Jump to content

სურათი

ტივტივით თევზაობა კარჩხანაზე


ამ თემას აქვს 30 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GiorgiC

GiorgiC

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 21 პოსტი
  • მისამართი:Qutaisi
  • წარმოშობა:Qutaisi

კარჩხანა(რუს.კარასი) არის თევზი რომელიც გავრცელებულია თითქმის ყველა ტბასა და წყალსაცავში,მდინარეშიც კი.ამიტომ მას ხშირად სარეველ თევზს უწოდებენ.
  რაც შეეხება კარჩხანას მას გააჩნია ოვალური ფორმის ტანი, რომელიც დაფარულია საშუალო ზომის ქერცლებით. მათი ფერი ცვალებადია და მოთეთრო ვერცხლისფერიდან ოქროსფერამდე ცვალებადობს.ეს შეფერილობა კარჩხანას შეუმჩნეველს ხდის წყალში. ამ თევზს აქვს მომრგვალებული ფორმის ნეკნები და ამობურცული ზურგის ფარფლი წამყვანი სხივით,რითაც კარჩხანა განსხვავდება სხვა კარპისებური თევზებისაგან, რომელთაც უფრო შიგნით მომრგავლებული ზურგის ფარფლი გააჩნიათ, აგრეთვე მას არ ააქვს კარპისებრთა დანარჩენი თევზებისთვის დამახასიათებელი ულვაშები.
                                                                                                                           *     *     *
კარჩხანა არის როგორც ვერცხლისფერი,ისე ოქროსფერი.თუ წყალსატევი დიდია და საკვებიც მოიპოვება,ვერცხლისფერ კარჩანას შეუძლია 2-3 წელიწადში 30-35 სმ-ს მიააღწიოს განსხვავებით ოქროსფერისა რომელსაც 30-35 სმ-ის მისაღწევად 5 წელიწადი ჭირდება,ხოლო მისი საშუალო სიცოცხლის ასაკი 15 წელიწადია.
კარჩხნა იკვებება პლანქტონებით რომელსაც წყალთან ერთად იწოვს და ფილტრავს ლაყუჩებით.ის ძალიან ადვილად ეგუება გარემო პირობებს,მას სხვა თევზებისგან განსხვავებით მინიმალური ჟანგბადიც აკმაყოფილებს.იკვებება პლანქტონებით,წყალმცენარეებით,კოღოს მატლებით და ა.შ.

კარჩხანა ქვირითობას იწყებს გაზაფხულზე, მაისის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე, რასაც თბილი ამინდები და წყლის გათბობა განაპირობებს. დედალი ქვირითს წყალმცენარეებზე და წყალში

ჩაძირულ სხვადსხვა ნივთებზე დებს, წყალმარჩხ ადგილებში.ერთ კვირაში ქვირითიდან ლიფსიტები იჩეკებიან, რომლებიც ქვირითში არსებული ნივთიერებით იკვებებიან 2-3 დღე.

                                                                                                                   

     თევზაობა კარჩხანაზე:

 

 კარჩხანაზე თევზაობა საკმაოდ აზარტული როგორც დამწყები ისე პროფესიონალი მეთევზეებისთვის,თუ ის ტბა ან წყალსაცავი,მდინარე სადაც ის ბინადრობს მდიდარია ჟანგბადით დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.ძირითადად 200-300 გრამიანი კარჩხანები გვხვდება ჩვენს აკვატორიაში,ყველაზე დიდი ეგზემპლიარი რაც დაუჭერიათ არის 3 კგ.

კარჩხანა ძირითადად იკვებება ფსკერიდან,თუმცა თბილ ამინდში წყლის ზედაპირზეც კი ამოდის,ის მკვეთრად რეაგირებს ამინდის,წნევის ცვლილებაზე და ამან შეიძლება გააუარესოს კენკვა ან საერთოდ შეწყვიტოს.ანუ ერთ დღეს საუკეთესო აღჭურვილობით შეიძლება ვერაფერი დავიჭიროთ,მეორე დღეს თხილის ანკესით კარგი ეგზემპლიარები დავსვათ.
ტივტივით თევზაობა კარჩხანაზე ფსკერთან ახლოს ხდება,მაგრამ შეიძლება წყლის ზედა ფენებში აიღოს სატყუარა.
კარჩხანაზე სათევზაოდ რაიმე განსაკუთრებული მონტაჟი ტივტივის არ არის საჭირო,მე პირადად ვიყენებ სრიალა ტივტივის მონტაჟს,სადავე დაახლოებით 30 სმ,მთავარი ძუა 0.2,0.18 სადავედ ვიყენებ 0.16 კარგი ხარისხის ძუას.
კარჩხანაზე სათევზაოდ გამოიყენება შემდეგი სატყუარები:ნაკელის ჭია,წითელი მიწის ჭია,პურის გული,ბუზის თეთრი მატლი,,მასტირკა" და ა.შ მაგარამ ყოველთვის უნდა ვიქონიოთ 2 ან 3 სატყუარა.

