Jump to content

სურათი

ფოთომ იხვი მოვიდა და ....


ამ თემას აქვს 33 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

   ამა წლის 10 დეკემბერს ლეგიონის მცირედი შემადგენლობა გავეშურეთ ფოთისკენ (ლეგენდარული ქალაქი , თავისი უცნაურობებით , იგი გამოირჩევა ფრინველის სიუხვით ,რომელიც მის არსებობას საინტერესოს ხდის , თორემ ის უბრალოდ ერთი დიდი ჭაობია ) ინფორმაციების გადასამოწმებლად , ინფორმაცია საკმაოდ სანდო წყაროსგან გვქონდა მიღებული . 

 

ეკიპაჟი : 

 

ივერიჩი 1 

ივერიჩი 2 

ვეკუა 

მეტო 

 

    გზადაგზა ბურგო ცდილობდა გეზი ეცვალა ჩვენი ეკიპაჟისთვის და გვიტყუებდა თავის მხარეში - ზუგდიდშა , კიდევ კარგი რომ იქაურ მესტნის ვინც უნდა წამოგვყოლოდა , რაღაც პრობლემები შეექმნა და ისევ ფოთისკენ ავიღეთ გზა . 

 

 მთელი გზა ვიარეთ ნორმალურად , საგზაო დეპარტამენტი მუშაობს მეგობრებო მინდა გითხრათ , გზა გაწმენდილი იყო . მივქოდი მარა რას მივქროდით, (ივერიჩ გააკეთე რა ეგ დასაწვავი მანქანა, ჯერ ბევრს წვავს და მერე ნელა დადის , ესეთი უკუღმართი რამე არ მინახვას) , ამინდი რიკოთზე თოვლიანი იყო , ხოლო დასავლეთში როგორც იცის ხოლმე რომ ჩაიფსავს ბუნება , ზუსტად ისე იყო . 

სურათების გადაღება ვერ მოვახერხეთ ადგილზე ისე წვიმდა რომ პირადპირ შტორმში მოვყევით .

  წვიმა და ქარი ლეგიონს ვერ აშინებსთქო ვუთხარი ბიჭებს ერთი და გადავედით დისლოკაციის ადგილისკენ . გავბერეთ ჩვენი ნავი და ჩავყარეთ იხვის ფიტულები . კაი გვარიანი სიცივე იყო რაც მნიშვნელოვდა მოასწავლებდა დილის გადაფრენის ავკარგიანობას ... 

 

დაიწყო ... 

 

 

სსსსსს სსსს სსსს 

 

ბაახ , გლიჯა მეტო ...  ჩავარდა ჩავარდა აყვრიდა გვერდზე საფარიდან მიშო , 

შენთან თავზე აქედან გასძახა მეტომ და კაი 4 ფრთიანი გუნდი ივერიჩის თავზე აღმოჩნდა . ბაახ , ბა- აქ თოფმა გაუჭედა... აღმოხდა ივერიჩს უწმაწური სიტყვები . 

 

რამოდენიმე წამში ისევ კაი გუნდი შემოფრინდა სადაც კიდევ 2 ცალი შევმატეთ ჩვენს ნადავლს . ასე მოძრაობდა პერმანენტულად იხვი ჩვენს სამალავთან . გამთენიას წვიმამ საგრძნობლად უმატა , რაც ხელს უშლიდან მთელ ნადირობის პროცესს , იხვიც ალაგ ალაგ დაფრინავდა 

 

 

უკეთესი ამინდის მოლოდინში გადავინაცვლეთ მანქანისკენ . სადაც გემრიელობები გველოდებოდა , ვეკუამ ჩაატარა თავის შესაძლებლობები დემონსტრირება პალევიო პირობებში , გამოცდა წარმატებით ჩააბარა. 

 

ოდნავ გადაიღო წვიმამ და ჩვენც ისევ შევბრუნდით საფარისკენ .... 

 

ამინდის გაუმჯობესებამ თავისი შედეგი გამოიღო , მხოლოდ ჩვენ გიჟები ვიყავით იმ ადგილებში ... , კაი გვარიანად დასველებულებს უკვე იმედები გადაგვეწურა , სულ ეს არის 4 ცალი იხვითქო ? ამის გულისთვის რამხელა გზა გავიარეთქო :D

 

და უცებ კიდევ გაისმა სსსსს   სსსსს სსსსს 

 

 

ბახ ბახ ბახ და კიდევ 2 ცალი შემოემატა , პალიასტომის მხარეს კაი სროლები იყო რაც ჩვენ ასე თუ ისე ხელს გვიწყობდა .... 

 

ცოტა კიდევ მობითმინეთ და კიდევ დაიწყო პერელიოტი ... 

