Jump to content

სურათი

ცოფი!!!


ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

[attachment=1594:c654ac09a726.jpg]

ცოფი

ცოფი (ლათინურად Rabies, Lissa, Hydrophobia; ინგლისურად – Rabies, Lissa, Hydrophobie; ფრანგულად – La rage, Hydrophobie; გერმანულად – Tollwut) – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და აბსოლუტური ლეტალობით ხასიათდება. 
ცოფი, როგორც ადამიანისა და ცხოველების დაავადება, ოდითგანვეა ცნობილი. იგი მოხსენებული აქვთ ძველ ბერძნებს და ეგვიპტელებს. გავრცელებული იყო აზრი, რომ თითქოს ადამიანებს ცოფი არ ემართებათ. ადამიანებში ცოფით დაავადებას პირველად ყურადღება მიაქცია კორნელიუს ცელსმა (I საუკუნე ჩვ. წ. აღ.). იგი ცოფის მკურნალობასაც შეეცადა ნაკბენს გავარვარებული რკინით მოწვავდა ხოლმე. ერთი სიტყვით, მჭედელი ცვლიდა ექიმს. პლინიუს უფროსი (23-79 წწ.) ავადმყოფებს აძლევდა ცოფიანი ცხოველის ღვიძლს, ჰალენი კი იყენებდა ლოკოკინის თვალებს. 
ცოფი საქართველოში უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. უძველეს ქართულ ძეგლში "წამება წმინდისა შუშანიკისა” (V საუკუნე) შემონახულია დაავადების სახელწოდება და მისი ძირითადი ნიშან-თვისება: "ყიოდა და იძახდა ვითარცა ცოფი”. ამავე პერიოდიდან შემორჩა სიტყვები: "გაცოფდა”, "ცოფიანს ჰგავს”, "ცოფიანი” და სხვა. დიდ ინტერესს იწვევს ძველ ქართულ სამედიცინო წიგნებსა და კარაბადინებში დაცული ინფორმაცია დაავადების თაობაზე. კანანელში (XI საუკუნე) აღწერილია ცოფით დაავადებული ძაღლებიდან ადამიანის დაავადების შესახებ ეს მაშინ როცა ამ მოსაზრებას მსოფლიოში ბევრი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის არისტოტელეც კი უარყოფდა. ჩვენმა წინაპრებმა ყურადღება მიაქციეს ცოფის დიაგნოსტიკას: "რა ძაღლი გაბრაზდების ფერი შეეცვლების და რასაც იქმს ვერ შეიტყობს, მუდამა ირბენს და თუ დაწვების კუდს ფეხშიგა დაიჭერს და შორითა დამოკლებულს გვანდეს პირსა პერული მოსდიოდეს, ხმა ჩაუარდების... უფრო თუ შეიტყო ნაკბენი ბრაზიანი არის თუ არა ესე უნდა რამე ცოტა პური ძაღლს მიუგდო, თუ არც უსუნოს და არც ჭამოს იცოდე რომ ბრაზიანი არის, ნაკბენის სისხლი დასცხოს პურსა და თუ ჭამოს არ არის ბრაზიანი” ("უსწორო კარაბადინი”). 
ცოფის დაავადების აღწერილობა ადამიანში მოცემულია XII საუკუნის სამედიცინო ძეგლში "წიგნი სააქიმოიშია”. 
XVI საუკუნეში დაწერილ "იადაგარ-დაუდში” მოცემულია ცოფის სიმპტომატიკა ადამიანებში: "და ესე ბრაზიანი ძაღლი რომე კაცსა შეეხოს ან კაცსა უკბინოს მარტოდ ყოფნა მოუნდების და სინათლესა დაერიდების, ბნელსა სახლში შევარდება...” 
XVII-XVIII საუკუნეებში, საფრანგეთში ფართოდ იყენებდნენ ე.წ. ფუქსის საშუალებას, რაც გულისხმობდა ხმელთაშუა ზღვაში ბანაობას. მაგრამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულ ქვეყანაში, საფრანგეთში, შუა საუკუნეებში არსებობდა საშინელი ჩვეულება: ცოფით დაავადებულებს ოთხივე კიდურის ვენების გადაჭრით, სისხლიდან ცლიდნენ ან ლეიბებით ახრჩობდნენ. ნაპოლეონმა სპეციალური კანონით აკრძალა ეს ბარბაროსული აქტი. ცოფს მკურნალობდნენ აგრეთვე შხამით (ცოფის შხამის გამოდევნა სხვა შხამით, ძაღლის ნაკბენზე გველის ნაკბენით ზემოქმედება და სხვა.), მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. 
ცოფთან ბრძოლაში გარდატეხა XIX საუკუნეში მოხდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1880 წელს გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა სამხედრო ვეტერინარი ექიმის პიერ ბურელესაგან "საჩუქრად” მიიღო ლითონის ყუთში ორი ცოფიანი ძაღლი. ვეტექიმი ბარათის საშუალებით სთხოვდა პასტერს შეესწავლა ცოფი და გამოეგონა ამ საშინელი დაავადების სამკურნალო საშუალება, სულ მოკლე ხანში აღნიშნული ვეტექიმი ამ დაავადების მსხვერპლი გახდა. 
1984 წელს 19 მაისს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე და შემდეგ, ამავე წლის 10 აგვისტოს კოპენჰაგენის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე პასტერმა მეცნიერებს აცნობა ძაღლებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებით გამოყენების შესახებ. 
1885 წლის 6 ივლისს, 9 წლის ელზასელ ბიჭუნას იოზეფ მეისტერს, ცოფიანი ძაღლის ნაკბენის გამო პირველად მსოფლიოში შეუყვანეს ანტირაბიული ვაქცინა. ბავშვი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სამსახურის არსებობის აუცილებლობას. 1886 წელს პარიზში დაარსდა პასტერის ინსტიტუტი, იმავე წელს გამოჩენილი მეცნიერების ი. მეჩნიკოვისა და ნ. გამალეას ინიციატივით პასტერის სადგური გაიხსნა ქ. ოდესაში და მოსკოვის ქირურგიული საზოგადოებისა და მისი თავმჯდომარის ნ. სკლიფასოვსკის ინიციატივით – ქ. მოსკოვში. 
1888 წელს ლუი პასტერის მოწაფის ი. ფინკენშტეინის მიერ ქ. თბილისის სამხედრო სამედიცინო ლაბორატორიაში დაარსდა პასტერის სადგური, რომელიც კავკასიაში 
ერთადერთი იყო. ("ცოფით დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა” თ. გოგიძე, მეთოდური სახელმძღვანელო, თბ., 2003წ.)

