Jump to content

სურათი

მსოფლიოს საუკეტესო მხატვრები და გამოჩენილი ადამიანები

რემბრანტ ვან რეინი

ამ თემას აქვს 50 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ტომას მაინ რიდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
ტომას მაინ რიდი 250px-Mayne_Reid.jpg დაბ. თარიღი 4 აპრილი 1818[1] დაბ. ადგილი ბალირონი გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი 1883[1](65 წელი) გარდ. ადგილი ლონდონიგაერთიანებული სამეფო[2] საქმიანობა მწერალი და რომანისტი მოქალაქეობა ირლანდიის რესპუბლიკა
აშშ Thomas Mayne Reid ვიკისაწყობში

ტომას მაინ რიდი (ინგლ. Thomas Mayne Reid; დ. 4 აპრილი1818ირლანდია — გ. 22 ოქტომბერი1883ლონდონიდიდი ბრიტანეთი) — ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავდგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში1850 წელს გამოსცა „The Rifle Rangers“, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.

 

 

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Thomas_Mayne_Reid_5.jpg
 

მისი ლიტერატურული მოღვალეობა 1843 წელის გაზაფხულიდან ფილადელფიაში იწყება. წერს ლექსებსსტატიებსმოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ადგილობრივ თეატრში იდგმება. მწერლის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე უზარმაზარი ტალღის მოვარდნას ჰგავდა—გამომცემლობები რიგში იდგნენ მისი რომანების გამოცემის უფლების მისაღებლად. სწორედ ერთ–ერთი ასეთი გამომცემლობის მფლობელია, არისტოკრატული ინგლისური გვარის შთამომავლის ქალიშვილი იყო 15 წლის ელიზაბეტ ჰაიდი, შემდგომში როდის მეუღლე, რომლის მამაც, ალბათ არასდროს დათანხმდებოდა არასრუწლოვანი გოგონას გათხოვებაზე, მით უფრო 33 წლის კაცზე, რომ არა მისი პოპურალობა.

თავის პირველ რომანში „თავისუფალი მსროლელები“, რომელიც 1850 წელს გამოიცა, მოგვითხრობს მექსიკის ომზე. ამას მოჰყვა მისი რომანები:„სკალპებზე მონადირენი“„კვარტერონი“ , „ოცეოლა“ და სხვა, რომლებმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა.

თავგადასავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Thomas_Mayne_Reid_Vanity_Fair_8_Ma
 

მაინ რიდს სწავლა არ დაუსრულებია. მისი ოცნება მოგზაურობა და რომანტიკური თავგადასავლები იყო. კერძოდ, უნდოდა წასულიყო შეერთრბულ შტატებში, რომლის შესახებაც უამრავი რამ ჰქონდა წაკითხული. ამიტომ 21 წლის მაინ რიდი თავგადასავლის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა ეს ყველაფერი მწერალმა ასახა თავის შემოქმედებაში.

იგი ჩავიდა ახალ ორლეანში სადაც ფული მალე შემოეხარჯა და მუშაობას ერთ-ერთ სავაჭრო ფირმაში იწყებს.მაინ რიდი მალე იგებს რომ ეს ფირმა მონებით ვაწრობს, ამიტომ სამუშაოსა და ქალაქს ტოვებს და მიდის ჩდილოეტში, სადაც სხვადასხვა პროფესიით მუშაობა - იყო გამყიდველირეპეტიტორიმოხეტიალე არტისტი. ნადირობს, ინდიელებთან ვაწრობს და ასევე მათთან რამდენიმე ექსპედიციაშიც მონაწილეობს. მიღებული შთამეჭდილებები შემდეგ თავის ნაწარმოებში წარმოაჩინა.

მაინ რიდი პირველი მწერალი იყო. რომლის რომანიც ინდიელების ენაზე ითარგმნა.

სიკვდილის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაინ რიდზე პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი გამოჩნდა ინგლისურ ცნობარში „ჩვენი დროის ადამიანები“ 1837 წელს. ტრადიციულად, ცნობები თავის თავზე თვითონ მაინ რიდმა დაგვიტოვა. ის დაჯილდოებული იყო მრავალმხრივი ფანტაზიით, რისი დამადასტურებელიცაა ამ ცნობებში შელამაზებული რამდენიმე ფაქტი.

კრიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ ფაქტით სარგებლობდნენ, სანამ 1890 წელს არ გამოვიდა მისი ქვრივის წიგნი „მაინ რიდი მოგონებები მის ცხოვრებაზე“1900 წელს გამოიცა ამ წიგნის განახლებული ვერსია „კაპიტანი მაინ რიდი: მისი ცხოვრება და თავგადასავალი“, ამერიკელი ავტორის ჩარლზ კოუს თანაავტორობით. ელიზაბეთ რიდი ამ ნაშრომის შექმნისას მაინ რიდისა და მისი მდივნის პირად არქივს იყენებდა.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
მარკ ტვენი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
მარკ ტვენი 250px-Mark_Twain_Sarony.jpg დაბ. თარიღი 30 ნოემბერი 1835[1][2] დაბ. ადგილი ფლორიდააშშ გარდ. თარიღი 21 აპრილი 1910[1][2](74 წელი) გარდ. ადგილი რედინგიკონექტიკუტიაშშ ფსევდონიმი Mark Twain და Sieur Louis de Conte საქმიანობა ჟურნალისტირომანისტიავტობიოგრაფიმასწავლებელი[3]იუმორისტისაბავშვო მწერალიმენავესცენარისტიმწერალიდამკაბადონებელი და მოგზაური მწერალი მოქალაქეობა აშშ Magnum opus ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი და ტომ სოიერის თავგადასავლები მეუღლე ოლივია ლენგდონ კლემენზი შვილ(ებ)ი სუზი კლემენზიკლარა კლემენზი და ჯინ კლემენზი ხელმოწერა 150px-Mark_Twain_Signatures-2.svg.png Mark Twain ვიკისაწყობში

სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Samuel Langhorne Clemens; დ. 30 ნოემბერი1835ფლორიდამისურის შტატი ― გ. 21 აპრილი1910რედინგიკონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) ფსევდონიმით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.

250px--Mark_Twain_at_Stormfield_%281909%
 
მარკ ტვენი (1909)

ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპული სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან.

მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა.[4]

ტვენი დიდ ინტერესს იჩენდა მეცნიერებისადმი. პოლიტიკური შეხედულებებით, იგი ომს ეწინააღმდეგებოდა და განსაკუთრებით აშშ-ის მიერ ფილიპინების ოკუპაციას.

ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესვიტერიანულ აღმსარებლობაზე.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ 1.0 1.1 Record #118624822 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 9 2014:
  2. ↑ 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3.  https://www.jstor.org/stable/42657766
  4.  Jelliffe, Robert A. (1956). Faulkner at Nagano. Tokyo: Kenkyusha, Ltd. 
  5.  Huberman, Jack (2007). The Quotable Atheist. Nation Books, გვ. 303–304. ISBN 978-1-56025-969-5. 

