Jump to content

სურათი

ბრაზილიური იარაღი. ამადეო როსი. Taurus

ბრაზილია იარაღი თოფები სანადირო ხარისხი წარმოება

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Amadeo Rossi 


9f3bc0b7527e.jpg

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლიდერი საწარმოა Amadeo Rossi რომელიც დაფუძნებულია 1889 წელს. გარდა სანადირო იარაღისა კომპანია უშვებს რევოლვერებსა და პისტოლეტებს. ის აღჭურვილია თანამედროვე წარმოების საშუალებებითა და ტექნიკით. საფირმო ასორტიმენტი მოიცავს 475 სხვადასხვა იარაღის მოდელს. ექსპორტი წარმოებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში(ექსპორტზე გადის 5მლნ ერთეულ იარაღზე მეტი).
ბრაზილიური წარმოების ტრადიციის შესაბამისად, ყველაზე დიდი სეგმენტით სახაზინო გადატენვის ერთლულიანებია წარმოდგენილი. 16, 28 და 32 ყალიბის თოფებს 70მმ-იანი სავაზნეები აქვთ, სხვებს კი 76მმ-იანი. თოფების წონა მერყეობს 2,2-2,8კგ ფარგლებში. მათი განმასხვავებელი ნიშაა სახაზინო ნაწილის კუთხოვანი ფორმა.

9ed6de68da92.jpg

ყველაზე ცნობილი ორლულიანი საფირმო მოდელია Bonanza, რომელიც ენსონ-დილეის საკეტებზეა და წარმოადგენს ბრაუნინგის B-SS-ის ლიცენზირებულ კოპიას.
მოდელი გამოდის ყველა ყალიბისა(გარდა 16-ისა), სვაზნე 76მმ, ლულათა შევიწროება კლიენტის არჩევით, 12 ყალიბის წონა არ აღემატება 3,5კგ-ს. ექსპორტზე გადის ამ მოდელის თოფები ლულათა სიგრძით 508მმ.
მოდელის ფარგლებში გამოდის გაუმჯობესებული ვარიანტი Roial Bonanza. ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულათა ფიქსირებული შევიწროებით 1,0-0,5მმ, ერთ სასხლეტზე, ავტომატური მცველი, კალაპოტი ქრომირებულია და შემდეგ ოქსიდირებული.

Bonanza
0df7bd407d65.jpg



საფირმო ჩახმახიანი მოდელია Overland. იწარმოება ყველა ყალიბის 36-დან 12-მდე; 28 და 16 ყალიბის თოფები 70მმ-იანი სავაზნითაა, ხოლო დანარჩენები კი 76მმ; 12 და 20 ყალიბის თოფები 508მმ სიგრძის ლულებით მზადდება მხოლოდ საექსპორტოდ.

Overland
8f9733d48c6b.jpg

ხრახნილებიდან ყველაზე ცნობილია Puma, რომელიც ამერიკული ჰენრის ცნობილი კარაბინის ლიცენზირებული ვარიანტია. მოდელი M-67 გათვლილია .38 SPL და .375 Mag ვაზნაზე, ხოლო მოდელი M-77 მხოლოდ .38 SPL ვაზნაზე. აღნიშნული იარაღი იწარმოება მხოლოდ შიდა ბაზრისათვის.


Puma
 puma_92_carbine.jpg

ფირმა უშვებს კიდევ ერთ ხრახნილს, რომელიც პომპის პრინციპზე მუშაობს. ყალიბი.22, ლულის სიგრძე 584 ან 419მმ.




39da887fd79d.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალია დღეისათვის ეს ფირმა პისტოლეტების წარმოებითაა ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ფორუმელის თხოვნით ამ საწარმოს ისტორიასაც წარმოგიდგენთ, მითუმეტეს რომ ჩვენს ფორუმში ბრაზილია სხვასთან შედარებით უფრო ღარიბად გამოიყურება.


Forjas Taurus Manufacturing

130c2de5556c.jpg


საიარაღო კომპანია ტაურუსი განლაგებულია ქალაქ პორტუ-ალეგრიში. ის დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1889 წელს და მაშინ სანადირო იარაღის წარმოებით გახლდათ დაკავებული.
გასული საუკუნის 20-იან წლებში ტაურუსი მცირე რაოდენობით სანადირო იარაღს შიდა ბაზრისათვის აწარმოებდა, უკიდურეს შემთხვევაში ექსპორტი ლათინური ამერიკის ფარგლებს არ ცდებოდა. 30-იანი წლების ბოლოს კომპანიის სათავეში მყოფი გერმანიიდან ემიგრირებული პირების დამსახურებით წარმოება ფართოვდება და ექსპლოატაციაში შედის დამატებითი საწარმოო ფონდები 
60-იანი წლების მეორე ნახევარში საწარმო სხვადასხვა ტიპის პისტოლეტების წარმოებაზე გადადის. უკვე 1968 წელს ტაურუსი ამერიკის ბაზარზე შედის. 1970 წელს საწარმოს აქციათა საკონტროლო პაკეტი Smith & Wesson-ის ხელში გადადის. 1977 წელს კი მოხდა კომპანიის გამოსყიდვა მისი მმართველების ლუის ესტიმისა და კარლოს მურგელის მიერ, რომლებმაც წარმატებით მოახდინეს როგორც წარმოების, ასევე მარკეტინგის განვითარება.
1980 წელს ტაურუსმა შეისყიდა ბრაზილიაში არსებული ბერეტას ქარხანა, თავისი ამწყობი ხაზით. ამ ხაზის დამსახურებითა და ბერეტასაგან მიღებული ლიცენზიით საწარმომ დაიწყო პოპულარული პისტოლეტის Beretta-92-ის წარმოება, მხოლოდ საკუთარი სახელით Taurus PT92/99. მოგვიანებით აღნიშნული იარაღი გადამუშავდა: შეიცვალა სასხლეტი, მცველი, ყალიბი. მოდელმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კარგად გაყიდვადი გახდა.
b60023453cf2.jpg
ამერიკის ბაზარზე უკეთ დამკვიდრების მიზნით 1984 წელს გაიხსნა შვილობილი კომპანია მაიამიში Taurus USA.
ფირმამ დაიწყო ბრენდების ცნობილი მოდელების კოპიების გამოშვება .22-დან .44 მაგნუმის ყალიბების დიაპაზონში. მათ შორის ძალიან საინტერესო სანადირო რევოლვერი Raging Bull. ამ იარაღით აფრიკულ ნადირობებში გადიოდნენ მისი 5,6,7 ან 8 ტყვიანი დოლურათი და 4,5,6,8 ან 10 დიუმის სიგრძის ლულით. ამ მოდელის ყველაზე მასიური ყალიბებია .480 Ruger და .500 Magnum(უფრო დაწვრილებით მოდელის შესახებ იხილეთ თემაში " საბრძოლო და თავდაცვითი იარაღი"_პისტოლეტი-რევოლვერი).
დღეისათვის ტაურუსის წარმადობა წელიწადში ერთი მილიონი პისტოლეტია, ხოლო გამა კი 500 სხვადასხვა მოდელი.
2011 წელს კომპანიამ ბრაზილიის საწარმოთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა აშშ-ში გაყიდული იარაღის რაოდენობით.
656c094d2794.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?