სანამ თევზაობას დავიწყებდეთ მიზანშეწონილია დაიკვევოს ის ადგილი სადაც აპირებთ თევზაობას.როგორ დავკვებოთ?იქ სადაც თევზაობს კარჩხანას გარდა თუ ბინადრობს წვრილი თევზი უნდა დავკვებოთ მსხვილი დასაკვევის ფრაქციით,რამოდენიმეს შემოგთავაზებთ

 

  დასაკვები:

*1)პური ოღონდ არ უნდა მოვზილოთ,ისეთი მასა უნდა მივიღოთ რომ წყალში ჩაგდებისას ადვილად იშლებოდეს,პურში ავზილოდ დაჭრილი წითელი ჭია და კოპტონი,გაითვალისწინეთ დასაკვებად ის სატყუარა უნდა გამოიყენოთ რაზეც აპირებთ თევზაობას.


*2)კოპტონის პუდრა დამატებული მოხარშული ფეტვი(ფშენო) და მოხარშული ქერი(პერლოვკა)გადავზილავთ ერთმანეთში და დავკვებავთ,ასევე კარგ შედეგებს იძლევა ნემსკავზე წამოცმელი რამოდენიმე ქერის მარცვალი(პერლოვკის).


კიდევ ერთი საკითხი უნდა გამოვიყენოთ მგრძნობიარე ტივტივა 2-3 გრამიანი ან ნაკლები რათა თითოეული ჩარტყმა ვიგრძნოთ,კარხანას ჩვევია არა მარტო ტივტივის ჩაძირვა არამედ ტივტივის ზევით ამოგდებაც.
არსებობს მოსაზრება, რომ დიდი კარჩხანა ნაპირთან ახლოს არ იჭირება. ეს სადავო საკითხია, , მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოსინჯოთ მაგალითად მძიმე ვაგლერი და შორს ითევზაოთ ნაპირიდან. საერთოდ დაიმახსოვრეთ ექსპერიმენტების ჩატარება კარჩხანაზე თევზაობის დროს , ხშირად კარგ შედეგებს იძლევა.წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!
:beer: 

პატივისცემით: გ.ჩაფიძე

მიმაგრებული გალერეა

  • 1817485.jpg
  • CarassiusCarassius8.JPG


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს მგონი ყველგანაა საქართველოში... ;) 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

იმდენი ფხა აქვს თევზის ხსენებაც არ მინდა ხოლმე :)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GiorgiC

GiorgiC

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 21 პოსტი
  • მისამართი:Qutaisi
  • წარმოშობა:Qutaisi

ფხა იცოცხლეთქო :0025: ,გემრიელი კი არის ისე :0064:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GiorgiC

GiorgiC

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 21 პოსტი
  • მისამართი:Qutaisi
  • წარმოშობა:Qutaisi
თუ მოვახერხე გავხსნი ახალ თემას💓

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
GiorgiC

GiorgiC

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 21 პოსტი
  • მისამართი:Qutaisi
  • წარმოშობა:Qutaisi

:0025:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1402 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

პატარა კარჩხანას არ აქვს იმდენი ფხა როგორც დიდს :) 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მე მოწმონს კარჩხანა, განსაკუთრებით პატარები, შამფურზე შეპიწკინებული   :0030:  :ki:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2424 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მე მოწმონს კარჩხანა, განსაკუთრებით პატარები, შამფურზე შეპიწკინებული   :0030:  :ki:

შამფურზე ფხა არ იწვება, მაგრამ დასერილი კარჩხანა ლიმნის წვენში 1 საათი და მაღალ ცეცხლზე ტაფაში ბლომად ზეთში შემწვარი უუუფ : ბარმაქლარი გოთურუნ



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

მე მოწმონს კარჩხანა, განსაკუთრებით პატარები, შამფურზე შეპიწკინებული   :0030:  :ki:

შამფურზე ფხა არ იწვება, მაგრამ დასერილი კარჩხანა ლიმნის წვენში 1 საათი და მაღალ ცეცხლზე ტაფაში ბლომად ზეთში შემწვარი უუუფ : ბარმაქლარი გოთურუნ

 

ბაბულიკო ნოზმიკასთან გავსინჯე და -მშვენიეეეერ2935692_125.jpg



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 857 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

ლევან,

 



შამფურზე ფხა არ იწვება, მაგრამ დასერილი კარჩხანა ლიმნის წვენში 1 საათი და მაღალ ცეცხლზე ტაფაში ბლომად ზეთში შემწვარი უუუფ : ბარმაქლარი გოთურუნ

 

 კი ნამდვილად გემრიელია, მითუმეტეს თუ წალკის კარჩხანაა ხო საერთოდ ;)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40136 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე კვირას გამსვლელებისთვის ვამბობ. კარჩხანა თუ გევასებათ როლანდასთან ჩადით . თან ძმასაც მოინახულებდით და ტანაც ცოტა კარჩხანასაც გამოუხშირავდით



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 857 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

babu, ბაბუ ზიარი ადრეა ჯერ, აპრილის ბოლოდან ხოშიანი იქნება ;)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1402 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი
როლიკოსთან თუ ჩავალთ კობრს დავეცეთ კარჩხანას გამო არ ღირს მაგხელა გზაზე :DD ბევრი სხვა კაი გასართობი ყავს :D

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 857 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

კარჩხანა არის ბლომად ჭილის ტბაზე, ხო და ვაპირებ ამ დღეებში არბენას ;)

ბარემ აქვე დავდებ 1 პატარა რეცეპტს....

კარჩხანას კოტლეტი:

კარჩხანას ძვლიანად ვატარებს ხორცსაკეპ მანქანაში 2 ჯერ!!

და ვამზადებთ დანარჩენს ჩვეულებრივად...

უხდება ოდკა და ლუდი ;)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?