 

25px-P_vip.svg.png ეს სტატია პიროვნების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი.
 


#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
220px-El_Greco_-_Portrait_of_a_Man_-_WGA
 
"მოხუცი კაცის პორტრეტი" (ელ გრეკოს ავტოპორტრეტი)

ელ გრეკო (El Greco, შესაძლოა კასტილიური და ვენეციური ენების კომბინაციით "ბერძენი"; *1541 - 7 აპრილი1614) — ესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.

დაიბადა კრეტაზე, რომელიც იმ პერიოდში ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი იყო. 26 წლის ასაკში ვენეციაში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც იმ ხანად ჩვეული მოვლენა იყო ბერძენი მამაკაცებისთვის, რომელთაც უკეთესი განათლების მიღება სურდათ. 1570 წელს ის რომში გადადის, სადაც სახელოსნოს ხსნის და ნამუშევართა მთელ სერიას ქმნის. იტალიაში ყოფნის პერიოდში განავრცო ელ გრეკომ თავისი სტილი ვენეციური რენესანსის მანიერიზმის ელემენტებით. 1577 წელს ის ტოლედოშიესპანეთი, გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. სწორედ ტოლედოში შექმნა მან თავისი საუკთესო ნამუშევრები.

ლიტერატურა


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
პაბლო პიკასო
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
პაბლო პიკასო 250px-Portrait_de_Picasso%2C_1908.jpg
პიკასო 1908 წელს სრული სახელი: პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო დაიბადა: 25 ოქტომბერი1881
მალაგაესპანეთი გარდაიცვალა: 8 აპრილი1973 (91 წლის)
მუჟენისაფრანგეთი ეროვნება: ესპანელი მიმდინარეობა: კუბიზმისიურრეალიზმი ცნობილი ნამუშევრები: გერნიკა (1937) ხელმოწერა:
220px-Picasso_Signatur-DuMont_1977.svg.p
Pablo_picasso.jpg
 
პაბლო პიკასო

პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი1881მალაგაესპანეთი ― გ. 8 აპრილი1973მუჟენისაფრანგეთი) — ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
300px-Guernica-picasso.jpg
 
„გერნიკა“

პაბლო პიკასოს სრული სახელი და გვარია პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუცენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუიზ ი პიკასო.

სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ცდებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

220px-Dove_of_pease.gif
 
„მშვიდობის მტრედი“

10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.

30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

შემოქმედების პერიოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:

  • ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
  • ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
  • აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).
  • ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
  • სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ჩემი ბრძოლა" გადამისამართებების აქ. სხვა მიზნებისათვის, ვხედავ ჩემი ბრძოლა (მრავალმნიშვნელოვანი).
ჩემი ბრძოლა
Mein Kampf მტვერი jacket.jpeg
Dust ქურთუკი 1926-1928 გამოცემა
ავტორი ადოლფ ჰიტლერი
ქვეყანა
ენა გერმანული
თემა ავტობიოგრაფია
გამომცემელი Eher Verlag
გამოქვეყნების თარიღი
18 ივლისი 1925
ინგლისურ ენაზე
13 ოქტომბერი 1933 (შემოკლებული)
1939 (სრული)
მედია ტიპის Print (Hardcover და Paperback)
გვერდები 720
ISBN 978-1495333347
მოჰყვა Zweites Buch
ნაწილი სერიისა
ნაციზმის
ნაცისტური სვასტიკა
ორგანიზაციები [შოუ]
ისტორია [შოუ]
იდეოლოგია [შოუ]
რასობრივი იდეოლოგია [შოუ]
Final Solution [შოუ]
ხალხი [შოუ]
ნაციზმის გარეთ Germany [შოუ]
სიები [შოუ]
დაკავშირებული თემები [შოუ]
კატეგორია
დროშა გერმანიის რაიხის (1935-1945) .svg ნაცისტური გერმანიის ვერსია
v t e
ნაწილი სერიისა
ანტისემიტიზმი
Yellowbadge logo.svg
ნაწილი ებრაელთა ისტორიის
ისტორია ქრონოლოგია Reference
მანიფესტაციების [შოუ]
ანტისემიტური canards [შოუ]
ანტისემიტური პუბლიკაციები [შოუ]
ანტისემიტიზმი ინტერნეტში [შოუ]
დევნა [შოუ]
ოპოზიცია [შოუ]
კატეგორია
v t e
Mein Kampf (გერმანული: [maɪ̯n kampf], ჩემი ბრძოლა) არის 1925 ავტობიოგრაფიული წიგნი ნაცისტური პარტიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერი. მუშაობა ასახავს ჰიტლერის პოლიტიკური იდეოლოგია და სამომავლო გეგმები გერმანიაში. მოცულობა 1 Mein Kampf გამოიცა 1925 წელს და Volume 2 1926 წელს [1] წიგნი გამოიცა მიერ ჰიტლერის მოადგილე რუდოლფ ჰესი. [2] [3]
 
ჰიტლერი დაიწყო წიგნის ხოლო ციხეში ის, რაც ითვლება "პოლიტიკური მკვლელობები" შემდეგ მისი წარუმატებელი პუტჩის ნოემბერში მიუნჰენში 1923 მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი ბევრი სტუმარი თავდაპირველად, იგი მალე მიეძღვნა თავი მთლიანად წიგნი. როგორც განაგრძო მან, ჰიტლერი მიხვდა, რომ ეს უნდა იყოს ორი მოცულობის მუშაობა, პირველი ტომი დაგეგმილი გათავისუფლების დასაწყისში 1925. გუბერნატორი Landsberg აღინიშნოს, იმ დროს, რომ "ის [ჰიტლერის] იმედოვნებს, რომ წიგნი გადაეყარონ ბევრი გამოცემები, რაც საშუალებას მისცემს მას, შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები და დასაფარავად ხარჯებს დროს მისი სასამართლო პროცესი ". [4] [5] 2016 წელს, მას შემდეგ, გასვლის საავტორო გაიმართა ბავარიის სახელმწიფო ხელისუფლების, Mein Kampf ხელახლა დაიბეჭდა გერმანიაში პირველად 1945 წლის შემდეგ.
 
