოსნობასა და მშვილდოსნობაში იყო გაწაფული. ეს ფაქტორი მათი რაოდენობის განსაზღვრის დროსაც მნიშვნელოვანია: მომთაბარეთა რიცხოვნობებისშესაფასებლად აუცილებელია იმ ფაქტორის გათვალისწინებარომ ყველა მოზრდილიმომთაბარე მეომარი ან პოტენციური მეომარი იყოროდესაც ცივილიზებულ სამყაროშისამხედრო საზოგადოება მთელი მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდაერთიანირაოდენობით მომთაბარეები ბევრად ჩამორჩებოდნენ მუდმივმოსახლე ხალხებსმაგრამპროცენტულად სამხედრო მობილიზაციისას მეტი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ (H.Kennedy, J. Keegan, 18-19). ბუნების მკაცრმა პირობებმა და ცხოვრების რთულმა წესმა უფრო ამტანები და ძლიერები გახადა, ვიდრე ბინადარი მოსახლეობა. ისინი მომთაბარეობდნენ, მესაქონლეობდნენ და შესაბამისად მარცვლეულის ნაცვლად საკვებ რაციონში ცილოვანი პროდუქტები ჭარბობდა (ჯ. უეზერფორდი 2012, 122). ჯუვეინის გადმოცემით „მათი ტანსაცმელი ძაღლებისა და თაგვების ტყავისგან იყო დამზადებული, მათი საჭმელი იყო ამ ცხოველების ხორცი და სხვა მკვდარი რაღაცები. მათი ღვინო იყო ფაშატის რძე“ [S. Turnbull, 2003: 12]. ხშირად თავის გატანა ერთმანეთის ძარცვა–გლეჯით უწევდათ. ჯუვეინი წერს: „ჩინგიზ–ხანის გამოჩენამდე მათ არ ჰყავდათ წინამძღოლი ან მმართველი. განცალკევებით ცხოვრობდა თითო ტომი, ან ორი ტომი ერთად. ისინი არ იყვნენ ერთიანნი და მუდმივი ომი და მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. ბევრი მათგანი მძარცველობასა და ძალადობას, უზნეობასა და გარყვნილებას ვაჟკაცურ საქციელად თვლიდა“ [S. Turnbull, 2003: 12]. ჩინგიზ–ხანის ამოცანა იყო ეს აგრესიული, მეომარი ხალხი დისციპლინირებულ, ეფექტურ სამხედრო მანქანად გარდაექმნა. მისი შექმნილი სისტემიდან დღემდე გამოიყენება მეთოდები, მაგალითად, არმიის სტრუქტურული დაყოფა. ათეულების სისტემა, რასაც დღეს ეყრდნობა ნებისმიერი არმია, სწორედ ჩინგიზ–ხანის ინოვაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დანაყოფებად არმიის დანაწილება მანამდეც არსებობდა, მონღოლური სისტემა მაინც ყველაზე უფრო მოქნილი და დახვეწილი ჩანს. ის ასე გამოიყურებოდა: 10 კაცი ქმნიდა ათეულს ანუ არბანს.[1] 10 არბანი – ასეულს, ანუ ჯაგუნს. 10 ჯაგუნი ათასეული იყო, იგივე – მინგანი. ხოლო 10 მინგანი ქმნიდა ყველაზე მსხვილ შენაერთს– 10 ათასეულს ანუ ტუმანს, ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობილია როგორც დუმანი. საინტერესოა, რომ ერთი დანაყოფიდან მეორეში გადასვლა მკაცრად იკრძალებოდა. მონღოლი მეომარი სადაც იწყებდა მსახურებას, იმავე დანაყოფში ასრულებდა. მას მკაცრად გაწერილი ფუნქციები და მოვალეობები ჰქონდა. ეს „ზრდიდა მეომრებს შორის მორალურ კავშირს და საბრძოლო სულისკვეთებას“ [R. Gabriel 2006, 28]. სამხედრო ვალდებულად ითვლებოდა მამაკაცი 14–დან 60 წლამდე.
2.jpg მონღოლი მეომარი აგროვებს კალკასთან ბრძოლის ველზე, სადაც მონღოლებმა რუსთა გაერთიანებული ლაშქარი გაანადგურეს(1223 წ.). ანგუს მაკბრაიდის ნახატი
 
