Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Cogswell & Harrison, Ltd

47dc15a5b66c.jpg

რაც უფრო ძველია კომპანია, მით მეტია მისი რეიტინგი. ლონდონური წარმოშობის ფირმათა შორის უძველესია Cogswell & Harrison, Ltd, რომელიც 1770 წლის მაისში ბენჯამინ კოგსველმა დააფუძნა. ის პროფესიონალი მეიარაღე არ იყო. პირველად მან იარაღით ვაჭრობას მიჰყო ხელი. 
კოგსველმა თავიდანვე განაცდახა, რომ გააჩნია საბრძოლო იარაღის დიდი მარაგი. ფირმამ კომერციულ წარმატებას ნაპოლეონის ბრძოლების დროს მიაღწია, არმიისათვის იარაღის მიყიდვით.
ომის დამთავრების შემდეგ სანადირო და სპორტულ თოფებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ფირმას იარაღის დამზადებისათვის შესაბამისი საწარმო ესაჭიროებოდა, რომელიც მალევე ააწყო. ასე დაედო საფუძველი უძველეს წარმოებას ლონდონში, რომელსაც დამფუძნებლის შვილი ჩაუდგა სათავეში.
ფირმის მოღვაწეობაში დიდი პერიოდი ნიჭიერ მეიარაღეთა დინასტია_ ჰარისონებთანაა დაკავშირებული, რომელთა პირველი წარმომადგენელი(იარაღის ექსპერტი) ფირმაში 1837 წელს მოვიდა.

4da06e9961f7.jpg

1863 წელს იარაღზე გამოჩნდა წარწერა ჰარისონი, როცა ეს უკანასკნელი კოგსველის ფირმის მეწილე გახდა.
ფირმის განვითარებაში დიდი წვლილი ედგარ ჰარისონს ეკუთვნის, რომელიც 1870-იანი წლების შუაში მოვიდა და 1938 წლამდე მოღვაწეობად იქ. პირველი პატენტი მან 1884 წელს მიიღო, ხოლო ბოლო 1929 წელს.
1908 წელს ფირმამ შეისყიდა საწარმო ,,მური და გრეი", რომლის ბრენდი არ გაუუქმებია და აგრძელებდა მისი სახელით იარაღის გამოშვებას.
ფირმამ მეორე მსოფლიო ომის კრიზისი დიდი რყევების გარეშე გადაიტანა, მაგრამ შემდეგ დაიწყო მფლობელთა დიდხნიანი ცვლა(მფლობელთა შორის იყვნენ ჩერჩილი, ბოსველი, ინტერარმკო). სანადირო იარაღის წარმოება და ვაჭრობა ამ პერიოდში ცვალებადი წარმატებით გრძელდებოდა, მაგრამ საკუთარი სახელის შენარჩუნება ყველა ეტაპზე მოხერხდა.

62a43fe8685e.jpg

1993 წლიდან ფირმას პროფესიონალი მეიარაღეები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც ინგლისური იარაღის წარმოების დიდი გამოცდილება აქვთ. ფირმას წარმომადგენლობა გააჩნია აშშ-ში ორეგონის შტატში.
ამჟამინდელი პროდუქცია მხოლოდ შეკვეთებით კეთდება. აგრეთვე დაკვეთით მზადდება ტყუპებიც. მეტალი მთლიანად ინგლისური წარმოებისაა, ხოლო კაკალი შემოაქვთ საფრანგეთიდან. ყველა თოფი ჩადებულია მუხის ხელნაკეთ ქეისში, რომელიც ტყავითაა გაფორმებული. ასევე ხშირად კომპლექტში შედის საწმენდი მოწყობილობები. დამატებით კომპანია აწარმოებს ვაზნებს სახელით Blagdon.

90e7a2f49b9f.gif


601da99bf31a.jpg

ფირმა ამ ეტაპზე ამზადებს მხოლოდ The Best კლასის იარაღს. თავისი ისტორიის მანძილზე გამოშვებული აქვს 30 სხვადასხვა მოდელის სანადირო იარაღი, შტუცერი თუ კარაბინი. ლულები ძალიან ხშირად ვიტვორტის და Arcus-ის ცნობილი ფოლადისაგან მზადდებოდა.
მოდელი Victor გამოდიოდა სხვადასხვა სისტემის საკეტებზე(კალაპოტში ან გვერდით დაფებზე). მისი პირველი მოდელი შიდა ჩახმახებზე გამოჩნდა 1879 წელს; 1920 წლიდან გამოჩნდა მოდელი მოდელი Markor, რომელიც 12,16 და 20 ყალიბისა იწარმოებოდა. ლულების წყობა ჰორიზონტალური, სიგრძე 698 ან 762, წონა 3,4 კგ. Certus-ის სახელით მჭიდიანი კარაბინები და მცირეყალიბიანი შტუცერები იწარმოებოდა.
ვერტიკალურები ფირმაში ძალიან ცოტა იყო. 1930-იანი წლების ბოლოს გამოუშვეს ასეთი 2 მოდელი. ერთი მოდელის მექანიზმი გვერდით დაფებზეა, ხოლო მეორისა კი კალაპოტში(მისი წონა მხოლოდ 3,03კგ-ა). ამის შემდგომ ვერტიკალურების წარმოებაში პაუზა იყო და მხოლოდ უკანასკნელ წლებში კვლავ დაიწყეს ვერტიკალურების გამოშვება The Best კლასით. ამ თოფების დამზადების დრო საშუალოდ 1,5 წელია.


fa3465b9e39c.jpg

0859ccc6be24.jpg
სურათზე მოცემულია Victor-ის ტყუპები. 


12 ყალიბი; მექანიზმი გვერდით დაფებზე; ეჟექტორებზე; ლულების სიგრძე 762მმ; სავაზნე 65მმ; წონა 2,95კგ. ორთავე ლულაზე არის წარწერა მისამართის მითითებით: Cogswell & Harrison Ltd. Extra Quality Victor Ejector. 141 New Bond St., London. 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?