Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სელევკიდი და ლაგიდი მონარქები

 
PtolemaicEmpire.png
სელევკიდებისა და პტოლემაიოსების ელინისტური სახელმწიფოების ისტორია ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილში - მაკაბელთა შესახებ წიგნებშია ასახული. აქ მოცემულია ამ სამეფოთა რამდენიმე მონარქი, რომელთა სახელებს მაკაბელთა წიგნებშიც შეხვდებით.
 
ანტიოქე IV ეპიფანე(ძვ.წ 175-164 წ) - სირიის მეფე მაკედონელი სელევკიდების დინასტიიდან, ანტიოქე III დიდის ძე. ანტიოქე ეპიფანე სელევკიდების იმპერიის მოსახლეობის ელინიზებას ცდილობდა და სურდა ყველგან ბერძნული რელიგია, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები და ენა გაევრცელებინა. სწორედ ამ მცდელობას და ხალხის ძალით ელინიზებას მოჰყვა დიდი აჯანყება იუდეაში მაკაბელების მეთაურობით.  

AntiochusIV175-164BC.jpg
                                                           ანტიოქე IV-ს მონეტა
 
ანტიოქე IV-ის მმართველობა სელევკიდების იმპერიის დროებით გაძლიერების და სტაბილურობის პერიოდად ითვლება. სწორედ ანტიოქე IV-ის სიკვდილის შემდეგ დაიწყო სელევკიდების იმპერიის დასუსტება და საბოლოოდ დაცემა.
ძვ.წ 175 წელს ანტიოქე იტალიიდან(დამარცხების შემდეგ მამამისი, ანტიოქე III იძულებული გახდა თავისი ვაჟი რომაელებისათვის მძევლად მიეცა) დაბრუნდა სირიაში და ტახტი წაართვა უზურპატორ ჰელიოდორეს, მისი ძმის, სელევკოს IV ფილოპატორის მკლელს. ანტიოქე IV-ის გამეფების დროს სელევკიდების იმპერია კრიზისში იმყოფებოდა სირიულ ომებში დამარცხების შემდეგ. ბერძნულ-მაკედონური მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რაც აუცილებლად აისახებოდა იმპერიის არმიაზე და ადმინისტრაციულ აპარატზე. საბერძნეთი, მაკედონია, მცირე აზიის ბერძნული ტერიტორიები და როდოსი უკვე რომის ძალაუფლების ქვეშ იყო. ამან გაართულა ელინების მიგრაცია აღმოსავლეთისკენ. ეს სელევკიდების იმპერიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
ptole3.jpg
ელინისტურ სახელმწიფოთა ჯარებს ერთმანეთთან ბევრი საერთო ჰქონდა. ისინი ძირითადად მაკედონურ სისტემას ემყარებოდნენ

 ანტიოქე IV ცდილობდა აღედგინა ქვეყნის სამხედრო ძლიერება და განემტკიცებინა მეფის ძალაუფლება ელინიზებული სირიული და მესოპოტამიური მოსახლეობაზე დაყრდნობით. მან ააგო ახალი ბერძნული პოლისები. აშენებდა გიმნაზიებს და თეატრებს.
 ანტიოქე ეპიფანეს ბრძანებით მიმდინარებდა იერუსალიმის ელინიზაციაც. თავდაპირველად ეს პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. მოსახლეობის ნაწილმა მიიღო ბერძნული რელიგია, შეითვისა ბერძნული კულტურა და წეს-ჩვეულებები. თუმცა ამან ქალაქში დაპირისპირება გამოიწვია იუდაიზმის მიმდევრებთან და ტაძრის მსახურებთან. ანტიოქე იძულებული გახდა ძვ.წ 170 წელს იერუსალიმში ჯარი შეეყვანა წესრიგის დასამყარებლად. მიუხედავად ამისა იუდეველები მაინც არ ეპუებოდნენ მათ და ქალაქში არეულობას აგრძელებდნენ. ყველგან ქაოსი მძვინვარებდა. ანტიოქემ იერუსალიმს არმია შეუსია და ძალით ჩაახშო ხალხის მღელვარება, შემდეგ მან შეურაცყო ებრაული რელიგია და უფლის ტაძრის საკურთხეველში ( რომელიც ანტიოქე ეპიფანემ ზევსის საკურთხევლად გამოაცხადა ) თავისი ხელით შესწირა ღორი ზევსს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იუდეაში დიდი აჯანყება მაკაბელების მეთაურობით ( ძვ.წ 165 წ ). ეს აჯანყება ძალიან დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ იუდეველებმა გაიმარჯვეს.  
Jerusalem_from_mt_olives.jpg
                                                                იერუსალიმი