„მონღოლური არმია იყოფოდა ტერიტორიულად სამ ძირითად ძალად, და რადგანაც მონღოლები თავის კარვებს ყოველთვის პირით სამხრეთისაკენ შლიდნენ, ამ დასახელებებს ნამდვილი ფიზიკური მნიშვნელობა ჰქონდა: მარცხენა ფრთის არმია, ანუ აღმოსავლეთი (ჯუნგარი); მარჯვენა ფრთის არმია ანუ დასავლეთი (ბარაუნგარი), ცენტრის არმია (ხოლი). ცენტრის არმია – ქეშიკი  შესაძლებელია მივიჩნიოთ საიმპერიო გვარდიად, რომლისთვისაც საუკეთესო მეომრები ირჩეოდნენ“ [S.R. Turnbull 1980, 23]. მას ევალებოდა პირადად ყაენის დაცვა.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე რაც ჩინგიზ–ხანმა დანერგა იყო წარმოშობისდა მიუხედავად ადამიანის დაწინაურება. მონღოლები იყოფოდნენ თეთრ და შავ „ძვლებად“, ანუ პრივილეგირებულ და დაბალ ფენებად. ჩინგიზ-ხანმა წაშალა ზღვარი ამ ფენებს შორის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი სამხედრო საქმისთვის გამოუსადეგარი იყო, მას რაღაც ფუნქცია მაინც უნდა შეესრულებინა ტომისათვის და სასარგებლო ყოფილიყო (ჯ. უეზერფორდი 2012, 88).
მონღოლურ არმიაში აკრძალული იყო ნადავლის დატაცება ბრძოლის დასრულებამდე. მხოლოდ გამარჯვების შემდეგ იწყებოდა ალაფის შეგროვება და განაწილება სამართლიანად და თანაბრად. კიდევ ერთი სიახლე რაც ჩინგიზ–ხანს ეკუთვნის: დაღუპული მებრძოლის წილი მის ოჯახის წევრებს გადაეცემოდათ.
პლანო კარპინის მიხედვით, მონღოლი მეომრის შეიარაღებაში შედიოდა სულ მცირეერთი კარგი მშვილდი (უმეტესად კი სამი), ისრებით სავსე სამი კაპარჭიერთი ნაჯახიდა მშვილდის ლარები ამ იარაღის დასაჭიმადდიდგვაროვნებს აქვთ მუზარადები,აბჯარი (ფირფიტოვანი), სამუხლეებიმოღუნული ხმლებირომელსაც ბასრი პირი აქვსდა მისი მხოლოდ ცალი მხარეა მჭრელიასევე მათ ჰყავთ აღჭურვილი ცხენებიც,რომლებიც ტყავის აბჯრით არიან დაცულები. [Ystoria Mongalorum, VI, 2: 50]
მონღოლთა ძირითადი იარაღი კომპოზიტური მშვილდი გახლდათ.  „მისი სიმძლავრე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ინგლისური გრძელი მშვილდის. ასეთი მშვილდიდან ნატყორცნი ისრის ეფექტიანი მოქმედების მანძილი 200–300 იარდია, ანუ 180–270 მეტრი.  „ის შედგებოდა იაკის რქისგან, მყესისგან და ბამბუკისაგან, რომლებიც იმგვარად იყო ერთმანეთთან შეკავშირებული, რომ ქმნიდა ერთ მთლიანობას.“ [S.Turnbull, 2003: 16] ზოგადად მშვილდ–ისარს იმდენად ეფექტიანად იყენებდნენ, რომ ქრონისტთა აღწერა თითქოს „მონღოლთა ისრებით ცა იფარებოდა“ ძალიან გაზვიადებულიც არ უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ სომეხი ისტორიკოსი გრიგოლ აკანელი თავის ნაშრომს მონღოლთა შესახებ „მოისართა ტომის ისტორიას“ უწოდებს.
AAEAAQAAAAAAAAf8AAAAJDhmNGFhMzg0LTlkYzQt მონღოლ მხედართა ოთხგვარი ტაქტიკა
 
ზოგიერთ მათგანს აქვს შუბიც და შუბის ბუნიკზე კაუჭირომლის საშუალებითაცშეუძლიათ კაცის ცხენიდან გადმოგდებამათი ისრების სიგრძე ორ ფუტს აღწევს,ისრების რკინის ბუნიკები ძალზე ბასრია და ორივე მხარე გალესილი აქვსროგორცორლესულ მახვილს. ყოველთვის ატარებენ კაპარჭში ისრების გამოსათლელ იარაღს.ორი ტიპის ისრები აქვთ: მსუბუქთავიანები შორს სასროლად, და მძიმე თავიანები ახლო მანძილისთვის. ისრების თავებს მანამდე ჭედავენ სანამ  ცხელი, წითელი არ გახდება, შემდეგ კი მარილიან წყალში ავლებენ. ამ გზით ისე მაგრდება, რომ აბჯრის გაკვეთა შეუძლია.“ [Ystoria Mongalorum, 1957, VI, 2: 51]
მონღოლთა მოწინააღმდეგეთათვის ყველაზე საშიში ის იყო, რომ მონღოლებს ისრის სროლა გაჭენებული ცხენიდან ნებისმიერი მიმართულებით შეეძლოთ.(იხ. სურ. 1.1) ისინი ხომ ფეხის ადგმისთანავე სწავლობდნენ ცხენის ჭენებას და იმდენად ოსტატურად ჯირითობდნენ, რომ სრულიად მარტივად შეეძლოთ ნავარდის დროს შემოტრიალებულიყვნენ და ისრები უკნიდან დაეშინათ მდევრისათვის.
მონღოლები თავდასაცავად იყენებდნენ ხის მრგვალ ფარებს. მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი ატარებდა აზიური ტიპის ლამელარულ აბჯარს, რომელიც წვრილი რკინისა და ტყავის ნაჭრების გადაბმით იკერებოდა. მის ქვეშ აბრეშუმის პერანგს იცვამდნენ.[2]აბჯრით იყვნენ დაცული აგრეთვე ცხენები. აღსანიშნავია, რომ შემოსაცმელ ტუნიკას, რომელიც ბამბისაგან და ზამთრისათვის ბეწვისაგან მზადდებოდა, უწოდებდნენ “kalat” (ხომ არ არის ქართული სიტყვა „ხალათი“ წარმოშობით აქედან?)
მონღოლური არმია თითქმის მთლიანად კავალერიისაგან შედგებოდა. მათი ნაწილი მძიმედ აღჭურვილი მხედრებისაგან შედგებოდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი მსუბუქად აღჭურვილი ცხენოსნებისაგან.  სწორედ მონღოლური ცხენი იყო ის მთავარი უპირატესობა, რასაც ისინი ფლობდნენ. ეს ცხოველი ამტანობითა და გამძლეობით ნებისმიერ სხვა ჯიშს სჯობნიდა. მას შეეძლო თოვლის ქვეშ მოეძებნა ბალახი; დიდხანს გაეძლო უწყლოდ; გადაელახა სწრაფი მდინარეები. უნაგირი წყალგამძლე იყო და მდინარის გადალახვის დროს ხშირად ცხენის კუდზე აბამდნენ.  თითოეულ მონღოლ მეომარს 2–3 ცხენი ჰყავდა, ზოგს 5–6. ცხენების სიმრავლით გაოცებული მოგზაური პლანო კარპინი წერდა, რომ მათ იმდენი ულაყი და ფაშატი ჰყავთ, ამდენი ალბათ მთელ დანარჩენს მსოფლიოსაც არ ეყოლებაო. მისივე თქმით, ცხენს ერთ დღეს რომ აჭენებდა მონღოლი, მომდევნო 2–3 დღე იმ ცხენს ასვენებდა და სხვას იყენებდა.  მათთვის ცხენი თითქმის წმინდა ცხოველად იყო მიჩნეული და ჩინგიზ–ხანის ბრძანებით საბრძოლო ცხენებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ: მას არ კლავდნენ მას შემდეგაც კი, რაც გამოუსადეგარი გახდებოდა. ბრძოლაში ძირითადად ფაშატებს იყენებდნენ, რომლებსაც ჯარის რძით მომარაგება შეეძლოთ და საკვებად ხშირად ცხენების სისხლსაც იყენებდნენ. ბევრი ქრონისტი აღწერს, თითქოს მონღოლები საკუთარ ცოცხალ ცხენებს ხორცს აჭრიდნენ და იმას ჭამდნენ. სინამდვილეში ეს იყო ხორცი, რომელსაც უნაგირის ქვეშ ათავსებდნენ და ჭენების დროს ბრტყელდებოდა, ცხენის ოფლისგან კი მარილდებოდა. შესვენების დროს მონღოლი მეომარი მას ნაწილს აჭრიდა. (R. A. Gabriel, 36).
1.jpg ე.წ. „პართიული სროლა" - სროლის სტილი, რომელიც ანტიკური ხანიდან არსებობდა ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიის მომთაბარე ხალხებში
 
