Jump to content

სურათი

კახეთის ისტორიული ძეგლები


ამ თემას აქვს 17 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

     ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მისი ყოველი კუთხე ნათლად ასახავს ისტორიის ყოველ ეტაპს.ამ მხრივ ერთ–ერთი გამორჩეული მხარეა კახეთი.
            კახეთის ისტორიაში ძნელია ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის მონახვა, მაგრამ ქართველი ერი, რომელიც ცნობილია თავისი შრომისმოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით, ის ყოველთვის ახერხებდა აეშენებინა თავდაცვითი თუ საეკლესიო ხასიათის ნაგებობები. მრავალ ისტორიულ ძეგლზე შემონახული წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან წარსულ საუკუნეებში ამ მხარის ისტორიული და კულტურული ვითარების შესახებ.
            XIX საუკუნის გამოჩენილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე და ლიტერატორი არტურ ლაისტი კახეთზე წერდა : "ნათელო კახეთო! ტყიანი მთების გვირგვინი შემოვლებია შენს მწვანე ველ–მინდორს. მზე და მთვარე შენი მეგობარია...ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთით ალაზნის ველს უნდა უყუროს".(არტურ ლაისტი, "კახეთი", თბილისი, 1927.გვ:4.)

 

rkaoh.gif
 

            თელავი საქართველოს ერთ–ერთი უძველესი, რაიონული დაქვემდებარების ქალაქია.მისი სახელწოდება უკავშირდება მცენარე თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს. თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.(აფხაზავა ი."თელავი" თბილისი.საბჭოთა საქართველო.1978.გვ:29–31.)

2.jpg

        

                  V-VI საუკუნეების ნაგებობათაგან თელავში საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლი, ფერისცვალების მონასტერი, ანუ "ღვთაების ეკლესია", იგი დაარსდა V საუკუნეში და რესტავრირებულია XVI საუკუნეში, თავად ბეჟან ყორჩიბაშვილის მიერ.("საქართველოს ისტორიის ნარკვევები" ტომი II. თბილისი.1973.)
                ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ციხე–სიმაგრე "ბატონის ციხე".XVII-XVIII საუკუნეებში აქ მოთავსებული იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია. "ბატონის ციხის" ძველი კომპლექსი მოიცავს ციხის ზღუდეს, სასახლეს, კარის 2 ეკლესიას, აბანოსა და გვირაბს.(ხარიტონაშვილი ჯ."თელავი" თბილისი. საბჭოთა საქართველო.1990.8–13გვ.)
                 კახეთის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია : წინანდალი; ნეკრესი; იყალთო; შუამთა; გრემი; ალავერდი; ბოდბე და სხვ.
 

wcjw8.jpg

                წინანდალი მდებარეობს მდ. კისისხევის მარჯვენა ნაპირას, თელავიდან 10კმ_ზე.წინანდალში დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმია, რომლის ეზოსაც უმდიდრესი და ულამაზესი დეკორატიული პარკი ამშვენებს. პარკის ტერიტორიაზეა მცირე ზომის ეკლესია, რომელშიც ჯვარი დაიწერეს დიდმა რუსმა მწერალმა ა. გრიბოედოვმა და ნინო ჭავჭავაძემ. ცნობილი ფრანგი მწერალი ა.დიუმა წერდა: "წინანდალი ივლისის თვეში ფერიების სასახლე გეგონებათ, აქ ერთმანეთში არეულია ყვავილები, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, ნარინჯი, ვარდები. მცენარე და ხილი ერთდროულად ჰყვავის, იფურჩქნება და მწიფდება. ჰაერი გაჟღენთილია მრავალი ერთმანეთში არეული სურნელებით.(ა.დიუმა."კავკასია"თბილისი.1962.გვ:301–302).
 

Alaverdi_monastery_in_Kakheti%252C_Georg

           ალაზნის ველზე, ქ.თელავიდან 20კმ_ზე თეთრი გედივით ამაყად დგას ალავერდის ტაძარი. ალავერდის წმ. გიორგის  მონასტერი დაარსებულია VIსკ_ში ერთ–ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის მიერ, რომელმაც წმ.გიორგის მცირე ტაძარი ააგო.
 

Bodbe_Monastery_%255BDesktop_Resolution%

          ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი სიღნაღის რაიონში მდებარეობს, ქ. სიღნაღიდან 2კმ_ის დაშორებით. მისი დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, ტაძარი  აგებულია IVსკ_ის 30_იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, ქართველთა განმანათლებლის, წმ.ნინოს პატივსაცემად. Vსკ_ში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი.მონასტრის ერთ–ერთი უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
 

post-59-1209846662.jpg

         თელავის დასავლეთით 7–8 კმ_ზე მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც VIსკ_ის II ნახევარში დაარსდა ერთ–ერთი ასურელი მამის, წმ. ზენონის მიერ. იყალთოს მონასტერი იყო საქართველოს კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი. 1962 წლიდან სოფელ იყალთოში ყოველ წელს ტარდება "შოთაობა" ეს დღესასწაული ეძღვნება დიდ ქართველ პოეტს, შოთა რუსთაველს, რომელიც იყალთოში სწავლობდა.(არჯევანიძე ი. "თბილისიდან ალაზნის ველისაკენ" თბილისი.საბჭოთა საქართველო.1958)
 

Zveli+Suamta.JPG

         მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. ძველი შუამთა წარმოადგენს ძველი ხუროთმოძღვრების ანსამბლს თელავის ჩრდილო–დასავლეთით 7კმ_ზე.აქ დასაფლავებულია XIX სკ_ის გამოჩენილი პოეტი, რომანტიკოსი, ა. ჭავჭავაძე. ახალი შუამთა თარიღდება XVI სკ_ით.(აფხაზავა ი. "თელავი"თბილისი. საბჭოთა საქართველო.1978.გვ:29–31)
 

3961457349_051ac1ca36.jpg

             თელავიდან 32კმ_ზე, ჩრდილო–აღმოსავლეთით,ყვარლის რაიონში მდებარეობს მთავარანგელოზის მონასტერი.იგი დაარსდა 1565 წელს ლევან კახთა მეფის მიერ, რომელიც დაკრძალულია ტაძრის შიგნით, სამხრეთ–დასავლეთ კუთხეში.გრემის სამონასტრო კომპლექსი შედგება 7 ტაძრისაგან.
 

2212018583_bf0237a6bb.jpg

              ნეკრესი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, გრემიდან 13კმ_ის დაშორებით.დაარსდა VIსკ_ში, ერთ–ერთი ასურელი მამის, აბიბოს ნეკრესელის მიერ. ტაძრის ტერიტორიაზე IVსკ_ის პატარა ეკლესიაა, იგი გადარჩენილ ქრისტიანულ ძეგლთაგან უძველესია საქართველოში.
               ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ისტორიულ–კულტურული სიმდიდრისა, რომელიც საქართველოში არსებობს. მე მიხარია, რომ ვარ ქართველი და სწორედ ჩემი წინაპრების ხელით არის აშენებული ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.

