Jump to content


ამ თემას აქვს 45 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

რუსული არმიის ნაწილები ქალაქ ფოთის შესასვლელში

 

legion.ge-736-1502143322.jpeg

 

 

2008 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებულ ამ სატელიტურ ფოტოზე კეხვში, ქართული სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთით 9 კმ-ში, განადგურებული სახლებია აღბეჭდილი. ყუმბარების ცეცხლის ან ბომბების დაცემით გამოწვეული კრატერების არარსებობა მოწმობს იმაზე, რომ განადგურების მიზეზი განზრახ გაჩენილი ხანძრებია, ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით. ეს სურათი ერთ-ერთია იმათთაგან, რომლებიც ამ ორგანიზაციამ რუსეთ-საქართველოს ომით დაზარალებული რაიონების კვლევის შედეგად გამოაქვეყნა.

 

legion.ge-736-1502143402.jpeg


legion.ge-82-1553250895.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

კიბერშეტევა

 

9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვეგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდასაგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტის შინაარსი შეცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა. 10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა, მათ შორის სივილ ჯორჯიას ვებსაიტი აღდგა, თუმცა დროდადრო ხარვეზებით.

 

 

ქართული ფორუმების უმეტესობა კი როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლების მითითებით იქნა შეჩერებულიმაგ.: https://forum.ge და https://forum.rustavi2.com—ალბათინფორმაციული უსაფრთხოებისმიზნით.


legion.ge-82-1553250895.jpg


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ჰაკერების თავდასხმა.

 

legion.ge-736-1502143715.jpeg


legion.ge-82-1553250895.jpg


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ფინანსური ბაზრების რეაქცია

 

ომის გავლენა რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე პირველად შესამჩნევი გახდა რუსეთის სავაჭრო სისტემის კომპოზიტური ინდექსის ბირჟაზე, რომლის მაჩვენებელი 2008 წლის 8 აგვისტოს 15:45 საათზე თბილისის დროით 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2007 წლის მაისის შემდეგ. რუსი ანალიტიკოსები აქციების შემდგომ ვარდნას ვარაუდობენ, თუმცა მათი თქმით ეს ვარდნა მოგვიანებით გაბათილდება. რუსული რუბლი ასევე დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებაში 1%-ით.

 

ქართული ფინანსური ბაზრებიც დანაკლისს განიცდის, რადგან Fitch Ratings აქვეითებს საქართველოს ვალის რეიტინგის BB- -დან B+ -მდე, საქართველოს დამოუკიდებელი კრედიტუნარიონობის გაუარესების გამო. Standard and Poor's ასევე აქვეითებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკუთარი მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის მარაგი არ გააჩნია, ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას ასრულებს დასავლეთისთვის და ამგვარად ომის გამო საშიშროება გაჩნდა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი დაზიანდეს. ნავთობსადენში წილის 30% ბრიტიშ პეტროლეუმს უჭირავს. ნავთობსადენი კონფლიქტამდე გამოირთო და ომმა ნავთობსადენის კომპანიას დამატებითი პრობლემები გაუჩინა. Georgia claims Russia is targeting the pipeline. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა ფოთი დაბომბეს და სუფსის ნავთობტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ამ მოვლენებს ნავთობის ფასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. 8 აგვისტოს ვაჭრობაზე ნავთობის ფასი ნიუ-იორკის მერკანტილურ ბირჟაზე $4,82 დოლარით ვარდება და $115.20 ნიშნულზე ფიქსირდება.


legion.ge-82-1553250895.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ომის დაწყების მტკიცებულება

 

15 სექტემბერს ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ- და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე საქართველო 7 აგვისტოს გვიან ღამით ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა. მტკიცებულება შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, არის მესაზღვრე, რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა, ხოლო მეორემისი მეთაური ცხინვალში. ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება მობილური ოპერატორიმაგთისქსელით სარგებლობდა.