მომთაბარე ჰუნებიალანები და სხვა ტომები ნადავლის სახით მოპოვებულ სიმდიდრესანიჭებდნენ უპირატესობასრადგან მათი მომთაბარული ცხოვრების წესითავდაცვითიარქიტექტურის წინააღმდეგ ბრძოლის არცოდნა და ძლიერ პოზიციებზე მდგარ,მომზადებულ მტერთან შეტაკება არცთუ სახარბიელოდ ეჩვენებოდათმათი ტაქტიკაგულისხმობდა მოულოდნელსწრაფ თავდასხმას დაუცველ ადგილებზეძარცვას,ნადავლის მოგროვებას და შემდეგ თავიანთ სტეპებში ისე დაბრუნებასრომ მტერს არმოესწრო არმიის შეკრება და მათი ბრძოლაში ჩათრევა.“  [ნ.ხოფერია, 2013: 83]  მათგან განსხვავებით მონღოლებმა აითვისეს ფორტიფიკაციასთან დაპირისპირება და საკმაოდ კარგად განავითარეს საალყო ტექნიკა.(იხ. სურ. 1.4) ამან განაპირობა მათი არნახული წარმატება სამხედრო საქმეში, რასაც მანამდე სხვა მომთაბარეებმა ვერ მიაღწიეს.
ცხენოსნების სიმრავლე მონღოლურ არმიას უდიდეს სისწრაფესა და მობილურობას ანიჭებდა. ასევე, აყრა და სხვა ადგილას გადასვლა მოსახერხებელი იყო კარვების – იურთების სპეციფიკიდან გამომდინარე და აგრეთვე იმ „ვაგონების“ – ურიკების დახმარებით, რომლებსაც იყენებდნენ ბარგის გადასაზიდად და არმიის მოსამარაგებლად. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როგორც აღვნიშნეთ არმიის დიდ ნაწილს მსუბუქი ცხენოსნები შეადგენდნენ.   ცნობილია, რომ ჩინგიზ-ხანის არმიამ 130 მილი დაფარა 2 დღეში შესვენების გარეშე.
ასეთი იყო ჩინგიზის ძლევამოსილი არმია, როდესაც მისი ნაწილი ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით დასავლეთისაკენ გამოემართა და შეიარაღებული დაპირისპირება ქართველებთან  მოუხდა.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2743 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс)

        — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაშიჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთითაღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე კმ-ით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს. ულან-ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის 38 % ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაამონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. 1911 წელს კი მონღოლეთში დაემხო ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დე-ფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა, მანამდე მის დამოუკიდებლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა, საერთაშორისო აღიარება 1945 წელს მოიპოვა. მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ. 1990 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას. ამას მოჰყვა მრავალპარტიული სისტემა1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე.

1 564 116 კვ. კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით. მოსახლეობის 30 % მომთაბარეა. დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ, მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუველები. სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მეტწილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლობენ.

 

           

  წინარეისტორია

      ჰომო ერექტუსი მონღოლეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 850 000 წლის წინ სახლობდა.[6] თანამედროვე ადამიანმა მონღოლეთს ზედა პალეოლითში (40-12 ათ. წლის წინ) მიაღწია[7] და ჩამოყალიბდა მატრიარქალურ-გვაროვნული წყობილება. მნიშვნელოვანი წინარეისტორიული სანახაობებია პალეოლითის ხანის ჩრდილოეთის ლურჯი გამოქვაბულის ნახატები (Khoid Tsenkheriin Agui) ხოვდის პროვინციაში[7] და ასევე თეთრი გამოქვაბულის (Tsagaan Agui) ნახატები ბაიანხონგორის პროვინციაში.[8]დორნოდის პროვინციაში ნაპოვნია ნეოლითის ხანის, მეურნეობაში ჩართული დასახლება. დასავლეთ მონღოლეთში თანამედროვე აღმოჩენები მოიცავს მხოლოდ მონადირეებისა და მეთევზეების დროებით საცხოვრისებს[7].