  1. თელავი - ისტორიული ქალაქი, რაიონის ცენტრი, თელავის ბატონის ციხის კომპლექსი (გალავანი, სასახლე), როსტომის აბანო, აკლდამა დავით რექტორის ქუჩაზე, დაბახანა, ეკლესია ქართველების სასაფლაოზე (მე-19 ს.), ეკლესია სომხების სასაფლაოზე (მე-19 ს.), ვახვახიშვილების ციხე, თელავის ისტორიული მუზეუმი, მარანი (ნადიკვრის ჩიხში, მე-18 ს.), სავაჭრო რიგი, ისტორიული საცხოვრებელი სახლები, ღვთაების ეკლესია (V-VI სს.), ღვთისმშობლის ეკლესია (მე-19 ს.), ყორჩიბაშიშვილების ციხე (მე-18 ს.), ძველი გალავანი, ძველი სახელოსნოები, წმ.ბარბარეს ეკლესია (ნანგრ.), წყარო (მე-18 ს.), ისტორიული ჭიშკრები, ჯვარპატიოსნის ეკლესია (ნაწანწრის ხეობაში, გვ.შუა საუკ.).
  2. აკურა - ისტორიული სოფელი, დედათა მონასტერი: აკურის მამადავითის ეკლესია, ელიას ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, სამებსი ეკლესია, საწნახელი, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია
  3. ართანა - დედოფლის ნასახლარები, იულთას ნასოფლარი, კვირიას ეკლესია, ნასოფლარი და სამაროვანი, ორმოცნის საყდარი, ღვთისმშობლის სამი ეკლესია, ცხრაკარას ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.თევდორეს ეკლესია, წმ.ნინოს ეკლესია,
  4. ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (იხ.ვარდისუბანი)
  5. არტოზანის წმ.შიოს ეკლესია
  6. ახატელი, ახატანი - ისტორიული სოფელი, მაცხოვრის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, ციხე -დარბაზი, ღვთაების ეკლესია (მე-18 ს.)
  7. ახშანის გორისჯვრის ეკლესია VI-XIII სს (ფრესკ), წმ.ელიას ეკლესია XIV-XVIII სს, მაცხოვრის ეკლესია XIV-XVIII სს.
  8. ბუშეტი, ბუშატი - ნათლისმცემლის ეკლესია, სვეტიცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია (XVIII ს)
  9. გულგულა, გოლგოთა, ტყეტბა - დიმიაანთ კოშკი, კვირაცხოვლის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, ნატკორის ეკლესია, ოლიების მიწის სამაროვანი, სათვალისწყლის სამაროვანი, ყვავის საყდარი, ყველაწმინდის ეკლესია - ყოვლადწმინდა, წმ.გიორგის ეკლესია, ჩაველაანთ ციხე.
  10. ვანთა - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია (XIV-XVIII სს) და სასახლე (X-XII სს), ეკლესია "ნაწერი", სამაროვანი, სამარხი, სამების ეკლესია, საღანძილის ეკლესია, ქვაბების კომპლექსი, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია
  11. ვარდისუბანი - ისტორიული სოფელი, აღდგომის ეკლესია, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი, ორი ეკლესია (სკიტი), ეკლესია სასაფლაოზე (გვ.შუა საუკ.), ეკლესია მინდორში (გვ.შუა საუკ.), ეკლესიების კომპლექსი ყარაულაანთ უბანში: (ღვთისმშობლის, სვეტიცხოვლის, სამრეკლო), თეთრი გიორგის ეკლესია, კვირიკეს ეკლესია, მარანი, სამი ნაეკლესიარი - ნანგრევები, ნათლისმცემლის ეკლესია, ორმოსამარხი, ორმოცსაყდარი, სამების ორი ეკლესია, სამარხი, საცხოვრებელი კომპლექსი, ბუნებრივი მონოლითი - ქვა, ღვთისმშობლის ეკლესია, ყარაულაანთ ციხე, ყველაწმინდის ეკლესია, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი (სამნავიანი ბაზილიკა, ორი გუმბათიანი ეკლესია.
  12. ეკლესია "შიოს მარანი" (XIII-XIV სს. ფრესკა)
  13. ზემო ხოდაშენის საჩინოს ორი ეკლესია (ფრ. XIV და მცირე ეკლ- X-XI სს)
  14. თეთრიწყლების ეკლესიის ნანგრევები (ს.დას. ტყიან ბორცვზე), კუნტურის (კუნტუს, კუნტუზის, კუნძულის) საყდარი, ნაეკლესიარი აბიკას და საყორნის გორაზე, ს.სამხრ-დას - ნაეკლესიარი, სადგომი სოფელში (ქვედა პალეოლითი), სამაროვანი (ძვ.წ. II-I ათასწლ, შუა სოფელში), სამაროვანი ნაშალა, ფსიტის (ფსიტიანის, საფსიტეს) ციხე.
  15. იყალთოს კომპლექსი (ფერიცვალების ეკლესია, სამების ეკლესია, სამრეკლო, ყველაწმინდის ეკლესია, სატრაპეზო, იყალთოს სამება, სამეკლესიიანი ბაზილიკა, იყალთოს აკადემიის შენობა, საწნახელები, წმ.ნინოს ეკლესია); წმ.სტეფანეს ეკლესია მე-6 ს., ნათლისმცემლის (XVII-XVIII სს) და მთავარანგელოზის ეკლესია XVII-XVIII სს.)ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.ელიას ეკლესიები, ბოჭორმის ეკლესია, ვარდის ღვთისმშობლის ეკლესია, იოანე მახარებლის ეკლესია. კვირაცხოვლის ეკლესია. კოშკი, მაყაშვილების ციხე, მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია. ნაეკლესიარი, ნათლისმცემლის ორი ეკლესია, ნაციხარი, სამაროვნები.
  16. კისისხევი - ისტ.სოფელი, ბახუტაანთ ეკლესიის კომპლექსი, ღვთისმშობლის ეკლესია (მე-6-7 სს.), ყველაწმინდას ეკლესია, კისისხევის ციხე (XVI-XVIII სს); კონდამიანი (წმ.კოზმასა და დამიანეს მონასტრის ეკლესია VI-VII სს. სენაკები), კონდამიანის ქვაბები, კოშკი, ნათლისმცემლის შობის ეკლესია და კოშკი, რიგის ორი საყდარი, საფლავის ქვები კლდეში, სამაროვანი, საცხოვრებელი სახლი (მე-19 ს.-ის), ფოშტის საყდარი, ღვთაების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი, ყველაწმინდის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.ნინოს ეკლესია, ჯირკიანის საყდარი, თეთრანა საყდარი V-VII.
  17. კონდამიანის ეკლესია (კისისხევთან)
  18. კონდოლი - ისტ.სოფელი, ალაზნის (თამარის) არხი, გავაზის მკლავის ნიში, ნათლისმცემლის ეკლესია (VI ს.,), კვირაცხოვლის ეკლესია (XVIII ს.) და სამრეკლო, წმ.სტეფანეს ეკლესია, კოშკი, მაცხოვრის ეკლესია მთავარანგელოზის ეკლესია, საბერეების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ორი ეკლესია, წმ.მარიამის ეკლესია, ჭიკაანთ ღვთისმშობლის ეკლესია.
  19. კურდღელაური - ისტ.სოფელი, ბედოიანთ ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, კავთის ეკლესია, კვირაცხოვლის ეკლესია, კოშკი, ფოხორაულების ნამოსახლარი (გვ.ბრინჯ. ხანა), ყვავის საყდარი (მე-6 ს.), ეკლესია "ყვავიჭამია" (შუა საუკ.), წმ.კვირიკეს ეკლესია (გვ.შუა ს.), წმ.სტეფანეს ეკლესია.
  20. ლალისყურის ციხე-გალავნის კომპლექსი, ანტონის ჯვრის ეკლესია, თამარ მეფის ნატახტარი, ღვთისმშობლის ეკლესია, წყაროსთავის წმ.გიორგის ეკლესია.
  21. ლაფანყურის ბოჭისგორის საყდარი, დევისხვრელის ეკლესია, თამარის კოშკი, იახსარის ხატი, კიპორჭების ციხე, ლაშარის ჯვარი, მაჩხაურის სასახლე, ნაკოშკარი, სამარხი (ძვ.წ. II ათასწლ.), ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია (მე-7-8 სს.).
  22. ლეჩურის ბზიანის ეკლესია (მე-8-9 სს.).
  23. ნასამხრალი - ეკლესიების კომპლექსი სასაფლაოზე (ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია).
  24. ნადკორას ბაზილიკა (VI ს)
  25. ნაფარეული - ისტორიული სოფელი, ნათლისმცემლის ეკლესია (ადრ.შუა საუკ.), ღვთაების ეკლესია (მე-18 ს.), ციხე-გალავანი, ნაფარეულის ღვთისმშობელი, წმ.გიორგის ეკლესია (განვ.შუა ს.), წმ.კოპალა, წმ.მარიამი და სამების ეკლესიები.
  26. რუისპირი - ისტორიული სოფელი, დედა მარიამის ეკლესია, კვირაცხოვლის ეკლესია, მარიამწმინდის ეკლესია, ლომისას ეკლესია, ნაეკლესიარი და ნამოსახლარი, ადამაანთ ციხე, ყველაწმინდის ბაზილიკა (მე-6 ს.), წმ.თევდორეს ეკლესია (მე-6 ს.), წმ.შიოს ეკლესია ("შიოს მარანი" (მე-12 ს.), ეკლესია ”ახატელა", ამაღლება, ციხე-დარბაზის კომპლექსი, ციხისჯვრის ეკლესია (მე-17-18 სს), რუისპირის ციხის ჯვარი, რუისპირის წმ.ნიკოლოზის ეკლესია (მე-19 ს.), წმინდა ღვთისმშობელი, ეკლესია ”ხატიანისა” ლამისუბნის სასაფლაოზე.
  27. სანიორე - მარიამწმინდის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია.
  28. ფშაველი - ისტორილი სოფელი, ეკლესია მთის წვერზე, იფნიაანთ ღვთისმშობელი, კოშკი, ფშაველის "კოხტა ღვთისმშობლის" კომპლექსი, წმ.ესტატეს ეკლ, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლ., იოანე მახარობლის ეკლ., ზვარელის წმ.გიორგი, ტალის ციხე, ციხე - გალავნის კომპლექსი, საწნახელები, ციხეები (სოფლიდან სამხრეთით)
  29. შალაური - ეკლესიების კომპლექსი (სოფლსი ზემოთ სასაფლაოზე): ღვთისმშობლის, წმ.გიორგის, სამრეკლო; კვირაცხოვლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.ბარბარეს ეკლესია, შალაურის სვეტიცხოვლის ეკლესია, ფიჭვიანის საყდარი, ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.კვირიკეს ეკლესია,  ჯვარპატიოსნის ეკლესია.
  30. შუამთის სამონასტრო კომპლექსი (ახალი შუამთის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, ბაზილიკა, გუმბათიანი ტაძარი, გუმბათიანი ეკლესია)
  31. ქვემო ხოდაშენის კოშკი (სანდრიაანთ ციხე), ამაღლების ეკლესია, ამიდასტურის ეკლესია (მე-8-9 სს.), აღდგომის ეკლესია, ეკლესია სანდრიაანთხევის ნაპირზე, ეკლესია სასაფლაოზე, ნადარბაზევი, ხუთი ნაეკლესიარი, ორმოცის ეკლესია, სამების ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, წივილაშვილების სახლი, წმ.გიორგის ეკლესია.
  32. წინანდალი - ისტორიული სოფელი, დანგრეული ეკლესია ქვემო უბანში, ეკლესიების კომპლექსი: (ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგი), თეთრაანის ეკლესია (8-9 სს.), ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულის კომპლექსი: კარის ეკლესია (XVIII ს), წმ.დემეტრეს ეკლესია,  ნათლისმცემლის ორი ეკლესია, ნამოსახლარები და სამაროვნები, საფარისას წმ.გიორგის ეკლესია და სამრეკლო, ტოღნიანის წმ.გიორგის ეკლესია.

