Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Watson Bros Gun & Rifle Manufacturers 


291a19fe4071.jpg

ლონდონური ფირმა ,,ძმები ვატსონები" მცირე ზომის საწარმოა, რომელიც მხოლოდ The Best კატეგორიის იარაღს უშვებს. მცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში ვატსონების გვარის რამდენიმე საიარაღო ფირმა იყო. მათ შორის ყველაზე დიდ აღიარებას ბირმინგემელმა ვატსონების დინასტიამ მიაღწია, რომელიც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. ფირმა 1875 წელს თომას ვატსონმა შექმნა, როცა დიურს ეგის საიარაღო საამქრო შეიძინა ლონდონში.
ამ ფირმის პირველი ნაწარმი 28 ყალიბის გარე ჩახმახიანი თოფია სამმაგ საკეტზე. ლულის სიგრძე 711 მილიმეტრია, ხოლო სავაზნე 70მმ.

ab50c612c995.jpg

1885 წლიდან ფირმას Watson Brothers(ძმები ვატსონები) ქვია. ამ დროს ფირმაში დამფუძნებლის შვილები მოვიდნენ. ეს თარიღი ოფიციალური დარეგისტრირების დღედაა მიჩნეული. ცოტა ადრე 1882 წელს ფირმა გამოფენაზე ოქროს მედლით იყო დაჯილდოებული, სადაც პირველად მიენიშნა Watson Bros. 
1895 წელს თავის ოფიციალურ დოკუმენტებში ფირმა აღნიშნავს, რომ წარმოადგენს თურქეთის სულთანისა და სპარსეთის(დღევანდელი ირანი) შახისათვის იარაღის მიმწოდებელს.
ფირმა ,,ძმები ვატსონები" ყოველთვის იყო პოტენციური ინვესტორების ყურადღების ცენტრში, მაგრამ არასოდეს გამხდარა სააქციო საზოგადოება და დღემდე კერძო მფლობელის საკუთრებაა.
1989 წელს ფირმა შეისყიდა პროფესიონალმა მეიარაღემ მაიკლ ლუკამ, რეომელიც ადრე ჯეიმს პერდეს ფირმაში მუშაობდა. მან ფირმა ტემზის მარჯვენა სანაპიროზე საუტვარკის რაიონში გადაიტანა.
ახალმა მფლობელმა შეინარჩუნა ბრენდი თავისივე ტიტულებითა და რეგალიებით.

a2f6ac004106.jpg

აქ მხოლოდ ხელით შრომაა გამეფებული(ჩარხებზე კეთდება მხოლოდ ის ოპერაციები, რომელთა ხელით გაკეთება შეუძლებელია).
ფირმა წელიწადში ოცამდე გლუვლულიან იარაღს აწარმოებს ძირითადად 20, 28 და .410 ყალიბზე და აგრეთვე შტუცერებს. ფირმა უშვებს ყტუპებსაც.
როგორც ელიტკლასის მწარმოებელი, ფირმა თავისი თოფების კონდახებზე ქვემოდან ატანს ოქროს ან ვერცხლის(ახალ მოდელებზე მხოლოდ ოქროს) ფირფიტას, რომელზეც მფლობელის ინიციალები იტვიფრება.
ფირმა ახდენს თოფების რემონტსა და რესტავრაციას.


613166c1bfd7.jpg

ვერტიკალურ მოდელებზე ფირმის მფლობელის დაპატენტებული ეჟექტორებია დაყენებული. თოფების მხატვრული გაფორმება ხორციელდება როგორც ტრადიციულ, ასევე Round BodY ელეგანტურ სტილში.


509a4b8a6f60.jpg


ფირმას ტრადიციად აქვს მცირე წონის(ყმაწვილებისა და ქალბატონებისათვის) თოფების წარმოება. ეს თოფები ნებისმიერი ყალიბის შეიძლება იყოს, თუმცა მათი საერთო მახასიათებელია მცირე წონა, მოკლე ლულები, მოკლე სავაზნეები და მცირე შევიწროების ჩოკები. მათი კალაპოტები ფოლადისაა, თუმცა მეტალის თანამედროვე ხარისხი ლულისა და კალაპოტის წონის შემცირების საშუალებას იძლევა.
გასათვალისწინებელია ის მომენტი რომ სხვა თანაბარ პირობებში ფირმის ვერტიკალურები რამდენადმე მძიმეა ვიდრე ჰორიზონტალურები.


d1ce4be26703.jpg 307508324b5a.jpg 

ავტ.გურყულო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

საინტერესოა.

კარგი იქნებოდა, ქართული იარაღის წარმოების ტრადიციებიც აღმდგარიყო.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის შეიქმნა ქართველ მეიარაღეთა ფედერაცია , სადაც ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანებვი გაერთიანდნენ. წარმატება ვუსურვოთ , ძმებო ქართველ მეიარაღეებს.

 

 

 

:goood:  :bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვაა ძალაინ მააგრია. ეგ იდეა ძალინა ადრევე იყო ლევანი კიასასჰვილია ერთI ძალაინ მაგარი მეიარაღება გრავირებეს აკეთებს და ასევე ხეზეც მუშაობს. იმას ჰქონდა ეგ იდეა როგორც ვივიც და ეხლა ვინ არიან მაგ ფედერაციაში? 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი რამე თოფია

 

 

წარმატება ქართველ მეიარაღეებს  :bravo:  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?