Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2030 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

                                                                                    თრისა (შამაია) (Chalcalburnus chalcoides)
 

pre_1500063791__1352176156_shemaya.jpg

ვიკიპედია:

შამაიათრისა (ლათ. Chalcalburnus chalcoides) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სახელწოდება მომდინარეობს სპარსულიდან: „შაჰ-მაჰი“ — სამეფო თევზი (ცხიმიანი და გემრიელი ხორცის გამო). აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 40 სმ, მასა 800 გ-მდე აღწევს. გავრცელებულია შავიაზოვისკასპიისა და არალის ზღვების აუზებში. საქართველოში გვხვდება მტკვარშიხრამშიალაზანში, აგრეთვე თბილისის ზღვაში. შამაია სარეწაო თევზია, ხელოვნურადაც ამრავლებენ. იყენებენ ნედლს, შემჭკნარს და შებოლილს. გავრცელების არეალია: ირანიავსტრიაბოსნია და ჰერცეგოვინაბულგარეთიხორვატიაგერმანიაუნგრეთიიტალიარუმინეთისერბეთისლოვენია[1]თურქმენეთი და უზბეკეთი.

5e1b16fe59f9.jpg

 

აღწერა:

თრისა,შამაია(ელავი)-chalcalburnus chalcoides

ა ღ წ ე რ ა .ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლების უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია.სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფერო. სიგრძე 39სმ-მდე, წონა 600 გ-მდე. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები.
მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე ფ ო რ მ ა. ბათუმის თრისა, შამაია-chalcalburnus chalcoides derjugini ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.
გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა.საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდინარე იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში ალაზანში,იორში, Gვხდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში. ძირითადად ბინადრობს კასპიის ზღვაში, გვხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან.
ბ ი ო ლ ო გ ი ა.არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხდება ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გასამრავლებლად ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, ალაზანში,იორში და სხვ.იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში.ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54,7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა/
ს ა მ ე უ რ ნ ე ო მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდ რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ.ხრამში მოიპოვა 55,3 ცენტნერი, მდ მტკვარში 1959-60 წლებში 24,9 ცენტნერი, ალაზანში 16,9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით.
საქართველოს მტკნარი წყლის თევზები. 1970წ.



შამაია Chalcalburnus chalcoides

შამაია, კობრისებრთა ოჯახის უთუოდ ყველაზე ფასეული თევზია, მას სპარსეთში შახ-მაგე ანუ სამეფო თევზიც კი ჰქვია ხოლო საბჭოთა ეპოქაში მას სერიოზული სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა.

მისი უახლოვესი ნათესავი ყველგან გავრცელებული თეთრულაა, მაგრამ მასთან შედარებით შამაია უფრო დიდია, იზრდება 25-40 სანტიმეტრი და 800 გრამი.

შამაის გრძელი თითისებური სხეული დაფარული საკმაოდ წვრილი ქერცლით. ქვედა ყბა წინაა გამიწეული ზედასთან შედარებით, თავი და ზურგი მუქი, გვერდები და მუცელი კი ვერცხლისფერი აქვს. ყველა ფარფლი მონაცრისფრო-გამჭვირვალე.

საქართველოში შამაია ბინადრობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში

ზრდილი შამაია (20-25 სმ) საკმაოდ აქტიური მტაცებელი ხდება და თავს ესხმის ნებისმიერ მოძრავ სატყუარას, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39026 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე გოგა, კარგი ქენი რომ შეავსე


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?