 

 

 

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

16228793_334022393664339_456965591514533



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ქ. თელავის დასავლეთით, 7-8 კმ.-ზე მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ასურელი “მამათაგანის” – წმიდა ზენონის მიერ. iyaltos-monasteri.jpgმონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაფუძნდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. იგი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი. წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

ჩვენამდე მოღწეულია იყალთოს აკადემიის ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. ასევე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია “ღვთაება” (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი) და სამების მცირე ეკლესია, რომელშიც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო.

ikalto.jpg

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობა და სათავსო.

იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.

iyalto.jpgდღესდღეობით იყალთოს კომპლექსში შემავალი ტაძრები მრავალჯერაა რესტავრირებული და მათი თავდაპირველი სახე ძალიან შეცვლილია.

კომპანია “ჯეოსელის” ინიციატივითა და ალავერდის მიტროპოლიტის, მეუფე დავითის კურთხევით, იყალთოს სამონასტრო კომპლექსს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა. გაიწმინდა ტაძრის ფასადი და გადაიხურა კომპლექსში შემავალი სამივე ტაძარი.

iyalto1.jpgრესტავრაციის დროს, მიწის საფარის მოხსნის შედეგად, არქეოლოგებმა უძველესი ნაგებობების ნაშთები და სხვა უამრავი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს. სარესტავრაციო სამუშაოები იყალთოს მონასტერში დღესაც გრძელდება.

ოსმან თურანი (კომპანია “ჯეოსელის” გენერალური დირექტორი): “იყალთოს რესტავრაციით დიდი საქმე გაკეთდა. ახლა იყალთოს ტაძარს დანგრევის საფრთხე აღარ ემუქრება. ბედნიერი ვარ, რომ ტაძრის გადარჩენაში “ჯეოსელმა” დიდი წვლილი შეიტანა.”

იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი განსაკუთრებულია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან არსებობა შეწყვიტა.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
 

წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი, კახეთის მხარეში,

ქ. სიღნაღის მახლობლადაა აგებული. მდებარეობს თბილისიდან 115 კმ. დაშორებით.
bodbis-monasteri1.jpg
აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა. მას შემდეგ ტაძარზე მუდამ ზრუნავდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები: ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში გააფართოვა და მოკაზმა ეკლესია; IX საუკუნეში მას დღევანდელი, სამნავიანი ეკლესიის სახე მიეცა; XII საუკუნეშე დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე I-მა კვლავ განაახლა მოციქულთა სწორის განსასვენებელი; XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი თეიმურაზ I-მა აღადგინა.

XVII საუკუნიდან ბოდბეში მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოწაფეებს საერო მეცნიერებებსაც შეასწავლიდნენ. განთქმული იყო აქაური წიგნთსაცავის სიმდიდრე.

cm.-ninos-saplavi.jpgროდესაც წმიდა ნინო გარდაცვლილა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოუსურვებია მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. ეკლესია უშუალოდ საფლავზე აუგიათ. სააღმშენებლო სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია.

ისტორიკოსების მტკიცებით, ბოდბის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასლის ეპოქაშიც არსებობდა. ბოდბის საეპისკოპოსოს დიდი მნიშვნელობა ჩანს XIII საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტიდან, სადაც 35 ეპისკოპოსთა რიგში ქისიყელი (იგივე ბოდბელი) მეშვიდე ადგილზეა მოხსენიებული, ალავერდელსა და კუმურდოელს შორის, რაც დიდ პატივს ნიშნავს.

XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. 1492 წელს აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი; 1605 წელს – თეიმურაზ პირველი.

IMG_4181.jpgXVI საუკუნეში კახეთში საერისთავოები გაუქმდა და მსხვილ ფეოდალურ ერთეულებად მხოლოდ საეპისკოპოსოები დარჩა. კახეთი ოთხ სადროშოდ დაიყო. მათ შორის პირველი ადგილი ბოდბელს ეკავა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: “… არიან სადროშონი მისნი კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა პატივისათვს წმიდისა ნინოსა”. ეპისკოპოსი თავად მიუძღვოდა ლაშქარს, მას თან ახლდა ჯვარისმტვირთელი, რომელსაც ხელთ ეპყრა დროშა. 1631 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა ტაძარი შეაკეთა.

XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა. XVIII საუკუნეში ბოდბე დიდძალი მამულების მფლობელია.

ტაძარმა სამნავიანი ბაზილიკის სახე VIII-IX სს.-ში მიიღო. ნავების აღმოსავლეთ მონაკვეთებში აფსიდებით დასრულებული სათავსებია გამოყოფილი: ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – წმინდა ნინოს ეგვტერი. მათი შესასვლელები თაღოვანია. წმიდა ნინოს ეგვტერში, ჩრდილოეთ კედელთან არის 20 სმ სიმაღლის აგურის შემაღლება, რომელზეც წმიდა ნინოს ფერწერული გამოსახულებაა წარმოდგენილი. 1997 წლამდე აქ იდგა მიხეილ საბინინის მიერ შეწირული მარმარილოს ქვა. ამჟამად არსებული საფლავის ქვა არის ოთხ სვეტზე დამყარებული მარმარილოს მასიური ფილა, რომლის ზედაპირი ორნამენტული მორთულობითაა დამუშავებული. სამკვეთლოსა და ეგვტერის აფსიდებში კედელთან მიდგმული ტრაპეზებია გამართული.

ეკლესიის მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი გამაგრება და გაწმენდა მოხდა 1997 წელს. ეკლესიის კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმიდა გიორგის და წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. ბოდბის ტაძრის კანკელი, ისევე როგორც კედლის მხატვრობა, 1823 წელსაა შესრულებული ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილის მიერ. ბოდბის ტაძარში არსებული საფლავები ძირითადად განლაგებულია ნავთა გამყოფ ბურჯებს უკან და ნართექსში. სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი.

