Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47213 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

4aa45151461e.jpg 
ამლაყი იხვი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩ. – დ. აფრიკაში. 

საქართველოს ფარგლებში ამლაყი იხვი მოიპოვება მრავალ ადგილას. აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებისათვის იგი ცნობილია როგორც მობუდარი ფორმა, ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის – როგორც მოზამთრე. ამასთან ი. ჩხიკვიშვილის (1951) გადმოცემით ამლაყი იხვი დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია იყოს მობუდარი. 

ამლაყი იხვი ბინადრობს მლაშე წყალსატევების მიდამოებში, მეტწილად ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც მოიპოვება ქვიშნარი ბორცვები, რომლებშიც ადვილად თხრის სოროს. მდინარეთა სანაპიროებზე გვხდება მიმოფრენის პერიოდში. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის, ზოგ შემთხვევაში კი უშუალოდ მიწაზე. მაისში დებს 9 – 12 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 29 დღემდე. კრუხობის პერიოდში მამალი იმყოფება ბუდის მახლობლად. ძირითად საკვებს შეადგენენ კიბოსნაირები, მწერები და მათი მატლები, ლოკოკინები; ჭამს აგრეთვე მცენარეთა თესლებს, ნორჩ ყლორტებსა და კვირტებს. 

ამლაყი იხვი წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს. სარეწაო ღირებულება უმნიშვნელოა, საერთო რაოდენობის სიმცირის გამო.
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

გარეული იხვის არ სახეობას არ შევხვედრილვარ ბუნებაში არსად...

 

ლამაზიაა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?