Jump to content

სურათი

“ქართული ბურთი ოვალურია!”


ამ თემას აქვს 722 გამოხმაურება

#706 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3352 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული
"ნახვამდის, ბატონებო!" - ფრანგული გამოცემა გორგოძესა და ზირაქაშვილს ქართულად დაემშვიდობა
"ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი წევრები იქნებოდნენ"
 
 

 

legion.ge_5735eba38d6beb27.jpg

 

პოპულარული ფრანგული გამოცემა midi-olympique ლეგენდარული ქართველი მორაგბეების, მამუკა გორგოძისა და დავით ზირაქაშვილის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, თავიანთ პოზიციაზე წლების განმავლობაში TOP 14-ში საუკეთესოები და ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრებში შეუცვლელი მოთამაშები იქნებოდნენ. რაც მთავარია, გამოცემა ჩვენებურებს ქართულად დაემშვიდობა - Nakhvamdis, Messieurs - ნახვამდის, ბატონებო.

„როდესაც კარიერას სპორტსმენი ასრულებს ყოველთვის გულდასაწყვეტია. ამჯერად თქვენს ყურადღებას ორ მონსტრზე შევარჩებთ, რომლებიც საქართველოდან არიან. მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი საფრანგეთში ჯერ კიდევ XXI საუკუნის შუაში გამოჩნდნენ და თავიდანვე მიიქციეს ყურადღება, ჩრდილში არასდროს მოქცეულან. ეს არის ჩვენი ჩემპიონატის ისტორიის გვერდი, რომელიც მაშინ გაიხსნა, ხოლო ერთი კვირის წინ დაიხურა, პრესრელიზის მიხედვით გამოცხადდა მათი კარიერის დასრულება, დომინოს ეფექტით.

მადლობას ვუხდით ამ დიდ ბიჭებს, რომლებიც მუდმივად ბოლომდე იბრძოდნენ. ისინი წინა ხაზზე იყვნენ, თავი არასდროს დაუზოგავთ ჯანმრთელობის ფასად, თავისი გუნდის მაისურის გამო. უფრო სწორად ორი მაისურის გამო, როგორც კლუბში, ისე მათი სამშობლოსთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ზირაქაშვილმა და გორგოძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაბამისად 53 და 75 მატჩი ჩაატარეს. ისინი საფრანგეთში რომ დაბადებულიყვნენ, ეჭვი არ გვეპარება, ნამდვილად იქნებოდნენ ლურჯი მაისურით ჩვენი ნაკრების წევრები, რადგან ათწლეულის განმავლობაში ტოპ 14-ში დომინანტები იყვნენ თავიანთ პოზიციაზე.

საერთაშორისო დონეზეც მათი აურა შესანიშნავი იყო. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ ბრიტანულმა მედიამ დათო მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დაასახელა. 2015 წელს ინგლისის მსოფლიოთასზე „გორგოძილას“ ღირსება შევიცანით. გიგანტური ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე მსოფლიოს 23 გამორჩეული მოთამაშე იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა დაასახელეს. ეს ორი მომენტი ასახავს ამ მოთამაშეების მთელ განზომილებას. რაც მთავარია, ისინი ნამდვილი ადამიანები არიან. პროფესიონალიზმით გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ორივე აუცილებლად მაგიდის თავში უნდა დავსვათ.

მათმა გაცილებამაც მორიდებულად ჩაიარა, ოვაციების და დიდი ყურადღების გარეშე. მათთვის შესაფერისი, თავმბადალი დამშვიდობება იყო. ნახვამდის ბატონებო (Nakhvamdis*, Messieurs)“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, დავით ზირაქაშვილი 2004 წლიდან „კლერმონის“ წევრი იყო და კლუბის ლეგენდადაა აღიარებული. ფრანგულ გუნდში ჩვენებურმა 337 თამაში ჩაატარა და 90 ქულა მიითვალა, ხოლო ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ზირაქაშვილმა 2004-2015 წლებში 53 მატჩში 40 ქულა მიითვალა. ნიშანდობლივია, რომ ზირაქაშვილი 2010 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკა გორგოძე კი საფრანგეთში ჯერ 2005-2014 წლებში „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა და 168 შეხვედრა ჩაატარა (135 ქულა), ხოლო 2014-2019 წლებში „ტულონის“ მაისურით ირჯებოდა (102 მატჩი, 85 ქულა). საქართველოს ნაკრებში „გორგოძილამ“ 2003-2019 წლებში 75 კეპი დააგროვა (135 ქულა) და 27 ლელოთი „ბორჯღალოსნების“ რიგებში რეკორდსმენია.



#707 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2634 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

 

მეგობრებო ტკტ-მ დამიბრუნა ბილეთების ფული სქართველო-რუსეთზე ბანკის საკომისიოს და საიტის სკომისიოს გარეშე. 
 
