Jump to content


ამ თემას აქვს 53 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგესალმებით მეგობრებო! 

გუშინ , 9 ივლის , გასულები ვიყავით მესხეთში , სადაც მოვინახულეთ ხერთვისის ციხე , ვარძია და რაბათი.  მუსტაფა , ბისმასრკ, ბურგო, შაკო , ყველას დიდი მადლობა გუშინდელი ლამაზი და დსაინტერესო დღისათვის. რაც მთავარია უღრმესი მადლობა ჩვენ ვეკუს რომლის ორგანიზებულიც იყო გუშინდელი ჩვენი მოგზაურობა. აღსანიშნავია რომ ეს იყო პირველი გასვლა რომელიც ჩვენმა გემრიელმა ბურგომ თავიდან ბოლომდე თვითონ დააორგანიზა და მინდა ვთქვა რომ ძალიანაც კარგად. გაიხარე ლევან ვეკუა . ეს ერთი და სხვა მრავალი ძმობილო. ასევე დიდი მადლობა ჩვენ ბისმარკას. ჩიტივითა ვარ ოთო. ფანტასტიური ღვინო იყო.

 

.f5bde00ae279.jpg

ასე და ამგვარად ვიწყებთ ესე ამბავს ლეგინერებისა მესხეთსა მოგზაურობისა თვისთა ცოლთათა და შვილთა ვიქენდსა დღესა პიკნიკად მოსვლისა!

დილის 6 საათზე რომ დაიწყო მუსტაფამ შაყირი , მთელი დღე არ გაჩერებულა ( არა , თუმცა ვტყუი. ერთადერთი ვარძიის სანახებიდან რომ ეშვებოდა , მაშინ დარეკეს რესტორნიდან ,"სუფრა გაწყობილიაო და ეგ იყო, არქა ფეხს მოუხშირეთ გვაგვიანდებაო. სანამ მივედით ცოტა იბუზღუნა ) ხო და ამას თუ არ ჩავთვლით მთელი დღე ღადაობდა. ღადაობდა რა , ძირითადათ მე მაშაყირებდა.  ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ ყველანი შევიყარეთ და ჩვენი ნაცნობი ლიბრესკენ დავიჭირეთ გეზი. (ეს იმის მიუხედავად რომ მუსტაფამ ბურგოს ჯადოსნური საწებელისთვის შესაბამისი ძეხვეული, ვიჩინეული და სასუსნავეული , უხვად მოიმარაგა)

 

0637c00b2132.jpg

.

ნუ ლიბრეში ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა , ერთი იყო რომ არასამონადირეო ტანისამოსში ცოტა ძნელად აღგიქვავთო და უნდა გენახათ გამთენიისას ნამძინარევი თანამშრომლები საბრძოლო პოზიციებს როგორ იკავებდნენ. სალაროსთან , ხორცის და სპირტიანი სასმელების სექციებში. ნუ ჩვენ ბუნებრივია , ეგრევე ალკჰოლის დეპარტამენტს მივაკითხეთ.  დეპარტამენტის თავმჯდომარე ვერ ასწრებდა ჩვენ მიზანმიმართულ და პროფესიონალიზმით გაჟღენთილი კითხვებიზე პასუხის გაცემას , რომ ახალ ახალი თავსატეხი უჩნდებოდა . თუმცაღა უნდა ითქვას დიდი პასუხისმგებლობით მიუდგა ხელმძღვანელობისაგან დაკისრებულ მოვალეობას და ამომწურავ ინფორმაციებს იძლეოდა . მართალია შიგა და შიგ(რა უცნაური სიტყვაა :0024: )  ლოჯისტიკის სამსახურის უფროსს უკავშირდებოდა და მცირე და სწრაფ კონსულტაციებს იღებდა , მაგრამ მათ სასახელოდ უნდა ითქვას რომ ამოცანას თავი ღირსეულად გაართვეს.

 

ff1381191e85.jpg.

.

ნუ ვინაიდან ჩვენ ხელდახელ ჩავერთეთ "ხელჩართულ" ბრძოლაში , ვით დიდი დავითი იზამდა , ჩვენი კავალერია "შემორბენით -დაზვერვით"  მანევრებს ატარებდა  ხორცის სექტორში.  საქმე იმაშია რომ ოდეს გავმართეთ სა,მთა კრება "ქაჯეთისაციხისა " (უკაცრავად ლიბრეს ) დასალაშქრათ , თათბირათ შეკრებილებმა ვთქვით ბრძნული სიტყვა . "არაყი სხვაა, ჭაჭა სხვაა, კონიაკი სხვაა შუა უმდევს დიდი მზღვარი".  ხო და დაზვერვაზე მყოფი კავალერიის მეთაურისგან , დიდი თავადი წინწკალაძისგან მოვიდა უსტარი, მალემსრბოლმა კი ზეპირად დაამატა "ქართველნო ბასტურმაც მოიძევება სახორცეთშიო" ხო და რო დავცხეთ ყიჟინა , ლიბრეს ძილბურანში მყოფი თანამშრომლები ზრწოლამ აიტანა კიდევაც.

d6951e0e4663.jpg

.