შინაარსი [დამალვა]
1 სტატუსი:
2 სარჩევი
3 ანალიზი
3.1 ანტისემიტიზმი
3.2 Lebensraum
4 პოპულარულობა
5 თანამედროვე დაკვირვების
6 გერმანული გამოცემის ისტორია
7 ინგლისური თარგმანი
7.1 Dugdale შეზღუდულ
7.2 Reynal და Hitchcock თარგმანი
7.3 Murphy თარგმანი
7.4 Stackpole თარგმანი და დაპირისპირება
7.5 Cranston თარგმანი და დაპირისპირება
7.6 Manheim თარგმანი
7.6.1 ნაწყვეტები
7.6.2 ოფიციალური ნაცისტური თარგმანი
8 გაყიდვების და ჰონორარი
9 აქტუალური ხელმისაწვდომობა
9.1 India
9.2 რუსეთი
9.3 შვედეთი
9.4 თურქეთში
9.5 შეერთებული შტატები
9.6 ონლაინ ხელმისაწვდომობა
9.7 2016 republication გერმანიაში
10 Sequel
11 იხილეთ აგრეთვე
12 ლიტერატურა
13 რესურსები ინტერნეტში
13.1 ჰიტლერი
13.2 სხვა
14 რესურსები ინტერნეტში
14.1 ვერსიის Mein Kampf
14.1.1 გერმანული
14.1.2 English
სათაური [რედაქტირება]
ჰიტლერის თავდაპირველად უნდოდა მისი მომავალი წიგნაკი Viereinhalb Jahre (des Kampfes) gegen Luge, Dummheit und Feigheit, ან ოთხი და ნახევარი წლის განმავლობაში (ბრძოლის) წინააღმდეგ Lies, სისულელე და სიმხდალე. Max Amann ხელმძღვანელმა, ფრანც Eher Verlag და ჰიტლერის გამომცემელი, განაცხადა, რომ არ შესთავაზა [6] გაცილებით მოკლე "Mein Kampf" ან "ჩემი ბრძოლა".


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი 250px-James_Fenimore_Cooper_by_Jarvis.jp დაბ. თარიღი 15 სექტემბერი 1789[1][2] დაბ. ადგილი ბერლინგტონი გარდ. თარიღი 14 სექტემბერი 1851[1][2](61 წელი) გარდ. ადგილი კუპერსტაუნი საქმიანობა მწერალი[3]ოფიცერირომანისტი და საბავშვო მწერალი მოქალაქეობა აშშ ჟანრი სათავგადასავლო ლიტერატურა Magnum opus უკანასკნელი მოჰიკანი შვილ(ებ)ი სუზან ფენიმორ კუპერი ხელმოწერა 150px-Appletons%27_Cooper_James_Fenimore James Fenimore Cooper ვიკისაწყობში

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი1789 – გ. 14 სექტემბერი1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა.[4] ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.

13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო,[5] ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა.[6] ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდეარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული.[4][7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
კლოდ მონე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
კლოდ მონე
Claude Monet
200px-Claude_Monet_1899_Nadar.jpg
კლოდ მონე, ნადარის ფოტოსურათი, 1899 სრული სახელი: კლოდ ოსკარ მონე დაიბადა: 14 ნოემბერი1840
პარიზისაფრანგეთი გარდაიცვალა: 5 დეკემბერი1926
ჟივერნისაფრანგეთი ეროვნება: ფრანგი სფერო: ფერწერა მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი ცნობილი ნამუშევრები: შთაბეჭდილება, მზის ამოსვილა,
სერიაბი „რუანის ტაძრის ხედები“,
სერიები „ლონდონის პარლამენტი“,
სერიები „თივის ზვინები“,
სერიები „გუბურები დუმფარებით“
 

კლოდ მონე (ფრანგ. Claude Monet), ასევე ცნობილი როგორც ოსკარ-კლოდ მონე ან კლოდ ოსკარ მონე (დ. 14 ნოემბერი1840, — გ. 5 დეკემბერი1926) — ფრანგული იმპრესიონიზმის დამფუძნებელი. ტერმინი „იმპრესიონიზმი“ (იმპრესიონ ფრანგულად შთაბეჭდილებას ნიშნავს) ემყარება მის ტილოს „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ (ფრანგ.„Impression, soleil levant“).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონე დაიბადა 1840 წლის 14 ნოემბერსპარიზში და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ. 1846 წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა ჰავრში.

ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს ეჟენ ბუდენი თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ჰფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობინა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდენმა ოსკარს გააცნო გუსტავ კურბე, იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწმუნდა ამაში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლები. ბოლოს მონემ დაჟინებული თხოვნით დაითანხმა მშობლები და მათ ის ცოტა ხნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მცირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამოუკიდებელი ცხოვრების აღსანიშნად, მონემ ნათლობის სახელი, ოსკარი უარყო და კლოდი დაირქვა.

1860 წელს მონემ ალჟირში სამხედრო სამსახური მოიხადა. მსახურობის პერიოდში ის აკეთებდა პატარა ჩანახატებს. ხოლო სამხედრო სამსახურის მოხდისთანავე ის იწყებს პლენერზე, ბუდენის წრის მხატვრებთან ერთად მუშაობას.

1862 წელს ბუდენის სარეკომენდაციო წერილის წყალობით მონე სუისის აკადემიაში მოეწყო. იქ მან გაიცნო კამილ პისარო და პოლ სეზანი. პისარო და მონე დაუკავშირდნენ მხატვართა და მწერალთა თავშეყრის ადგილებს, სისტემატიურად დადიოდნენ ლუვრში, სამხატვრო გალერეაში.

220px-Monet_dejeunersurlherbe.jpg
 
საუზმე მდელოზე (მარჯვენა ნაწილი), 1865—1866

ამავე, 1862 წელს, მონე მოეწყო გრელის სახელოსნოში, პარიზში, სადაც დაუმეგობრდა ფრედერიკ ბაზილსოგიუსტ რენუარსა და ალფრედ სისლეის. აქ მან გამოხატა პირველი პროტესტი შაბლონური აკადემიური სწავლების მიმართ. 1864 წელს გლეირის სახელოსნო დაიხურა კიდეც. მონე მეგობრებთან ერთად ბარბიზონის მახლობლად, სოფელ შაიოში დადიოდა პლენერზე ეტუდების საწერად. შაიოშივე თავიდან ბოლომდე პლენერზე დაამთავრა თავისი პირველი დიდი სურათი „საუზმე მდელოზე“. ამ დიდ ფიგურულ კომპოზიციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ის ჯერ შაიოში იყო დაგირავებული რამდენიმე ხნით, ბინის მეპატრონესთან, რომლის ქირასაც მონე ვერ იხდიდა. ხოლო როცა მისი გამოსყიდვა შეძლო, ნაწილობრივ კუბეს შენიშვნები და უფრო თვითკრიტიკული დამოკიდებულების გამო, მან სურათი სამ ნაწილად დაყო.

220px-Claude_Monet_-_Camille.JPG
 
ქალი მწვანეში, 1866

1866 წელს სალონში მონემ წარადგინა პორტრეტი „ქალი მწვანეში“ (იგივე „კამილა“), სადაც მონეს მომავალი მეუღლე, კამილა დონისე იყო გამოსახული. ეს სურათი სალონმა მიიღო და მისი სახელი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ მისმა ცდებმა კიდევ უფრო გაბედული ხასიათი მიიღო. მან შექმნა ექსპერიმენტული ხასიათის „სერიები“ ანუ ერთი და იმავე მოტივების უამრავი ფერწერული ვარიაციები.

საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870—1871 წწ.) მონე ცხოვრობდა ლონდონში. აქ მან გაიცნო სურათებით მოვაჭრე და დიდი ავტორიტეტი ხელოვნებაში პოლ დურან-რიუელი. მან გადაწყვიტა რამდენიმე ფრანგი ფერმწერის ნიმუშებით დაეინტერესებინა ლონდონელები. ამას წარმატება არ მოჰყოლია, პირიქით ტილომ, რომელზედაც ტემზისა და პარლამენტის შენობა იყო აღბეჭდილი და მონეს ეკუთვნოდა, აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცა და ნისლი მეწამურ-ვარდისფერი არ არსებობს და სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩნენ სახტად, როდესაც გამოფენის შემდგომ ნისლიც და ცაც ზუსტად ისეთივე მეწამურ-ვარდისფერი იყო, როგორც მონეს სურათზე. ამის შემდეგ მონეს „ლონდონული ნისლის შემქმნელიც“ კი უწოდეს.

პარიზში დაბრუნების შემდეგ მონე დაუმეგობრდა ედუარდ მანეს. მონეს ძალიან უყვარდა გებუას კაფე, რომელსაც „მანეს აკადემიასაც“ უწოდებდნენ.

1874 წლის 15 აპრილის ცნობილ გამოფენაზე მონე იმპრესიონიზმის სახელით მონათლული ახალი მოძრაობის თავკაცად აღიარეს. (მზის ამოსვლა, შთაბეჭდილება)

ამ პერიოდში მან შექმნა ისეთი შედევრები როგორიცაა: „სენ ლაზარის სადგური“ (ამ სადგურის მთელი სერიები) და „მონტეგრეის ქუჩა“. რაც უფრო მკვეთრად ვლინდებოდა მისი ნოვატორული თვისებები, მით უფრო გარკვეულად მიემართებოდა მისი გზა ოფიციალური სალონიდან განკიცხულთა სალონისკენ. სალონმა უარყო მონეს მიერ შექმნილი ტილო „ქალები ბაღში“. ამ პერიოდში მონეს სურათები თითქმის არ იყიდებოდა, სიდუხჭირის გამო მხატვარი მიდის იქ სადაც იოლია ცხოვრება: არჟანში (1873—1878 წწ.), ვეტეიში (1879—1881 წწ.) და შემდეგ პუაში (1882 წ.). ამ პერიოდში მძიმედ დაავადდა მისი ცოლი - კამილა. სიდუხჭირის გამო მოუკვდათ მეორე შვილიც. დანარჩენ შვილებზე ზრუნვა ხელში აიღო ალისა გოშედემ, რომლის სახლშიც ჰქონდა დაქირავებული ბინა მონეს. შემდგომში ალისა მონემ ცოლად მოიყვანა.

1883 წლიდან მონე ცხოვრობს ჟივერნში. მიუხედავად გაჭირვებისა (რომლის გამო მან თვითმკვლელობაც კი სცადა), მისი მეგობრების დახმარებით, ის მაინც ახერხებს მოგზაურობას საფრანგეთშიც და საზღვარგარეთაც: ჰოლანდიანორვეგიაინგლისივენეცია.

1880-იანი წლების ბოლოს მონეს სურათებმა კვლავ მიიპყრეს საზოგადოებისა და კრიტიკოსების ყურადღება. აღიარებამ, მხატვარს მოუტანა ეკონომიკური უზრუნველყოფა. ის აშენებს სახლს და სახელოსნოს ჟივერნში, და ასევე შესანიშნავ ბაღს ხელოვნური გუბირებით. ამ პერიოდში მონე ქმნის პეიზაჟების მთელ სერიას, სადაც ამუშავებს სინათლის ეფექტებს. 1890 წელს ის ქმნის სერიას „თივის ზვინები“, „რუანის ტაძრის ხედები“. მან 14 დეკორატიული პანი შექმნა, რომელიც მიუძღვნა თავის გუბურებს.

მზის მაღმერთებელ მონეს სიცოცხლის მიწურულს კატარაქტა დაემართა და თითქმის ვერ ხედავდა. დიდი თხოვნის შედეგად მას ოპერაცია გაუკეთეს. მონეს ფუნჯი არ გაუგდია ხელიდან არც მძიმე მოხუცებულობაში. მისთვის სიცოცხლე არ არსებობდა შრომის გარეშე. 1926 წლის 6 დეკემბერს 86 წლის კლოდ ოსკარ მონე გარდაიცვალა, იგი დაკრძალეს ჟივერნში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 120px-Claude_Monet_-_Le_dejeuner_sur_l%E

    საუზმე მდელოზე, 1865–1866

  •  
  • 120px-Claude_Monet_022.jpg

    ქალი ბაღში, 1867

  •  
  • 97px-Claude_Monet_011.jpg

    ქალი ქოლგით, 1875

  •  
  • 120px-Claude_Monet_-_Graystaks_I.JPG

    სერიიდან "თივის ზვინები", 1890–1891

  •  
  • 93px-Claude_Monet_-_Poplars%2C_Philadelp

    სერიიდან "ალვის ხეები", 1891

  •  
  • 77px-Claude_Monet_-_Rouen_Cathedral%2C_F

    სერიიდან "რუანის ტაძრის ხედები", 1892–1894

  •  
  • 96px-Bridge_Over_a_Pond_of_Water_Lilies%

    სერიიდან "იაპონური ხიდები", 1899

  •  
  • 120px-Claude_Monet_Houses_of_Parliament.

    პარლამენტის შენობა, ლონდონი, 1904

  •  
  • 120px-Monet_Water_Lilies_1916.jpg

    სერიიდან "გუბურები დუმფარებით", 1916

25px-P_vip.svg.png ეს სტატია პიროვნების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი.
 


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ედგარ დეგა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
ედგარ დეგა
Edgar Degas
250px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_061.jp
ედგარ დეგა, ავტოპორტრეტი, 1855 სრული სახელი: ილერ ჟერმენ ედგარ დეგა დაიბადა: 19 ივლისი1834 ეროვნება: ფრანგი სფერო: ფერწერასკულპტურა მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი ცნობილი ნამუშევრები: ბელელიების ოჯახი, 1858–1867
პატარა ბალერინა, (სკულპტურა)1879-1881
 

ედგარ დეგა (ფრანგ. Edgar Degas), სრული სახელი ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (Hilaire-Germain-Edgar Degas) (დ. 19 ივლისი1834, — გ. 27 სექტემბერი1917) — ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.

საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში“ და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს“).

1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე, ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.

1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.

300px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_040.jp
 
დოღზე, 1877—1880

1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.

1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.

220px-Glyptoteket_Degas1.jpg
 
პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა

სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებს. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.