დაავადების ეთიოლოგია და პათოგენეზი 

ცოფის გამომწვევად ითვლება ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც დაავადებული ცხოველის ნერწყვშია. დუღილის მიმართ ცოფის ვირუსი არამდგრადია – იღუპება 1-2 წუთის შემდეგ. კარგად ინახება ლპობად ნივთიერებებში და ადვილად უძლებს დაბალ ტემპერატურას, ვირუსი ნერწყვში ჩნდება ინკუბაციური (ფარული) პერიოდის ბოლოს, დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ დროს მიუხედავად იმისა რომ ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, მისი ნაკბენი საშიშია ცოფის ვირუსი პათოგენურია ყველა თბილსისხლიანი ცხოველისათვის. ცივსისხლიანი ცხოველები (მწერები ქვეწარმავლები და სხვ.) ცოფით არ ავადდებიან, ცოფის ინკუბაციური პერიოდი შვიდი დღიდან ერთ წლამდე და მეტხანს გრძელდება. მოკლე ინკუბაციური პერიოდი ახასიათებს მძიმე კატეგორიის დაკბენას (სახის, თავის, ხელის მტევნისა და ტერფის თითების მიდამო, მრავლობითი ჭრილობები), დადგენილია, რომ ფარული პერიოდი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში. 