მაშველი ვაფრინეთ კოლხთა დიდი მთავრის ვეკუას მეთაურობით. თან შემონათვალი დავაბარეთ, "ვიჩინას- არაყი, ბასთურმას-ჭაჭა  .ხოლო კონიაკს -ტკბილეულითქო". მიუხედავად ქარაგმული გამონათქვამისა დიდმა თავადმა იმ წამს აუღო ალღო ჩვენ დანაბარებს , და დიდი მთავრის ვეკუას მისვლით გახარებულბი გულდა გულ ეძგერნენ მტერს.    შენივთდა ბრძოლა. ხო და ამ დროს ჩვენი ბანაკის ზურგში გავარდა ხმა , 'ტკბილეულიო" ხო და ჩვენ ცოლ-შვილს ზურგის აღალში რას გააჩერებდი? ჩვენ მხარდამხარ იწყეს ბრძოლა , მუსტაფა ბეის მეუღლის გმირი თინათინის მეთაურობით.

.

.dc7eb4c6d9bc.jpg

.

აი ამ სამაგალ.ითო "თავგანწირვამ" თავისი შედეგი გამოიღო და "ცოლმანნ და შვილმანნ ჩვენმან უსწორო ბრძოლაში ღვთივკურთხეულად სძლიეს მომხვდურთა და აურაცხელი ალაფით დახუნძლულები ,შემობრუნდნენ ალაგსა დიღომსა სადაც ელოდათ მათ ავტობუსი სახელად "მერსედესი" "......

    მაშ ასე პირველი შეტაკება მოგებული იყო მაგრამ ბრძოლა და დიდი ომი მხოლოდ ახლა იწყებოდა . როგორც გადმოგვცემს "ჟამთა აღმწერელი" ეხლა მთავარი იყო სრულიად ქართველთა გაერთიანება და შეკავშირებულ-შეთანხმებული  მოქმედება.

აწი მოახერხეს კიდევაც და ქართველებმა ქსნის ერისთავ  ფხაკაძესთან ერთად იგოეთთან დათქვეს სრულიად ქართველთ ლაშქარის გაერთიანება.ეს ერთგვარი ხრიკი იყო. მოწინააღმდეგეს პირველი შეტაკების შემდეგ , უკან დახეული და შემდეგ გაქცევით გადარჩენილი მოლაშქრეები , არასწორ წარმოდგენას შეუქმნიდნენ ქართველთა ლაშქრის სიმცირის შესახებ. ხო და ასეც მოიქცნენ და სწრაფი ტემპით  გაქუსლეს იგოეთისკენ .სადაც ქსნის ერისთავი სულმოუთქმელად ელოდა დანარჩენ ლაშქარს თავის სახლობითურთ და რაც მთავარია "კნიაჟნა ანნაც , მხარს უმშვენებდა თვისაა მეუღლესა ახოვანსა და ტანად მშვენიერსაა დიდსა ერისთავსა ოთარსა". მაშ ქართული ლაშქარი პირველი შეტაკების შემდგომ დათქმულ ადგილისაკენ მიჰქროდა

e2e46e7bece2.jpg

ვინაიდან ეხლა გავდივარ , იმედია გააგრძეკებთ.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5927 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ჰააა ველოდებით ფოტოებს და ემოციებს!



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

როგორ მომენატრეტ :* აბა დადეთ ფოტოები :) :bravo:  :0025:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 43498 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად და თავგზა ასაბნევად ვდებ არაქრონოლოგიურად ფოტოებს. გასასვლელი ვარ და დროს მოგების მიზნით . თან თქვენც გულს გადააყოლებთ.

13619815_1249081745103031_61425397540652.

.

13615147_1249081915103014_17101018203538

.

13592344_1249081948436344_73347958377482.

.

13615307_1249081891769683_64112496890181.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 350 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი
ზარზმის მონასტერში ხომ არ გაგივლიათ?