 

საბოლოო ჯამში ავიღეთ 

 

 

 

;) საპოზიოროდ რიკოთს აქეთ დავდექით რიკოთს იქეთ წვიმდა გადაუღებლად 

 

შედეგი:

9 ცალი იხვინჯი და 2 ცალი ტყის კვათარა (ვეკუა ეძახის ასე, ისე ტყის ქათამი ჰქვია )a26ae146dec5.jpg

 

9bad8c08c2d4.jpg

 

რაო იხვის სად მოფრინავდიო ... არ გეგონა მეტო ძია რომ დაგხვდებოდა იმ ტალახ ჭაობიანში ???? 

 

3e5347c16b1a.jpg

 

ივერიჩი იხვებით :) ეღირსა 

 

1d3d2e7ed0c7.jpg

 

9c475a2399df.jpg

 

ამის გამოძინებული სახე აფრთხობდა იხვებს :)

 

935b88795db4.jpg


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაამაგრად ვისიამოვნე   რეპორტის კითხვისას.   ძალიან ღრმა  ემოციური  პლასტებითაა  გადმოცემული ის დინამიკა , რომელიც ნადირობას ახლავს,განსაკუთრებით წყალმცირავებზე.       ბუნება,  ფრინველთა ქცევა , მონადირი  განცდა დამოლოდინები,წარუშლელი  ემოციური  მუხტით გაჯერებული , უაღრესად  საინტერესოს ხდის  მონადირის მონაყოლს . და ეს ყველაფერი , უაღრესად უფრო , ღრმა შთაბეჭდილებებს   ახდენს , როდესაც ასეთი მახვილი თვალითა და უტყუარი ობიექტივით დანახული და გადაღებული ფოტოებითაა გამდიდრებული.                                                                                                                                                                                                     ბრავო.  :bravo:  :DDD   

რაო  მეტო  ვერ შეაგდე ნამუსზე მაინც ხო? :DDD  :DDD  :DDD  :DDD 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შემდეგ წასვლაზე მხოლოდ იმას წავიყვან ვინც რეპორტის ამბავს მოკიდებს ხელს ჩამოსვლისთანავე, ადგილები ვიცი, ძალიან მაგარი ნადირობის მოწყობა შეიძლება არეულ ამინდშI მხოლოდ 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ა კამპოტ???... სურათები არაა კაცო?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
ძალიან საინტერესო იყო ეს რეპორტამდე ვიცოდი ვიღაც ვიღაცების live ვიდეოებიდან ;) :*

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი

ვაამაგრად ვისიამოვნე   რეპორტის კითხვისას.   ძალიან ღრმა  ემოციური  პლასტებითაა  გადმოცემული ის დინამიკა , რომელიც ნადირობას ახლავს,განსაკუთრებით წყალმცირავებზე.       ბუნება,  ფრინველთა ქცევა , მონადირი  განცდა დამოლოდინები,წარუშლელი  ემოციური  მუხტით გაჯერებული , უაღრესად  საინტერესოს ხდის  მონადირის მონაყოლს . და ეს ყველაფერი , უაღრესად უფრო , ღრმა შთაბეჭდილებებს   ახდენს , როდესაც ასეთი მახვილი თვალითა და უტყუარი ობიექტივით დანახული და გადაღებული ფოტოებითაა გამდიდრებული.                                                                                                                                                                                                     ბრავო.  :bravo:  :DDD   

რაო  მეტო  ვერ შეაგდე ნამუსზე მაინც ხო? :DDD  :DDD  :DDD  :DDD 

:good:  :good:  :good:  :good:  :good:  :good:  :good:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ა კამპოტ???... სურათები არაა კაცო?

 

ჯერ რეპორტი არ დასრულებულა , სურათებიც იქნება 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეეეხ   მეტო . ისევ შენ ჩემო ძმაო , ისევ შენ თუ იზამ  რა.  ეხლა  ფოტოები გახდება საჩალიჩო რა. მოგიკვდა ჩემი თავი,  რავარი საწვალებელი გაგიხდათ აგი რეპორტი?

:DDD 

 

ხუმრობა იქეთ იყოს .   კაი კაცი ხარ შენ :bravo:  


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მალადეც        :0035:  :0035:  :0035:  :good:  :bravo:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვააა მეტეორ მშვენივრად გადმოგვეცი მთელი იქაური განცდები და ემოციები.

ძლიერ ნასიამოვნები დავრჩი რეპორტის კითხვით!!!

მალადეც შენ ძმობილო...



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მალადეც , მალადეც კარგი რეპორტია და მეტეორ სიამრთლე რომ გითხრა სურათებმა ზუსტად ის შემატეს რაც ყველაზე მეტად ეკლდა რეპორტს, თქვენ გენაცვალეთ , გაიხარეთ 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

აი რეპორტი ძმაო, ეს რა მაგრად გიხალისიათ.

ეს ერთი და სხვა მრავალი!!!

 

:bravo:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი გასვლა გმოაგსვლიათ ველურ დასავლეთში, აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას

 

ეს ერთი და სხვა მრავალი  :good:

 

მშვენიერი რეპორტუკაა  :bravo:  :bravo:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

დანკე დანკე მეგობრებო , ცოტას კიდევ გავალამაზებ ხვალიზა და ვაფშე სუპერ იქნბეა 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?