Jump to content

სურათი

ტამპლიერები და საქართველო:მითი და რეალობა. 4 ნაწილი

გრაალი ტამპლიერი ჯვაროსანი რაინდები საქართველო ლეგიონი იერუსალიმი ეკლესია

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტამპლიერები და საქართველო: რეალობა და მითი, ნაწილი IV

 
sacredknights-templar.jpg
აქვე განვიხილოთ ტამპლიერთა ორდენის საიდუმლო მხარე, ლეგენდები და მითები მათ შესახებ, რომლებშიც სხვათაშორის საქართველოც მოხსენიებულია და საინტერესო ადგილიც უჭირავს. არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ტამპლიერები ცდილობდნენ ბიბლიური საიდუმლოებები ამოეხსნათ და ეპასუხათ კითხვებზე: სად არის წმინდა გრაალი? სად არის აღთქმის კიდობანი?

ქრისტიანული გადმოცემების მიხედვით, გრაალი ის სასმისია, რომელიც იესო ქრისტემ საიდუმლო სერობისას გამოიყენა და რომელშიც ჯვარცმისას მისი სისხლის წვეთები ჩაიღვარა. ალქიმიკოსებისთვის “გრაალი”ზეციდან ჩამოგდებულ ქვასთან, ანუ “ფილოსოფიურ ქვასთან” არის გაიგივებული, ხოლო ფილოსოფიური ქვა ანტიკურ პერიოდშიც არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი. ითვლება, რომ გრაალის ლეგენდას საფუძვლად ქრისტიანული ლეგენდა უდევს, რომლის მიხედვითაც იოსებ არიმათიელი ბრიტანეთში ჩავიდა. შუა საუკუნეებში მიიჩნევდნენ, რომ წმინდა გრაალის მფლობელი უკვდავი და სამყაროს მბრძანებელი გახდებოდა, ამიტომ მის მოპოვებაზე ბევრი ნადირობდა და არსებობდა მოსაზრებები თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს წმინდა ნივთი. გრაალის ადგილმდებარეობას განსაზღვრავდნენ დიდ ბრიტანეთში, შუა აზიაში და წმინდა ქალაქში ანუ იერუსალიმში, რომელსაც ტამპლიერები იცავდნენ იერუსალიმის მეფესთან და სხვა ორდენის რაინდებთან ერთად.
holygrailite.jpg
                                                         წმინდა გრაალის თასი

გრაალის ლეგენდას ვხვდებით ფრანგი მწერლის კრეტიენ დე ტრუას “პერსივალში”. ავტორი სარგებლობდა კელტური მითოსური გადმოცემებით და ქრისტიანული ლეგენდებით. “პერსივალის” მიხედვით გრაალი წმინდა თასია, ზეციდან მტრედის მიერ ჩამოტანილი სეფისკვერის შესანახი ჭურჭელი. რობერ დე ბარონის “წმინდა გრაალის ისტორიის” მიხედვით კი გრაალი ის ბარძიმია, რომელშიც იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობებიდან გადმოღვრილი სისხლი მოაგროვა. ქართულ მითოლოგიაში გრაალი არა თასს, არამედ იმ ძვირფას ქვებს ეწოდება, რომელიც უფლისგან გამოდევნილ ლუციფერს მოსწყდა სამოსიდან. შუა საუკუნეებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით ლუციფერის სამოსი ძვირფასი ქვებით იყო შემკული და სწორედ ეს ქვები გადაიცა წმინდა გრაალად. თუმცა ქართულ მითოლოგიაში წმინდა თასი ხშირადაა მოხსენიებული არა გრაალის არამედ უბრალოდ წმინდა და დიდებული სასმისის სახელწოდებით, რომელიც სიწმინდისა და ყოვლისშემძლეობის სიმბოლოა. შუა საუკუნეების ცნობილმა გერმანელმა რაინდმა და პოეტმა ვოლფრამ ფონ ეშენბახმა(1179-1220) ალეგორიული პოემა “პარციფალი” დაწერა, რომელშიც პიროვნებები, გმირები და სახელმწიფოები სიმბოლურად განახორციელებენ რომელიმე გზას, იდეას და წარმოადგენენ
wappen_wolframs-eschenbach.jpg
                                              ვოლფრამ ფონ ეშენბახის გერბი
 
