J.-B. Ronge Fils a Liege
1789 წელს ლიეჟში დაფუძნდა ფირმა J.-B. Ronge Fils a Liege(თარგმანში_ ჟ.ბ. რონჟეს ვაჟი). დამფუძნებელი გახლდათ ჟან-ბატისტა რონჟეს ვაჟი(ჟან-ბატისტა იარაღის ბიზნესით გახლდათ დაკავებული).
დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა უფრო მასიურად გადაერთო წარმოებიდან ვაჭრობაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მეტად და მეტად ყიდულობდა ნახევარფაბრიკატებს სხვადასხვა ლიეჟელი და ევროპელი მწარმოებლებიდან, ხოლო აწყობა-გაყიდვას თავისი სახელით ახდენდა.
ასორტიმენტი ძალიან ფართო გახლდათ_ გლუვლულიანების, ხრახნილების და კომბინირებულების სახით. მათ ყველას ამშვენებდა წარწერა J.-B. Ronge Fils a Liege.
მოდელთა მრავალფეროვნებით რონჟე უტოლდებოდა ისეთ მძლავრ ბელგიურ საწარმოებს როგორებიცაა ავგუსტ ფრანკოტი და ლიეჟის მანუფაქტურა.
გლუვლულიანებში გარეჩახმახიანები უფრო იაფფასიანი მოდელები გახლდათ, ხოლო ძვირფასები შიდაჩახმახებზე იწარმოებოდა. მაგალითად სახელობითი მოდელები Imperator, Fusil Plume, Prime, Gloire, Mephisto, Victoire და სხვა. ყალიბები წარმოდგენილი იყო 28-დან 10-მდე.
ზოგიერთ თოფზე საფირმო ლოგოს გარდა კალაპოტის მარცხენა ბალიშზე დამატებით ესმებოდა დამღა გადაჯვარედინებული დაშნებისა და წარწერა JBR სახით, რაც მიუთითებდა, რომ ეს იარაღი სრულად რონჟეს ფირმაში იყო დამზადებული. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საწარმოს საკუთარი რესურსებით შეეძლო წარმოების სრული ციკლის შესრულება.
საფირმო თოფებში ნიშანდობლივია ერთი ფაქტი_ ისინი უმეტესწილად კრუპის ფოლადის ლულებით ეწყობოდა...
როგორც მოგეხსენებათ, კრუპი 1896 წლიდან ზაუერს ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას დაედამღა ლულები 3 რგოლით(შესაბამისი მარკის ფოლადზეა საუბარი). მაგრამ კრუპს სხვა ევროპელებისათვის, მათ შორის ბელგიელებისათვის, ლულების მიწოდებაზე უარი არასოდეს უთქვია. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში სხვადასხვა მწარმოებლები იყენებდნენ სხვადასხვა კომერციულ სახელსა და დამღას, თუმცა 3 გადაჭდობილი რგოლის გარეშე. შესაბამისად ასეთი აღნიშვნაა რონჟეს თოფებზე
1921 წელს ფირმა რონჟე შევიდა გაერთიანება ლიეჟის მანუფაქტურაში, რის შედეგადაც(ალბათ იძულებით) შეიცვალა სახელი ARMAF Societe Anonyme-ად. ეს უკანასკნელი კი მოღვაწეობდა 1940 წლამდე, ბელგიის გერმანელების მიერ ოკუპაციამდე.
რედაქტირებულია Gurulo-ის მიერ