side-lock და box-lock
თოფებში საკეტს უწოდებენ დამცემ მექანიზმს, რომელიც ფისტონის აფეთქებას იწვეწვს. დღევანდელი კლასიკური შიდაჩახმახებიანი საკეტი რიგი კონსტრუქციების გაუმჯობესების შედეგად მოვიდა ჩვენამდე.
გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტის(side-lock) ღირებულება ძალიან მაღალია და ელიტკლასის თოფების(ჰორიზონტალურზეც და ვერტიკალურზეც) უმეტესობაზე ისინია დაყენებული.
ამ საკეტებიანი თოფების გამოშვებას ყველა მეტნაკლებად ცნობილი ფირმა ცდილობს, რამეთუ ხაზი გაუსვას პრესტიჟს.
W.&C. Scott & Son-მა 1875 წელს დააპატენტა ძალიან ორიგინალური საკეტი, რომელსაც პატარა მრგვალი ფანჯარა ჰქონდა დაფაზე. ფანჯარაში ბროლია ჩასმული. ამ ფანჯრიდან მექანიზმის დათვალიერება ხდება შესაძლებელი(შეყენება დაშვების). დაშვებისას ჩაქუჩი ფარავს ფანჯარას. ამ საკეტს ფირმა ყველაზე ძვირფას მოდელებზე აყენებდა.
W.&C. Scott & Son-ის ,,ფანჯრიანი" საკეტი
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფედერიკ ბიზლი, რომელმაც შექმნა საინჟინრო სილამაზის შედევრი საიდლოქი. ის დღემდე ამშვენებს პერდეს იარაღს. პერდემ 1880 წელს ხელშეკრულება დადო ბიზლისთან და მიიღო პატენტი. წარმოებას კი 1881 წელს შეუდგა. ამ საიდლოქში საბრძოლო ზამბარა იძაბება მხოლოდ თოფის დაკეტვისას. გახსნისას კი ლულები ძალისხმევის გარეშე, თავისი სიმძიმით მიდის ქვემოთ. ასეთ თოფებს self-opening-ს უწოდებენ.
პერდეს self-opening
საკეტის ასეთი სისტემა Holland & Holland-მა გააკეთა დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ 1922 წელს.
მანამდე კი, კერძოდ 1908 წელს ჰენრი ჰოლანდმა თომას ვუდვარდთან ერთად დააპატენტა სახსნელი საკეტი გვერდით დაფებზე, რომელიც ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე შეიძლება მოიხსნას.
ეს კონსტრუქცია ბევრმა ფირმამ ეტალონად აიღო.
უმეტესწილად საიდლოქებზე V-სებური საბრძოლო ზამბარაა, რომელიც დგას დაფაში წინ ან უკან. საკეტებს რომლებშიც საბრძოლო ზამბარა დაფის წინა მხარეს დგას ეწოდება Bar Action Side Lock, მას აგრეთვე ,,სრულ" საკეტსაც უწოდებენ. თუ საბრძოლო ზამბარა დაფის უკანა მხარეს დგას ასეთ საკეტს ,,არასრული" ან ,,შებრუნებული" საკეტი" ეწოდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცნება ,,სრული-არასრული" პირობითია(ბევრი ექსპერტი ასეთ შეფასებებს არ იზიარებს).
გარდა ამისა, იარაღის მოყვარულთა შორის არც თუ იშვიათად წარმოიშობა კამათი შტიფტების რაოდენობის მიხედვით საიდლოკის ნამდვილობის თაობაზე.
ვუდვარდის პირველ საიდლოკებზე ითვლიდნენ 8 შტიფტს + 1 ჩახმახის ღერძს + 1 სამაგრ ჭანჭიკს +1 დაფების შემაერთებელ ჭანჭიკს.
გვერდითი დაფა დროთა განმავლობაში მოდერნიზებას განიცდიდა და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან შტიფტებისა და ჭანჭიკების საერთო რაოდენობამ 7 შეადგინა. მაგალითად პერდეს ამ თოფის დაფას წარმოგიდგენთ
ინგლუსური ფირმა Vickers, Ltd 20-იანი წლებიდან უშვებს საიდლოქებს სპირალური საბრძოლო ზამბარით(თოფის მოდელია Imperial). ასეთი საიდლოქის გამომგონებელია ბირმინგემელი ოსტატი უილიამ ბეიკერი(William Baker).
