Jump to content

სურათი

სანადირო თოფების სქემა ნახაზები

ნადირობა თოფები მრ-151

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სანადირო თოფების სქემა ნახაზები

მრ-151
5287170d2fda.jpg


მრ- 153

4029f80ce3be.jpg

იჟ-27 მ

72afc39f482c.jpg

იჟ-39
880b5ca55e3b.gif



ტოზ-34
e91a55820213.jpg




იჟ-18მმ ე


ea6c30a72832.jpg

Beretta A-300


92aa64109ce6.jpg



Fabarm Ellegi


9fa465c796f4.jpg




Browning Auto 5


914b82d9bca0.jpg



Remington 11-87
78a232166b4c.jpg



Franchi 612-620

43e4046598aa.jpg





Mossberg 500 (პომპა)


8454efcee9af.jpg

რედაქტირებულია გურულოს მიერ


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგახსენებთ, რომ გლუვლულიანი თოფების რამდენიმე მოდელს ჩემს ხელში გაუვლია...
ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა საჭიროების შემთხვევაში თავად დამეშალა საყვარელი იარაღი და გამერემონტებინა(ნემსის შეცვლა, საბრძოლო მშვილდის(ზამბარის) შეცვლა, ნემსას დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლა და ა.შ.) . ამას ზოგჯერ წარმატებით ვახერხებდი, ზოგჯერ კი ოსტატთან მიწევდა ნახევრადდაშლილი თოფით სირბილი Viannen_loungelizard.gif.
წლებს სიბერესთან ერთად გამოცდილებაც მოაქვს, ამიტომ ვისაც კითხვის ინტერესი ჯერ კიდევ არ განელებია მინდა შევთავაზო ჩვენში ყველაზე პოპულარული თოფების დაშლა-აწყობის მცირე ექსკურსი. დავიყწებ იჟ-27-ით, რომლის დაშლა აწყობა იგივეა რაც იჟ-12-სა hi.gif 

5b7c36aef73b.jpg

იჟ-27



72afc39f482c.jpg


1)ვხსნით ტიბჟირს; 2) ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან;
3) ვხსნით კონდახს კალაპოტიდან, ამისათვის:
_კონდახს კეფაზე ვხსნით საბჟენს(66) სახრახნისით(დამაგრებულია 2 ჭანჭიკით_67 და 68);
_ვხსნით სასხლეტების ფარს კონდახისაგან(ჭანჭიკი 61), ფარს(60) მოვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით;
_ვხსნით კონდახის სამაგრ გრძელ ჭანჭიკს(63). მცირე დაქაჩვითა და მსუბუქი დაკაკუნებით კონდახი განცალკევდება კალაპოტთან.

4) ვშლით სასხლეტ-დამცემ მექანიზმს, ამისათვის:
_ შევაყენებთ ჩახმახებს(25);
_საბრძოლო ზამბარის ღერძზე(27)არსებულ ნახვრეტში ჩავამაგრებთ წვრილი მავთულის ნაჭერს(დიამეტრი 1-1,5მმ);
_დავუშვებთ ჩახმახებს;
_ვხსნით საბრძოლო ზამბარებს მის ღერძებთან ერთად(27-28);
_ წვრილი ინსტრუმენტით(მაგალითად სადგისი) გამოვაძრობთ ჩახმახის ღერძს(შპონკა)_ჩახმახი მოიხსნება;
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ მერყევას(30) ღერძს_მერყევა მოიხსნება;


5)ვშლით მცველს(35), ამისათვის:
_გამოვაძრობთ მცველის ზამბარის შტიფტს და ვხსნით ზაბარას(40)_მცველი დაშლილია;

6)ვშლით საკეტს და ნემსებს, ამისათვის:
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ნემსას(31) ღერძს(შპონკას); ამოვიღებთ ნემსას დამაბრუნებელ ზამბარებთან ერთად; ამოვხრახნით საკეტი ურდულის(16) ჭანჭიკს(17);
_ამოვხრახნით კალაპოტის ძირის ჭანჭიკს(50)_ საკეტის ძირი მოხსნილია;
_მსუბუქი დარტყმებით ამოვაგდებთ ურდულის ღერძს ზამბარასთან ერთად(20);


7) ვშლით ექსტრაქტორს, ამისათვის
__წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ექსტრაქტორის(2) ღერძს(შპონკას 3)_ექსტრაქტორი გამოვა; 
_ზოგიერთ მოდიფიკაციაზე ღერძის მაგივრად ხრახნიანი ჭანჭიკია, ამ შემთხვევაში_ სახრახნისი და მისი ჯანი. 371wink.gif 