კლინიკა და დიაგნოსტიკა 

ცოფით დაავადების პირველი ნიშნებია: ქავილი, გაბმული, მჭრელი და მწვავე ტკივილი დაკბენილ ადგილზე, ნაწიბურზე აღინიშნება შეწითლება, შეშუპება, ანესთეზია, ჰიპოსთეზია (კანის მგრძნობელობის დარღვევა), რევმატიული ხასიათის ტკივილები. დაავადების დასაწყისისათვის დამახასიათებელია აგრეთვე დისპეპსიური მოვლენები, უმადობა, პირის სიმშრალე, ნადებიანი ენა, გულის რევა, ღებინება, ყაბზობა. ამას თან ერთვის გულის მუშაობისა და სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მკვეთრი მომატება 39-40 გრადუსი, შარდში შაქარია (გლიკოზურია). 
ცოფს ახასიათებს მელანქოლიის, ანუ მაუწყებელი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს 1 ან 3-დან 7 დღემდე. შემდგომ იწყება აგზნების პერიოდი. დიაგნოზის დადგენისათვის დიდად მნიშვნელოვანია კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა ყოველგვარ გარე გამღიზიანებელზე (ხმა, სინათლე, კანზე ოდნავი შეხება). განსაკუთრებით დამახასიათებელია მგრძნობელობის მომატება წყლის დალევის ცდისას. წყლის დანახვაზეც კი დაავადებულს სახე ემანჭება შიშისა და ტანჯვისაგან, ემართება სახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი. ასეთივე მოვლენები 
შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ქროლვამ. აგზნების მდგომარეობა ზოგჯერ აგრესიად იქცევა. ცოფით დაავადებულნი ამტვრევენ საწოლს, კარებს, ფანჯრებს, კედელზე ურტყამენ თავს, აგზნებას თან ახლავს ბოდვები, მაჯისცემა 140-160-ია წუთში, პირის სიმშრალე, რასაც თან სდევს ნერწყვის უხვად გამოყოფა ავადმყოფი ძალზე გამხდარია, აქვს სახის წაწვეტებული ნაკვთები, დამახასიათებელია ყლაპვის გაძნელება. დამბლა იწყება ქვედა კიდურებიდან. დამბლის პერიოდი მთავრდება გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით და ავადმყოფის სიკვდილით. ეს პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე გრძელდება. 
ცოფის ჰისტოლოგიური დიაგნოზი დგინდება დამკბენი ცხოველის თავის ტვინში ბაბეშ-ნეგრის სხეულაკების აღმოჩენით. თანამედროვე ელექტრონულ მიკროსკოპული გამოკვლევების საშუალებით ახსნილია ბაბეშ-ნეგრის სხეულაკების ბუნება. ისინი ნერვული უჯრედების პროტოპლაზმის უბნებია, სადაც ხდება ცოფის ვირუსის ჩამოყალიბება, ხსენებული სხეულაკების აღმოჩენას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, ისინი არსებობენ მხოლოდ ცოფით დაღუპული ადამიანისა და ცხოველის თავის ტვინში.


წყარო: vet-express.ge


ჩამსწორებელი Qartvela™, 27 April 2017 - 12:12 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ცოფის წამალი რომელი ქვეყნის წარმოების არის კარგი?

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მგონი ამერიკულებია და ევროკავშირის შენმოტანილები.... 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

გამარჯობათ
 
ჩემმა ძაღლმა (American Staffordshire Terrier) იჩხუბა, სახლიდან გაიპარა და სანამ ბავშმა დაიჭირა მეზობელმა ივაჟკაცა, თავისი ბულდოგი გამოუყვანა მაგრობის დასამტკიცებლად.
მოვიკითხე მეზობელი, მაგრამ ... სპეციალურად საჩხუბრად არ გამომიყვანია, ჩემიც ეზოდან გამოვარდა ძაღლი რო დაინახა ქუჩაშიო.
არა და ჩემი ბიჭი სხვას ამბობს, დარწმუნებული ვარ სპეციალირად გამოიყვანა, გამოუშვაო.
პასუხის მოთხოვნას აზრი არ ქონდა, საკუთარ საქციელზე პასუხისგება და უგვანო საქციელის აღიარება მხოლოდ ვაჟკაცებს შეუძლიათ, რა თქმა უნდა შეგნებით.
ვერაფერს "დავამტკიცებდი", ან უნდა გამელახა, ან კაითქო მეთქვა და წამოვსულიყავი. მეორე ვარჩიე... მეზობლობის პრინციპით ვიხელმძღვანელე: ცუდი მეზობელი გერჩიოსო...
 
