სალამი ბატონებო!! ..კაი 1 წელი გასულა რაც რეპორტი აღარ გამიკეთებია და ამიტომ დღეს გადავწყვიტე ეს ჩემთვის უსიამოვნო პაუზა დამერღვია!..თუმცა ,,საარაკო" საქმენის მოლოდინს არ შეგიქმნით, ეს უფრო საკუთარი ძალების მოსინჯვაა თხრობისა ვიდრე ბატალიებით და მრავალფეროვანი პასაჟებით აღსავსე რაპორტი!!!.დავიწყოთ იქედან რომ ამ სეზონის გახსნას მეც ისეთი იმედითა და გულისფანცქალით ველოდი ,როგორც პატარა ბავშვი საახალწლო ნაძვის ხის მორთვას ელის! დასამალი არაა და .. უსიამოვნო იმედგაცრუებით დაიწყო 2017-2018 სამონადირო წელი !.. მწყერმა ჭიტა ქნა და ჩვენ რომ ამუნიციას ,,ვეფერებოდვწმენდვალაგებდით" შეტყობინებაც არ დაგვიტოვა ისე დაახვია აქედან. ამას ისიც დაემატა რომ ჩემზე ,,ჭკვიანმა და მოხერხებულებმა" სეზონის გახსნამდეც მოასწრეს ბილეთ დარჩენილი მწყერების სადავეზე ჩამოკიდება და შემრჩა პირველი დღე ცისკენ ლულებაშვერილი თოფით ხელში და წინა დღით დახოცილ- მიტოვებულ მწყერზე ნაბულზე მდგარი ,რინგოს ცქერით!.. სულ 4 ცალი!!! ... არც მეორე ,არც მესამე გასვლამ იმედი არ ჩასახა..წავიდა და რას ვიზამთ?!.. მაროკოში ვერ გავეკიდები!.. ხო და იმას ვამბობ რო.. იცი რომ არაა და მაინც არ გასვენებს გამჩენი,მაინც იქეთ გექაჩება!!.. მერე ლოგინში დასაწოლად გახაზირებულს რომ დაგირეკავენ ,,ხო არ წავსულიყავით?! ძაღლები ფეხს მაინც გაშლიანო"-ს რომ გეტყვიან რაღა ძილი მოგეკარება?!.. ხოდა უკაცრავად თქვენთან და ამევიწიე ხვანჯარი და 2 მეგობართან ერთად დავადექი მარნეულის გზას იმაზე ფიქრით და სჯა-ბაასით როგორმე ისეთი ,,კომბინირებული "სავარგული შეგვერჩია, რომ ნაკლები ალბათობით მწყერი და დიდი ალბათობით ჩიბუხა მაინც ყოფილიყო!! ,,ვინც ეძებს ის პოულობსო" ნათქვამია და ჩვენც ვიპოვეთ! მანქანიდან გადმოსული არ ვიყავით რომ სადღაც ახლოს სროლა გაისმა და რამოდენიმე წამში ჩერიოკების უკაცრავად ..ჭიკვარას პატარა გუნდმა ისე ახლოს გადამიფრინა კინაღამ ქუდი მომხადა!!! სასიამოვნო სანახავი იყო ,მაგრამ უდროო!.. მოკლედ დავიწყეთ იმედიანად და შემართებით,მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო მწყერი არ ჩანდა ,.. არ ჩანდა ჩიბუხაც!.. კაი ხნის სიარულის შემდეგ მოხდა ისე რომ 4 ცალი სვებედნიერი და გუმანმახვილი მწყერი ზალპის გარეშე გაგვეცალა ,.. კაი შორს ამოფრინდნენ!!! ამასობაში 9 საათსაც გადაცდა ,დავდივართ დაღლა შემოპარულები და მეგობრის სეტერი ულამაზეს ნაბულზე დადგა,..თქვენ წარმოიდგინეთ მწყერი იყო ..თემო შურღაიამ მისი აყვანილი მწყერი ისეთი ნაღვლიანი ღიმილით გადმომაწოდა რომ მივხვდი მწყერზე ნადირობა დამთავრდა!!!!..უკან მომავალთ მოკლეზე წყლიანი მინდორი უნდა გაგვევლო ,ასეც იყო დედლაინით..იმის გათვალისწინებით რომ ჩიბუხა ჩიბუხის თამაშს ცოტა მოგვიანებით კაი გადენებულზე იწყებს!..ორმა თუ სამმა ისე შემოგვჭყივლა რომ აზრიც არ ქონდა სროლას,საბოლოოდ ერთის აყვანა მაინც მოახერხა თქვენმა მონამორჩილმა!!! ასე რომ ამ ნადირობამაც ჩეიარა ქორივით,თუმცა იმით მაინც ვარ კმაყოფილი რომ ამ ჩემმა ბედოვლათმა ჩიბუხასთან პირველი ნათლობა მიიღო!!! აგერ პაწა მარიაჟიც!!!!