1888 წელს ბოდბეს ოჯახით ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსნდრე. აღნიშნულია, რომ მისი ჩამოსვლისათვის ბოდბის ტაძარს რესტავრაცია ჩატარებია. 1889 წელს ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იღუმენია იუვენალია. მას რუსეთიდან ჩამოყვა 6-7 მონაზონი, თუმცა მათი რიცხვი მცირე დროის მონაკვეთში 200-მდე გაიზარდა.

IMG_4176.jpg1889 წლის შემდეგ ბოდბეში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ამ ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 1902 წლიდან ბოდბეში იღუმენიად დაადგინეს იუვენალია II (თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და), რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის გასაძლიერებლად. მისი მცდელობით აღდგენილი იქნა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და გალობა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბოდბეში აშენდა სამონასტრო შენობები, ეზო შემოიზღუდა ქვის გალავნით. 1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

1991 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი ცხოვრება აღდგა.

2002 წელს აღდგა სამრეკლო. მთავარ ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.

მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს “წმინდა ნინოს წყაროს” უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამბობენ, რომ მას ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

ბოდბის ტაძარი დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, მოქმედი დედათა მონასტერია.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ქრისტიანული სალოცავი, სადაც ღორებს სწირავდნენ
5e05a09c42.images.new_photo.143228066714ნეკრესი - სამონასტრო კომპლექსია კახეთში, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ შილდას მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე მდებარეობს.

IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა იქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში აბიბოს ნეკრესელი (ასურელი მამა) დამკვიდრდა. მის დროს ნეკრესის საეპისკოპოსო დაარსდა და XIX საუკუნამდე იარსება. აბიბოსი ერთი იმ ასურელი მამათგანია, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით ჩამოვიდნენ და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე დაარსდა. აბიბოსი სირიიდან იოანე ზედაზნელს მოჰყვა და ერთი პერიოდი ზედაზენზე მასთან ერთად მოღვაწეობდა, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. სპარსელები მაზდიანობის დასანერგად ყველა ღონეს ხმარობდნენ, რის წინააღმდეგაც მან მკაცრად გაილაშქრა.

ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიეცა. იქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. 

არსებობს ასეთი ლეგენდაც:

მტერს ალყაში მოუქცევია ნეკრესის სალოცავი და იქ თავშეფარებული ქართველები. ტაძარში მყოფებს საკვებიც გამოელიათ და ხსნაც არსაიდან ჩანდა. შეწუხდა ხალხი, ქალებმაც იარაღი 
 
აისხეს, ილოცეს და ბრძოლისთვის მოემზადნენ, მაგრამ როგორ უნდა გაერღვიათ ალყა - მტერი მათზე ათჯერ მეტი იყო და თან, უკეთ შეიარაღებული!

ლეგენდის თანახმად, მოულოდნელად ჩოჩქოლი ატეხილა: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის თავგადადებულ რაზმში ერთს აზრად ასეთი რამ მოსვლია, - მოდი, ღორები დავსეროთ და მტერზე მივუშვათო. ყველა ერთხმად დათანხმებია. ჯერ ღორების ჭყვიტინმა გააყრუა იქაურობა, მერე კი ნეკრესის გალავნის კარი გაიღო და ტკივილისგან გადარეული კოლტი პირდაპირ მოალყეებისკენ გაქანდა. 

სპარსელები ერთხანს გაკვირვებულები უცქერდნენ იმ სანახაობას, მერე გონს მოეგნენ და მიხვდნენ: პირუტყვი მათ "დასალაშქრად" მიექანებოდა და თან, ირგვლივ სისხლს ღვრიდა... "წყეული გიაურები, ეს რა მოუფიქრებიათო!" - გაჰყვიროდნენ და იქაურობას ეცლებოდნენ. 

ალყა გაირღვა. ღორების კოლტს ქართველების რაზმი მოჰყვა, რომელთაც ადვილად დაამარცხეს დაბნეული მტერი და სამშვიდობოს გავიდნენ. იმ დღეს ყველა გადარჩა.

მას მერე ყოველ წელიწადს, შობა დღეს იწყება ნეკრესობის დღესასწაული, რომელიც ერთი კვირა გრძელდება, სადაც უამრავი ხალხი თავს იყრის. 

იმასაც ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ტაძარში შესაწირად ღორები მიჰყავდათ...


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
  დუისის თემი   ზემო ალვანის თემი
  ზემო ხალაწნის თემი   ზემო ხოდაშნის თემი
  მატნის თემი
  მაღრაანის თემი
  ომალოს თემი   ოჟიოს თემი
  საკობიანოს თემი
  ქვემო ალვანის თემი   ქისტაურის თემი
  შახვეტილის თემი   ჯოყოლოს თემი   ტაძრები ნასოფლარებზე


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯიგარი ხარ კახუნა . კაი თემა გახსენი. :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

გაიხარე ბაბუ

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

 

 

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.

ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავებისაკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.

ტაძარი, უმთავრესად კი , გარე და შიგა პირი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.

დღევანდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ივნისში ხანგრძლივმა წვიმებმა ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც XIII საუკუნის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარში რამდენიმე ადგილზე წყალი ჩადგა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წყლით დაიფარა ღირსი მამის, იოსებ ალავერდელის საფლავის მიმდებარე ტერიტორიაც. დანესტიანდა და დაობდა კედლები. სპეციალისტების შეფასებით, წვიმების შემთხვევაში ტაძრის და სამონასტრო კომპლექსის დატბორვა ისევ მოსალოდნელია. ასევე, საფრთხე ტაძრის მდგრადობასაც ემუქრება.[1]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]17021402_1889968684582141_68050730957209

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

960px-Panorama_of_Alaverdi.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
 

 

matanis cxrakaras monasteri
(V s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi 
2. mniSvnelovani da saintereso informacia 
3. adgilmdebareoba 
4. ruka 
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi 
7. arqiteqturuli aRwera 
8. Zeglis daqvemdebareba da statusi 
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia 
10. marSruti 
11. bmulebi
 

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

რამოდენიმე ეკლესია სამრეკლო, დარბაზი და გალავანი;

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ცხრაკარას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 4 კმ-ში მდებარე სოფელ მატანის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.

4. ruka

cxrakara_ruka_a.jpg

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება;

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

gegma_a.jpg gegma

ა) ცხრაკარას მონასტრის მთავარი ნაგებობა ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით სწორკუთხაა (10X8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. სამხრეთი ნავი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა. შუა ნავი ვიწრო და მოკლეა და გვერდის ნავებთან შედარებით ბევრად მაღალი. განათებულია ცუდად. აღმოსავლეთით მას ნახევარწრიული აფსიდი აქვს. რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი ასეთივე სარკმელი ნავის სამხრეთ კედელშიცაა. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიშენებული. აფსიდს მთელ სიგრძეზე საფეხური გასდევს. აფსიდი კონქითაა გადახურული, რომლის ნახევარწრიული თაღი შირიმის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისაგან მოგვიანებით აგებული აგურის კანკელითაა გამიჯნული.VIII-IX საუკუნეებში გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილს ზედა ნახევარი და კამარის ნაწილი აღუდგენიათ. აღდგენის დროს, გრძივ კედლებზე მოუწყვიათ ორ-ორი ყრუ თაღი, რომლებიც ორ პილასტრსა და მათ შორის მოქცეულ ნახევარ სვეტს ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთი წყვილი აფსიდის მხარეებთან მეორე საფეხურს ქმნის. თაღები და პილასტრები შირიმითაა გამოყვანილი. შირიმისაა აფსიდის მხარეებიც. კედლების დასავლეთი ნაწილი და მათ ზემოთ კამარა ცვლილებების გარეშეა. კამარა დაყრდნობილია საბჯენ თაღზე, რომელიც თავდაპირველი და განახლებული ნაწილების საზღვარზეა. შუა ნავი ჩრდილოეთ ნავს სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი ორი ნახევარწრიული თაღით უკავშირდება.