შემოქმედება და ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეგა იყო კონსერვატორი პირად ცხოვრებაში, მას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არც ერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ. მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.

220px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_021.jp
 
საცეკვაო კლასი, 1875

ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ. ამ თემატიკის სურათებია: „საცეკვაო კლასი“, „მოცეკვავეები სცენაზე“, „მოცეკვავეები ცისფრებში“, „ვარსკვლავი“, „რეპეტიცია ფოეში“ და ა. შ.

220px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_032.jp
 
ბანაობა ტაშტში, 1885—1886

ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება. აი როგორი სათაური მიუძღვნა მან 1886 წელს თავის პასტელების სერიას: „ჩოჩქოლი შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას“. მან რამდენიმე ასეული პასტელით დახატა ამ თემაზე, ერთერთია „ბანაობა ტაშტში“ (1886 წ.)

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 120px-Young_Spartans_National_Gallery_NG

    სპარტანელი გოგოები იწვევენ საბრძოლად სპარტანელ ბიჭებს, 1860–1862

  •  
  • 120px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_049.jp

    ბელელიების ოჯახი, 1858–1867

  •  
  • 89px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_010.jpg

    ორკესტრის მუსიკოსები, 1872

  •  
  • 87px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_012.jpg

    აბსენტი, 1876

  •  
  • 95px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_019.jpg

    კაფეში მომღერალი ქალი, 1878

  •  
  • 115px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_029.jp

    ქალი აბაზანაში, სერიიდან "შიშველი ქალების ბანაობა", 1885

  •  
  • 120px-Edgar_Germain_Hilaire_Degas_076.jp

    მოცეკვავეები ცისფრებში, 1898–1899



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ზაქარია ფალიაშვილი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
220px-Georgian_classical_composer_Zachar
 
ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი (დ. 4 აგვისტო/16 აგვისტო1871ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი1933თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამამისი ეკლესიის გუნდის მომღერალი იყო. მუსიკოსები იყვნენ აგრეთვე ფალიაშვილის 4 ძმა და და. თავდაპირველი მუსიკალური განათლება ივანემ (ზაქარიას ძმა) და ზაქარიამ მიიღეს პიანისტ-ორღანისტთან ფელიქს მიზანდართან (ალოიზ მიზანდარის ძმასთან) სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას წმინდა მარიამის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში, მღეროდა იგივე ეკლესიის გუნდში, 1887-იდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891-დან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას, 1895-1899 - თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896-დან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო 1900-1903 მოსკოვის კონსერვატორიაში ს. ტანეევის ხელმძღვანელობით. მოსკოვში ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართულ ხალხური მუსიკის საღამოებს.

1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო (ორგანისტი და დირიჟორი) მოღვაწეობა. მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, 1908-1917 სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. იყო აქტიური წევრი „ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა“, დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 მოსკოვში დაიბეჭდა ფალიაშვილის პირველი რომანსები „ახალ აღნაგო სულო“, „ნანა, შვილო“ (მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს). ამ პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე „მრავალჟამიერი“ (სოლისტი, გუნდი და ორკესტრი, 1908), „ქართული ლიტურგია“ (1910), განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა (300-მდე) და დამუშავებას. გამოსცა 2 კრებული - „40 ქართული ხალხური სიმღერა“ (1910) და „8 ქართული ხალხური სიმღერა“ (დამუშავება; 1910). 1910 დაიწყო მუშაობა ოპერა „აბესალომ და ეთერზე“, რომლის ნაწყვეტები 1913 წელს შესრულდა. 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძნობდა აქტიურ შემოქმედებით, პედაგიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1918-იდან) და დირექტორი (191919231929-1932) წლებში. შექმნა ოპერები - „დაისი“ (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს) და „ლატავრა“ (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), „საზეიმო კანტატა“ (1927) და სხვა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. ფალიაშვილის შემოქმედება მაღალი იდეურობისა და ხალხურობის ნიმუშია. იგი თანამიმდევრულად რეალისტურია. ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებებში განასახიერა ქართველი ხალხის სულიერი ძალა და მუსიკალური გენია. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკის კულტურის მხატვრული განზოგადებისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ტრადიციებთან მისი სინთეზირების საფუძველზე. ფალიაშვილი ნოვატორი კომპოზიტორია, გადაწყვიტა რა იმ დროის ქართული მუსიკის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები - მოახდინა მისი პროფესიონალიზაცია. იგი პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.

კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული - „ლატავრა“. პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია (ლიბრეტო ხალხური თქმულების "ეთერიანის" საფუძველზე შეადგინა პ.მირიანაშვილმა). სიყვარულსა და სიკვდილზე ამაღლებული პოემა კომპოზიტორმა მუსიკალური ტრაგედიის სადა და ამავე დროს მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა. ღრმა სოციალურ-ეთიკურმა იდეამ (სიავარულის ძალა გადალახავს სოციალური უთანასწორობის ზღუდეს და ამარცხებს თვით სიკვდილს) განსაზღვრა ოპერის მუსიკის ამაღლებულობა და მონუმენტურობა, მხატვრული სახეებისა და დრამატურგიის ეპიკური ხასიათი, რაც საგუნდო მასობრივი სცენების სიჭარბითა და მოქმედების დინჯი განვითარებით არის ხაზგასმული. ამავე დროს, ოპერის მუსიკა უდიდესი შინაგანი ექსპრესიითა და დინამიზმითაა გამსჭვალული. "აბესალომ და ეთერი" სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: ხარკოვში (1931), მოსკოვში, სსრკ "ბოლშოი" თეატრში (1939 და 1946), ლენინგრადში (1972), კიევში (1972), ქუთაისში (1969), უცხოეთში - ლოძსა (1972) და ზაარბრიუკენში (1974). გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფიტაზე, გადაღებულია ფილმი.

მაღალმხატვრული თვისებით, მკაფიო ეროვნული ნიშნებით არის აღბეჭდილი ფალიაშვილის მეორე შესანიშნავი ქმნილება ოპერა "დაისი" (ლიბრეტო ვ. გუნიასი), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულ-დრამატულ ჟანრს ქართულ საოპერო მუსიკაში. მხატვრულ სახეთა სიმდიდრემ და ფერადოვნებამ, მუსიკის იშვიათმა პოეტურობამ და გამომსახველობამ, ნათელმა მელოდიურობამ განაპირობა ოპერის ისტორიული მნიშვნელობა და პოპულარობა. ოპერაში შეხამებულია ლირიკულ-სატრფიალო და გმირულ-პატრიოტული მოტივები. გმირთა პირადი დრამა ცოცხალ და ფერადოვან ჟანრულ ფონზე იშლება. ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. დაიდგა აგრეთვე სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქებში: მოსკოვში (1937), კიევში (1938), ალმა-ათაში (1943), ბაქოში (1956), აგრეთვე სარატოვში, ოდესაში, ნოვოსიბირსკში, ერევანსა და გორკიში. 1974 დაიდგა ზააბრიუკენში, 1975 - პლეზენში. გამოცემულია "დაისის" კლავირი და პარტიტურა. ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე.