პერსონიფიკაციებს. მაგალითად ნახევარძმების, პარციფალის (დასავლეთი) და ფაირეფიცის (აღმოსავლეთი) დაპირისპირება, რაც ჯვაროსნულ ომებს წარმოადგენს. ფაირეფიცი ნიშნავს შავ-თეთრს, რაშიც მრავლის აზრით ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია იგულისხმება, სადაც მუქკანიანი მაგრამ არა შავკანიანი ხალხი ცხოვრობს და კულტურაც ევროპისა და აზიისა ერთმანეთთან შერწყმულია. ფაირეფიცისა და ევროპელი ქალის, რეპანს დე შოის ვაჟად მოიხსენიება იოანე პრესბიტერი _ იოანე ხუცესი. იოანე იმ სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც დაიბადა დასავლეთში და შემდეგ შეერწყა აღმოსავლურ სიბრძნეს.
იოანე ხუცესი სპარსეთისა და არმენიის მიღმა მდებარე დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე ყოფილა. იგი თავის ხელქვეით აერთიანებს როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლებას. ის ერთდროულად მეფეც იყო და ხუცესიც. ამას წერს გერმანელი მემატიანე ოტო ფრაიზინგელი თავის ქრონიკებში, რომელიც 1145 წლით არის დათარიღებული. თითქმის ყველა ისტორიკოსი თვლის, რომ მეფე იოანე-ხუცესის სახელმწიფოში საქართველო იგულისხმება. ანტიოქიის ომების “ბელა ანტიოხენას” აღმწერი, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე დაწვრილებით XII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვაროსნული მოძრაობის პერიპეტიებს. მისი აზრით, დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე იოანე პრესბიტერი ჯვაროსანთა ბუნებრივი მოკავშირეა. “ჩრდილოეთის მეომარნი მათი ნამდვილი ძმები ქრისტეს მიერ და ამისდა მიხედვით უცქერიან მათ, როგორც თანამებრძოლთ და მშველელთ”.
peutinger_antioch.jpg
                            ანტიოქიის გამოსახულება შუა საუკუნოვან რუკაზე

 “ჯვაროსნული ომების პერიოდში გრაალი ევროპისთვის გაუჩინარდა. იგი გადატანილ იქნა იოანე ხუცესის გარემოში, რომლის სამეფო მდებარეობდა იმ ქვეყნების მიღმა, რომლებსაც ჯვაროსნებმა მიაღწიეს” – ამბობს რუდოლფ შტაინერი (1861-1925), ცნობილი ავსტრიელი ფილოსოფოს-მისტიკოსი და მწერალი-ეზოთერიკი. ნებისმიერი ლოგიკით ჯვაროსანთა ჩრდილოეთით, არმენიისა და სპარსეთის გადაღმა მდებარე ქრისტიანული სახელმწიფო საქართველოა, რომელიც მაშინ თურქ-სელჩუკებთან სისხლისმღვრელ ომებს აწარმოებდა და ჯვაროსანთა ბუნებრივ მოკავშირეს წარმოადგენდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუდოლფ შტაინერიც იოანე მეფე ხუცესს მოიაზრებს მითიურ გრაალთან დაკავშირებულ მონარქად. შუა საუკუნეების ამ ლეგენდარულმა სიწმინდემ ტამპლიერების ყურადღება მიიზიდა და მათი დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. საერთოდ ორდენის წევრები ცდილობდნენ საიდუმლო ცოდნის დაუფლებას და შეკრებას, ამიტომ სოლომონის ტაძრის გათხრებითაც კი დაინტერესდნენ და იქ მიწისქვეშა ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც იპოვეს რაღაც, რამაც მათი ცხოვრება და მოღვაწეობის მიმდინარეობა ძირფესვიანად შეცვალა(ამაზე ზემოთაც ვისაუბრეთ)ეს საიდუმლო დღემდე გაუხსნელია, მაგრამ სწორედ მისი აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ორდენის ძალაუფლებისა და სიმდიდრის რაღაც მეტად უცნაურად სწრაფი ტემპით ზრდა. ტაძრის რაინდები ქრთამითა და საბანკო მოღვაწეობით გამდიდრდნენ. რომის ეკლესიის აზრით ისინი მიუღებელ რამეს ეთაყვანებოდნენ, “ღმერთის თავსა” და ბაფომეტს. ტამპლიერების გასამართლებისას 1307 წელს, ბაფომეტის ანუ დემონის კერპის თაყვანისცემა ერთ-ერთ ბრალდებად წამოაყენეს, ხოლო ტამპლიერები
TemplarRitual.jpg
                                                     ბაფომეტის თაყვანისცემა
 
გამოტეხეს, რომ ისინი მართლაც აღმერთებდნენ ამ ეშმაკისეულ კერპს. ამას გარდა მეცნიერები გააოცა იმ ფაქტმა, რომ ტამპლიერებს ჰქონდათ საიდუმლო შიფრი, რომელსაც “ათბაში” ეწოდებოდა. ათბაში წარმოადგენდა ებრაულ, ივრითის ენაზე დაწერილ სიტყვებს, რომელიც არაებრაულად იკითხებოდა და ტამპლიერები მას სხვა მიმართულებით და სხვა მნიშვნელობით კითხულობდნენ. თუ სიტყვა ბაფომეტს დავწერთ ივრითზე (באחומאת) და შებრუნებით წავიკითხავთ, გამოდის ბერძნული სიტყვა “სოფია” - სიბრძნე. სრულიად შესაძლებელია, რომ სიტყვა ბაფომეტი ტამპლიერებისთვის სიბრძნეს ნიშნავდა და მას სრულიადაც არ უკავშირებდნენ რაიმე სატანისტურ, ეშმაკისეულ კერპს. ამ მოსაზრებას ერთგვარად ამტკიცებს ისიც, რომ ათბაშის შიფრით სიტყვები მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ყველაფერი ამის გარდა ტამპლიერები დაადანაშაულეს მასონობაში. 
 
ნიკა ხოფერია
 
გაგრძელება იქნება...

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაფომეტი-სოფია-სიბრძნე......


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?