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ყველას დიდი სითბოთი და სიყვარულით მოგესალმებით, 

 

მეგობრებო ბაბუმ რეპორტის დასაწყისშივე ისეთი სურათები დადო, რომ სასწრაფოდ უნდა მივაშველოთ მცირეოდენი წინასიტყვაობა და ჩვენს მეგობრებს და ფორუმის სტუმრებს სწორი წარმოდგენა შევუქმნათ, თუ რაოდენ დიდი სიყვარულით და დადებითი ემოციებით ვიყავით სავსე და რომ ეს "ცოტაოდენი" არაადეკვატური სახეები "მხოლოდ" სასმელის ბრალი არ არის, ნუ მცირეოდენი დაღი მაინც დაგვატყო ალკოჰოლმა ვაღიარებ  :0024:  :0024:  :0024:  :goood:  :goood:  :ara:  

 

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

უნდა ითქვას რომ ვეკუას წამოწყებული და დაორგანიზებული შეკრება და ოჯახური გასვლა მესხეთ ჯავახეთში შედგა, თანაც საკმაოდ კარგად და შთამბეჭდავად (სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ აღნიშნულ შეკრებას ობიექტური მიზეზების გამო ვერ შემოუერთდა ბევრი ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანი, დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი თავის წვლის შეიტანდა ამ შეკრებაში და კიდევ უფრო მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელს გახდიდა, თუმცა იმედი მაქვს მომავალში ეს დანაკლისები აუცილებლად  შეივსება). 


ჩამსწორებელი Oto, 11 July 2016 - 07:23 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

46a029a59605.jpg.

დანიშნულებისამებრ შაბათ დილით 7:15 წუთზე ლეგიონერები თანმხლებ ამალასთან ერთად დაიძრნენ თბილისიდან მესხეთ ჯავახეთის " დასალაშქრად",  მე კი ამ დროს ქართლის საერისთავოს მცირერიცხოვან მებრძოლებთან ერთად ვიყავი გამაგრებული იგოეთის მისადგომებთან  და ველოდი ძირითად ლაშქარს  :0076:  :0024:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ სერზე გამოჩნდა ოქროსფერი რაში ( ანუ ყვითელი სპრინტერი :0024: ), რომლის დანახვაზეც გაისმა "ყიჟინა"  და შეძახილები  (კიდევ კარგი მაისური მეცვა "იარკი" ფერის თორე კაციშვილი ვერ შეგვამჩნევდა და შეიძლება ეხლაც იგოეთში ვყოფილიყავი :DDD  :DDD

7dc41afba36a.jpg

ბაბუს მობილური იტენებოდა და შალვა წინწკალაძის ნომერი მომცა . კოორდინაცია გაუწიე ჩვენ ლაშქარს რათა ადვილად მოვიდეთ შენი დისლოკაციის ადგილასმდეო. სანამ მე და შალვამ გავარკვიეთ რომ ორივე დისლოკაციის ადილას ვიმყოფებოდით , კინაღამ ცხვირები მივადეთ ერთმანეთს. ამის დანახვაზე , მუსტაფამ სიხარულის ყიჟინა დასცა არემარეს.

:DD


ჩამსწორებელი babu, 13 July 2016 - 12:39 PM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

058bf1271bcb.jpg

როგორც ხედავთ რეპორტი მიდის წყაროს წყალივით, რაკრაკით, ესე მივიწევდით ჩვენც წინ, მხოლოდ გორამდე, თუ რატომ ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ძნელი მისახვედრი არ იქნება, მაგრამ მაინც გეტყვით : 

 

თურმე თბილისიდან გამოსულებს პირობა დაუდვიათ, რომ სანამ გორს არ გავცდებით სპირტიან სასმელებს არ ვეძალებით, მხოლოგ გამაგრილებელიო, მაგრამ ვეკუას რა გააგრილებდა ისე შფოთავდა სასმელის გარეშე ლიახვი რომ გადავიარეთ მდინარემ ბოლი აუშვა  :DDD  :DDD  :DDD  (ვეკუ ჩემი ძმა ხარ და ვიცი არ გეწყინება, აბა რა ვქნა ცოტა ხომ უნდა გავხალისდეთ :0025: ) 

b908335010f3.jpg

ხო და უცებ ვიღაცამ შეძახა "გორი , გორიო"......ხო და იქ მოხდა თუ მოხდა მეტამორფოზა. მშვიდი და ნირვანაში, აბსოლუტურ  სიმშვიდეში მყოფი ავტობუსი და განსაკუთრებულად მისი ფრანგი მგზავრი ნუსიე ბერტრანი(ჩვენი შაკოს ოჯახის სტუმარი , ისტორიკოსი, გაწონასწორებული ფსიქიკის კაცი, თან სერიოზული დავალებით იყო წამოსული და დიდი საქმე უნდა გაეკეთებინა . მოემზადებინა დამატებითი მასალები რათა დიდი გამოფენა -სემინარი ჩაეტარებინა თამარ მეფეზე), აბსოლუტურ ქართული ჟრიამულის "შტოპორში " შევიდა. კაცი ყვიროდა "მივდივართ თუ მივფრინავთო? ძალიან სერიოზული ტურბულენტობააო"  .ასე იცი მუსიე ბერტრან ჭაჭამ. რო "იჭაჭებოდით" ბიძიკოებო აბა რა გეგონათ? 

