Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42865 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

James Woodward & Sons

c7f47d972e34.jpg

რამდენიმე ინგლუსირი კომპანია მხოლოდ ორიოდ მოდელით გახდა ცნობილი, მაგრამ ეს მოდელები იმდენად სრულყოფილი იყო, რომ დრომ და მოდამ ვერაფერი დააკლო. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ჯეიმს ვუდვორდის ლონდონურ კომპანიას, რომელიც თვით პერდეს კომპანიონი იყო.
ფირმის დამფუძნებელმა ჯეიმს ვუდვორდმა მეიარაღის კარიერა 12 წლის ასაკში, 1827 წელს დაიწყო ჩარლზ მურის საწარმოში. სწავლების დასრულების შემდეგ ჯეიმსი მასწავლებლის კომპანიაში დარჩა, რომელიც 1844 წლიდან ,,მური და ვუდვორდის" სახელით წარსდგა. 1851 წლიდან ფირმის მფლობელი მხოლოდ ჯეიმსი ხდება და სახელწოდებაც ,,ჯეიმს ვუდვორდი"-ად გადაკეთდა. 1872 წელს კი ფირმის თანამფლობელები დამფუძნებლის ვაჟიშვილები ხდებიან და შესაბამისად James Woodward & Sons ეწოდა.

e56b64d4658e.jpg

1879 წელს პერდემ გამოუშვა ჰორიზონტალური Automatic , რომლის პატენტის თანაავტორიც ვუდვორდის დინასტიის წარმომადგენელი იყო. აქედან დაიწყო ამ ორი ფირმის თანამშრომლობა, რაც 1948 წელს მათი გაერთიანებით დამთავრდა.
ვუდვორდისა და პერდეს გაერთიანებას ეკონომიკური საფუძველი ქონდა, რამეთუ ვუდვორდის ფირმას მკაცრი კონკურენციის პირობებში თავის დასაცავად ძლიერი და სახელგანთქმული ფირმა უნდა მოეძებნა, პერდეზე უკეთეს მოკავშირეს კი ძნელად იპოვიდა.
1949 წლის 1 იანვრიდან პერდე ვუდვორდის ვერტიკალურების გამოშვებას იწყებს. ეს ვერტიკალურები უმაღლესი კლასის თოფებია და ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა(სულ გამოშვებულია 400-მდე). ვუდვორდმა პირველი ვერტიკალური 1913 წელს გამოუშვა(ამავე წელს მიიღო მასზე პატენტი), რომელიც დაბალ კალაპოტში ღრმად ჩამჯდარ ლულებს წარმოადგენდა(სიმყარის ერთ-ერთი გარანტი). 1921 წელს გამოვიდა ამ მოდელის გაუმჯობესებული მოდიფიკაცია, რომელმაც ძირითადი პროპორციები შეინარჩუნა წინამორბედისაგან და ამასთან ერთობ გაუმჯობესებული დიზაინის გახლდათ. სწორედ ეს მოდიფიკაცია გახდა სხვა ფირმების მიბაძვის საგანი.
ვუდვორდს საკმაოდ მკაცრი ნომერაცია ჰქონდა. 1870 წლიდან მისი ნომერაციაა 3xxx, 1885 წლიდან 4xxx, 1896 წლიდან 5xxx, 1907 წლიდან 6000, ხოლო 1933 წლიდან კი 7000. 1997 წლიდან პერდემ James Woodward & Sons-ის ბრენდზე 1948 წელს შეწყვეტილი ნომერაცია გააგრძელა(N7185-დან). 
ფირმა როგორც ბევრი უმაღლესი კლასის საწარმო ტყუპებსაც აწარმოებდა(მათ შორის ლულათა ვერტიკალური წყობით). James Woodward & Sons ფირმის თოფების წარმოების კლასისა და ხარისხის საუკეთესო მახასიათებელია შემდეგი ფაქტი: <u>პერდესა და ვუდვორდის თოფები თანაბარი ფასი ღირდა(!!!) </u>

bb050b9fdc37.jpg

მოკლედ მოგახსენებთ ვუდვორდის ყველაზე ცნობილი მოდელის Automatic-ის შესახებ

ceeea9dfd388.jpg
ამ თოფების წარმოება 1876 წლიდან დაიწყო. ლულები დამზადებულია პრესტიჟული ,,ვიტვორტის" ფოლადისაგან; გასახსნელი ბერკეტი მოთავსებულია ქვემოდან(უფრო გვიანდელ მოდელებზე ზემოთ); მექანიზმი გვერდით დაფებზეა; ადრინდელი მოდელები უფრო მძიმე იყო_ 711მმ-იანი ლულით იწონიდა 3,15 კგ-ს. უფრო ახალი მოდელები 737მმ ლულის სიგრძით კი 2,92კგ-ს;

8d0573ed28c2.jpg

21312b7a3cad.jpg

53e90fdcf4fd.jpg

23b0b1a947cf.jpg


8885b3ae7820.jpg


e871a020a2d4.jpg


bbb309000056.jpg


381921d7b309.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2241 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

კარგი რამეა  :bravo:  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 669 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori

:good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?