Jump to content

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Skidbladnir.jpg
 
      ადრეული შუა საკუნეების ევროპას VIII-XI საუკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდნენ ვიკინგები ანუ ნორმანები (ფრანგ. Normands, ლათ. Nortmanni). დღევანდელი შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის სანაპიროებზე მცხოვრები ეს ხალხი გამუდმებულ ლაშქრობებს აწყობდა ბრიტანეთსა და კონტინენტური ევროპის ქვეყნებზე, ძირითადად ძარცვა-გლეჯისა და მდიდრული ნადავლის მოპოვების მიზნით. სკანდინავიური მკაცრი სამყაროს შვილები წყალშიც ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც ხმელეთზე. მათთვის უფრო კომფორტული იყო ხომალდებით ემოძრავათ მდინარეებსა და ზღვაზე და ასე დაემყარებინათ ერთმანეთთან სავაჭრო, დიპლომატიური თუ სხვა სახის ურთიერთობა.
 
ამან გამოიწვია სხვადასხვა სახის გემის შექმნა. ისინი თითქმის ყოველთვის საზღვაო გზებს ამჯობინებდნენ სახმელეთოს. ვიკინგმა ზღვაოსნება დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ აღმოაჩინეს და დაიკავეს კუნძული ისლანდია და გრენლანდია, ორკნეის, შოტლანდიისა და ფარერის კუნძულები, ირლანდია, ასევე მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკას – ნიუფაუნდლენდს. შვედეთიდან ბალტიის ზღვაში გასული ვიკინგები ბიზანტიის იმპერიამდეც კი აღწევდნენ, სადაც მათგან “ვარანგთა” დაქირავებული ჯარის შენაერთებს ქმნიდნენ და იმპერატორის გვარდიას ამარაგებდნენ. თავიანთ სწრაფ და მოულოდნელ რეიდებს ვიკინგები ამისთვის ყველაზე შესაფერისი ხომალდებით – დრაკარებით ახორციელებდნენ. მტრები მათ დანახვაზეც კი შიშით ცახცახებდა. ვიკინგების შემოსევა ხომ საშინელ კოშმარს ჰგავდა. ისინი თავს ესხმოდნენ დაუცველ სანაპიროს, გაძარცვავდნენ და გემზე გადაიტანდნენ ყოველივე გამოსადეგს და ძვირფასს, შემდეგ კი სწრაფადვე მიცურავდნენ, სანამ აქ მოწინააღმდეგის ჯარი გამოჩნდებოდა.
 
6c402586f834.jpg
 
დრაკარი( Drakkar – ძვ. სკანდინავიურ ენაზე: “Drage”- დრაკონი, “Kar”- გემი.) ვიკინგთა ხის გემი, გრძელი და ვიწრო, მაღალი ცხვირითა და კიჩოთი. მას, ასევე “გრძელ გემსაც” ეძახიან. გემის ზომა, განსხვავებული იყო. მისი სიგრძე 35-დან 60 მეტრამდე მერყეობდა. დრაკარის ცხვირზე, ხის მოჩუქურთმებული დრაკონი იყო გამოთლილი (აქედან მოდის გემის სახელიც). კორპუსი გარედან, ვიკინგური, მრგვალი ფარებით იყო მორთული. დრაკარებს ნიჩბებით მართავდნენ. ნიჩბების რაოდენობა გრძელ გემებზე 35 წყვილს შეადგენდა. გემს მართკუთხედი აფრა ჰქონდა. თვითონ გემი, კი მთავარი სამართავი ბერკეტით იმართებოდა, რომელიც დრაკარის მარჯვენა ბორტზე მდებარეობდა. დრაკარს მრავალი ფუნქცია გააჩნდა. ვიკინგები მას იყენებდნენ, როგორც გადასაადგილებლად, ასევე ტვირთვის გადაზიდვისთვის და ბრძოლისთვის. დრაკარი 12-14 კვანძის სიჩქარით მოძრაობდა, რაც ამ ზომის გემისთვის ჩინებული მაჩვენებელი იყო. ძირითადად ვიკინგები დრაკარით ქვეყნის შიგნით მდინარეებში გადაადგილდებოდნენ. თუმცა შორეული მოგზაურობისთვისაც იყენებდნენ. მაგალითად ისლანდიასა და გრენლანდიაში. ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ პირველი ევროპელები ვიკინგები იყვნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკა აღმოაჩინეს. ეს სწორედ დრაკარების დამსახურებაა.
 
