გადავხედოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ქრონიკებს:
1722 - ვახტანგ VI-ს შეტოვება ოსმალეთთან
1770 - ღალატი ასპინძის ომში
1795 - ღალატი კრწანისის ომში
1801 - საქართველოს ანექსია
1801 - ქართული სამეფო ოჯახის გადასახლება
1804 - მთიულეთის აჯანყების ჩახშობა
1811 - ავტოკეფალიის გაუქმება
1812 - კახეთის აჯანყების ჩახშობა
1819 - იმერეთის აჯანყების ჩახშობა
1841 - გურიის აჯანყების ჩახშობა
1856 - სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა
1887 - დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა
მოოქროვილი ხატების ძარცვა-დატაცება
ეკლესიების კირით შეთეთრება, "ერთმორწმუნე“ უფროსი "ძმის“ მიერ
სკოლებში, ეკლესიებში, სასამართლო სისტემაში ქართული ენის გაძევება და რუსულის დაკანონება
1920 - სოჭის ანექსია
1921 - საქართველოს სახელმწიფოს ანექსია
1921 - საინგილოს და ლორეს, ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილის (ყარსის ხელშეკრულებით) გაჩუქება
1922 - სვანეთის აჯანყების ჩახშობა
1923 - კოტე აფხაზის დახვრეტა
1923 - ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა
1923 - დავით და კონსტანტინე მხეიძეების ცხედრების ამოთხრა და ქუჩა-ქუჩა თრევა
1924 - აჯანყების გაუგონარი სისატიკით ჩახშობა, 12000 მოკლული
1924 - ვალიკო ჯუღელის დახვრეტა
1925 - მიხა ხელაშვილის მკვლელობა
1920 - ანების პირველი ნახევარი კერძო საკუთრების ხელყოფა, ქარვასლების, დუქნების, საწარმოების მეპატრონეებისთვის უსასყიდლოდ ჩამორთმევა
1920 - ანების მეორე ნახევარი, გლეხებისთვის მიწის დარიგების მაგივრად არსებულის წართმევა
1937 - მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტა
1937 - სანდრო ახმეტელის დახვრეტა
1937 - გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტა, ადამიანი ვისი დამსახურებით აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია
1937 - ტიციან ტაბიძის დახვრეტა
1937 - ევგენი მიქელაძის დახვრეტა
1937 - დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტა
1937 - ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტა
1937 - ნიკოლო მიწიშვილის დახვრეტა
1937 - გიორგი ელიავას დახვრეტა
1937 - ბესარიონ ჭიჭინაძის დახვრეტა, ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი
1937 - არნახული ტერორი, მასობრივი დახვრეტები
1941-1945 გერმანია-რუსეთის ომის დროს 300 000 დაღუპული ქართველი, მოსახლეობის 10%
1942 - სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაცია "სამანის“ 17 წევრის დახვრეტა
1951 - მეგრელთა საქმე
1956 - 9 მარტის ტრაგედია
1978 - სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა
1989 - 9 აპრილის ტრაგედია
1989 - მერაბ კოსტავას მკვლელობა
1991 - პუტჩის ორგანიზება-დაფინანსება
1992-1993 აფხაზეთის ომი, 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული
2004 - შეტაკებები სამაჩაბლოში
2008 - ომი საქართველოს წინააღმდეგ
2008-2018 მცოცავი ოკუპაცია