მონღოლეთის სპილენძის ხანის მოსახლეობა მიიჩნევა პალეომონღოლიდურად, ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული მომთაბარე ტომები, რომლებიც შუა მონღოლეთში ხანგაის მთიანეთში წარმოშობილ აფანასევოს კულტურას მიეკუთვნებოდნენ (ძ. წ. 3500–2500). ამ კულტურის სამარხებში აღმოჩენილი გადაადგილების ბორბლიანი საშუალებები ძვ. წ. 2200 წლით თარიღდება.[9] ძვ. წ. II ათასწლეულში, ბრინჯაოს ხანის დროს, დასავლეთ მონღოლეთში გავრცელდა: ოკუნევის (ძვ. წ. 2000), ანდრონოვოს (ძვ. წ. 2300–1000) და კარასუკის (ძვ. წ. 1500–300) კულტურები რომლების დროსაც მომთაბარეობა კიდევ უფრო განვითარდა. კულმინაცია იყო ძვ. წ. 209 წელს ხუნუს იმპერიის წარმოქმნა. ამ პერიოდში ჩნდება მონღოლეთში ირმის ქვებიყორღანები და ქვის ფილების საფლავები. სხვა თეორიების თანახმად ირმის ქვები ძვ. წ. VII-VIII საუკუნეებს მიეკუთვნებიან.

ადრეული ხანის ისტორია

      წინარეისტორიული ხანის შემდგომ მონღოლეთში მომთაბარე ტომები სახლდებიან, რომლებიც დროდადრო ქმნიან დიდ კავშირებს, ვითარდებიან და დიდ მნიშვეოლბასაც იძენენ. პირველი მათგანი იყო ხუნუ. ამ ტომმა ძვ. წ. 209 წელს შექმნა გაერთიანება მოდე ჩანი. ისინი იქცნენ დიდ წინაღობად ცინის დინასტიისათვის და იყვნენ ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი ვისაც აიძულეს მონაწილეობის მიღება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში. ხიონგუს ტომის მმართველობა შეცვალა ქოქ-თურუქების მმართველობამ (555–745), რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა მონღოლეთში. VII-VIII საუკუნეებში ისინი დაამარცხეს უიღურებმა (745–840) და შემდოგ კიტებმა და ჯურჩებმა. X საუკუნისათვის, ქვეყანა დაყოფილი იყო სხვადასხვა ტომებად.

მონღოლეთის იმპერია
 
300px-Hsiung-nu-Empire.png
 
ხიონგუს იმპერია

       XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალთაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანის ტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით. დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე. იმპერიის ფართობი იყო 33 000 000 კმ²[10] (მსოფლიო მიწის 22 %), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.

300px-Mongol_Empire_map.gif
 
მონღოლეთის იმპერია

ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი - დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და ჩინეთს. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი ყუბილაი (იუანის დინასტია). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი პეკინი, მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, 1368 წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. ჩინეთის არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური ქალაქი, მათ შორის მონღოლეთის დედაქალაქი ყარაყორუმი. წაიშალა იმ კულტურული პროგრესის ნაკვალევი, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის II ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანშიამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

იმპერიის შემდგომი პერიოდი

     იმპერიის დაცემის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლები ძალაუფლებისათვის. დამოუკიდებელ ფეოდალურ სახანოებსა და სამთავროებს სჭირდებოდათ ბაზარი მესაქონლეობის პროდუქტისა და პირუტყვის გადასაცვლელად ბინადარი ხალხების ხელოსნურ და სხვა ნაწარმზე. ასეთი ბაზარი იმ დროს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ჩინეთი, მაგრამ იგი დიდად არ იყო დაინტერესებული ასეთი გაცვლით. დაიწყო მონღოლური ეკონომიკის კრიზისი. XV საუკუნეში ორგზის წარუმატებლად დამთავრდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის დაძლევისა და მონღოლური სახელმწიფოს აღდგენის ცდა. საუკუნის დასაწყისში გამარჯვება მოიპოვეს ოირატებმა. მათი მეთაური იყო ესენ ტაისი. ოირატებმა ერთ-ერთი შეტაკების დროს (1449 წელს) მძევლად აიყვანეს ჩინეთის იმპერატორი1454 წელს ესენ ტაისი მოკლულ იქნა და ხელისუფლება დაუბრუნდათ ჩინგის ხანის შთამომავლებს. XVI საუკუნისდასაწყისში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ალტან ხანმა. მან დააარსა ჰოჰოტი 1557 წელს, 1578 წელს ის შეხვდა დალაი ლამას, რამაც ხელი შეუწყო მონღოლეთში ბუდიზმის გავრცელებას. მას შემდეგ, რაც ახალი ხანი აბთაი ხანი გახდა ბუდისტი (1585 წელს), მან ააშენა ბუდისტური მონასტერი ერდენ-ზუუ 1586 წელს.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მონღოლეთი მანჯურიელ ფეოდალთა ექსპანსიის ობიექტი გახდა. 1634 წელს მათ გაანადგურეს სამხრეთ მონღოლეთში უდიდესი ჩახარის სახანო. 1636 წელს, სამხრეთ მონღოლეთის ნოინებმა აღიარეს მანჯურიელთა ბატონობა. იმ დროიდან სამხრეთ მონღოლეთს ეწოდა შიდა მონღოლეთი.