 

პირველ საუბარში, რომელიც 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზეა ჩაწერილი, ოსი მესაზღვრე როკის გვირაბთან, გვარად გასიევი, ეუბნება მის ზემდგომს ცხინვალში, რომ რუსმა პოლკოვნიკმა სთხოვა ოს მესაზღვრეებს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარონ სამხედრო ტექნიკას, რომელმაც გვირაბიგადაჭედეს“. ”БМП-ები და სხვა მანქანები გამოუშვეს და გადაჭედეს აქაურობა. ბიჭებიც გარშემო დგანან,” - ამბობს მესაზღვრე როკის გვირაბთან, ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედგა საუბარი ამ ორ პიროვნებას შორის. მეორე საუბარი ჩაწერილია 3:52 საათზე. ზემდგომი ცხინვალიდან ეკითხება იმავე გასიევს: ”ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა თუ რა ხდება?” ”ჯავშანტექნიკაც და ხალხიც,” - პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გამოიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, იგი პასუხობს: ”კი, 20 წუთის წინ; მე როცა დაგირეკე, ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ”.

 

ნიუ-იორკ ტაიმზი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში არ არის მკაფიოდ საუბარი შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე კეთდება მინიშნება, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის ცნობით ჩანაწერები ერთი თვით გვიან გამოქვეყნდა, ვინაიდან ისინი ომის დროს დაიკარგა, დაზვერვითი ოპერაციების განმხორციელებელი ჯგუფის თბილისიდან გორში გადასვლის პერიოდში.

 

ოფიციალური რუსეთი სატელეფონო საუბრების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა რუსეთის ოფიციალური პირები მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ აღნიშნულ მტკიცებულებას. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი უვაროვმა, რომელიც ომის დროს თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იყო, ნიუ-იორკ ტაიმზს განუცხადა, რომ ჯარების გადაადგილება სამხრეთ ოსეთისკენ ომის დაწყებამდე იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რაც მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაციას და შევსებას.

 

 

თუმცა, ნიუ-იორკ ტაიმზი ამასთან აღნიშნავს, რომროგორც მინიმუმ, სატელეფონო საუბრები, რომლებიც აშშ- ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეისწავლეს და მიიჩნიეს უტყუარად თუ არა, სანდოდ მაინც, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსულ სამხედრო გადაადგილებებს საქართველოს ტერიტორიაზე, იყო ეს რუტინული თუ მტრული განზრახვით, მანამდე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ამას ხმამაღლა აღიარებდნენ, რის შემდეგაც მოხდა დაძაბულობის გადაზრდა საომარ მოქმედებებში”.


legion.ge-82-1553250895.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ომის შეფასება

 

აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მტკიცებულების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის თანახმადაც, თბილისი თავს იცავდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, 6 ნოემბერს გამოქვეყნდადამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მიერ მოწოდებული ახალი შეფასებები”, რომელიც, ეჭვქვეშ აყენებს თბილისის განცხადებებს.

 

ინფორმაცია ეყრდნობა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მოხსენებებს. ეუთოს მისია დამკვირვებლების მეშვეობით კონფლიქტის ზონაში რეგულარულ მონიტორინგს აწარმოებდა 8 აგვისტომდე, რის შემდეგაც ისინი იძულებულები გახდნენ ცხინვალი დაეტოვებინათ.

 

ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, ეს მოხსენებებიარც ყოვლის მომცველია და არც საკმარისად ამომწურავი იმისათვის, რომ წერტილი დაესვას ხანგრძლივ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ომის დაწყებაში... თუმცა, ისინი [დამკვირვებლების მოხსენებები] გარკვეულ კითხვებს ბადებს ქართული მხარის დაჟინებული განცხადების სიზუსტესა და პატიოსნებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვა ზუსტი ოპერაცია იყო”.