300px-Ge-money-lari-2.jpg
 
ფალიაშვილი ქართულ ორლარიანზე

მნიშვნელოვანი მუს. ღირსებით გამოირჩევა "ლატავრა" (ლიბრეტო ს.შანშიაშვილი) ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები.

ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937-იდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები - მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-იდან).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
მიხეილ ჯავახიშვილი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
მიხეილ ჯავახიშვილი 250px-Javakhishvili_Mikheil.jpg დაბ. თარიღი 20 ნოემბერი (2 დეკემბერი1880 დაბ. ადგილი წერაქვიტფილისის გუბერნიარუსეთის იმპერია გარდ. თარიღი 30 სექტემბერი 1937 (56 წელი) გარდ. ადგილი თბილისისაქართველოს სსრსსრკ საქმიანობა პროზაიკოსი და მწერალი ენა ქართული ენა ეროვნება ქართველები მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
20px-Flag_of_Georgia_%281918-1921%29.svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
20px-Flag_of_the_Soviet_Union_%281923-19 სსრკ ჟანრი მოთხრობა Magnum opus კვაჭი კვაჭანტირაძეჯაყოს ხიზნებიარსენა მარაბდელი და ქალის ტვირთი
გავლენა მოახდინეს[ჩვენება]
Mikheil Javakhishvili ვიკისაწყობში

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი; დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი1880 — გ. 30 სექტემბერი1937) — ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალისმოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.[1]

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
250px-Mikheil_Javakhishvili_and_brother_
 
მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (მეორე მწკრივში), მესამე უცნობია

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.

ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძეკ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში1909 სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

შემოქმედების II პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Mikheil_Javakhishvili_1910.jpg
 
მიხეილ ჯავახიშვილი 1910

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მასში შეფარვითაა გადმოცემული რთული ფილოსოფიური საკითხი ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებისა, ერთი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა შეახამოს მწერალმა სახის აზრობრივი და მხატვრული ფუნქცია. ამ მწერლური ნიჭიერების ნიმუშად მიხეილ ჯავახიშვილის ბევრი მოთხრობა და რომანი გამოდგება. მწერალი მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ებრძოდა იმ მავნე ტენდენციებს, ტომელიც ქართული მხატვრული პროზის განვითარებას აფერხებდა 20-იან წკებშუ. ეს იყო ერთი მხრივ, ფორმალისტურე-დეკადენტური ძიებები და, მეორე მხრივ, უსულგულო ნატურალიზმი, ერთმაც და მეორემაც არც ისე მცირე ზიანი მიაყენა ქართულ ლიტერატურას. მიხეილ ჯავახიშვილისათვის ერთნაირად მიუღებელი იყო მხატვრული სახის თვითმიზნად გადაქცევის პრინციპები და ჯანსაღი იდეების პრიმიტიული გადმოცემა. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა ახალი იდეების სათანადო მხატვრულ ყალიბებში მოქცევას.[2]

ჯავახიშვილმა ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“„ყბაჩამ დაიგვიანა", „მართალი აბდულაჰ“„ორი განაჩენი“„მიწის ყივილი“„ხუთის ამბავი“ და სხვა.). რომანულ იტრიგებზე ჯავახიშვილს რამდენიმე მოთხრობა აქვს აგებული: "შურის მაძიებელი", "ოქროს კბილი", "ყბაჩამ დაიგვიანა", "მუსუსი", "პატარა დედაკაცი", "კურდღელი" და "ცხრა ქალწული". აქ არის მოღალატე ქმარზე შურისძიებაც, საყვარელი ადამიანისათვის თავგანწირვაც, გაუმხელელი გრძნობის დრამატული განცდაც, დანგრეული სიყვარულის განახლებაც, ღალატის ტრაგიკული ფინალიც, უბრალოდ მრუშობაც.

მოთხრობები "ლამბალო და ყაშა" და "მესამე" უშუალოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდს ეხება და ეძღვნება იმათ, ვისი ცხოვრებაც ასე ულმობლად დაანგრია ომის ხანძარმა. "ლამბალო და ყაშას" შესავალი თავი, რომელშიც მწერალი აზერბაიჯანის ერთი ნაწილის, ურმიის ისტორიას გადმოგვცემს რომანტიკულ ფერებში, მკითხველს უხსნის მთელ იმ უბედურებას, რაც ყოფელთვის მოქონდათ და მოაქვთ ომებს. ამ ტერიტორიის მოსახლე ძველი და დიდებული სახელმწიფოების ბედი, რომელნიც გასთელა და დაანგრია დრომ, განუწყვეტელმა ომებმა, ბევრის მეტყველია და მწერალსაც და მკითხველსაც სევდა ავსებს.

220px-Mikheil_and_Ketevan.jpg
 
მიხეილ ჯავახიშვილი და მისი შვილი ქეთევანი

ამ ვრცელ მოთხრობაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძალა - ბოროტი და კეთილი. დაჩაგრული, დამონებული ქვექნის ტერიტორიაზე იშლება მოქმედება დაბოროტისა და კეთილი საწყისების კონკრეტული განსახიერებაც ამ ერის შვილები არიან ლამბალო, ერის, ხალხის საუკეთესო თვისებების მატარებელი გმირია. თავისი უშუალობით, სიფაქიზით, გრძნობათა სიწმინდით, თავისუფალი სულით იგი ხიბლავს მკითხველს და მის გულწრფელ სიმპათიებს იმსახურებს. სამაგიეროდ ყაშა იმ გადაგვარებულ ადამიანთა მხატვრული, განზოგადებული სახეა, რომელთაც პირადი კეთილდღეობისათვის ყველაფრის, თავისი ოჯახისა და სამშობლოს გაყიდვაც არაფრად უღით. ყაშა მბრძანებლის მონაა და დაჩაგრულის მბრძანებელი, იგი ფეხქვეშ ედება კოლონიალისტებს და ფეხით სთელავს თავის თანამემამულე უბრალო ადამიანებს. ამ მოთხრობით მწერალმა გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლამბალო არა მარტო პირად, არამედ თავისი ერის ტრაგედიასაც ხსნის, რომელიც კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფება. თავისი სამშობლოს უბრალო სიყვარული კი არ აპატია სწორედ თავისივე ერის გადაგვარებულმა შვილმა.

მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“1925), სათავგადასავლო („გივი შადური“1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრებადეგენერაცია.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანისჰ. სენკევიჩისა. ჩეხოვისპ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.

ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ — 1958—1964 („რჩეული თხზულებანი“, ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Mikheil_Javakhishvili.jpg
 
მიხეილ ჯავახიშვილი რუსეთში

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ ქალის ტვირთის“სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

220px-Javakhishvili_Mikheil.jpg
 
მიხეილ ჯავახიშვილი 30-იან წლებში

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

მასზე წერდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი იოსებ მეგრელიძე მწერალზე წერდა: "მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ, ზოგი უფრო “დიპლომატიურად” გამოდიოდა, ვიდრე მ. ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი მიხეილ ჯავახიშვილი გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით, მის ქართულ მეტყველებაში კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ გვინახავს."[3]

გერონტი ქიქოძე წიგნიდან – “მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე”: პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა როგორც დაკვირებული ადამიანები, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში.

მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპიური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძეჯაყოდამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს ”ჯაყოს ხიზნებისა” და ”მუსუსის” ავტორს პარიზში ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლის და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო.

მიხეილ ჯავახიშვილი თითქოს ჩქარობდა გამოეთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა და რა რადგან მისი ოსტატობა მისი მდიდარი ცხოვრების გამოცდილების სიმაღლეზე იდგა, ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გამოაქვეყნა რამდენიმე რომანი და ნოველა, რომლებიც უდავოდ დიდხანს დარჩებიან ქართული მხატვრული ლიტერატურის სალაროში.[4]"

მწერლის ქალიშვილი, რუსუდან ჯავახიშვილი მამის დაპატიმრების დღეს ასე იხსნენებს: “მახსოვს ის დილა ქვიშხეთში, როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდენი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ როგორ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და ქეთევანი მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა. როცა მამამ კიბე ჩაიარა და ეზო გადაჭრა, მე და რამაზი გავიქეცით, ეზო გადავირბინეთ და შემაღლებული ადგილიდან გადავხედეთ; ჩეკისტებს შუაში მოქცეული მიჰყავდათ მამა…”[5]

ივანე გომართელი ჯავახიშვილის შემოქმედების პირველ პერიოდზე წერს: "სხვა და სხვა ეპოქას სხვა და სხვა ესთეტიური გემოვნება შეაქვს ხელოვნებაში და აქედან ჩნდება მიმართულება, მოდა, რომანტიზმი, რეალიზმი, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და სხვა. ყოველივე ეს წარმავალია და ჰქრება. უკვდავია მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნება, რომელიც სამუდამოდ რჩება, ვითარცა ქვიშა წარმავალი წყლისა. ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ იქ, სადაც შეერთებულია ფანტაზია, თავისებური სტილი, მანერა წერისა, სიმკვეთრე გამოსახვისა, სიცხოველე ამა თუ იმ პრობლემის გაშუქებაში და სხვა. ყოველივე ეს ერთად აღებული წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ მხატვრულ ნიჭს ვუწოდებთ. მ. ჯავახიშვილ-ადამაშვილის პირველი ტომი დადაღულია შემოქმედის უტყუარი ნიჭით. ბელეტრისტი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ოცი წლის წინათ. დაწვა ერთ ღამეს უბრალო ადამიანად და ადგა მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად: მისი შემოქმედების პირველმა ყვავილებმა საერთო ყურადღება დაიმსახურეს. მაგრამ მ. ადამაშვილი მეტეორივით მოევლინა ჩვენი ხელოვნების ცას; ელვით გაისრიალა და მიიმალა. მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ბელეტრისტი სდუმდა და დღეს ისევ ამეტყველდა, ისევ გააშუქა ჩვენი ხელოვნების ცა «კვაჭი კვაჭანტირაძით» და სხვ. კვაჭი კვაჭანტირაძე ჰღირს იმად, რომ ბელეტრისტის ხანგრძლივი დუმილი გაამართლოს და გამოისყიდოს. ეს ტიპი საკმაო მომწიფებული იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეძებდა თავის მხატვარს, სანამდის არ ნახა მ. ადამაშვილში. პირველი ტომის მოთხრობები ყველა წარსულს ეკუთვნის, გარდა‘«ტყის კაცისა», და როდესაც შეადარებთ ერთმანეთს, უსათუოდ ნახავთ დიდ განსხვავებას: სტილი დაიხვეწა, მანერა წერისა უფრო გამოიკვეთა, ასახვა უფრო გაცხოველდა და გასპეტაკდა, შეიჭრა შიგ ბუნება და სხვა; სიუჟეტებში კი არის განუწყვეტელი ჯაჭვი, მსგავსება: ღრმად ჩახედვა საბრალო და უბედური ადამიანის გულში."[6]

ნოდარ დუმბაძე მწერლის იუბილეზე: "ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში. ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის: პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო…

ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა… მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა…

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის. ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი. ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი. ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი."[7]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] რჩეული ესეები და წერილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მთავრობა (1906)
  • მოჰკლეს პოეტი (ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე) (1907)
  • ქართული ენა (1924)
  • ისევ ქართული ენის შესახებ (1924 წ.)
  • ქართული წიგნი და ქართველი მწერალი(1924 წ.)
  • ლიტერატურული განცხადება (1926)
  • უბის წიგნაკიდან (1924-1935 წწ)
  • როგორ ვმუშაობ
  • წერილი ქალიშვილისადმი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გვერდწითელი გ., მიხეილ ჯავახიშვილი, თბ., 1977;
  • კვანჭილაშვილი ტ., მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება, თბ., 1966
  • ჯავახიშვილი ქ., მიხეილ ჯავახიშვილი, თბ., 1984
  • გვერდწითელი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 527—528, თბ., 1987 წელი.
  • Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History: 1st edition, p. 224. Routledge, ISBN 0-7007-1163-5 (ინგლისურ ენაზე)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ტიციან ტაბიძე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
23px-Disambig-dark.svg.png სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბიძე.
ტიციან ტაბიძე 250px-Titsian_Tabidze.jpg დაბ. თარიღი 21 მარტი (2 აპრილი1895 დაბ. ადგილი ჭყვიშიქუთაისის გუბერნიარუსეთის იმპერია გარდ. თარიღი 16 დეკემბერი 1937(42 წელი) გარდ. ადგილი თბილისისაქართველოს სსრ საქმიანობა პოეტი ეროვნება ქართველები მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
20px-Flag_of_Georgia_%281918-1921%29.svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
20px-Flag_of_the_Soviet_Union_%281923-19 სსრკ ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟანრი პოეზია Magnum opus ლექსი მეწყერი და მაშ გამარჯვება... Titsian Tabidze ვიკისაწყობში

ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

15px-Wikiquote-logo.svg.png „მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“

– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.

1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.

1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „კოლხიდაში“„სახალხო გაზეთში“„ერში“„თეატრი და ცხოვრებაში“.

სტუდენტური წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტშიფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ალეკსანდრ პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს.

სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე (დ. 1902 — გ. 1965), რომელიც განათლებით ექიმი იყო, მოგვიანებით მემუარების ავტორი, ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე.