f10b763fb609.jpg

ხო და დატრიალდნენ გოგოებიიი და გაიშალა პურმარილი. ატმოსფეროც გახალისდა და შესაბამისად გაც შემოკლდაა... ;)  :good:  :beer: .

.


ჩამსწორებელი babu, 13 July 2016 - 09:03 AM.


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მშვენიალურ



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
fxovela

fxovela

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 583 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti

საღოლ :good:

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

მეგობრებო მცირეოდენი პაუზისთვის მომიტევეთ, ეხლა კი განვაგრძოთ ... 

.

thumb_pre_1468392666__090720166293.jpg.

ჩვენ თხრობა და ავტობუსში კი ქეიფი.

.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

იმის გადმოსაცემად თუ სამარშუტო ტაქსში (შემდგომში მარშუტკაში :0024: )  რაც ხდებოდა , მცირეოდენი ფოტო მასალა დაგვჭირდება, თორემ სიტყვიერად გადმოცემა ცოტა არ იყოს და მე კიარა დავით აღმაშენებლის ჟამთაღმწერელსაც კი გაუჭირდებოდა  :0035:  :beer:

thumb_pre_1468392732__090720166298.jpg.

 "ჩაციებულის ოჩერედში", ხალისიანად ვუსმენდით მამაპაპურ სადღეგრძელოებს... :0063: 

thumb_pre_1468399388__090720166301.jpg.

.

thumb_pre_1468392714__090720166297.jpg

ისე გავერთეთ  ბალღები კინაღამ მშივრები დაგვირჩნენ :DD

.thumb_pre_1468392696__090720166294.jpg.

.

გოგოებმა იქვე გაუშალეს პატარებს , ცალკე სუფრა.. :0036:

thumb_pre_1468392755__090720166299.jpg.

.

მოკლედ ცოტა ხანში , ქალ-კაც-ბოვშ ....ყველა სვამდა (ბავშვები წვენებს მიირთმევდნენ, თქვენ რა იფიქრეთ). :0024:

.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

რაც უფრო ვუახლოვდებოდით პირველ ფორპოსტს მით უფრო მატულობდა "შინაგანი მუხტი და ენერგია" , ცოდვა გამხელილი სჯობსო ნათქვამია და ალბათ ისედაც მიხვდებით თუ რა იყო ამ ყველაფრის თავი და თავი მაგრამ სჯობს მეთვითონ ვაღიარო  :0058:

21a7326f4e20.jpg

თამადა პირველს იძახდა . კონიაკით

f7782e8ea9fa.jpg.

მუსტაფა  მეორეს "იჭაჭებოდა"

thumb_pre_1468399424__090720166300.jpg.

:beer: .

3f15f982355c.jpg.

ბაბუს  ყვითელი ბარათი ამოუღეს    "განგებ , ნელნელა რატომ ასხავ.? დრო რატომ გაგყავსო. ?"  

მერე მუსტაფა წითლით დაემუქრა ."ჩაგსვავ ავტობუსიდანო" და რომ მოიქოქა ჩვენი ბაბულიკა  , ხერთვისის ციხემდე აღარ გავჩერებულვართ. .

b626f6bd4145.jpg

სხვათა შორის ,უმცროს ფხაკაძეს  ძალიან მოეწონა ჩვენი "გაუმარ ჯოს-ჯოს ჯოს "  . ხო და ხშირ ხშირად გვიწევდა .....

 

მოკლედ რა.....

     ე.ი ჯერ ხომ ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთის მეფის ნაბოძვარი (ნაბოძვარი კი არადა ჩვენი ეროვნული ვალიუტით იყო შეძენილი :0024: )  "სტოლიჩნაიას" ვეზიარეთ, მერე ქართლის საერისთავოს მოძღვნილი, ადგილობრივ მუხის გულზე დაყენებული  ჭაჭით დეზიმფექცია გავუკეთეთ რუსულ არაყს ( რა იცი ეშმაკს არ ძინავს, რომ მოვეწამლეთ ? ! თორე ჩვენ კი არ გვინდოდა   :DD )

105ec1de3a99.jpg

.

6fb06633017c.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?