Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42596 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Charles Boswell


f30cac25f071.jpg


ინგლისური იარაღის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილი ჩარლზ ბოსველს უკავია, რომელიც თავისი ჰორიზონტალურებითაა ცნობილი.
ბოსველმა თავისი პროფესიული კარიერა ენფილდში სამეფო საიარაღო ფაბრიკაში დაიწყო. ოსტატს თავიდან არ გააჩნდა არც კაპიტალი, არც იმიჯი და დიდი რისკის ფასად თავისი სარემონტო საამქრო გახსნა ედმონტონში. 
თანდათან სიძნელეები დაძლეულ იქნა და 1884 წელს ოსტატს თავისი მცირე საწარმო გადააქვს ლონდონში. ამ დროისათვის ბოსველი ჩამოყალიბდა როგორც წამყვანი ექსპერტი და კარგი მეიარაღე. მისი თოფების ლულებზე ჩნდება წარწერა საწარმოს მისამართით Strand Street.
ფირმის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა და ცნობადობა საკმაოდ გაცილდა ბრიტანეთს.

fd5b33c70ff8.jpg


ფირმის საუკეთესო წლები მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცეს დასაწყისს დაემთხვა. ამ პერიოდში ბოსველი The Best კატეგორიის თოფებს უშვებდა ლულათა ჰორიზონტალური წყობითა და გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტებით(The Best კატეგორია შემოტანილი იყო ყველაზე პრესტიჟული ინგლისური ფირმების მიერ თავიანთი საუკეთესო ნაკეთობებისათვის). აღნიშნული პერიოდის თოფები რანგითა და კლასით ლანკასტერისა და გრინერის თოფების სადარი იყო.

0cd72d197753.jpg

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბევრ საიარაღო ფირმას გაუჭირდა. ზოგი დაიხურა, ზოგი შეერთდა და ა.შ.
ჩარლზ ბოსველი კი ამ პერიოდშიც არ უჩიოდა შეკვეთების სიმცირეს და აგრძელებდა განვითარებას. ასე გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე. 
1940 წელს ლონდონის ერთ-ერთი დაბომბვისას ყუმბარა ბოსველის საწარმოს მოხვდა. 1941 წელს საწარმო სხვა მეპატრონეს გადაეცა მართვაში. ამის შემდეგ ფირმამ ბევრი მფლობელის ხელში გაიარა, თუმცა ბრენდი Charles Boswell ყველა მათგანმა შეინარჩუნა. ფირმის ლონდონში არსებობის ბოლო ცნობები 1960 წლით თარიღდება.
როგორც უმეტესობა ლონდონური ფირმებისა, ბოსველიც უმეტესად ლულათა ჰორიზონტალური განლაგების თოფებს უშვებდა. თოფებს აქვთ სამმაგი საკეტი. გამოდიოდა როგორც ეჟექტორებიანი ასევე ექსტრაქტორებიანი მოდელები. გრავირებაში არც თუ იშვიათად გამოყენებულია ნადირობის სცენები, ძაღლის ან ფრინველთა პორტრეტები. ფირმამ თავისი არსებობის ბოლო წლებში ერთლულიანი თოფებიც გამოუშვა. 
თოფების რესურსი ტრადიციული ლონდონური ხარისხისაა.


2036048efdb3.jpg


4134ccd12e0c.gif 

წყარო. კლუბი მონადირე. ავტ. გურული.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

ოცნებააა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42596 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვა 41 ტო?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?