XVII საუკუნის 1630-იან წლებში დასავლეთ მონღოლეთში შეიქმნა ოირატთა ფეოდალური სახელმწიფო. 1640 წელს ჯუნღარიაში (დას. მონღოლეთი) მონღოლეთის საერთო ყრილობაზე ხანებმა და მთავრებმა სცადეს გაერთიანება, მაგრამ უშედეგოდ. 1691 ფეოდალებმა სცნეს მანჯურიელთა ბატონობა. ამის შემდეგ მხოლოდ ოირატთა დამოუკიდებელი ფეოდალური სახანო უწევდა წინააღმდეგობას ჩინელ-მანჯურიელთა შემოსევებს. 1755-1758 წლებში გაიშალა ფართო ანტიმანჯურიული განმათავისუფლებელი მოძრაობა ოირატთა მთავრის ამურსანასა და ხალხას ნოინის ჩინგუნჟაბის ხელმძღვანელობით, თუმცა მანჯურიელებმა აჯანყება ჩაახშეს. 1758 წელს მანჯურიელებმა გაანადგურეს ოირატთა სახელმწიფო და გაჟლიტეს მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ დროიდან მთლიანი მონღოლეთი ცინის დინასტიას, ჩინეთს დაემორჩილა. 1911 წლამდე მონღოლებს ჩინელები მართავდნენ.

დამოუკიდებლობა

       1911 წელს გარე მონღოლეთში ანტიმანჯურიული გამოსვლების, ჩინეთის რევოლუციის და რუსეთის დახმარების შედეგად დაემხო მანჯურიელთა ბატონობა. ყველა მონღოლურმა ტომმა გამოხატა მზაობა მონღოლეთის დამოუკიდებლობისათის. ფეოდალებმა შექმნეს დამოუკიდებელი ფეოდალური, თეოკრატიული სახელმწიფო. რუსეთ-ჩინეთ-მონღოლეთის შეთანხმებით 1915 წელს მონღოლეთი ჩინეთის ავტონომიური ტერიტორია გახდა. 1919 წელს, რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩინეთისჯარებმა დაიკავეს მონღოლეთის დედაქალაქი, მაგრამ მათი გამარჯვება დროებითი იყო. 1918-1921 წლებში იაპონიამაც თავის მხრივ სცადა გარე მონღოლეთის დამორჩილება თუმცა რუსმა მოგზაურმა, ბარონმა უნგერმა (სისხლიანი ბარონი), რომელიც იბრძოდა თეთრი არმიის მხარეს წითლების წინააღმდეგ ციმბირში, გამოუშვა შენაერთი მონღოლეთში და დაამარცხა აქ მდგარი ჩინელების შენაერთი. მალევე შეიქმნა მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია დამდინ სუხე-ბატორისა და ხორლოგიინ ჩოიბალსანის მეთაურობით. 1921 წლის 13 მარტს შეიქმნა დროებითი სახალხო მთავრობა და სახალხო რევოლუციური არმიის მთავარსარდლად დაინიშნა სუხე-ბატორი. 18 მარტს გათავისუფლებულ იქნა ქალაქი მაიმაჩენი. რევოლუციამ გაიმარჯვა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელისუფლება - სახალხო ხურალები. საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მშრომელი არატების დიქტატურის თავისებური ფორმა. მიუხედავად სახალხო მთავრობისა, რომლის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება, 1921-1924 წლებში მონღოლეთი ფორმალურად მაინც შეზღუდულ მონარქიად რჩებოდა. სახელმწიფოს სათავეში იდგა ბოგდო-გეგენი (ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული მონღოლეთში). ამ წლებში სახალხო მთავრობამ განახორციელა მრავალი ანტიიმპერიალური და ანტიფეოდალური ხასიათის გარდაქმნა, რევოლუციის გამარჯვებამ და ანტიფეოდალურმა გარდაქმნებმა გამოიწვია ძალთა გამიჯვნა და კლასობრივი ბრძოლის გამწვავება, დაიწყო კონტრრევოლუციური შეთქმულებები (19221924 წლები), რომლებიც ხელისუფლებამ ჩაახშო. მტკიცდებოდა რევოლუციური მთავრობის კავშირი საბჭოთა კავშირთან1921 წლის ნოემბერში მონღოლეთის დელეგაცია შეხვდა ლენინს1924 წელს პირველმა სახალხო ხურალმა მონღოლეთი სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადა და მიიღო პირველი კონსტიტუცია. 1929 წელს დაიწყო მსხვილი ფეოდალური საკუთრების ექსპროპრიაცია. კლასების ლიკვიდაციის პროცესს თან სდევდა სხვადასხვა შეიარაღებული გამოსვლები.

    მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა

     1924 წელს, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა მეფე და რელიგიური ლიდერი ბოგდო-ხანი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა მონღოლეთს. 1924 წელს ხორლოგიინ ჩოიბალსანის ხელში მოექცა ძალაუფლება. მის სახელს უკავშირდება კოლექტივიზაცია, ასევე მონასტრების გადაწვა და ბერების ხოცვა. მონღოლეთში 1920 წლისათვის მამაკაცთა დაახლოებით ერთი მესამედი იყო ბერი და XX საუკუნისდასაწყისში დაახლოებით 750 მონასტერი ფუნქციონირებდა.[11] სტალინის დიდი წმენდის შემდეგ, რომელიც 1937 წელს დაიწყო, მონღოლეთში 30 000-ზე მეტი [ადამიანი დაიღუპა. იაპონური იმპერიალიზმი კი სულ უფრო და უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. 1939 წლის იაპონია-საჭოთა კავშირის ომის დროს, საბჭოთა კავშირმა წარმატებით დაიცვა მონღოლეთი იაპონიისაგან. 1945 წელს მონღოლმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მანჯურიის ოპერაციაში1945 წლის 20 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი და გამოკითხულთა 100 %-მა (ოფიალური ინფორმაციით) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 1949 წლის 6 ოქტომბერს მოხდა ჩინეთის მხრიდან მოღოლეთის ოფიციალური აღიარება.