history-vikings.jpg
 
   ვიკინგები თავს ისე გრძნობდნენ წყალში, როგორც ხმელეთზე. ყველაზე სწრაფად და ჩუმად ყოველთვის წყლით გადაადგილდებოდნენ, ამაში ხელს უწყობდათ ის, რომ სკანდინავიაში საკმაოდ ბევრი მდინარე და ტბაა. ასეთმა ცხოვრების წესმა განაპირობა ის, რომ დრაკარები დროთა განმავლობაში უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა. დრაკართა განვითარება XI-XIII საუკუნეებში ხდებოდა. დრაკარის ეკიპაჟი, გემის ზომაზე იყო დამოკიდებული. თითო ნიჩაბთან, თითო მენიჩბე იჯდა. ამას დამატებული კაპიტანი და რამოდენიმე თანაშემწე. დრაკარი ვიკინგისთვის მეორე სახლი იყო. ყველას ჰქონდა ადგილი თავისთვის და მისი ნივთებისთვის.
 
   როდესაც სალაშქროდ მიდიოდნენ გემზე უფრო მეტი მეომარი იმყოფებოდა, ვიდრე ჩვეულებისამებრ. იყო შემთხვევები, როდესაც დრაკარზე 100-დან 150 მეომარი იმყოფებოდა. ასეთ დროს გემებით ნაპირთან ახლოს დაცურავდნენ, ხოლო ღამე ნაპირზე გადმოდიოდნენ დასაბანაკებლად. დრაკარისთვის აფრას ჩრდილოეთის ჯიშის ცხვრის მატყლისგან ამზადებდნენ. მას ზემოდან ქონის თხელ ფენას უსვამდნენ, რაც ხელს უშლიდა აფრის დასველებას. ეს ტექნოლოგია თანამედროვე ლინოლეუმის ტექნოლოგიას გავს. აფრას მართკუთხედი ან კვადრატული ფორმა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა სწრაფად ეცურათ, როდესაც ზურგის ქარი უბერავდა. აფრა ძვირად ფასობდა, რადგან მის დამზადებას (90კვ.მ.) 2 ტონა ცხვრის მატყლი ჭირდებოდა. თითო ცხვარი კი ყოველწლიურად 1,5 კილოგრამ მატყლს იძლეოდა.
 
VikingShip_1.jpg
 
  მე-13 საუკუნიდან ევროპის ქვეყნები გაცხოველებულ საზღვაო ვაჭრობას ეწეოდნენ. ამ პერიოდში შემოვიდა ევროპაში კოგის ტიპის ხომალდების ხმარება, რომელსაც ჰქონდა მაღალი კორპუსი, იყო მტკიცე და ვიკინგური ხომალდისთვის მიუწვდომელი, მათ განდევნეს დრაკარები ევროპის ზღვებიდან, თუმცა სკანდინავიაში ამ კონსტრუქციის გემებს მე-19 საუკუნის ბოლომდეც კი იყენებდნენ, ხოლო ბრძოლებში გამობრძმედილი ეკიპაჟები კვლავ დაცურავდნენ ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში, როგორც ამას მათი სახელოვანი წინაპრები აკეთებდნენ.
წყარო:არმადა.გე

legion.ge-82-1553250819.jpg

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათაშორის ყირიმის სამხარეო მუზეუმშიც არის ვიკინგების  დრაკარების ნაწილები გამოფენილი. შავ ზღვაშიდაც შემოდიოდნენ, როგორც ჩანს

legion.ge-82-1553250819.jpg

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი

  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მათი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა იმდროინდელ მეზღვაურებს :)