ძვ.წ 168 წელს, იერუსალიმის აჯანყებამდე ანტიოქე IV-მ ორჯერ ილაშქრა ეგვიპტეში და დიდ წარმატებას მიაღწია. ანტიოქე ეპიფანემ დაიკავა ეგვიპტის მიწების დიდი ნაწილი და პტოლემაიოსებს მხოლოდ ალექსანდრია დარჩათ. რომის იმპერიამ, რომელიც ეგვიპტეს უჭერდა მხარს, ელჩად გაიუს პოპილიუს ლენატუსი გაუგზავნა ანტიოქე IV-ს და ჯარების ეგვიპტიდან გაყვანა მოსთხოვა. მეფე იძულებული გახდა რომის მოთხოვნას დამორჩილებოდა, თუმცა სელევკიდების იმპერიამ ამ ომში დიდი ნადავლით და დაპყრობილი ტერიტორიებით გამოვიდა.
ანტიოქე IV ეპიფანე ძვ.წ 164 წელს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ორი ვერსია არსებობს, ერთია თითქოს მეფე ავადმყოფობას გადაჰყვა, ხოლო მეორე ვერსია მის მკვლელობას ითვალისწინებს. ანტიოქე IV-ის შემდეგ სელევკიდებს ძლიერი მმართველი აღარ ჰყოლიათ და ძვ.წ 64 წელს უკანასკნელი მეფე, ანტიოქე XIII აზიელი, სელეკვიდთა კანონიერი მემკვიდრე რომის იმპერიის სარდალმა, გნეუს პომპეუს "მაგნუსმა"(დიდმა) ჩამოაგდო ტახტიდან და ამით სელევკიდების იმპერიაც საბოლოოდ დაეცა.
Antiochus_v.jpg
                                                                  ანტიოქე V-ს მონეტა
 
 
 ანტიოქე V ევპატორი(დაახლ. ძვ.წ 173-162) - სირიის მეფე სელევკიდების დინასტიიდან. ანტიოქე IV ეპიფანეს ვაჟი.
ანტიოქე V სულ 9 წლის იყო როდესაც ტახტზე ავიდა. მის რეგენტად დანიშნული იყო ერთ-ერთი სირიელი სარდალი, ლისია, რომელიც ანტიოქე IV-ს თავის არყოფნაში სირიის მმართველად ჰყავდა დაყენებული. ლისია შეეცადა ანტიოქე IV-ს პოლიტიკა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი მმართველობა არ გამოდგა მტკიცე. სირიის სამეფოს რომის რესპუბლიკა აკონტროლებდა. რომაელები ლისიას ემუქრებოდნენ, რომ სირიის ტახტის ჭეშმარიტ მემკვიდრეს, სელევკოს IV ფილოპატორის ძეს, დემეტრიუს I სოტერს გაანთავისუფლებდნენ, რომელიც მაშინვე შეეცილებოდა ცბიერ სირიელ სარდალს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.
 ლისია შეეცადა იუდეაში ხასმონეების აჯანყება ჩაეხშო და პალესტინის სამხრეთი მხარე დაემორჩილებინა, მაგრამ მისი მცდელობა, (მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები ბრძოლაშიც დაამარცხა) წარუმატებელი გამოდგა. ლისია იძულებული გახდა ძვ.წ 162 წელს ებრაელებისთვის რელიგიური თავისუფლება მიენიჭებინა. 
Juda-Maccabaeus.jpg
იუდა მაკაბელის(ხასმონეის) გამოსახულება XVI საუკუნის ევროპულ გრავიურაზე

ლისიას ძალაუფლება ნელ-ნელა შესუსტდა. მან ვერ(არ) გაუწია წინააღმდეგობა პართიელებს და პართიის ჯარებმა დალაშქრეს სირიის სამეფოს აღმოსავლეთ ტერიტორიები. იმავე წელს რომის ტყვეობიდან დაბრუნდა დემეტრიუს I სოტერი, რომელმაც დახოცა ლისია, ანტიოქე V ევპატორი და სირიის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
 
 დემეტრიუს I სოტერი(ძვ.წ 187-150) - სელევკიდების სირიის იმპერიის მეფე ( ძვ.წ 162-150 ), სელევკოს IV ფილოპატორის ძე. მამის მმართველობის პერიოდში რომში იყო გაგზავნილი მძევლად. სელევკოს ფილოპატორის სიკვდილის შემდეგ(ძვ.წ 175) დაბრუნდა სამშობლოში. დემეტრიუსის მაგივრად სელევკიდების იმპერიას მისი ბიძა, ანტიოქე IV ეპიფანე, ხოლო შემდეგ ანტიოქე V ევპატორი მართავდნენ. ძვ.წ 162 წელს ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის მიხედვით დემეტრიუსმა მოახერხა რომაელებისგან თავის დაღწევა და სირიაში დაბრუნება. მან მოკლა ანტიოქე V და მისი რეგენტი ლისია. რომის სენატმა ის სირიის კანონიერ მეფედ სცნო.  
demetrius+I.jpg
                                                         დემეტრიუს I-ს მონეტა