dassfasadi_a.jpg dasavleTis fasadi

ჩრდილოეთ ნავი არსებითი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი. ნავის აღმოსავლეთ კიდეში სწორკუთხა სამკვეთლოა, შესაასვლელით ჩრდილოეთ ნავიდან. კარი ნავის მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნით – სწორკუთხაა. მეორე კარი (გვიანდელია) სამხრეთ კედელშია. იგი შუა ნავის საკურთხეველში გადის. ამ მხრიდან კარის გვერდები გასწორებულია კვადრატული აგურით. სამკვეთლოს აღმოსავლეთით ვიწრო სარკმელი აქვს. გადახურულია პირამიდული ფორმის სხმული კამარით. ნავის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომლითაც ბაზილიკა ჩრდილოეთიდან მიშენებულ ეკლესიას უკავშირდება. ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელსაც კონსოლებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. ნავის დასავლეთ კიდეში განიერი თაღია, რომლითაც ჩრდილოეთ ნავი დასავლეთისას უკავშირდებოდა. თაღი დაყრდნობილი იყო პილასტრებზე, რომლებიც დასავლეთის კამარის აღდგენის დროს ჩამოუჭრიათ.
სამხრეთი ნავი გვიანი შეკეთების შედეგად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ნავი ორი განივი თაღით გამოყოფილია სამ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდია, დამოუკიდებელი საკურთხევლით და ტრაპეზით. ფართო თაღი, რომელიც ნავის ამ ნაწილს შუა ნავთან აკავშირებს, მოგვიანებითაა გაჭრილი. აფსიდი თავდაპირველად უსარკმლო იყო. ამჟამად აფსიდში არსებული სარკმელი გვიანდელია. ნავის დასავლეთი ნაწილი დასავლეთ ნავში გახსნილია თაღი (გვიანდელია), რომელსაც ნავის კამარა ეყრდნობა. ნავის შუა ნაწილი გეგმით კვადრატულია და გუმბათოვანი კამარა ხურავს. გუმბათი რვაკუთხედზეა დასმული, გუმბათქვეშა კვადრატებიდან გუმბათის საფუძველის რვაკუთხა მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში ჩასმული შირიმის თითო ქვა, რომელშიც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. გუმბათის ნახევარსფეროს წყობაში, რომელიც შირიმითაა შესრულებული, გამოყვანილია თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარი. ნავის აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილები გადახურულია სხმული კამარებით, რომელთა ჩრდილოეთი ქუსლი შუა ნავის კედელზე მიშენებულ თაღებს (გვიანდელია) ერდნობა. სამხრეთ ნავს სამხრეთით ერთი სწორკუთხა (მთავარი) და ერთი თაღოვანი შესასვლელი აქვს, რომლებიც სამხრეთის ნავს სამხრეთიდან მიშენებულ დარბაზულ ეკლსიასთან აკავშირებენ. 
ეკლესიის დასავლეთი ნავი გვერდის ნავებზე რამდენადმე განიერია, გადახურულია სხმული კამარით, რომლის აღმოსავლეთ ქუსლის საყრდენად შუა ნავის დასავლეთ კედელზე მიშენებულია პილასტრებზე დაყრდნობილი სამი სხვადასხვა მალის თაღი. მათგან შუა თაღში შუა ნავის ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელია მოქცეული. ნავის დასავლეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომელიც ბაზილიკაზე დასავლეთიდან მიშენებულ კარიბჭეში გადის. 

ganakveti_a.jpg Wrili

ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და კედელზე შემონახულია მხატვრობა, რომელიც შესრულებულია XVI საუკუნეში გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის ანასტასიას (მონაზვნობაში ანა) შეკვეთით.
საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. პირველი რეგისტრი, კონქის კომპოზიცია, აღარ არსებობს. მეორე რეგისტრში გამოსახულია საიდუმლო სერობა, მესამეში – წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა – ბარძიმზე გამოსახულია ქრისტე, რომლისკენაც ორივე მხრიდან მიმართული არიან ეკლესიის მამები. მხატვრობა დასრულებულია ფართო ორნამენტული ზოლით. შუა ნავის მხატვრობის უმეტესი ნაწილი დაღუპულია. დასავლეთ კედლის შუა ნაწილში მიზინების ფრაგმენტია შემონახული, შესასვლელის თავზე – ქრისტე ფხიზელი თვალი, იქვე, კედლის სამხრეთ მონაკვეთზე – გვირგვინოსანი მოხუცი, რომელიც კალმით წერს გაშლილ გრაგნილზე. ტექსტი ბერძნულია. ბერძნულია მისი ვინაობის აღმნიშვნელი წარწერაც “წმინდა დ” (დავითი). სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ქტიტორთა ორი ფიგურაა შემორჩენილი. ერთი მათგანი ძლიერ დაზიანებულია და არ გაირჩევა, მეორე, მუხლმოყრილი პატარა ბიჭია.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შუა და ჩრდილოეთ ნავის სარკმლებს შირიმის ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი რელიეფური თავსართები აქვთ. კედლები დასრულებული ყოფილა საფეხუროვანი ლავგარდანით (გვიანდელია), რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგებოდა.
ბაზილიკის დასავლეთ შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა (4X3.3 მ). შესასვლელები მას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ჩრდილოეთ კედელში მცირე ზომის აფსიდის მაგვარი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. კარიბჭე გადახურულიაკვადრატის საფუძველზე დაყრდნობილი ჯვაროვანი კამარით. სახურავი ორფერდაა. 
ბ) ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესია, რომლის ჩრდილოეთ კედელი ბაზილიკის სამხრეთ ნავის სამხრეთ კედელზეა დაშენებული, გეგმით სწორკუთხაა (6.9X3.6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გვიანდელი შეკეთების დროს კვადრატული აგურია ნახმარი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან კედლის თაღოვან შეღრმავებულ არეშია ჩასმული; მისი წირთხლები და გადახურვა კარგად გათლილი შირიმისაა. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდის ღერძზე თარაზულად გადახურული განიერი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია სწორკუთხა ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და იმპოსტები არა აქვს. კანკელი აგურისაა (გვიანდელია). იგი აფსიდის მხრების ხაზიდან წინ წამოწეულია, რის გამოც საკურთხევლის სიღრმე გაზრდილია და დარბაზის სიგრძეს უტოლდება. დარბაზის კამარა ნახევარწრიულია. დარბაზის დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედელზე კი, ფართო და მაღალი ყრუ თაღი.
ეკლესიის კანკელსა და დასავლეთ კედელზე შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობა. კანკელის ზედა რეგისტრში ვედრების კომპოზიცია და 12 მოციქულია წარმოდგენილი. აღსავლის კარის ჩრდილოეთით ღვთიმშობლის გამოსახულებაა, მის გვერდით – წმინდა პეტრესა და კიდევ ორი მოციქულის გამოსახულების ნაშთი. ღვთისმშობელსა და წმინდა პეტრეს ასომთავრული წარწერები ახლავს. ამავე მინაშენის კამარის სამხრეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი და მაღალი შენობის ნაწილი. დასავლეთ კედელზე, თაღის ქვედა ნაწილში, ჩანს ორი ქტიტორის ფიგურა და მათ შორის მაცხოვრის წელზედა გამოსახულება. თაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ორ რეგისტრად განლაგებულია ოთხი წმინდანი. ზედა რეგისტრში, მედალიონებში, მოთეთრო ყვითელი და მოწითალო ყავისფერი კონცენტრული წრეების ფონზე, გამოსახულია ორი წმინდა დედა ჯვრით ხელში. ბაზილიკისა და სამხრეთი მინაშენის მხატვრობა თავისი დროის მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული. 
გარედან ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით (გვიანდელია), რომლის პროფილს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.
გ) ბაზილიკაზე ჩრდილოეთიდან მიშენებული დარბაზული ეკლესია (8.2X5.3 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, გარეთა კუთხეებში და შესასვლელის წირთხლებად გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, მის ღერძზე ერთი თარაზულად გადახურული სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – თითო პატარა ნიში. საკურთხეველში ქვის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის კონქის ნახევარწრიულ თაღს იმპოსტები არა აქვს. ნახევარწრიულია დარბაზის კამარაც. დარბაზის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თარაზალუად გადახურული სარკმელია, სამხრეთ კედელში _ ფართო და მაღალი თაღი, რომელშიაც ბაზილიკის ჩრდილოეთის კარი გამოდის. ეკლესიის იატაკის ქვეშ, ერთმანეთისაგან კედლით გამიჯნული ორი კამაროვანი სათავსია. ამ სათავსებში ჩასასვლელი კიბე დარბაზის დასავლეთ ნაწილშია. 
დ) ბაზილიკის დასავლეთით 4 მ-ზე დგას შირიმის გათლილი კვადრებით მოპირკეთებული, XIV-XV საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7.3X5.2 მ), რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდია; აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული საბჯენი თაღი ეყრდნობა.აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ კედელშია. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისაგან გამოყოფილია კანკელით. დარბაზის შირიმით ნაწყობი კამარა ორ საბჯენ თაღს, ეყრდნობა, თაღები მარტივი პროფილის კონსოლებს. ერთი თაღი კამარის შუაშია, მეორე – დასავლეთ კიდეში.
ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა XVI საუკუნის II ნახევარში უნდა იყოს შესრულებული. საკურთხეველში მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად: I და II რეგისტრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით. კამარის საბჯენ თაღებს გასდევს მსხვილი მცენარეული ორნამენტი, რომელშიც ჩართულია წინასწარმეტყველთა წელსზედა გამოსახულებები.
ეკლესიის ფასადებიდან მოპირკეთების ქვები ყველაზე მეტად დასავლეთ ფასადს შემორჩა. ფასადზე შესასვლელის სწორკუთხა ღიობს ბურთულებზე დაყრდნობილი სადა ლილვი ევლება და ბურთულებზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვის თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს თაღის არეში, შესასვლელის თავზე, რელიეფური ჯვარია გამოყვანილი, მოჩარჩოების ზემოთ _ მოზრდილი ბურთულა. ბურთულის ზემოთ მრგვალ სარკმელს გრეხილი აქვს შემოვლებული. სარკმლის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადის წყობაში ჩასმულია გეომეტრიული ორნამენტით შემკული რამდენიმე ქვა.
ეკლესია დგას შირიმით ნაწყობ ლილვიან ცოკოლზე. ლავგარდნის (შემორჩენილია მცირე ნაწილი) პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდხაზოვანი ზედაპირი და ლილვი.
ე) ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 7-8 მეტრზე მეორე დარბაზული ეკლესიის (7.9X5 მ) ნანგრევებია. 
ვ) სამრეკლო რვაწახნაგაა, ნაგებია მთლიანად კვადრატული აგურით. შემორჩენილია მცირე ნაწილი. სამრეკლოზე ასასვლელი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის სახურავზე მოწყობილი სათავსიდანაა _ კამარაში გაჭრილი სწორკუთხა ხვრელიდან, რომლის შემდეგ (ჩრდილოეთ ეკლესიის სახურავზე) იწყება სამსაფეხურიანი კიბე.
ზ) ბაზილიკის სამხრეთ ნავისა და მასზე სამხრეთიდან მიშენებული ეკლესიის წინ აგურით ნაგები კვადრატული დარბაზის (7,6X7.5 მ) ნანგრევებია. შესასვლელი მას სამხრეთიდან ჰქონია, ხოლო აღმოსავლეთით, ორ რვაწახნაგა ბურჯზე დაყრდნობილი სამი ფართო და მაღალი შეისრული თაღით იყო გახსნილი. დარბაზის დასავლეთ კედლის ხაზზე (რვაწახნაგა ბურჯების მოპირდაპირედ) ორი სწორკუთხა ბურჯია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების შუაში _ თითო მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრი. დარბაზი, როგორც ჩანს, რთული ფორმის კამარით ყოფილა გადახურული. კამარა დაყრდნობილი იყო ბურჯებზე გადაყვანილ (აღმოსავლეთის მიმართულებით) ორ საბჯენ თაღზე, რომლებსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან პილასტრებიდან ამოსული თითო თაღი ერთვოდა. 
2005 წელს, მატანის ცხრაკარას სამონასტრო კომპლექსში ჩატარდა მოხატულობის კონსერვაცია და გადახურვითი სამუშაოები. ბათქაშის ქიმების საერთო რაოდენობის 70-80% გამაგრდა კირ-ქვიშის ხსნარით. აიყარა ხელოვნური ლორფინი და გადაიხურა მოთუთიებული თუნუქით.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