ცოფზე წელს არ მყავს აცრილი, დღესა ხვალა და აბატონო, მედღეხვალიე კაცსაო ცოფი მოადგა კარსაო.
 
ვეტექიმი მჭირდება მეგობრებო, მანქანით მივაბრძანებ სახლში, ამიცრას ძაღლი და მერე სადაც მეტყვის იქ წავიყვან ისევ მანქანით, ანაზღაურებაც რა თქმა უნდა რამდენიც საჭიროა იმდენი იქნება.
 
თუ დაგვიანებული არაა და ისღა არ დამრჩენია რო ველოდო, ან გაცოფდება, ან გადაიტანს :(


ჩამსწორებელი Qartvela™, 27 April 2017 - 11:52 AM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

ან უნდა გამელახა, ან კაითქო მეთქვა და წამოვსულიყავი. მეორე ვარჩიე... მეზობლობის პრინციპით ვიხელმძღვანელე: ცუდი მეზობელი გერჩიოსო...

ქართველ ნუ იტყუები არახარ შენ მაგის კაცი :D



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

იქნება იმ მეზობლის ძაღლი აცრილია. დასამშვიდებლად მაინც კითხე



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

TORO

მაინც ასაცრელია, თან როგორც ვიცი ცოფის მიძინებული ბაქტერია ყველა ძაღლს (ცხოველს) აქვს კბილზე, აქტიურდება სისხლთან კონტაქტისას. დავიზღვევდი თავს.


ჩამსწორებელი Qartvela™, 27 April 2017 - 11:49 AM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

https://www.facebook.com/clinicabvet

ესენი მიქენ ძალიან. 

 

გაჯეტას დაყავს ჩვენი ბრეტოშკა აცრებზე ახლა ერთ ბიჭთან (გალაქტიონის ხიდთან). თვითონაც მონადირე ყოფილა და გამოძახებაზეც გადისო. ნომერს გავიგებ და მოგწერ.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი
TORO

მადლობა ყურადღებისთვის



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

რეზო 558 583 058



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
TORO

TORO

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 132 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ქურხულის #4
  • წარმოშობა:ბაღდათი

TORO

მადლობა ყურადღებისთვის

 

არაფერს, აბა წარმატებები



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

593394733 დათო ნანობაშვილი.

55591125  ალიკა

 

ოღონდ ბაბუ შენი  ეს თემა შეუერთე ან "სხვადსხვაას" ან "ცოფს" ;)  :ki: მე არ იცი როგორ შეუერტო თვარ ვიზამდი. მ მხოლოდ გადატან ვიცი


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

TORO

ველაპარაკე, ჭრილობები მოურჩეს და მერე ავცრათო.

მადლობა კიდევ ერთხელ.

 

ჭრილობები "ჩემი მალამო" თუ რაღარც ასეთი სპრეი მაქვს და მაგით დავუმუშავე, დღეს პერეკისით დავუმუშავებ და სტრეპტოციტს დავაყრი ან ისევ მაგ სპრეის დავასხავ.

 

 

------

babu

აინ მამენტ! :)


ჩამსწორებელი Qartvela™, 27 April 2017 - 12:07 PM.


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ეს რა კარგი გამახსენეტ ლიმა არ მყავს ცოფზე აცრილი. 1 წლის გახდა ავცრი ეხლა 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 461 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

ჩემი ძაღლი ცხოვრობს ქალაქ გარეთ , სამოიედი ,ბელკიერი რომელსაც ამ დღეებზე უკბინა ვირთხამ, დღეს გავიგე , ძალიან განვიცდი ,არვიცი რა აცრები აქვს გაკეთებული ,ვერგავიგებ ,რადგან სიმართლეს მაინც არ მეტყვიან, მეშინია ცოფი არ გაუჩნდეს , ისევ ხალისობსო, ვერ გავიგე ყველა ვირთხა არის ცოფის მატარებელი ? შეიძლება რომ ჩემს ძაღლს ცოფი ჰქონდეს ? მესმის ასე რთულია ლაპარაკი .იქნებ გამარკვიოთ?







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?