შაბათს რამედენიმე ვეტერანი ლეგიონერი შევიკრიბეთ და ტრადიციული "დაჩნიკების კურორტნი სეზონი " საზეიმოთ გავხსენიით.
მოკლედ გუგი, ნოზიკა , მახო, კახა , ნოზმიკა და თქვენი მონა მორჩილი კიკეთში ოჯახებთან ერთად გახლდით დაჩნი სეზონის გახსნაზე .
ამინდი თბილი, ბუნება ფანტასტიკური, საზოგადოება გადასარევი, პურმარილი ფანტასტიკური, გუნება-განწყობა სუპერ. მეტი რაღა უნდა უნატრო ადამიანმა?
ხო და ჩვენც ჩვენებურად შევიკრიბეთ და ტრადიციულად დაშხოშიანადაც ვიგუგუნეთ. მოკლედ ყველას დიდი მადლობა , ვინც იმ დღეს ერთად ვიყავით.
რაც მთავარია ლილი დეიდა გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან და ხოშიანადაც იცეკვა სხვათა შორის. მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო.
რათქმა უნდა ლეგიონის სადღეგრძელო შეისვა . თან განსხვავებულით . ასე და ამგვარად კარგი ვიქენდი და ხალისიანი დასვენება გამოგვივიდა . კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში.
ყველას დიდი მადლობა ! განსაკუთრებული კი ჩვენ ხალისიან ძმას და მეგობარს . იმ დღის მასპინძელს , ჩვენ ნოზმიკას!