Jump to content

სურათი

სანადირო იარაღის სახესხვაობები

თოფი ვერტიკალური ჰორიზონტალური ნახევრადავტომატური

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო დროს ძალიან ბევრი კითხვა ისმის სანადირო გლუვლულიანი თოფის არჩევასთან დაკავშირებით, პირადადაც მომდის ხოლმე წერილები და ისე კომენტარებშიც ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამის შესახებ. ძირითადათ შედარება ხდება ხოლმე ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურს შორის, ასევე ნახევრად ავტომატურებში, აირგადამტენსა და ინერციულს შორის. ასევე იშვიათად, მაგრამ მაინც ისმის ხოლმე კითხვა ერთლულიან გადასახსნელ თოფზე, ღირს თუ არა მისი ყიდვა დამწყებისთვის და ზოგადად რა უპირატესობა გააჩნია მას? მთავარი მისი ხიბლი მდგომარეობს დაბალ ფასში და დაბალ წონაში, სხვა ყველაფერი უკვე გემოვნების საკითხია. ერთი თხოვნა მექნება ბატონებო, მე მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვხატავ და შეგიძლიათ რამეში არ დამეთანხმოთ, ბოლოს მაინც თქვენი გადასაწყვეტია თუ რა თოფს შეიძენთ, უბრალოდ მიიღეთ მორიგ დარიგებათ, რომელიც შეიძლება მრავლად მოისმინოთ...
მოკლედ წარმატებებს გისურვებთ და მე კი დავიწყებ ერთლულიანი გადასახსნელი თოფით...

სანამ მის პლიუსებზე და მინუსებზე დავიწყებ საუბარს მინდა თავშივე აღვნიშნო, რომ ერთლულიანი თოფი დამწყები მონადირეებისთვის არაა, ის არის პროფესიონალი მონადირეებისთვის, რომლებიც პირველი სროლითვე ანადგურებენ მიზანს. კიდევ ის არის ისეთი ''იდეინი'' პრინციპული ხალხისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ცხოველსა თუ ფრინველს აუცილებლად უნდა ქონდეს გადარჩენის შანსი და თუ მონადირემ პირველი გააცდინა მიზანს, მაშინ მეორე აღარ უნდა ესროლოს. ასეთი მონადირეები ძალიან იშვიათად გვხვდებიან, ნადირობა ხომ ის აზარტი და ადრენალინია, რომელიც გამარჯვების ჟინთანაა დაკავშირებული? იშვიათად მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც გაცდენის შემდეგ მეორეს აღარ ესვრის და ასეთ ქცევას საკუთარი პრინციპებით გაამყარებს. რაც შეეხება დამწყებ მონადირეს, ასეთი თოფით თუ ისწავლა ნადირობა ეს მის მტკიცე ხასიათს უნდა დავუკავშიროთ, სხვა შემთხვევაში შეიძლება სტიმული დაკარგოს და სულ გაანებოს ნადირობას თავი, რადგან პირველი სროლის წარუმატებლობის შემთხვევაში მეორის სროლის საშუალება ფიზიკურად არ აქვს და ნადავლიც ამასობაში ხელიდან ეცლება, ეს კი უარყოფითად მოქმედებს მის თვითშეფასებაზე და ნელნელა უჩნდება ერთგვარი კომპლექსი, რომ მას სროლა არ შეუძლია. მაგალითად ვიცნობ ერთ ძალიან კარგ მონადირეს, რომელსაც აქვს მიახლოვებული კომპლექსი, თუ პირველივე გააცდინა ხოლმე მიზანს, მერე მთელი დღეც ასე მიდის და თითქმის ვერაფერს ვეღარ ინადირებს, ხოლო თუ კარგად წაუვიდა ნადირობა არავის აღარ გვაცდის ხოლმე სროლას :) . კიდევ არის ერთი პრობლემა, თუ დამწყები მიეჩვია ერთ ლულიანით სროლას, შემდეგ სხვა თოფით ნადირობისას (მაგალითად ორლულიანით) მეორეს აღარ ისვრის, რადგან ის მიჩვეულია ერთ გასროლას, ამისგან გადაჩვევაც ერთგვარი პრობლემაა. კიდევ მინდა ერთი რამ დავაზუსტო, პროფესიონალის შემთხვევაში ერთლულიანი თოფი ყოველთვის არ იხმარება, დიდ ნადირზე ეს თვითმკვლელობაა და სრული სიგიჟე, თუმცა ასეთ ადამიანსაც ვიცნობდი, რომელიც ერთლულიანი გადასახსნელი თოფით დათვებზე დადიოდა სანადიროთ. სხვათაშორის ის ადამიანი თავისი სიკვდილით გარდაიცვალა და მისი დათვებზე ნადირობა ყოველთვის მის სასარგებლოდ მთავრდებოდა ხოლმე, თუმცა არაერთხელ ყოფილა საფრთხეში.

მოკლედ ერთლულიანზე მოვრჩეთ და გადავიდეთ თოფზე ჰორიზონტალური განლაგების ლულებით, ასევე ვერტიკალური განლაგების ლულებით.