 

გაზეთის ცნობით, ეუთო- რამდენიმე დამკვირვებლის, რომელთა შორის არიან ფინელი მაიორი; სადესანტო ჯარების ბელორუსიელი კაპიტანი და პოლონელი სამოქალაქო პირი, დაკვირვებები გახდა საგანი იმ ორი კონფიდენციალური ბრიფინგისა, რომლებიც თბილისში უცხოელი დიპლომატებისთვის გაიმართა - ერთი აგვისტოში და ერთიც ოქტომბერში. შეხვედრის შინაარსის დეტალები დაადასტურა სამმა დასავლელმა და ერთმა რუსმა დიპლომატმა და არ უარყო ეუთოს მისიამ თბილისში.

 

ამ მოხსენებების თანახმად, კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა ეუთოს დამკვირვებლებმა დიდი რაოდენობით ქართული საარტილერიო და სარაკეტო სისტემები იხილეს, რომლებიც 7 აგვისტოს 15:00 საათზე გორის ჩრდილოეთით მდებარე გზებზე იყო თავმოყრილი.

 

7 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 19:00 სთ-ზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება; თუმცა, რამდენიმე საათში სროლები კვლავ განახლდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ოსმა სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს. ზაზა გოგავამ, რომელიც მაშინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა:

 

Ø  „2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა.“
(ზაზა გოგავა, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი)

 

თუმცა ეუთო- დამკვირვებლები აცხადებენ, რომ მათ არ გაუგიათ ქართული სოფლების დაბომბვის ხმა მანამ, სანამ ქართული მხარე დაიწყებდა დაბომბვას.

 

Ø  იმ ოთხი სოფლიდან, რომლებზეც ქართული მხარე ამბობს, რომ დაიბომბა, სულ ცოტა ორი მდებარეობს ცხინვალში [ეუთო-] დამკვირვებელთა ოფისის მახლობლად და დამკვირვებლები იქ, სავარაუდოდ, გაიგებდნენ საარტილერიო ცეცხლის ხმას ახლომდებარე ტერიტორიიდან.“
(ნიუ-იორკ ტაიმზი ეუთოს დამკვირვებელთა შეფასებებზე დაყრდნობით)

 

დამკვირვებლებმა დაითვალეს, რომ მას შემდეგ რაც 7 აგვისტოს 23:35 საათზე ქართულმა მხარემ დაბომბვა დაიწყო, ჭურვები ცხინვალში ფეთქდებოდა 15-დან 20-წამამდე ინტერვალით. ხოლო 00:35 საათზე დამკვირვებლებმა დაითვალეს სულ ცოტა 100 ჭურვის აფეთქება ცხინვალში, მათ შორის 48 ეუთოს ოფისთან ახლოს აფეთქდა, რომელიც ცხინვალში დასახლებულ უბანში იყო განთავსებული და რომელიც დაზიანდა, წერს გაზეთი, დამკვირვებლების მოხსენებებზე დაყრდნობით.

 

ზაზა გოგავამ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ალექსანდრე ლომაიამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, განუცხადეს პარლამენტის დროებით კომისიას, რომ ქართულმა მხარემგრადისტიპის რაკეტები მხოლოდ ოსური საცეცხლე პოზიციების გასანეიტრალებლად გამოიყენა ცხინვალის .. ვერხნი გოროდოკში, რომელიც, მათი თქმით, დასახლებულ პუნქტს არ წარმოადგენს.

 

მათივე თქმით, ცხინვალის ცენტრში საცეცხლე პოზიციების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა თანამედროვე, ზუსტი დამიზნების, DANA- ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები. ქართველმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ სეპარატისტული ძალები იყენებდნენ სამოქალაქო ობიექტებს არტილერიის დასამალად, საიდანაც შემდეგ ქართულ სოფლებს უხსნიდნენ ცეცხლს.