აწყობა უკუმიმართულებით(თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არა ხართ გირჩევთ დაშლას ნუ დაიწყებთ!!! hi3.gif )






პ.ს. თუ ასეთმა ახსნამ დაგაინტერესათ, ბრძანეთ და თითქმის ყველა რუსული მოდელის დაშლა-აწყობას გასწავლით buba.gif 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:beer:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გაიხარე გოგა

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ მაგარი რამეები დადეთ მართლა, მაგარია , საჭიროც და გამოსაყენებელიც , გაიხარეთ 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dzigo

Dzigo

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 410 პოსტი
  • მისამართი:მცხეთა
  • წარმოშობა:ქართლი

მაგარია



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მეც საინტერესო ინფორმაციათ ჩავთვალე დს....

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Hi tegebi yofila dadamatebeli

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტოზ-34


ეს მოდელი ჩემი კარის მეზობელს აქვს... ორჯერ მშვილდები მაქვს შენაცვლელი. სხვა პრობლემა არასოდეს ჰქონია flirt.gif 


6d88ed7bf697.jpg




ეს მოდელი ორი პატარა სახესხვაობითაა წარმოდგენილი: პირველი(უფრო ძველი) ალმისებური მოწყობილობითაა(ე.წ. ,,ფლაჟოკიანი" მოდელი. აქ ალმად მოვიხსენიებ hi3.gif ), ხოლო მეორე(ახალი) ამ მოწყობილობის გარეშე.
მათ დაშლაში განსხვავება, მხოლოდ ისაა, რომ ძველებში ამ ალმის პოზიცია უნდა იყის უკიდურესად ქვემოთ, ახლებს კი საერთოდ არა აქვთ hi3.gif 

a06f2b62ff35.jpg




მექანიზმის მდგომარეობა დაშლისას
1029cde03efe.jpg


1)ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან, ამისათვის:
_გადავხსნით თოფს;
_მცველს დავაყენებთ ,,მზადყოფნის" პოზიციაში ანუ წინ მივწევთ;
_დავუშვებთ სასხლეტებს და ამავდროულად დავკეტავთ თოფს;
_ალამს დავწევთ უკიდურეს ქვედა პოზიციამდე;
_გასახსნელ ბერკეტს გადავწევთ ბოლომდე მარჯვნივ(ზოგიერთ კალაპოტზე ამ პოზიციისათვის არის აღნიშვნა წითელი წერტილის სახით);
_თოფს მივცემთ ზომიერ რყევით მოძრაობებს ზემოთ-ქვემოთ_ ლულა კალაპოტთან განცალკევდება.
_გასახსნელი ბერკეტის საწყის პოზიციაში დასაბრუნებლად დავაწვებით შემყენებლებს_ბერკეტი თავის ადგილზე დაბრუნდება;

5d732b065fe9.jpg

აქვე დავამატებდი: ,,ფლაჟოკიან" მოდელებზე დაშლისას ალმის ბოლომდე არდაწევა იწვევს ჩახმახის შემყენებლების დეფორმირებას და მერე შეუძლებელია ლულის კალაპოტთან განცალკევება სპეციალისტის ჩარევის გარეშე!!! old.gif 

ა_ ალმის პოზიცია მუშაობისას ბ_ ალმის პოზიცია დაშლისას
46826b9651ca.jpg


2) ტიბჟირის ლულასთან განსაცალკევებლად გამოიყენეთ სახრახნისი(ორ-ორი ჭანჭიკია მოსაშვები);

3) კალაპოტისა და კონდახის განსაცალკევებლად:
__ვხსნით ფარს;
_ამოვახრახნით სამაგრ ჭანჭიკებს და მსუბუქი დაქაჩვითა და ასევე მსუბუქი დაკაკუნებით განვაცალკევებთ;

თოფის მთელი მექანიზმი და მოწყობილობა შტიფტებისა და ღერძების სისტემაზეა აწყობილი. მათი დაშლა ამოღება ზემოთ პოსტში აღწერილი სამუშაოს ანალოგიურია, ამიტომ აქ აღარ განვმეორდები. მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ტოზ-34-ის საბრძოლო ზამბარა ისებურია(გურიაში ცხენის ნალივითააო იძახიან Viannen_loungelizard.gif ), მისი შეცვლა ყველაზე ხშირად უწევთ მონადირეებს და ინსტრუმენტად ბრტყელტუჩა(პლოცკო) სრულიად საკმარისია

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?