მატანის ცხრაკარას მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.

10. marSruti



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
250px-Kvetera1.jpg
 
კვეტერის გუმბათოვანი ეკლესია

კვეტერაკვეტარიკუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთშიახმეტის მუნიციპალიტეტშიმდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხექვედა ციხეგალავანისასახლედარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.

წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება[1], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

 

ისტორია

კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება[2], თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.[3]

კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო.[1] აღნიშნულის შესახებ მემატიანე გვამცნობს:

15px-Wikiquote-logo.svg.png „და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა.[4]

საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

არქეოლოგიური გათხრები

1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). ზედა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, ბურჯის ქვეშ გამოვლინდა ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნაშთი, გაითხარა სასახლე, გაიწმინდა გუმბათოვანი ეკლესია, ციხის წყალსაცავი, მთავარი (დასავლეთის) კარიბჭე, რვაწახნაგა კოშკი, დადგინდა წყალსადენის ტრასა. დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი, მოჭიქული კრამიტი, ფაიანსის ნატეხები, მინის ჭურჭელი და სამაჯურებისპილენძის მონეტა და სხვა. აღმოჩენილი მასალა, რომელიც IX–XIII საუკუნეებით დათარიღდა, ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე საწარმოო წუნის, ნახევარფაბრიკატებისა და მეთუნეობასთან დაკავშირებული საგნების აღმოჩენა, აგრეთვე ზოგიერთი ჭურჭლის თავისებურება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონია.

1968-1970 წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (არქიტექტორი ო. თორთლაძე, კონსულტანტი არქიტექტორი ლ. რჩეულიშვილი) ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები: აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის დანგრეული ნაწილები. 1984 წელს დამუშავდა ძეგლის აღდგენა-გამაგრებისა და კონსერვაციის პროექტი (არქიტერტორი ი. მოსულიშვილი). 1987-1991 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენა-კონსერვაცია, რომელიც ბოლომდე ვერ დასრულდა. 1991 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით უხარისხოდ შეკეთდა ქვედა ციხის გალავნის ჩრდილოეთი კედელი.

ნაგებობები

კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. მისი მოხაზულობა უსწორმასწოროა და მკვეთრადაა წაგრძელებული აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმათულებით (308 х 85 მ). ციხის ყველაზე მაღალი და შედარებით სწორი ადგილი უჭირავს შიდა ციხეს (ციტადელი), რომელიც დანარჩენი ნაწილისგან ზღუდითვეა გამოყოფილი. მეორე ნაწილი (ქვედა ციხე) ბევრად უფრო დიდია. შიდა და ქვედა ციხეებს შორის დონეთა სხვაობა 35 მეტრია. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული.[5]

შიდა ციხე
300px-Kvetera_fortress_plan.jpg
 
შიდა და ქვედა ციხის გეგმა

შიდა ციხე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული მრავალკუთხედია, რომლის კედლებშიც ჩადგმულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, გამაგრებულია კონტრფორსებით. ფართობი დაახლოებით შეადგენს 3500 მ²–ს.

შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიაგუმბათოვანი ეკლესიასასახლე, დამხმარე ნაგებობათა და წყალსაცავის ნაშთები. შიდა ციხეს ორი შესასვლელი აქვს — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. ამ უკანასკნელით იგი ქვედა ციხეს უკავშირდება. შიდა ციხის აღმოსავლეთის ორივე კუთხეში ჩართულია დიდი მრგვალი კოშკები. ორივე კოშკის კედელი ეზოს მხარეს სწორია და მთელი ტანით გალავნის გარეთ არის გასული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი (სასიგნალო?) კოშკი მასიურია (დიამეტრ 7 მ, სიმაღლე 16, 6 მ), აქვს მოსწორებული თავი, რომელზედაც გალავნის კედელში მოწყობილი ღია კიბე ადის. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია სამსართულიანი კოშკი (დიამეტრი 5,3 მ, სიმაღლე 12,2 მ). კოშკის პირველ და მეორე სართულებს შესავლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ორივე შესასვლელი თაღოვანია. მესამე სართული გადაუხურავ, მაღალი კედლით შემოზღუდულ ბანს წარმოადგენს. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი (შემორჩნილია კოჭების საყრდენი ბუდეები). მეორე სართულის გადახურვის კოჭები კი, ბანის კედლის დავიწროებით მიღებულ საფეხურს ეყრდნობოდნენ.