 

ქართული მხარის ჩვენებები ეჭვის ქვეშ დააყენა ბრიტანეთის არმიის ყოფილმა კაპიტანმა რაიან გრისტმა, რომელსაც ომის დაწყებისას საქართველოში ეუთოს მისიაში მაღალი თანამდებობა ეკავა. გრისტის თქმით, მას მუდმივი კონტაქტები ჰქონდა იმ ღამეს ყველა მხარესთან, ცხინვალის ოფისთან და გადამდგარ ბრიტანელ სამხედრო ოფიცერთან სტივენ იანგთან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

Ø  ჩემთვის ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის მიმართ, თუ ასეთი [პროვოკაცია] საერთოდ არსებობდა... ჩემი აზრით, თავდასხმა აშკარად იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე.“
(რაიან გრისტი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი კაპიტანი)

 

აგვისტოში გრისტმა ევროკავშირის დიპლომატებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, რომელიც ეფუძნებოდა დამკვირვებელთა მოხსენებებს და მის საკუთარ შეფასებებს. შემდეგ მან გაურკვეველ ვითარებებში თანამდებობა დატოვა.

 

მეორე ბრიფინგს, რომელიც ოქტომბერში საქართველოში სტუმრად მყოფი სამხედრო ატაშეებისთვის გაიმართა, უკვე სტივენ იანგი უძღვებოდა. იანგმა გაიმეორა დამკვირვებელთა შეფასებები, რომლის თანახმადაც 7 აგვისტოს ღამით ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა არ განხორციელებულა.

 

Ø  რომ ყოფილიყო რაიმე ინტენსიური დაბომბვა იმ რაიონებში, რომლებიც ქართული მხარის მტკიცებით დაიბომბა, ჩვენი დამკვირვებლები გაიგებდნენ ამას, თუმცა მათ ეს არ გაუგიათ. მათ მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღიდან აქა-იქ სროლების ხმა გაიგეს.“
(სტივენ იანგი, ბრიტანეთის სამხედრო ოფიცერი)

 

ნიუ-იორკ ტაიმზი ამ მიმოხილვაში წერს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა შეიცვალა საქართველოსთვის 7 აგვისტოს 19:00 სთ-სა და იმავე ღამის, 11:30 სთ- შორისანუ იმ პერიოდში, როდესაც ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და შემდეგ უკვე როდესაც, პრეზიდეტმა სააკშვილმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს შეფასებები უარყვეს.

 

Ø  ეს ინფორმაცია, მე არ ვიცი ეს რა არის და როგორ დასტურდება... არსებობს იმდენი მტკიცებულება ქართულ სოფლებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ და იმდენი მტკიცებულება რუსული სამხედრო კონტინგენტის ზრდის თაობაზე, რომ საერთო ჯამში ეს არ ცვლის მოვლენების ზოგად სურათს.“
(გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნიუ-იორკ ტაიმზისთვის მიცემულ ინტერვიუში.)

 

12 ნოემბერს საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების საპასუხოდ პრესკონფერენციაზე საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიისთვის დაფინანსების შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღით ადრე პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით უცხოური მედიის მონიტორინგის ჯგუფი ჩამოაყალიბა.

 

 

2011 წლის 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ვლადიკავკაზში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა: "რომ არ ყოფილიყო ომი საქართველოსთან, რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ნატო-ში რამდენიმე ქვეყანას ერთად მიიღებდნენ". მისი თქმით, რომ არა 2008 წლის ომი, ახლა სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რამდენიმე ქვეყანას ნატო-ში ხელოვნურად შეათრევდა.


legion.ge-82-1553250895.jpg


#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. თბილისი, აგვისტო

 

2008legion.ge-736-1502144703.jpeg

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა. სამიტი ნიცაში, ნოემბერი 2008

 

legion.ge-736-1502144761.jpeg

 

 

ქართველების აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრიუსელში,ბელგია

 

