არხით ბოლომდე მივედით ბალაგნებამდე
არხზე მანევრირება ერთი სიამოვნება იყო, თან ირგვლივ ბალაგნებიდან ''მესტნი'' მონადირეები შეძახილებით გვამხნევებდნენ:
---''კეთილი იყოს ბიჭებო თქვენი მოსვლა''
---''კარგი ნადირობა''
---''საიდან ხართ''?
---''რა ამბებია დედაქალაქში''?
და ა.შ.
ეს ხალხი, ზოგიც თვეობით, ზოგიც კვირობით, გადმოხიზნულია ამ მხარეში და ცხოვრობს ველურ ბუნებაში, თითოეული ახალმოსული მათთვის მრავალფეროვნებაა...
არხში მოვცურავ ნავით, ქვეყანაზე პირველი კაცი ვარ და უცბად მეორე წყალმცურავზე ნაცნობი სახე დავლანდეე
5-10 წამი დამჭირდა რომ გამეხსენებინა და ამოვიცანი ბაბუაჩემის მეგობარი, ზურა ბაბუ კინაღამ ნავიდან გადავხტი სანამ არ მითხრა რომ : მეორე ნაპირზე მეგობრებს დატოვებდა და უკან მობრუნდებოდა
ასე და მაგვარად ყველაფერი საინტერესოდ დაიწყო