გალავანი

გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩრთულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი სწორკუთხა კოშკი, რომლებიც კედლის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად გვიანი შეკეთების დროსაა აგებული. სამივე კოშკი ძლიერაა დაზაინებული, მათგან აღმოსავლეთით მდგარი, გეგმით კვადრატული (5 X 5 მ) კოშკი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. კოშკის დასავლეთ კედელში (სიმაღლე 1,7 მ) შემორჩენილია შესასვლელის კვალი. შუა კოშკი (7,5 X 4,5 მ), რომელიც სასახლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული, მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე დგას. ერთადერთი შესასვლელი კოშკის პირველი სართულის სამხრეთ კედელშია. შესასვლელს წინიდან რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბე ადგება, რომელიც სასახლის ჩრდილო - დასავლეთ კუთხეშია მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. კოშკის დასავლეთ კედელს ებმის გალავნის ჩრდილოეთ კედელში (კოშკის ძირში) გაჭრილია ვიწრო სათადარიგო კარი (ამოშენებულია), რომელსაც გვერდებზე თითო ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. მესამე, დასავლეთით მდგარი კოშკიდან, მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხის ნაწილია შემორჩენილი, სამი სართულის სიმაღლეზე. შესასვლელი კოშკს სამხრეთიდან ჰქონია, მიწიდან 1,8  სიმაღლეზე.

გალავნის სამხრეთ კედლის შუაში ჩართული სწორკუთხა (6,8 X 5,3 მ.) კოშკისაგან მხოლოდ დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილებია შემორჩენილი. ეზოს მხარეს, პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორჩნილია კარის დასავლეთ წირთხლი და მის ზემოთ მდებარე პატარა სწორკუთხა ხვრელობი. ამავე კედელში, მეორე სართულის დონეზე — დიდი თაღოვანი სარკმლის დასავლეთ ნახევარი. კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მოწყობილია კარი, რომლითაც შიდა ციხე ქვედა ციხეს უკავშირდებოდა. შიდა ციხის დასავლეთ კუთეში მდგარა მრგვალი კოშკი (შემორჩენილია საძირკველი).

დარბაზული ეკლესია

კვეტარის დარბაზული ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა (შიდა ზომები აფსიდის გარეშე: 6,1X3,1 მ, გრძივი კედლების სისქე 1,07 მ, დასავლეთის კედლის სისქე 2,05 მ). განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე. ციხის მშენებლობის დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი აქ აგებული მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდი მთლიანად ქვა-დუღაბის ბეტონით შეუვსიათ.

ეკლესია ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. შემორჩენილი კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ორივე კარი ხის ძელებით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). აფსიდი ნალისებრი ფორმისაა, გადახურულია კონქით (აფსიდისა და კონქის ნაწილი აფსიდის შემავსებელ ბეტონში არსებულ ხვრელში მოჩანს). დარბაზი ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლები გრძივ კედლებზეა შემორჩენილი. ეკლესიას სამხრეთიდან მცირე ზომის, გეგმით სამკუთხა მოხაზულობის სათავსი ეკვრის (შემორჩენილია 1,5 მ სიმაღლის კედლები).

გუმბათოვანი ეკლესია
Kvetera_church_plan.jpg
 
გუმბათოვანი ეკლესიის გეგმა

გუმბათოვანი ეკლესია (10,5 X 9,8 მ) დგას შიდა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება X საუკუნეს. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი, ნაწილობრივ დიდი ზომის (100 X60, 80 X100) ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული ყელი. ჯვრის ოთხივე მკლავი ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. მკლავებს შორის, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში გეგმით წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ოთხივე აფსიდის წინ ნახევარწრიული კამარით გადახურული ბემაა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდების ბემები ჩრდილო და სამხრეთ ბემებზე ორჯერ უფრო ღრმაა, რის გამოც ჯვრის აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძი რამდენამდე აღემატება სამხრეთ–ჩრდილოეთის ღერძს. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთ აფსიდებშია გაჭრილი. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან — თაღოვანი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის სამი თაღოვანი სარკმელია. დანარჩენ აფსიდებში — თითო. თითო თაღოვანი სარკმელია მკვალებს შორის მოქცეულ ნიშებშიც. ჯვრის ოთხივე მკლავის ბოლოებში სამ–სამი შეჯგუფებული ნახევარსვეტია, რომლებსაც საერთო ოთხწახნაგა კაპიტელი აგვირგვინებს; კაპიტელზე დაყრდნობილია როგორც გუმბათქვეშა, ისე მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღები. გუმბათქვეშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები ოდნავ ნალისებრი ფორმისაა, დანარჩენი ორი — ნახევარწრიული. აფსიდებისა და გუმბათვეშა თაღების ქუსლებთან თაროსა და შეწყვილებული ლილვისგან შედგენილი იმპოსტებია. ასეთივე იმპოსტებია გამოყოფილი კუთხის სივრცეების გადამხურავი ნახევარსფეროების საფუძვლის მთელ პერიმეტრზე. გუმბათქვეშა კვადრატიდანგუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ერთი-მეორის მიმართ გადმომჯდარი თაღების სისტემა. გუმბათქვეშა თაღებისა და მკლავებს შორის მოქცეული ნიშების თაღების თავზე, კონსოლებზე დაყრდნობილი და საფეხურით გამოშვერილი თითო თაღია. ნიშების თაღების ზემოთ (გუმბათქვეშა თაღების წვერის დონეზე) მოწყობილია კიდევ ორ–ორი ასეთი თაღი, რომელთა შორის მოქცეული არეები შევსებულია შიგნითკენ ოდნავ გადმოხრილად დაწყობილი ქვის ფილებით, რომლებიც თაღებთან ერთად გუმბათის ყელის წრიულ საფუძველს ქმნიან.

გუმბათის ყელს მარტივი პროფილის (თარო, დახრილი სიბრტყე და ლილვი) სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში ექვსი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი.

300px-Church_of_Kvetera.jpg
 
კვეტერის ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ეკლესიის შიდა სივრცის სტრუქტურას სავსებით შეესაბამება მისი გარეთა ფორმები. გარედან ოთხივე აფსიდი ჩაწერილია ხუთწახნაგოვან შვერილში, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე მათ შორის მოქცეული ნიშების შვერილები. მათ ზემოთ, მკლავებს შორის, გუმბათვეშა კვადრატის კუთხეებია. მკლავებს შორის მოქცეულ ნიშებს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. კვრის მკლავების შვერილების წიბოებს სამ-სამი შეჯგუფებული სადა ლილვი ასდევს, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ლილვები სამაჯურებიანი ბურთულებით არიან დაბოლოებული და დაყრდნობილი არიან კვადრატულ ბაზისებზე. ანალოგიური ფორმისაა მათი კაპიტელებიც. კუთხის ნიშების შვერილები ნახევარწრიული ფორმისაა.

თითოეული მათგანის ღერძს, ცოკოლიდან სარკმლის ძირამდე, აუყვება კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვი. ლილვები სარკმლის ძირთან განშტოებულია, ევლებიან ორგვლივ სარკმელს და ერთვიან სარკმლის ზემოთ (ლავგარდნის ძირის დონეზე) ჰორიზონტალურად გამავალ ლილვს. მკლავების შვერილების ანალოგიური მოტივითაა დეკორირებული გუმბათის ყელიც. მისი ზედაპირი დანაწევრებულია თორმეტი დეკორატიული თაღით, რომლებიც ორი ლილვისგან შედგენილ ჰოტიზნტალურ სარტყელს ეყრდნობიან.

ეკლესიის მკლავებს, კუთხის ნიშების შვერილებს და გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს მკვეთრად შვერილი ლავგარდანი, რომლის პროფილს ქმნის ორ ლილვს შორის მოქცეული ირიბი სიბრტყე. ეკლესიის გუმბათი დაბალი, მრუდხაზოვანი სახურავითაა გადახურული. სახურავები დაბურულია ლაჟვარდისფრად მოჭიქული კრამიტით.