დემეტრიუსმა ტიტული "სოტერი" ანუ მხსნელი, ბაბილონელებისგან მიიღო, რადგან გაანთავისუფლა ისინი სატრაპი ტიმარხის ტირანიისგან. ტიმარხმა სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც მიდია დაიცვა პართიელებისაგან. ამაყმა სატრაპმა ბრძოლა დაიწყო სელევკიდების იმპერიის ტახტისთვის, მაგრამ დემეტრიუსი სწრაფად ამოქმედდა, ტიმარხი სასტიკად დაამარცხა და მოკლა.
დემეტრიუსი იბრძოდა იუდეის აჯანყების ჩასახშობად. იუდა მაკაბელი ყველანაირად ცდილობდა მის შეჩერებას, მაგრამ საბოლოოდ სელევკიდმა მეფემ გაიმარჯვა, ხოლო იუდა ბრძოლაში გმირულად დაეცა(ძვ.წ 161 ან 160).
დემეტრიუსის წინააღმდეგ შეთქმულება მისგანვე დამარცხებული ტიმარხის ძმამ, ჰერკლიდემ მოამზადა. მან ახალგაზრდა ალექსანდრე ბალასა მეფე ანტიოქე IV-ს ნამდვილ შვილად გამოაცხადა, ხოლო რომის სენატს მოუწოდა მხარი დაეჭირა მისთვის. ჰერკლიდეს ემხრობოდნენ პერგამონი და ეგვიპტეც. ორწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ დემეტრიუს I დამარცხდა და მოკლეს ძვ.წ 150 წელს.
demetrius+III.gif
                                                           დემეტრიუს III-ს მონეტა
 

 დემეტრიუს III ევკერი (მმარველი ძვ.წ 95-88) - სირიის მეფე სელევკიდების დინასტიიდან, ანტიოქე VIII გრიპის მემკვიდრე.
ეგვიპტელი მეფის, პტოლემაიოს X-ის საწინააღმდეგოდ, დემეტრიუს III-მ შეძლო აღედგინა სირიის დიდ ნაწილზე კონტროლი. თავისი სამეფო კარი მან მოაწყო ქალაქ დამასკოში და იქიდან ცდილობდა იმპერიის ტერიტორიების გაფართოებას. იუდეის აჯანყების დროს მას დასახმარებლად მოუწოდეს, რის შემდეგაც იგი 6000 მეომრით შეიჭრა პალესტინაში, შეიერთა 20000 იუდეველი და გაანადგურა ალექსანდრე I იანაე ხასმონეელი. ალექსანდრემ თავი მთებს შეაფარა, იუდეის მოსახლეობის ნაწილი მას მიემხრო და დემეტრიუსი მალე იძულებული გახდა იუდეა დაეტოვებინა.
ძვ.წ 88 წელს ის დამარცხდა პართიელებთან და არაბებთან ბრძოლაში და ტყვედ ჩავარდა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი დემეტრიუსმა პართიის სამეფოში გაატარა მითრიდატე II-თან.
diodot+trifon.jpg
                                     დიოდოთ ტრიფონის მონეტა
 