 

დემოკრატია

   ცნობილი „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ შემდგომ მონღოლეთში აქტიურად დაწიყეს ფიქრი დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მრავალპარტიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე1992 წლის ახალ კონსტიტუციაში სიტყვა „სახალხო რესპუბლიკა“ ამოღებულ იქნა ქვეყნის სახელიდან. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ მომხდარა მარტივად. 1990-იანი წლებში ქვეყანაში ინფლაციასა და საკვების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი. 1993 წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიდა 1996 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა არაკომუნისტურმა პარტიამ.

 

 

გეოგრაფია და ბუნება

   მონღოლეთის რესპუბლიკა (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150 კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1 564 116 კვ. კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც ალასკა.

თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხენტეი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხანგაის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგაკერულენიონონიძაბხანიკობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10 %-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელიმელიასიასამურიციყვიბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებში-ლოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემიპრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.

ბუნებრივი რესურსები

მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვისაქლემისთვის და ცხენისთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ სპილენძსადა მოლიბდენს, აგრეთვე ქვანახშირს. არსებობს ნავთობის საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია ფოსფატის დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.

კლიმატი

ჰავა მშრალია და მკვეთრად კონტინენტური, მოკლე, ზომიერი ზაფხულითა (იწყება მაისიდან და გრძელდება სექტემბრამდე) და გრძელი ზამთრით. ამ დროს ტემპერატურაშესაძლოა - 50 გრადუსამდე დაეცეს.ულან-ბატორში საშუალო ტემპერატურა მერყეობს -26 გრადუსიდან (იანვარში16გრადუსამდე (ივლისში). წვიმები საკმაოდ ცვალებადია და ხშირად წყალდიდობას იწვევს. წლიური ნალექების რაოდენობა მთაში 460 მმ-ია, ხოლო გობის უდაბნოში - 100 მმ. მონღოლეთი ცნობილია მოწმენდილი, მზიანი დღეებით, რომელიც წელიწადში საშუალოდ,240 დღე გრძელდება.

მთავრობა

მონღოლეთის სახელმწიფო მრავალპარტიული მართვის სისტემით. დომინირებს ტიპური კომუნისტური მონოპოლიური პარტია, რომელსაც მონღოლეთის სახალხო რევოლუციური პარტია ეწოდება, მაგრამ მას აღარ გააჩნია უწინდელი ძალაუფლება. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში 1992 წელს შევიდა, ქვეყანას მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, მონღოლეთის სახელმწიფო ჰქვია. შედეგად სოციალისტური მართვის სტრუქტურა შეცვალა პრეზიდენტმა და ერთპალატიანმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც ირჩევხუთი წლის ვადით, ხოლო ხელისუფლების სათავეში პრემიერმინისტრი დგას.

მოსახლეობა

       მოსახლეობის დაახლოებით 94 % მონღოლია,რომელთაგან ძირითადი ჯგუფი (90 %) წარმოადგენს ხალიკას.უმცირესობას წარმოადგენენ ბურიატები და ყაზახები.ყაზახები თავდაპირველად ქვეყნის დასავლეთში ცხოვრობდნენ და მოსახლეობის 5 %-ს შეადგენდნენ, მაგრამ 1991 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი დაუბრუნდა ყაზახეთს. მონღოლურ დამწერლობაში კირილიცა 1940-დან გამოიყენება. ტრადიციული ანბანი, რომელიც წააგავს არაბულს, მაგრამ იწერება ვერტიკალურად, კვლავ ისწავლება სკოლებში იმ იმედით,რომ შემდგომში ისევ ქვეყნის ოფიციალურ დამწერლობად იქცევა.

მონღოლური დამწერლობა

     XIII საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). XIV ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. XVII საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე. წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.

მონღოლური ენა
 

მონღოლური ენა განეკუთვნება მონღოლური ენების ჯგუფს.სალიტერატურო ენა ემყარება ხალხა დიალექტს. 1941 წლიდან დამწერლობას საფუძვლად უდევს რუსული გრაფიკა. მონღოლეთში დაცულია სინჰარმონიზმი. აქვს მოკლე და გრძელი ხმოვნები, დიფთონგები. გრძელი ხმოვნები ორთორგაფიულად გადმოიცემა ხმოვანთა ორმაგი დამწერლობით.

რელიგია
275px-Russian_Orthodox_Church_in_UB.JPG
 
ქრისტიანული ტაძარი ულან-ბატორში.

მონღოლების უმეტესობა ბუდიზმის მიმდევარი იყო მანამ სანამ კომუნისტურმა პარტიამ არ წამოიწყო მკაცრი ანტი-რელიგიური კამპანია 1937-1939 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუდისტურმა რელიგიამ აღმავლობა განიცადა და 1990-იან წლებში მონღოლური ნაციონალიზმის ძირითად ძალად მოგვევლინა. მართალია, 1991 წელს ბუდიზმიკონსტიტუციურად არ აღიარეს როგორც სახელმწიფო რელიგია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ კუთხით დიდი გამოცოცხლება შეინიშნება.დღეისათვის მოსახლეობის 50 % ბუდისტია. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი თავს ულან-ბატორში იყრის. მოსახლეობი რიცხვი ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწრაფად იზრდება და მონღოლების 32,6 % 15 წლამდე ასაკისაა. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური პროგრამები დიდ ცვლილებებს განიცდის.

