მესამე დღეა კახეთში ვარ . მთელ ჩემს მეურნეობას ქორივით ჩამოუქროლე. მოვიარე ეს უსაყვარლესი მხარე, გუშინ როგორც იყო კახელებმა დამიმარტოხელეს და მაგარი ჯახი გამოგვივიდა დილის 4 საათამდე. არც დილის ძილი უყვართ კახელებს და დილიდან პროტეინით გაჯერებულ საუზმეს ისევ ცივ-ცივი კახური მოყვა. დანდობა არ იციან რაა. ხოდა დილიდან ჩვენს კოლმეურნეობის თავჯდომარეს დაურეკე (სახელს და გვარს არ დავასახელებ) და განუმარტე თუ როგორ მიყვარს და ზოგადად ყველანი როგორ მიყვარხართ ხოდა , გაგიმარჯოთ, ჯვარი გეწეროთ ყველას, სულ ჩემთან ხართ
ეხლა წავედი თორემ კახელებს მოვატყუე სამსახურის საქმეაო და ამიჯანყდებიან.
ეს თემა თუ მოგეწონებათ გააგრძელეთ!