რესურსები ინტერნეტში


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
გალაკტიონ ტაბიძე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
23px-Disambig-dark.svg.png სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გალაკტიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
გალაკტიონ ტაბიძე 250px-Galaktioni_1933.jpg დაბ. თარიღი (17) ნოემბერი 1891 ან (18) ნოემბერი 1892[1] დაბ. ადგილი ჭყვიშიქუთაისის გუბერნიარუსეთის იმპერია გარდ. თარიღი 17 მარტი 1959[1] გარდ. ადგილი თბილისისაქართველოს სსრსსრკ[2] საქმიანობა პოეტი და მწერალი მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
20px-Flag_of_Georgia_%281918-1921%29.svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
20px-Flag_of_the_Soviet_Union_%281923-19 სსრკ ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი მეუღლე ოლღაოკუჯავა ხელმოწერა 150px-Galaktion_Tabidze_signature.svg.pn Galaktion Tabidze ვიკისაწყობში

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი1891 — გ. 17 მარტი1959) — გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900-08 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი „შუქი“. 1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს. 1918 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრა თბილისში. 1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს იგი მონაწილეობდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ...“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ამ მხრივ გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ორგანულად ეფუძნებოდა და აგრძელებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს. გალაკტიონ ტაბიძემ განიცადა უცხოელ რომანტიკოსთა, ფრანგ და რუს სიმბოლისტთა გავლენა. პოეზია გალაკტინისთვის იყო ერთადერთი სფერო, რომელიც არ ემორჩილებოდა სიზმარეული სამყაროს მსწრაფლწარმავლობას — იგი სიკეთით სავსე, მშვენიერი და მარადიული იყო. მაგრამ სიკეთეს, მშვენიერებას და ჰარმონიას პოეტმა არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ სინამდვილის, რეალობის სფეროშიც მიაკვლია.

ტაბიძის შემოქმედების დასაწყისი XX საუკუნის 10-იან წლებზე მოდის ეს იყო პერიოდი, როცა ლირიკაში კვლავ განუყოფლად ბატონობდა აკაკი წერეთლის ავტორიტეტი. უხვად მომადლებული პოეტური ნიჭის წყალობით გალაკტიონმა ქართული პოეტიკა ახალ ეტაპზე დააყენა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არც ერთი პოეტური თაობა, რომელსაც მისი გავლენა არ განეცადოს. თანამედროვე ქართულ პოეზიაში ტაბიძის ავტორიტეტი კვლავ განუყოფლად ბატონობს და დღესაც გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისებრივად ახალი, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

 

 

ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს"1924 წელს იგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულგერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინშიგერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

ხსოვნა იხილეთ აგრეთვე


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ფედერიკო გარსია ლორკა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1.pngსტატიის შეუმოწმებელი ვერსია
 
ფედერიკო გარსია ლორკა 250px-Lorca_%281914%29.jpg დაბ. თარიღი 5 ივნისი 1898[1][2][3] დაბ. ადგილი ფუენტე-ვაკეროსი[2] გარდ. თარიღი 18 აგვისტო 1936(38 წელი) გარდ. ადგილი გრანადა[2] საქმიანობა დრამატურგიპოეტითეატრის რეჟისორიმწერალი და პოეტი ადვოკატი მოქალაქეობა ესპანეთი ალმა-მატერი Residencia de Estudiantes ჟანრი დრამატურგიაპოეზია და თეატრი ხელმოწერა 150px-Federico_Garc%C3%ADa_Lorca_signatu Federico García Lorca ვიკისაწყობში

ფედერიკო გარსია ლორკა (ესპ. Federico García Lorca) — ესპანელი პოეტი და დრამატურგი, დაიბადა 1898 წლის 5 ივნისს ანდალუსიის, გრანადის პროვინციის, სოფელ ფუენტე ვაკეროში. 1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები Impresiones y Paisajes და Libro de Poemas (თუმცა მისი დაბეჭდვა მხოლოდ 1921 წელს მოახერხა). დაუახლოვდა გრანადის მაშინდენ ინტელექტუალებს და ხელოვანებს. მასზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა მანუელ დე ფალამ. 1919 ბინა დაიდო მადრიდის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში (Residencia de Estudiante de Madrid). მადრიდში დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: ანტონიო მაჩადოპაბლო ნერუდახუან რამონ ხიმენესი და სხვ. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მას კატალონიერ სიურეალისტ სალვადორ დალისთან და რეჟისორ ლუის ბუნუელთან1929, როგორც სტიპენდიანტი, ნიუ-იორკს გაემგზავრა. მისი იქაური ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია Poeta en Nueva York-ში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი "La Barranca". შემოიარეს მთელი ესპანეთი და შემდეგ იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში. სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების შემოქმედება. 1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. ლორკა აღზევებული მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო. 1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ.

 

 

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
 


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
ტიციან ტაბიძე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 
 
23px-Disambig-dark.svg.png სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბიძე.
ტიციან ტაბიძე 250px-Titsian_Tabidze.jpg დაბ. თარიღი 21 მარტი (2 აპრილი1895 დაბ. ადგილი ჭყვიშიქუთაისის გუბერნიარუსეთის იმპერია გარდ. თარიღი 16 დეკემბერი 1937(42 წელი) გარდ. ადგილი თბილისისაქართველოს სსრ საქმიანობა პოეტი ეროვნება ქართველები მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
20px-Flag_of_Georgia_%281918-1921%29.svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
20px-Flag_of_the_Soviet_Union_%281923-19 სსრკ ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟანრი პოეზია Magnum opus ლექსი მეწყერი და მაშ გამარჯვება... Titsian Tabidze ვიკისაწყობში

ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

15px-Wikiquote-logo.svg.png „მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“

– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.

1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.

1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „კოლხიდაში“„სახალხო გაზეთში“„ერში“„თეატრი და ცხოვრებაში“.

სტუდენტური წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტშიფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ალეკსანდრ პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

მსხვერპლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს.

სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე (დ. 1902 — გ. 1965), რომელიც განათლებით ექიმი იყო, მოგვიანებით მემუარების ავტორი, ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
Discover new books on Goodreads
See if your friends have read any of Lado Mrelashvili's books
 
 
Lado Mrelashvili

Born
in Georgia 
March 08, 1926


დაბადების ადგილი:თელავის რაიონი, სოფელი იყალთო.

დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1950 წელს. პირველი ლექსი "ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები" 1948 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოაქვეყნა, პირველი წიგნი - პოემა "ზარი სამგორში" - 1955 წელს. ლ. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი "იყალთოელი ბიჭები" (1957), "ლექსები" (1959), "განკვეთილი სადავე" (1970), "თავგადასავალი სამი ღამისა" (1971), "გზები სავსეა მოულოდნელობებით" (1973).
 






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?