სანამ აქაც უპირატესობებზე გავამახვილებ ყურადღებას მინდა თავშივე ავღნიშნო, რომ ბალისტიკაში არანაირი განსხვავება არ არის, თუ განსხვავებული გაბურღულობა ან ლულების შევიწროვებით არ არის რომელიმეში გამოყენებული და თუ ლულები ზომით არ განსხვავდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ლულების განლაგება არაფერს არ ცვლის, ბალისტიკა დამოკიდებულია მხოლოდ ლულების დამუშავების ტექნოლოგიაზე და მის ზომებზე.

მემგონი შევთანხმდებით, რომ ჰორიზონტალური გახლავთ ნამდვილი კლასიკა და ესტეთიკური თვალსაზრისით ალბათ უფრო მიმზიდველია. არის ასეთი შეხედულება, რომ მოძრავ სამიზნეზე ჰორიზონტალურიდან წინსწრებით სროლის შემთხვევაში ხედვის არე ნაკლებია, თუმცა ეს ეხება მხოლოდ დაბალი ''ჩაძირული'' სამიზნე თამასის მქონე თოფს. საბედნიეროთ არსებობს მაღალი სამიზნე თამასით აღჭურვილი ჰორიზონტალური მოდელებიც, სწორედ ასეთი ხალხისთვის, ვისაც სროლისას დაბალი სამიზნე თამასა უქმნის დისკომფორტს. კიდევ არის ერთი რამ, ჰორიზონტალურ თოფზე ტიბჟირი არის დაბალი და ზამთარში სროლის დროს ხშირად თითები ეხება ლულებს, რაც სიცივეში არც თუ ისე კომფორტულია, თუ რათქმაუნდა ხელთათმანებით არ ნადირობთ. თოფის გადახსნის კუთხე ჰორიზონტალურს ნაკლები აქვს, რაც ნეკლებ ცვეთას ნიშნავს მბრუნავ ღერძზე და კლაპოტზე, თუმცა ეს ისეთი უმნიშვნელო თავისებურებაა, რომ არც ღირს ყურადღების გამახვილება, მითუმეტეს როდესაც მაღალი ხარისხის თოფებზეა საუბარი. რაც შეეხება რესურსს, ესეც ძალიან ზოგადი კითხვაა, ცოტა არ იყოს არასერიოზულიც და ავხსნი რატომ. რესურსი დამოკიდებულია შესრულების ხარისხზე და თოფის მასალაზე და არანაირად ლულების განლაგებაზე. ასე რომ მეგობრებო დიდი არსებითი სხვაობა მათი არჩევის დროს არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ლულების განლაგებას, ყველაფერს ჯობია მაღაზიაში ერთიც მოირგოთ მხარზე და მეორეც, გახედოთ მიზანს და ა.შ. რომელიც უფრო ასე ვთქვათ მოვა თქვენს გულთან ის აირჩიეთ. ასევე უნდა კითხოთ თქვენს თავს, თუ რა გინდათ თოფისაგან მიიღოთ და რაზე გინდათ რომ ინადიროთ? შემდეგ კი გაანალიზოთ რა შეუძლია მოგცეს თქვენმა არჩეულმა თოფმა, რადგან ის თქვენთან დიდხანს დარჩება მეგზურად და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ. სხვა ყველა კამათი მათ ჭრასა და რესურსზე ზედმეტია, თოფი არსებობს კარგი და გაუმართავი, უკანასკნელი კი შეიძლება ან ქარხნული წუნით იყოს და ან მწყობრიდან გამოსული, რომლის შეკეთებაც შეიძლება. კიდევ ერთს დავამატებ, ერგონომიკა და ბალანსი ვერტიკალურს უკეთესი აქვს მისი ფორმებიდან გამომდინარე, ამიტომაცაა სპორტინგში აბსოლიტური უმრავლესობა ვერტიკალური თოფები გამოიყენება და არა ჰორიზონტალური, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ქარხნული მახასიათებლების მქონე თოფებით თითქმის არავინ ასპარეზობს სტენდზე, როგორც წესი იარაღი კიდევ გადის ასე ვთქვათ ''დარაბოტკას'' პარამეტრების გაუმჯობესებას, მსროლელზე მაქსიმალურად ინდივიდუალურ მორგებას მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. კიდევ არის ერთი სტერეოტიპი ვერტიკალურთან დაკავშირებით, თურმე ქარიან ამინდში ძნელია დაიმორჩილო ასეთი თოფი, რადგან ქარს გვერდით მიაქვს ლულები. წარმოგიდგენიათ რა სიძლიერის ქარი უნდა იყოს, რომ თოფი ვერ დაიმორჩილოთ? ასეთი ქარის შემთხვევაში ნადირობა კი არა სახლში უნდა გაიქცე და ილოცო რომ გადარჩი 😀 (ეს ისე ხუმრობით).

იმედია რამეში გამოგადგებათ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება და დაგეხმარებათ თოფის არჩევაში, თემა გახსნილია ცხარე ოღონდ კორექტული კამათისთვის :) გისურვებთ წარმატებებს...

შემდეგ პოსტში დავწერ ნახევრად ავტომატურ თოფებზე და ასევე ჩავრთავ თემაში პომპიან თოფებსაც, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად გამოიყენება სანადიროდ...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1582827070043.jpg
  • FB_IMG_1582827067098.jpg
  • FB_IMG_1582827064303.jpg
  • FB_IMG_1582827061565.jpg
  • FB_IMG_1582827055876.jpg
  • FB_IMG_1582827050084.jpg
  • FB_IMG_1582827058627.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?