1. ვინც ჩამირიცხა უკან დაუბრუნებ თუ მომწერს ანგარიშის ნომერს
2. თუ ვინმე გამომრჩა მომწერეთ 
 
თარიღი - 14 მარტი, 2020
დრო - 16:00
სტადიონი - მ. მესხი
 
ბილეთის ფასი - 21 ლარი 
 
1. ელიზები - 3
2. ჩაინიკა - 1
3. დოკი - 1  ნაღდი  21 - დაბრუნდა 20
4. დონე - 3  ჩარიცხა 63 - დაბრუნდა 60
5. რთველიკა - 2
6. ქიტო - 1 ჩარიცხა 21 - დაბრუნდა 20
7. საბა - 2  ჩარიცხა 42 - დაბრუნდა 40
8. პანჩო - 1
9. მირზა - 2
 
სულ - 16 ბილეთი

.

 



#708 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2634 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მეგობრებო ტკტ-მ დამიბრუნა ბილეთების ფული სქართველო-რუსეთზე ბანკის საკომისიოს და საიტის სკომისიოს გარეშე. 
 
1. ვინც ჩამირიცხა უკან დაუბრუნებ თუ მომწერს ანგარიშის ნომერს
2. თუ ვინმე გამომრჩა მომწერეთ 
 
თარიღი - 14 მარტი, 2020
დრო - 16:00
სტადიონი - მ. მესხი
 
ბილეთის ფასი - 21 ლარი 
 
1. ელიზები - 3
2. ჩაინიკა - 1
3. დოკი - 1  ნაღდი  21 - დაბრუნდა 20 დაუბრუნდება როცა ვნახავ
4. დონე - 3  ჩარიცხა 63 - დაბრუნდა 60 დაუბრუნდა
5. რთველიკა - 2
6. ქიტო - 1 ჩარიცხა 21 - დაბრუნდა 20 დაუბრუნდა
7. საბა - 2  ჩარიცხა 42 - დაბრუნდა 40 დაუბრუნდა
8. პანჩო - 1
9. მირზა - 2
 
სულ - 16 ბილეთი



#709 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5983 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

 

"ნახვამდის, ბატონებო!" - ფრანგული გამოცემა გორგოძესა და ზირაქაშვილს ქართულად დაემშვიდობა
"ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი წევრები იქნებოდნენ"
 
 

 

legion.ge_5735eba38d6beb27.jpg

 

პოპულარული ფრანგული გამოცემა midi-olympique ლეგენდარული ქართველი მორაგბეების, მამუკა გორგოძისა და დავით ზირაქაშვილის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ, თავიანთ პოზიციაზე წლების განმავლობაში TOP 14-ში საუკეთესოები და ფრანგები რომ ყოფილიყვნენ, საფრანგეთის ნაკრებში შეუცვლელი მოთამაშები იქნებოდნენ. რაც მთავარია, გამოცემა ჩვენებურებს ქართულად დაემშვიდობა - Nakhvamdis, Messieurs - ნახვამდის, ბატონებო.

„როდესაც კარიერას სპორტსმენი ასრულებს ყოველთვის გულდასაწყვეტია. ამჯერად თქვენს ყურადღებას ორ მონსტრზე შევარჩებთ, რომლებიც საქართველოდან არიან. მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი საფრანგეთში ჯერ კიდევ XXI საუკუნის შუაში გამოჩნდნენ და თავიდანვე მიიქციეს ყურადღება, ჩრდილში არასდროს მოქცეულან. ეს არის ჩვენი ჩემპიონატის ისტორიის გვერდი, რომელიც მაშინ გაიხსნა, ხოლო ერთი კვირის წინ დაიხურა, პრესრელიზის მიხედვით გამოცხადდა მათი კარიერის დასრულება, დომინოს ეფექტით.

მადლობას ვუხდით ამ დიდ ბიჭებს, რომლებიც მუდმივად ბოლომდე იბრძოდნენ. ისინი წინა ხაზზე იყვნენ, თავი არასდროს დაუზოგავთ ჯანმრთელობის ფასად, თავისი გუნდის მაისურის გამო. უფრო სწორად ორი მაისურის გამო, როგორც კლუბში, ისე მათი სამშობლოსთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ზირაქაშვილმა და გორგოძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესაბამისად 53 და 75 მატჩი ჩაატარეს. ისინი საფრანგეთში რომ დაბადებულიყვნენ, ეჭვი არ გვეპარება, ნამდვილად იქნებოდნენ ლურჯი მაისურით ჩვენი ნაკრების წევრები, რადგან ათწლეულის განმავლობაში ტოპ 14-ში დომინანტები იყვნენ თავიანთ პოზიციაზე.

