მოკლედ მეგობრებო, ერთი თემა გახსნილია ბორჯღალოსნებთან დაკავშირებით, მაგრამ არ შემეძლო არ გამეხსნა ამ სახელწოდებით შემდეგი თემა: "ქართული ბურთი ოვალურია!"
დიდი ბოდიშის მოხდით ფეხბურთის ფანებთან, მაგრამ ბევრი დამეთანხმებით, რომ დღეს დღეისობით ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთზე დიდი პოპულარობით რაგბი სარგებლობს.
ამის საბაბიც და მიზეზიც გვაქვს, ჩვენი ბიჭების თამაშის ხარისხის და მონდომების (ქართული სული-ს) წყალობით, დღეს თუ ვინმეს შეუძლია შეავსოს რამდენიმე ათასიანი სტადიონები ბოლომდე თბილისში, ეს რაგბის თამაშებია.