მოსახლეობის 40 % ათეისტია და არ გააჩნია რელიგია. 6 %- შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო 4 % მუსლიმი.

ტენგრიიზმი და შამანიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლურ ტომებში, ისევე როგორც მთელს აზიაში. თუმცა შამანიზმმა დიდი კვალი დატოვა მონღოლურ რელიგიურ კულტურაზე. კომუნისტური რეჟიმის დროს, სტალინის ბრძანებით 700-ზე მეტი მონასტერი გადაიწვა და მოკლულ იქნა ათასობით ბერი. რელიგიურმა რეპრესიებმა დიდი კვალი დაამჩნია ქვეყნის რელიგიურ განვითარებას.1990-იან წლებში როდესაც რელიგია უკვე აღარ იკრძალებოდა, ქვეყანაში გავრცელება დაიწყო მაჰმადიანობამ და ქრისტიანობამ.

ეკონომიკა
 
220px-UlaanBaatar-2009.jpg
 
დედაქალაქი ულან-ბატორი შიდა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი

ტრადიციულად მონღოლები მომთაბარენი იყვნენ.ისინი ძირითადად, მრგვალ კარვებში ცხოვრობდნენ და მათი საქმიანობა საქონლის მწყემსვა იყო. 1952 წლის შემდეგ კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს მეცხოველეობის კოოპერატივები(კოლმეურნეობები) და სახელმწიფომეურნეობები მარცვლოვანი კულტურის მოსაყვანად. ამან ადგილზე დამკვიდრების პროცესი დააჩქარა, მაგრამ მომთაბარეობასაბოლოოდ ვერ აღმოიფხვრა. ბევრი ოჯახი მომთაბარეობდა საძოვრიდან საძოვარზე სეზონის შესაბამისად.

კომუნისტური კავშირის წევრად ყოფნისას მონღოლეთს დიდ დახმარებას უწევდნენ სხვა სოციალისტური ქვეყნები.1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მონღოლეთი ისევ დაუბრუნდა პრივატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის ხანას.

დღეს ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ეყრდნობა მეცხოველეობას, მაგრამ თანდათან ძლიერდება მრეწველობაქვანახშირისა და ელექტროენერგიის ინდუსტრიები.

მონღოლეთში გზებისა და რკინიგზის ქსელი საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ორიენტაციას ასახავს.ამ პერიოდში ექპორტი და იმპორტი დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან. ეს ძველი ქსელი ახლა აღარ არსებობს და ვერ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ვეღარ უწევს ქვეყანას სათანადო სავაჭრო პარტინიორობას. საბჭოთა სუბსიდიების გაუქმებამ და რუსეთის მიმართ დავალიანებამ 11 მილიარდის ოდენობით, ქვეყნის თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში საკმაოდ მტკივნეული გადასვლა გამოიწვია. მონღოლეთმა დასავლეთისაგან 55 მილიონი დოლარი დახმარების სახით მიიღო. ამჟამად, ყალიბდება ახალი სავაჭრო კავშირები შეერთებულ შტატებთანიაპონიასთანჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან.

ტრანსპორტი
300px-Zamyn_Uud_traders.jpg
 
მატარებლის სადგური

მონღოლეთში არის საავტომობილო ტრასა, რკინიგზა, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. სანაოსნოდ გამოიყენება მდინარეები: სელენგაორხონი და ხუბსუგული.

მონღოლეთში ბევრი შინაური აეროპორტებია. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ჩინგის ყაენის საერთაშორისო აეროპორტი ულან-ბატორიში.

საზღვაო ფლოტი

მონღოლეთი, ფართობის მიხედვით, ყაზახეთის შემდგომ მეორე ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მიუხედავად ამისა 2003 წლის თებერვალში, მონღოლეთმა დაარეგისტრირა საზღვაო ფლოტი (The Mongolia Ship Registry Pte Ltd.) რეგისტრაციის მომენტიდან მოყოლებული მათი გემების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.

სოციალური სფერო განათლება

    სოციალისტური რეჟიმის დროს მონღოლეთში განათლებას დიდი ყურადღება ექცეოდა.წერა-კითხვის უცოდინრობა ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა მომთაბარებავშვებისათვის სეზონური სკოლების გახსნით. თუმცა 1990 წელს სეზონურ სკოლებს დაფინანსება შეუწყდათ. დაწყებითი და საშუალო განათლება მონღოლეთში 10 წელს გრძელდებოდა, მოგვიანებით კი 11 წლამდე იქნა გაზრდილი.2008-2009 წლებში ოფიციალურად შემოღებულ იქნა 12 წლიანი სასწავლო წელი. სწავლება შეეხოთ პირველკლასელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემური ცვლილების შედეგს მონღოლეთში 2019-2020 წლებში მიიღებენ.ქვეყნის ძირითადი სახელმწიფოუნივერსიტეტებია:მონღოლეთის ნაციონალური უნივერსიტეტი და მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი1990-იანი წლების ლიბერალიზაციას მოჰყვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად მათ ექმნებათ პრობლემები უნივერსიტეტის სტატუსთან დაკავშირებით.

კულტურა
 

    ქვეყნის ძირითადი ფესტივალია ნაადამი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმართება. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული მონღოლური სპორტისაგან: მშვილოსნობისჯირითისა და ჭიდაობისაგან. ფესტივალი ტარდება 11-13 ივლისს, რითაც პატივს მიაგებენ ნაციონალურ დემოკრატიულ რევოლუციას.