საერთაშორისო დონეზეც მათი აურა შესანიშნავი იყო. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ ბრიტანულმა მედიამ დათო მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა ბურჯად დაასახელა. 2015 წელს ინგლისის მსოფლიოთასზე „გორგოძილას“ ღირსება შევიცანით. გიგანტური ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, როდესაც მოედანზე მსოფლიოს 23 გამორჩეული მოთამაშე იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა დაასახელეს. ეს ორი მომენტი ასახავს ამ მოთამაშეების მთელ განზომილებას. რაც მთავარია, ისინი ნამდვილი ადამიანები არიან. პროფესიონალიზმით გამორჩეულ მოთამაშეთა შორის ორივე აუცილებლად მაგიდის თავში უნდა დავსვათ.

მათმა გაცილებამაც მორიდებულად ჩაიარა, ოვაციების და დიდი ყურადღების გარეშე. მათთვის შესაფერისი, თავმბადალი დამშვიდობება იყო. ნახვამდის ბატონებო (Nakhvamdis*, Messieurs)“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, დავით ზირაქაშვილი 2004 წლიდან „კლერმონის“ წევრი იყო და კლუბის ლეგენდადაა აღიარებული. ფრანგულ გუნდში ჩვენებურმა 337 თამაში ჩაატარა და 90 ქულა მიითვალა, ხოლო ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებში ზირაქაშვილმა 2004-2015 წლებში 53 მატჩში 40 ქულა მიითვალა. ნიშანდობლივია, რომ ზირაქაშვილი 2010 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკა გორგოძე კი საფრანგეთში ჯერ 2005-2014 წლებში „მონპელიეს“ ღირსებას იცავდა და 168 შეხვედრა ჩაატარა (135 ქულა), ხოლო 2014-2019 წლებში „ტულონის“ მაისურით ირჯებოდა (102 მატჩი, 85 ქულა). საქართველოს ნაკრებში „გორგოძილამ“ 2003-2019 წლებში 75 კეპი დააგროვა (135 ქულა) და 27 ლელოთი „ბორჯღალოსნების“ რიგებში რეკორდსმენია.

 

 

ძალიან დიდები არიან,

 

ნადმვილად მსოფლიო დონეა, პროფესიონალიზმთან ერთად აქვთ უდიდესი ავტორიტეტი, რომელიც მხოლოდ კარგი თამაშით არ მიიღწევა

 

ამ ბიჭების გამოცდილება აუცილებლად უნდა წაადგეს ეროვნულს



#710 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5983 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

legion.ge_1625ecb538a19464.jpg



#711 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2801 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
legion.ge_8415f495c5cb37d6.jpg

#712 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43717 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რაიო?

legion.ge-82-1553250819.jpg


#713 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2801 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
იმედია გვეშველება და "ჭიჭვეიშვილებთან" თამაში აღარ მოგვიწევს და წინ წავალთ

#714 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43717 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იმედია გვეშველება და "ჭიჭვეიშვილებთან" თამაში აღარ მოგვიწევს და წინ წავალთ

წყარო? სადწერია , ? რომელი საინფორმაციო ავრცელებს ? ბიბი სი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#715 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 557 პოსტი

მაგარი ამბავია ! ორი დღის წინ თქვა იაპონიამ უარი შიდა ტურნირების გარდა ყველაზე , აქედან გამომდინარე მთავარი სავარუდო მონაწილე ჩვენ დავრჩით თუმცა ასევე ითქვა რომ ტონგა და სამოაც განიხილებოდა , მეც გადავამოწმე ბბსიზე და ეგრეა , საქართველო წერია , თუმცა მაინც მგონი ჯობია დაველოდოთ ოფიციალურ ცნობას.

 

https://www.bbc.co.u...-union/53935898



#716 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43717 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ბიშოს რომ მივეცით ხმა , ინგლისელების ბოზი დედაც, შურისძიების წყუტვილით ეხლა ტომგას და სამოას ტენიან. ფუ მაგათი


legion.ge-82-1553250819.jpg


#717 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPip
  • 557 პოსტი
legion.ge_11105f5a4f371a39c.png


არის არის!!!!!!!!!! აბა დავაი ლუდები და ჩავუჯექით.

#718 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43717 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვააა სამაღარიჩო კი არა სამახარობლო გეკუთნის კოკაა. აბა ეხლა მაგარი მომზადება დაჭირდებათ ბიჭებს რომ ღირსეულად გამვიდნენ. არა და ამ დროს რავარი აჯაბსანდალია ფედერაციაში


legion.ge-82-1553250819.jpg


#719 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2325 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

აბა წარმატებები ვუსურვოთ ბორჯღალოსნებს.



#720 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    ლეგატი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1616 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
გვათრევენ ძონძივით :) მაგრამ მათთან თამაშით ძალიან მაგარ გამოცდილებას მიიღებენ ბიჭები.... ჩვენთვის, მაყურებლისთვის არ იქნება მარტივი საყურებელი :) აი შწმდეგი თამაშები კი უკვე საინტერესო იქნება ნამდვილად....





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?