 

legion.ge-736-1502144875.jpeg


legion.ge-82-1553250895.jpg


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

legion.ge-82-1553250895.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

ნაჭერ-ნაჭერ გვიყიდიან საქართველოს.... საშინელი დღეები იყო, მაშინ სახლში ვიყავი სამტრედიაში და ყველა შეშინებული იყო, ჩვენგან 15 კილომეტრში ხონის ბაზა დაბომბეს, 10 კილომეტრში კოპიტნარის აეროპორტი, და სენაკის სამხედრო ბაზა. აქედან რუსეთი ტყვიებს გვესვრის და ტანკებით "გვაშინებს". იქეთ ამერიკა ვითომ ჩვენი მეგობარია და ამ დროს ყველაზე დიდი ომი აქვს საქართველოსთვის გამოცხადებული, რასაც დიპლომატიური, ცივი ომი ქვია. იმედია მალე მივხვდებით ყველა რო რუსეთიც და ამერიკაც ერთნაირი მტერია ჩვენი ქვეყნის. ჩვენი პატრიარქის, ილია II-ს სიტყვებით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება ყველას ეძლევა იმედი და მე ზუსტად მჯერავს დადგება ის დიდი დღე როცა გაძლიერდება საქართველო, გაერთიანდება ერი და ბერი სამშობლოს და უფლის სიყვარულით და გაიმარჯვებს ყველასთან ამ უთანასწორო ბრძოლებში და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სულებიც ზეციურ საქართველოში იზეიმებენ იმ დიდ გამარჯვებას..



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3032 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

დადგება ის დიდი დღე როცა გაძლიერდება საქართველო, გაერთიანდება ერი და ბერი სამშობლოს და უფლის სიყვარულით და გაიმარჯვებს ყველასთან ამ უთანასწორო ბრძოლებში და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სულებიც ზეციურ საქართველოში იზეიმებენ იმ დიდ გამარჯვებას..

 

ამინ! უფალმა გისმინოს საბა


legion.ge-82-1553250895.jpg


#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6208 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიდება გმირებს!

 

ჩვენ გვახსოვს!

 

მოსე მადლობა საინტერესო სტატიისთვის....



#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

legion.ge-933-1502179897.jpeg

 

ხმალი გალესე, ძმობილო, 
მტერი გადმოდგა მთაზედა: 
აგვიოხრებენ ქვეყანას, 
დაგვეცემიან თავზედა. 
გალესე, ისე გალესე, 
პირს იკიდებდეს თმაზედა. 
მადლია, კიდევ ეღირსოს 
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა! 
აგერ მოდიან წყეულნი 
მწყობრად, უშიშრად გზაზედა. 
საცაა, თოფი იჭექებს, 
კვამლი შაჯდება კვამლზედა... 
აგვიოხრებენ ქვეყანას, 
დას ატირებენ ძმაზედა!.. 
გალესე, კარგად გალესე, 
არ ილეოდეს ძვალზედა. 
უფლის კურთხევა ანთია 
სამშობლოს მცველის ფარზედა... 
თამარ-დედოფლის ნაკოცნი 
ბეჭდად უსვია ხმალზედა. 
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები, 
ნეტავ ყოყმანობ რაზედა? 
ერთხელ სჯობია სიკვდილი 
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

ვაჟა-ფშაველა - ხმა სამარიდამ



#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42718 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში დათვის და ბაბაიას ანდაზაა უფრო აქტუალური. დიდება ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და ყველა მეომარს ვინც იარაღით ხელში იცავდა და დაიცავს საქართველოს!

legion.ge-82-1553250819.jpg


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2052 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi
დიდება გმირებს !!!!!

#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2831 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დიდება ჩვენ გმირებს და იმ ვაჟკაცებს, ვისაც პატარა წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის დაცვასა და განმთლიანებაში. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ წაიშლება რაც აგვისტოს ომის დროს განვიცადე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ღიმილის ბიჭები და ის ვაჟკაცები ვინც ქვეყანას თავი შესწირა.......





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?