ლიტერატურა

    მონღოლური ზეპირსიტყვიერება მრავალჟანროვანია. ფართოდაა ცნობილი ეპიკური თქმულებები: ”გესერიადა” , ”ჯანგარი” და სხვ. მონღოლეთის დამწერლობითი ლიტერატურის ეპიგრაფიკული ძეგლები XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული. პირველი წერილობითი ძეგლი (არა უადრეს 1240 წლისა) ”საიდუმლო თქმულება” მხატვრული ხასიათისაა, გაბაასების ტიპის ხალხური სიმღერის ნიმუშია ”ოქროს ურდოს ხელნაწერი თელის ხის ქერქზე” (XIII-XIV სს.). XIII-XIV საუკუნეების ლიტერატურა ფრაგმენტების სახით შევიდა XVII საუკუნის მატიანეებში. XIX საუკუნის ლიტერატურისათვის დამახასიათებელია დემოკრატიული, ანტიფეოდალური ტენდენციები. (პოეტები ხუულჩ სანდაგი, დ. რავჟაა (1803-1856), გულრანსა (1820-1851) და სხვ.). რევოლუციის შემდგომი ლიტერატურა განიცდის აშკარა სოციალისტურ გავლენას. რაც ვლინდება რომანებში: ”წითელი დროშა”, ”ლენინი და სუხე-ბატორი”; აღსანიშნავია ც. გაიტავის პოემები ”ლენინი ჩვენთანაა”, ”კარლ მარქსი”, ”ფრიდრიხ ენგელსი”. ვითარდება ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრი.

     მთარგმნელობითი საქმიანობა მონღოლეთში ჩინგის ხანის ეპოქიდან დაიწყო. თარგმნილია ”ქილილა და დამანა”, ტიბეტურიდან შანდიდევას პოემა ”სიწმინდის გზა”, ტიბეტელი განდეგილი პოეტის მილარაიბას ”ასიათასი სიმღერა” და სხვ. საუკუნეების მანძილზე ითარგმნებოდა და გამოცემულია ენციკლოპედიები-”განჟური” (108 ტ., XVII ს.) და ”დანჟური” - განჟურის კომენტარები (225 ტ., XVIII ს).XVIII საუკუნეში აქტიურად ითარგმნებოდა ჩინური რომანები და ნოველები, ხოლო 1921 წლიდან დაიწყო რუსულილიტერატურის თარგმნა.

არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება

     მონღოლეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ბრინჯაოს ხანის ხელოვნების უძველესი ნიმუშები (ცხოველთა გამოსახულებანი კლდეებზე, სპილენძისა და ბრინჯაოსნაკეთობანი), რკინის ხანიდან შემონახულია ცხოველთა სტილიზებული ფიგურები ძვ. წ. I საკუნის დასაწყისს მიეკუთვნება ჰუნების დიდებულთა ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები. ჰუნების ქალაქები წარმოადგენდა გეგმით თითქმის კვადრატულ დასახლებებს ხელოსანთა კვარტალებითა და მმართველთა სასახლეებით. თურქთა სახაკანოების ბატონობის ხანაში (VI-VIII სს.) განვითარდა ხელოსნობა, მემორიალური ქანდაკება. უიღურთა სახაკანოს ხანიდან შემონახულია დედაქალაქ ორდუ-ბალიკის (მოგვიანებით ხარდა-ბალგასი) ნანგრევები. ქალაქ ბარსხოტის გათხრების დროს აღმოჩენილია ბუდისტური ტაძრის ნანგრევები. მონღოლეთის ფეოდალურ სახელმწიფოსა და მონღოლეთის იმპერიის აღმოცენების ხანას მიეკუთვნება ყარაყორუმში აღმოჩენილი უგედეის სასახლის ნაშთები. XX საუკუნის დასაწყისამდე მონღოლთა საცხოვრებელს წარმოადგენს ხის კარკასიანი თექის კარვები, შენდება ხის საკულტო ნაგებობანი, შერეული ტიპის ტაძრები. ფერწერა წარმოდგენილია ბუდისტური კომპოზიციებით. XIX საუკუნის ბოლოს შეიქმნა საერო ფერწერა. XVII საუკუნის შუა ხანებში განვითარდა ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების დამზადება.

მუსიკა

მონღოლური მუსიკალური კულტურის უძველესი ტრადიციები ჩვენს დრომდე მოიტანეს ხალხურმა მთქმელებმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა. მონღოლური ხალხური სიმღერები ერთხმიანია, სრულდება ხალხური საკრავების ლიმბეს (ფლეიტის სახეობა), მორინჩხურისხუჩირის ( სიმებიან- ხემიანი), იიოჩინის (ციმბალის სახეობა) და სხვთა თანხლებით.

დრამატული თეატრი და კინო

უძველესი მონღოლური საწესჩვეულებო და რელიგიური თამაშობანი, აგრეთვე მისტერიული ”ცამი” შეიცავდა თეატრალური ხელოვნების ელემენტებს. შუა საუკენეებში სასახლის კარზე წელიწადში ერთხელ იმართებოდა საერო თეატრალური წარმოდგენა. ახალი წლის ღამეს თოჯინების თეატრები ქუჩაში მართავდნენ წარმოდგენებს. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიდგა პირველი სახალხო წარმოდგენა ”მთვარის გუგული”. 1935 წელს ულან-ბატორში შეიქმნა კინოსტუდია ”მონღოლკინო”, რომელიც თავდაპირველად უშვებდა დოკუმენტურ ფილმებს. 1937 წელს გადაიღეს პირველი მხატვრული ფილმი.


          DUDU

          LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?