პატივისცემით, მეტეორა
 
კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათაშორის ყირიმის სამხარეო მუზეუმშიც არის ვიკინგების  დრაკარების ნაწილები გამოფენილი. შავ ზღვაშიდაც შემოდიოდნენ, როგორც ჩანს

ა ფაქტი:

რისთვის ქირაობდნენ ვიკინგებს საქართველოში - საინტერესო ფაქტები ჩრდილოელ მებრძოლებზევიკინგები, იგივე ნორმანები (ანუ ჩრდილოელი ადამიანები) რომლებიც თავიანთ თავს "ზღვის მგლებს" უწოდებდნენ და მე-8 საუკუნიდან მე-11 საუკუნემდე მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ, ბევრისთვის არაცივილიზებულ დამპრობლებთან ასოცირდებიან. თუმცა, ისტორიამ მათი სისხლიანი დარბევების, ტაძრებისა და კულტურული მემკვიდრეობების განადგურების გარდა, ბარბაროსი მეომრების მიღწევებიც შემოუნახა კაცობრიობას.

1. ვიკინგების ყველზე დიდ და გამორჩეულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ნავების მშენებელობის ტექნოლოგია, რომელიც დამპყრობელ მეზღვაურებს შორ მანძილზე მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. მათი გლუვი ხის ხომალდები ფუტურო კორპუსითა და ნიჩბების მწკრივით იმ ეპოქის სხვა გემებთან შედარებით სწრაფი, მსუბუქი, მოსახერხებელი და მარტივად სამართავი იყო.

vikingebisnavi.png

სწორედ საკუთარი ხომალდებისა და კრისტალის ქვის კომპასების საშუალებით, თავიანთი "ვოიაჟების" ზენიტის დროს, ვიკინგები ერთდროულად ოთხ კონტინეტზე იყვნენ აქტიურები, რაც მათ მსოფლიოში პირველ გლობალურ მოქალაქეებად ხდიდა.

2. მიუხედავად იმისა, რომ მტრები ვიკინგებს ხშირად მოუვლელ ბარბაროსებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში ნორმანები სხვა ევროპელებზე გაცილებით უფრო ხშირად ბანაობდნენ, კერძოდ, ისინი სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც იღებდნენ ცხელი წყაროს აბაზანებს. მიუხედავად იმისა, რომ სავარცხელის მსგავი ნივთები მსოფლიოს სხვა კულტურებშიც გვხვდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გრძელთმიანი და ხშირწვერიანიჩრდილოელი მეომრები სავარცხელის, როგორც მას დღევანდელი სამყარო იცნობს, პირველ გამომგონებლად მიიჩნევიან.

safe_image.jpgპინცეტი, სამართებელი და ყურის საწმენდი კოვზი, იმ თავის მოვლის სხვა ხელსაწყობს შორისაა, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვიკინგების სამარხებში იპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ველური დამპყრობლები თავის მოვლასა და ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

3. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელსაც კაცობრიობა და ზამთრის სპორტის მოყვარულები ვიკინგებს უნდა უმადლოდნენ, არც მეტი არც ნაკლები, თხილამურებია. მართალია თხილამურების მსგავი ნივთი რუსეთსა და ძველ ჩინეთშიც შექმნეს, მაგრამ დასავლეთ სამყაროში თხილამურზე სრიალის ტრადიციის დამკვიდრება სწორედ ამ სკანდინავიელი მეომრების დამსახურებაა. თავად სიტყვა ski (თხილამური) ძველი ნორვეგიული სიტყვიდან skio არის წარმოშობილი.

txilamurebi.jpgძველი ვიკინგები თავიანთ ქვეყანაში ხშირად გადაადგილდებოდნენ თხილამურების საშუალებით. ისინი თხილამურებს არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო საშუალებას, არამედ დასვენებისა და გართობისთვისაც იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიკინგები ძველ ნორვეგიულ ღმერთებს - სკაოის და ულს ხშირად გამოსახავდნენ თავიანთ თხილამურებსა და თოვლის ფეხსაცმელებზე.

5. იცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ქალაქი, ზურმუხტისფერი კუნძულის დედაქალაქი, დუბლინი, ვიკინგებმა დაარსეს?

841 წელს ნორმანებს ირლანდიაში მდინარე ლიფის სამხრეთ ნაპირზე ქალაქი დაუარსებიათ და მისთვის დუბლინი, ანუ შავი ტბა დაურქმევიათ ცნობილი ტბის პატივსაცემად, რომლის ნაპირთან ძველი ნორმანები თავიანთ ნავებს აბინავებდნენ. 

Dublin.jpg

ქალაქის შუაგული განთქმული იყო, როგორც ევროპაში მონებით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი. დუბლინს ვიკინგები დაახლოებით 3 საუკუნის განმავლობაში მართავდნენ, მანამ ვიდრე ისინი ირლანდიის მეფე ბრიან ბორუმ 1014 წელს არ დაამარცხა და განდევნა.

6. ისტორიის წიგნებში ალბათ ბევრს ამოგიკითხავთ, რომ ამერიკა კრისტოფერ კოლუმბა აღმოაჩინა თავისი სამი ხომალდით, რაც ბევრი მკვლევარის მოსაზრებით, არ შეესაბამება სიმართლეს. ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ვიკინგები იყვნენ პირველები, ვინც ამ ახალ სამყაროზე ფეხი დადგეს და ჩრდილოეთ ამერიკაში კოლუმბაბდე 5 საუკუნით ადრე, მე-10 საუკუნეში პირველი ევროპული დასახლება ააშენეს.

ვიკინგებმა ნიუფაუნდლენდის (ანუ ახლადაღმოჩენილი მიწის) კუნძულს მიაღწიეს და ამ ადგილს "ღვინის მიწა” დაარქვეს, რადგან იქ ყურძენი ხარობდა. ამ ცნობის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ვიკინგური თქმულებებიდან ვიგებთ მანამ, ვიდრე 1960 წელს, არქეოლოგები ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ნორმანების ძველ ნივთებსა და ნასახლარებს აღმოაჩენდნენ.

vikingebissaxli.jpg

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, ვიკინგებმა შორეულ რუსეთსაც კი მიაღწიეს. ვიკინგები ევროპის ქვეყნებს არა მხოლოდ თავს ესხმოდნენ, არამედ ბევრ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობებსაც აწარმოებდნენ და ადგილობრივი მეფეების მოკავშირეებად ითვლებოდნენ.

დაქირავებული შვედი ვიკინგების გვარდია მე-11 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორების კარზე მსახურობდა და კონსტანტინოპოლს მტრის შემოსევებისგან იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში სლავი ხალხები მათ გადასახადების ასაკრეფად და თურქი დამპყრობლების მოსაგერიებლად ქირაობდნენ.

უფრო მეტიც, მე-11 საუკუნეში სკანდინავიელი მეომრები საქართველოშიც გამოჩნდნენ.მათ ქართული წყაროები ვარანგებად მოიხსენიებენ. გადმოცემის თანახმად, საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხეს 3000 ვარანგი დაუქირავებია კლდეკარის ურჩ ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშთან საბრძოლველად. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც სკანდინავიიდან მოსული დაქირავებული მეომრები საქართველოს მეფისთვის იბრძოდნენ.

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ აქ

ლიკა ჭიღლაძე

legion.ge-82-1553250819.jpg

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი

  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa
ძალიან საინტერესო სტატია ბაბუ, ლაკონურად მაგრამ ვრცელი ინფორმაცია ვიკინგებზე. ისე ვიხალისე ზოგი დასაცავად, ზოგი ბიზნესისთვის და ქართველები რაში იყენებდნენ ვიკინგებს :)

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ბიჯო? 

:DD 

legion.ge-82-1553250819.jpg

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?