 
დიოდოთ ტრიფონი (სირიის მმართველი ძვ.წ 142-138) _ სირიის მეფე. დემეტრიუს I-ს მეფობისას სირიის ერთ-ერთი მხედართმთავარი.
ალექსანდრე ბალასის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ 145 წელს მისი მცირეწლოვანი შვილი, ანტიოქე VI მეფედ გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ ძვ.წ 142 წელს თავად დაეუფლა სამხრეთ სირიას, სადაც დემეტრიუს II ნიკატორი ძალიან არაპოპულარული იყო ებრაელებისადმი სასტიკი მოპყრობით. დიოდოთ ტრიფონი აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს და მოახერხა იუდეის ხასმონეების მიმხრობა, რომლებიც დემეტრიუს II-ს ეწინააღმდეგებოდნენ. იუდეველთა მეთაური და მღვდელმთავარი იონათანი ტრიფონმა პტოლემაიდაში მოსალაპარაკებლად მიიწვია ძვ.წ 141 წელს, მუხანათურად შეაპყრობინა (მალე სიკვდილით დასაჯა) და მისი ამალაც ამოახოცინა.
იუდეაში იონათანის ადგილი მისმა ძმამ, სიმონმა დაიკავა, რომელიც მხარს უჭერდა სირიის მეფე ანტიოქე VII სიდეტს (ტრიფონის მოწინააღმდეგეს). ძვ.წ 138 წელს ანტიოქემ დაამარცხა დიოდოთ ტრიფონი, რომელმაც ამის შემდეგ თავი მოიკლა.
 პტოლემაიოს III ევერგეტი(ეგვიპტის მეფე ძვ.წ 246-221) - ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსების დინასტიიდან.
პტოლემაიოს III-ს მმართველობისას ეგვიპტე მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო და აღმოსავლეთის ჰეგემონი გახდა. ეგვიპტელებმა გააფართოვეს საზღვრები მცირე აზიაში და სირიაში. პტოლემაიოსმა დაიმორჩილა კირენაიკაც.
Octadrachm_Ptolemy_III_BM_CMBMC103.jpg
                                                             პტოლემაიოს III-ს მონეტა
 
III სირიული ომის დროს ეგვიპტის ჯარებმა პტოლემაიოს III-ს ხელმძღვანელობით დალაშქრეს სირია და აიღეს სელევკიდების იმპერიის დედაქალაქი, ანტიოქია ორონტზე და ბაბილონი. თუმცა შინააშლილობის გამო პტოლემაიოსი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მისი დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება ეგვიპტელებმა მოახერხეს. პტოლემაიოს III-ს მკვიდრად ეპყრო პალესტინის ტერიტორია, რომლის ტერიტორიაზე გადიოდა ინდოეთიდან მომავალი სავაჭრო გზა ეგვიპტემდე. ეგვიპტის მეფე დიდი პატივისცემით ექცეოდა იუდეველებს და მათ რწმენის თავისუფლება მიანიჭა. ასევე მისი მმართველობის პერიოდში წარმატებით გრძელდებოდა ძველი აღთქმის თარგმნა ბერძნულ ენაზე. პტოლემაიოს III ევერგეტის მეფობა ეგვიპტეში ძვ.წ 221 წლამდე გაგრძელდა. მის შემდეგ ეგვიპტის ტახტზე პტოლემაიოს IV ფილოპატორი ავიდა.

 პტოლემაიოს IV ფილოპატორი(ეგვიპტის მეფე ძვ.წ 221-204) - ეგვიპტის მეფე პტოლემაიოსების დინასტიიდან.
ბიბლიის მიხედვით პტოლემაიოს IV თავდაპირველად პატივს არ სცემდა ებრაელთა რელიგიას და უფლის ტაძრის წმიდათა წმინდაში შეღწევაც კი სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ მეფემ აზრი შეიცვალა იუდეველებზე და მათ მიმართ შედარებით ლმობიერი პოლიტიკა გაატარა.
Octadrachm_Ptolemy_IV_BM_CMBMC33.jpg
                                                        პტოლემაიოს IV-ს მონეტა

პტოლემაიოს IV-ს ბრძოლა მოუწია იმ პერიოდში გამძლავრებული სელევკიდების წინააღმდეგ. თავდაპირველად ომი მისთვის წარმატებულად მიმდინარეობდა. რაფიასთან(ღაზასთან) გენერალურ ბრძოლაში ძვ.წ 217 წლის 22 ივნისს ეგვიპტის მეფემ დიდი გამარჯვება მოიპოვა სელევკიდ მმართველზე, ანტიოქე III-ზე. თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ სირიელები დაეუფლნენ უპირატესობას და პალესტინა დაიკავეს. პტოლემაიოსებმა პალესტინის დაბრუნება ვეღარ შეძლეს.
434px-NileMosaicOfPalestrina.jpg
პტოლემაიოსების პერიოდის ეგვიპტური მოზაიკა, რომელზეც ბევრი საინტერესო დეტალია ამ ელინისტური სახელმწიფოს შესახებ

პტოლემაიოს IV-ს წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყება მოხდა, რის შედეგადაც ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ეთიოპია-ნუბიამ დამოუკიდებლობა აღადგინა XXXIII ეთიოპიური დინასტიით სათავეში. შინაომებს შეეწირა თვითონ პტოლემაიოს IV-ც. ის მოკლეს და ტახტზე მცირეწლოვანი პტოლემაიოს V ეპიფანე აიყვანეს.
 
 
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ რუკებზეც არ ჩანს სასომხეთი....აქ 1-2 საუკუნეა ჩვ.წ.აღ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო მაგ დროს არ იყვნენ

 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?