ამ მოდელის(იმპერიალი) ფასი ყოველთვის მაღალი იყო. დღეისათვის ის(ნახმარი) დაახლოებით 6000-7000 გირვანქა სტერლინგია.
საიდლოქი
1. ჩახმახი; 2. V-სებური საბრძოლო ზამბარა; 3. მერყევა; 4. მერყევას ზამბარა; 5. ინტერსეპტორი; 6. ინტერსეპტორის ზამბარა; 7. გვერდითი დაფა; 8. სადგარი;
შტუცერებში გამოყენებული საიდლოკების უფრო ახალ კონსტრუქციად ე.წ. ,,სამოტაჟო შტიფტები" ითვლება. ისინი დაფასთან მთლიანობაშია დამზადებული(მეორენაირად მათ ,,ყრუ საიდლოკებს" ეძახიან). ეს კონსტრუქცია უდიდეს სიზუსტეს მოითხოვს და დამზადება მხოლოც ციფრული ჩარხებითაა შესაძლებელი
Famars-ის ,,სამონტაჟო შტიფტებიანი" გვერდითი დაფა
საილოკის კიდევ ერთი სახეა საკეტი ,,ყელში" , რომელსაც 2 ტიპისაა გრძელი საბრძოლო ზამბარით და მოკლე საბრძოლო ზამბარით. მეორე სახის საკეტს ,,ყელში"(ანუ მოკლე ზამბარიანს) მეორენაირად ,,ლიეჟის ტიპის" საკეტსაც უწოდებენ.
დამცემი მექანიზმი, რომელიც წვრილ და გრძელ დამოუკიდებელ გვერდით დაფაზეა დაფიქსირებული(დაფა განლაგებულია კონდახის ყელში).
ბოქსლოქი ანუ Anson-Deeley
1875 წელს ბრიტანელმა მეიარაღეებმა ენსონმა და დილიმ ერთობლივად შეიმუშავეს დამცემი მექანიზმი(მას ენსონ-დილის სახელითაც იცნობენ), რომლის ყველა ნაწილი კალაპოტშია განლაგებული. ეს მექანიზმი ორლულიანებს 2 აქვთ(ერთი ყოველ ლულაზე)
1 - კალაპოტი; 2 - ჩახმახი; 3 - ჩახმახის შემყენებელი; 4 - საბრძოლო ზამბარა; 5 - მერყევა; 6 - მერყევას ზამბარა; 7 - ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი.
საკეტი blitz(ბლიც)
ესაა დამცემი მექანიზმი V-სებული მოკლე საბრძოლო ზამბარებით, რომელსაც მოქმედებისათვის ესაჭიროება მინიმალური დრო. ბლიცი(ანუ ,,ელვა") შეიძლება განხილული იქნას როგორც ენსონ-დილის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა ის იმდენად გაუმჯობესებულია, რომ სრულიად იმსახურებს დამოუკიდებელ სისტემად აღიარებას.
მისი თითქმის ყველა ელემენტი ერთ ბლოკშია გაერთიანებული და ამიტომ მათი თოფიდან მოხსნა და დაყენება ერთი კვანძის სახით ხდება.
ბლიცი წარმოიშა გერმანიაში. ისეთმა ფირმებმა, როგორიცაა ზაუერი და მერკელი სრულყოფილებამდე მიიყვანეს სისტემა.
ზაუერის ბლიცები ფირფიტოვანი(V-სებური) საბრძოლო ზამბარებითაა აღჭურვილი, ხოლო მერკელის კი სპირალურით. ბერეტამ საკუთარი ბლიცი გააკეთა ერთ სასხლეტსა და სროლის ფიქსირებულ რიგზე.
განსხვავებული სისტემები
ენსონ-დილის საკეტის ერთ-ერთი სახესხვაობა წარმოდგენილი აქვს ვესტლი-რიჩარდსს droplock სახელწოდებით. ამ მექანიზმის კალაპოტიდან გამოღება ხელითაა შესაძლებელი
droplock
ამავე ტიპის საკეტის მეორე სახესხვაობაში მექანიზმი და სასხლეტები ერთ მთლიანს წარმოადგენენ და ასევე იხსნება. ასეთი საკეტები უმთავრესად სპორტულ მოდელებში გამოიყენება, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს მექანიზმი.
დიქსონის სისტემა trigger plate lock-ში მექანიზმი აწყობილია კალაპოტის ძირზე.
trigger plate lock