Jump to content

სურათი

Gallus domesticus მეგრულა ქათამი

მეგრულა ქათამი Gallus domesticus საქართველო ბუმბული ბიბილო პოპულაცია

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მეგრულა ქათამი — გამძლე პოპულაცია სამეგრელოდან 14.07.2017 304 Views Comment Off
qaTami_megrula_7235254221192827353_39303

ლათინური დასახელება: Gallus domesticus

პოპულაცია: მეგრულა ქათამი

წარმოშობა: უძველესი დროიდან აშენებენ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში; გვხვდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქათმის კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალპროდუქტიულია, მაგრამ გამძლეა და ადვილად ეგუება ცვალებად კლიმატს.

მოკლე აღწერა: ექსტერიერის ნიშნებიდან დამახასიათებელია: საშუალო ზომის თავი, გრძელი კისერი, განიერი გულმკერდი და შდარებით მოკლე ზურგი.

ორივე სქესის ფრინველის ფერი ზრდასრულ ასაკში ერთგვაროვანია: ბუმბული მთელ სხეულზე მოშავო-ნაცრისფერია, თეთრი წინწკლებით ან ფხაჭებით (მოკლე ზოლე­ბით). ცალკეულ ეგზემპლარებში ფრთის ბუმბუპოპულაცია

ლს ოდნავ ოქროსფერი დაჰკრავს. კუდის ბოლოების სადა შავი შეფერილობა ამ პოპულაციისთვის არ არის დამახასიათებელი.

მამ­ლებში ბიბილო დიდი ზომის, ფოთლის­მაგვარი, წითელი ფერისა და ხშირად გადა­კე­ცი­ლია. ყურსუკანა ბიბილო დასაშვებია იყოს თეთრი ფერის. დედლებში სასურველია, ზედა ბიბილო იყოს ფოთლი­სებრი და გადაკე­ცილი. ნისკარტი და ფეხები ღია ყვითელი ფერისაა, მაგრამ დასაშვებია მუქი შეფერილო­ბაც. ფეხები შებუმბლულია ტერფის სახსრამ­დე.

სხვადასხვა სქესის ახლად გამოჩეკილ წიწილის ბუმბული სხვადასხვაგვარი ფერი­საა: სამამლეს თავ­ზე აქვს თეთრი ბუმბული, სადედლეებში  ასეთი ბუმბული თითქმის არ გვხვდება, სხეულის დანარჩენ ნაწილზე კი ორივე სქესის მოზარდში პიგმენტი­რებულია შავად.

ასეთი დიფერენცირებული შეფერილობა ერთდღიანი წიწილის სქესზე გადარ­ჩევის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის ასაკიდან მოზარდი იღებს ზოლიან შეფერილობას.

მამლების საშუალო ცოცხალი მასა- 2,8-3,2 კგ, დედლებისა- 2,4-2,7 კგ.

ქართუ­ლი პოპულაციის ქათმებს შორის ყველაზე მალმწიფადი და პროდუქ­ტი­ულია: კვერცხის დებას იწყებს რამდენადმე უფრო ადრე -160-170 დღის ასაკიდან.

კვერცხდების პიკს აღწევს 265 დღის ასაკში და გამოირჩევა შედარებით უფრო მაღალი კვერცხმდებლობით; საშუ­ალოდ წელიწადში გვაძ­ლევს 55,3 გ მასის 160-165 ცალ კვერცხს.

კრუხობის ინსტინქტი ძლიერად აქვთ განვითარებული. ყოველი 100 ჩაწყობილი კვერცხიდან გამოჩეკილის ხვედრითი წილი კვერცხდე­ბის საწყის პერიოდში დადებული კვერცხიდან  80-82%-ს, ხოლო შუა პერიოდში მიღებულიდან 88-90%-ს შეადგენს. წიწილები  იზრდებიან სწრაფად, მაგრამ ნელა იბუმბლებიან.

დღევანდელი მდგომარეობა: რაოდენობა მეტად შემცირებულია. ხალასი სახით პრაქტიკულად არ გვხვდება. აშენებენ საოჯახო მეურნეობებში, სხვა ქართული პოპულაციის ქათმებთან ერთად.

წყარო: რ. მიტიჩაშვილი, ცხოველთა მომშენებლობა. თბილისი, 2010; რ. ნოზაძე, მ. ხუციშვილი, ვ. ზავრაშვილი, მეფრინველეობის პროდუქტების წარ­მო­ებისა და გადამუშავების ტექნოლოგია. თბილისი, 2007; Р.Нозадзе, В.Заврашвили, Усоверщенствование методов и приемы сохранения и использования местных кур Грузии. «Межгосударственный сборник научных тру­дов», ГрузЗВУНИ, Тбилиси, 1997; საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?