მოკლედ როცა ჩვენმა ბიჭებმა გაიგეს რომ ანის დახმარება სჭირდებოდა გადაწყვიტეს ესეთი კეთილი საქმე გაეკეთებინათ და კონცერტიც ჩაატარეს ანის მშობლიურ საგარეჯოში.
გაიხარეთ ბიჭებო! მადლობა ასეთი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისათვის.
კონცერტმა კარგად ჩაიარა სადაც ბევრმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა და მათაც ასევე გამოხატეს პატარა ანის გვერდით ყოფნის სურვილი. მოკლედ ყველას მინდა მადლობა გითხრათ ასეთი გულისხმიერები და გვერდში მდგომები რომ ხართ.
მართალია ყველა არ მღეროდა , მაგალითად ჩვენი მუსტაფა , ნოზიკა ან თუნდაც მე , მაგრამ ლეგიონი ისევ ერთად იყო. ზოგი სცენაზე და ზოგიც დარბაზში.
ბიჭებმა გაგვაცნეს თვითონ ანიც. მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ გოგონას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა , ძალიან ყოჩაღი , მხნე და ხალისიანია. მჯერა რომ ანის ამდენი მეგობრის გვერდში დგომა , აუცილებლად კარგად დამთავრდება.
მე ძაან ვიყოჩაღე .თავი ხელში ავიყვანე რომ ლეგიონი არ შემერცხვინეთ და ცრემლები არ წამომსვლოდა. რაც მთავარია არა მარტო ის იყო ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რომ ფინანსები შეგროვებულიყო(თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა), არამედ ამ ბავშვს (რომელიც იქ იყო , მისი გულისთვის გაკეთებულ კონცერტზე)დაენახა რომ მას არა მარტო თავისი ოჯახი უდგას გვერდით , არამედ , ნათესავები, კლასელები, მეგობრები, მუსიკოსები, მომღერლები და უბრალოდ უცნობი ადამიანებიც.
მჯერა რომ ყველაფერი ეს პოზიტიურად იმოქმედებს ანის ჯანმრთელობაზე , ოპერაციაცა და მკურნალობაც წარმატებით ჩატარდება და ეს პატარა გოგონა სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდება ოჯახსა და ქვეყანასაც.!
უფლის მადლი გფარავდეს ანა!