სასახლე
250px-Palace_of_Kvetera.jpg
 
კვეტერის სასახლის ნაშთები
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება X-XI საუკუნეებს.[6] ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი (16,5 X 9,2 მ) ორსართულიანია, ხოლო მეორე რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული – ერთსართულიანი. ეს უკანასკნელი ძირითად ნაწილზე ოდნავ გრძელია (სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხის წინ შემორჩენილია ამ ნაგებობის სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი). ერთსართულიან ნაწილს დასავლეთიდან (მთელ სიგანეზე), გეგმით სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი ეკვრის, რომელიც მთლიანად ფარავს სასახლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეს. ამ კუთხეშია მოწყობილი კოშკის ერთადერთი შესასვლელი.

სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში — ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი. შიგნით ქვედა სართულის კედლები, ზედა სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის.

250px-Tower_of_kvetera.jpg
 
კვეტერის კოშკის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მეორე სართული მისაღები დარბაზია, შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ–ორი, ხოლო სამხრეთ კედელში სამი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არიან ჩასმული. სარკმლებისა და შეღრმავებების თაღები ოდნავ ოვალურია – მსუბუქი ტეხილით წვერთან. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ ოთხ ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმული ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.

ქვედა ციხე
250px-Tower_of_kvetera_2.jpg
 
კვეტერის კოშკის შიდა ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ქვედა ციხეს მთის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი ფერდის ნაწილი უკავია. მისი ფართობი დაახლოებით 25000 მ²–ს შეადგენს, გალავნის საერთო სიგრძე — დაახლოებით 540 , სისქე 1,1 გალავნის კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილი კედლების საშუალო სიმაღლე 4,5 მეტრია. საბრძოლო ბაქანი აქაც ხისა ყოფილა.

ქვედა ციხეს ორი კარიბჭე აქვს. მათგან მთავარი გალავნის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, ციხის ყველაზე დაბალ ადგილზე. ამ მხრიდან ციხეს ერთადერთი მისასვლელი გზა ადგება. კარიბჭის წინ კლდის ქარაფია, მათ შორის კი ვიწრო გასასვლელია დარჩენილი. მეორე კარიბჭე აღმოსავლეთითაა, გალავნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებს შერთვსი ადგილზე. მთავარი კარიბჭე მოქცეულია ორ მძლავრ ბურჯს შორის. მათგან ერთი, გეგმით წრიული (დიამეტრი ფუძის დონეზე 3 მ, სიმაღლე 7,8 მ) და ზემოთკენ შევიწროებული — მასიურია, ხოლო მეორე ნახევარწრიულია, სამსართულიანი (სიმაღლე 9 ) და ეზოს მხრიდან მთელ სიმაღლეზე ღიაა. ბურჯის პირველი და მეორე სართული კარიბჭის მცველთა სადგომს წარმოადგენდა. მესამე სართული ქონგურებიანი (შემორჩენილია ნაწილები) ღია ბანი ყოფილა. მეორე კარიც ბურჯებს შორისაა მოქცეული, რომლებიც მთლიანად გალავნის ხაზს გარეთ არიან გასული. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ სამსართულიანი ბურჯი. ეზოს მხრიდან ბურჯის სამივე სართული გახსნილია, ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია (შემორჩენილია ხის ძელების საყრდენი ბუდეები). მესამე სართული ხუთი მოზრდილი ზომის ქინგურით შემოზღუდულ ღია ბან სწარმოადგენს. ქონგურები იატაკის დონიდან იწყებიან და ორკალთა დაბოლოება ჰქონიათ (მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ ერთი). ბურჯებს შორის მოქცეულია ქონგურებით დასრულებული სწორი კედელი, რომელზეც, ეზოს მხრიდან, საბრძოლო ბაქანი ყოფილა მოწყობილი. კედლის შუაში ხის ძელებით გადახურული ვიწრო კარია.

ქვედა ციხის დასავლეთ ნაწილში, კარიბჭესთან ახლოს, დგას შერჩეული რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები რვაკუთხა კოშკი (სიმაღლე 9 მ). გარედან წყობას ბათქაში აქვს გადასმული, ისე რომ ზედაპირი საკმაოდ გლუვია. კოშკი დგას დაბალ სწორკუთხა საფუძველზე, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ამ მხრიდან საფუძველს პატარა მინაშენი ჰქონია (შემორჩენილია კედლის ნაწილებიც). კოშკი შიგნით მრგვალია და მთელ სიმაღლეზე აქვს ოსტატურად ნაგები ქვის ხვეული კიბე, რომელიც განათებულია ხუთი პატარა სარკმლით. კოშკს თავი მონგრეული აქვს.

კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გალავნის კედელთან ახლოს, შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. კოშკის ირგვლივ საკმაოდ დიდ ფართობზე მრავლადაა შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.

წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან.

საინტერესო ფაქტები

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[7]

გალერეა
  • 90px-Kvetera7.jpg
    გუმბათის საყრდენი სვეტის თავი
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
  •  
  • 120px-Kvetera2.jpg
    გუმბათის შიდა ხედი
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
  •  
  • 90px-Kvetera3.jpg
    გუმბათის საყრდენი სვეტები
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
  •  
  • 90px-Kvetera4.jpg
    კვეტერის ეკლესიის აფსიდი
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
  •  
  • 120px-Kvetera5.jpg
    სასახლის ნაშთები შიდა ციხეში
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
  •  
  • 90px-Kvetera6.jpg
    წყალსაცავი შიდა ციხეში
    ჯაბა ლაბაძის ფოტო
რესურსები ინტერნეტში ლიტერატურა
35px-Commons-logo.svg.png
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 301-304, თბ., 2013 წელი.
  • მუსხელიშვილი დ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 496, თბ., 1980 წელი.
  • ვაჩნაძე დ., სასახლე კვეტერაში, ძეგლის მეგობარი, 1989, N84.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.V, თბ., 1980.
  • ციციშვილი ირ., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955.
  • ციცხვაია ხ., კვეტერა, გაზ. „ბახტრიონი“ (ახმეტა), 1966 წლის 24 დეკემბერი.
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
  • კიკილაშვილი ვ., კვეტერა, გაზ. „ახალი ეპოქა“ 2003 წლის 15-21 აგვისტო
  • დავით მინდორაშვილი, კვეტერის ციხის არქეოლოგიური მასალა, თბ., 2010, ISBN 978-9941-0-2733-8
  • ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა, თბ., 2011
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, თბ., 2010
  • საქართველოს სულიერი საგანძური, წ. I, თბ., 2005
სქოლიო
  1. ↑ 1.0 1.1 დინარა ვაჩნაძე, სასახლე კვეტერაში, ძეგლის მეგობარი, 2, 1989 წ. გვ. 37-45
  2.  კვეტერას ციხესიმაგრე და ეკლესია, ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი მესამე, ტ. 14., თბ., 2007 წ., გვ.141
  3.  საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I, თბ., 2005, გვ. 136.
  4.  ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955, გვ. 306
  5.  საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004, გვ. 97
  6.  ირ. ციციშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995, გვ. 107
  7.  კვეტერა იუნესკოს საცდელ სიაში
14px-Qsicon_Exzellent.svg.png
14px-Facebook_Light_Logo.jpg
 


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

გაიხარე ბაბუ



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
15085678_10209192753113581_4664133706292
15032080_10209192753233584_6655521908911
15027716_10209192753713596_3199195324364
14963349_10209192753953602_6823464153828
15085601_10209192754313611_4323232063505
Gio Fox-მ(ა) დაამატა 7 ახალი ფოტო — Nikoloz Wevelidze-(ს)თან ერთად.

ეს კონდამიანია.... საოცრად მისტიური ადგილი....კისისხევში სულ 70 ზე მეტი ტაძარია....იმაზე მეტი ვიდრე საქართველოს რომელიმე ქალაქსა თუ სოფელში.....ადრე "აქაურობას ქრისტეს საფლავის მიწას" ეძახდნენ და მისი ნაწილი იერუსალიმის საკუთრება იყო.... დღეს კისისხევში არცერთი მოქმედი ეკლესია არაა.....



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
16939680_792409567591155_743725514936014
16831865_792409664257812_555245523880789
16832347_792409717591140_173389974074599
16938990_792409764257802_509949794899376
 

ალავერდის ეპარქიაში არსებულ ეკლესია მონასტერთა შორის ერთ-ერთ მძლავრ სამონასტრო კერას წარმოადგენს წმინდა შიოს მონასტერი. წერილობითი წყაროების მიხედვით, ამ წმინდ...

იხილეთ მეტი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?