მეგობრებო მცირე პაუზის შემდგომ, კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს ვიქტორინას...
მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ერთ ერთ წარმოებაში, რომლიც გამოირჩეოდა ძალიან მკაცრი უფროსით, მისი სიმკაცრე იმაში გამოიხატებოდა, რომ თანამშრომლებს არ პატიობდა არც ერთ შეცდომას და პირველივე, თუნდაც მცირე დარღვევაზე, ათავისუფლებდა სამსახურიდან, მოხდა ასეთი რამ:
როდესაც წარმოების უფროსი მივიდა სამსახურში, მისმა ერთ ერთმა თანამშრომლემა უთხრა, რომ წინა ღამით ნახა სიზმარი, თითქოს საწყობში იყო ბომბა...
უფროსმა გამოიჩინა წინდახედულობა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზმარი იყო მაინც გამოიძახა პოლიცია. თანამშრომლის ინტუიცია მართალი აღმოჩნდა, პოლიციამ მართლაც აღმოაჩინა ბომბა, ის კი არა ბობმის დამდებიც ადვილად იპოვა, რადგან შემთხვევის ადგილი სავსე იყო თითის ანაბეჭდებით და დნმ-ის ნიმუშებით და ბოროტმოქმედი სულ არ იყო სიზმრის მნახველი თანამშრომელი, არამედ ამ წარმოების კონკურენტი. მიუხედავად ამისა დირექტორმა სიზმრის მნახველი თანამშრომელი, რომელმაც რეალურად დიდ ტრაგედიას გადაარჩინა ყველა სამსახურიდან დაითხოვა... რატომ???
წინასწარ გეუბნებით, რომ იხელმძღვანელეთ, მხოლოდ პირობით. დამატებითი გარემოებების შემოყვანა არაა აუცილებელი, მაგალითად ამ თანამშრომლემა სპეციალურად დატოვა სხვისი ანაბეჭდბი და ა.შ..
ბობმა მართლაც სხვა დადო ანუ გამოძიება ძალიან კარგად ჩატარდა და მასსში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გაგაჩნიათ