Jump to content


ამ თემას აქვს 26 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
Holland & Holland

 

Resized to 90% (was 800 x 521) - Click image to enlargeholandholand_monadirecom.jpg

შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.

ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.

ცოტა რამ ისტორიიდან

არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული.
ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს, ხოლო მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს.
ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო (რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა.
 

Resized to 57% (was 1280 x 850) - Click image to enlargeoverfinch-holland-rr-13.jpg

რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში. იგივე შეიძლება ითქვას Holland & Holland-ის ეჟექტორებზეც (შემუშავებულია დამფუძნებლის მიერ 1893 წელს).

1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland.
ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ "ფილდის" მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში (ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.

შეფასება

მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო, უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!!

მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელიაექ უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.
 

Resized to 32% (was 2288 x 1712) - Click image to enlargeHolland-.375-DR-35674-b.jpg

მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ.

ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი "ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”.

Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა.

ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სახლიდან წავიდა 9 წლით, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული (საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური 9 წლის(!!!) შემდეგაც.

1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა.

1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი (1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია "შანელი").

ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური (ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი "ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ.

ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული (ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს.

ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან (კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება.

დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.

ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან.

წყარო:club-monadire.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

კარგი ხარ დევი. ;)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Holland & Holland


83d3c53ca900.jpg


შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.
ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.

d0c3dbe80058.jpg



ცოტა რამ ისტორიიდან

არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული.
ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს(პირველ სპეციალიზაციას ზუმბიანი თოზები წარმოადგენდა). მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს.
ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო(რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა

0fcd67418175.jpg

რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში.
1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland.
ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ ,,ფილდის" მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში(ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.


პატენტები

1883 წელს ჰენრი ჰოლანდმა და ჯ. რობერტსონმა შექმნეს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ВР № 23), რომელშიც მარჯვენა ჩახმახის შეყენება ხდება თოფის გადახსნისას, ხოლო მარცხენა ჩახმახისა კი დაკეტვისას;
1886 წლის 27 აპრილს დღის სინათლე იხილა პირველმა პარადოქსმა, რომელიც Holland & Holland-ის სახელით გამოვიდა (ჯორჯ ვინსენტ ფოსბერის 1885 წლის პატენტის მიხედვით);
1893 წელს ჰენრი ჰოლანდმა შეიმუშავა ეჟექტორის მექანიზმი (ВР № 800), რომელიც მოდელ ,,როიალისათვის" იყო განკუთვნილი. დღემდე ამ მექანიზმს მეიარაღეები საუკეთესოდ თვლიან;
1908 წელს ჰენრი ჰოლანდმა საწარმოს მმართველ თომას ვუდვარდთან ერთად დააპატენტა საიდლოკი (ВР № 11319), რომელიც ხელით იხსნება(სახსნელი ბერკეტი მარცხენა დაფაზეა);
bd4dd83ba08a.jpg


1911 წლის ოქტომბერში ჰენრი ჰოლანდმა და უ.მენსფილდმა დააპატენტეს ორსაფეხურიანი ჩოკი(ВР № 23832), რომელმაც გააუმჯობესა სიბურჯღლე წვრილი და საშუალო ზომის საფანტის გამოყენებისას;
1922 წლის მაისში ჰენრი ჰოლანდმა უ.მენსფილდთან ერთად დააპატენტა საიდლოკი(ВР № 202405), რომელშიც შეყენება თოფის დაკეტვისას ხდება(self-opening);




შეფასება

მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო_ უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!!
მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელია უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო_ არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.

f91251b299f9.jpg
მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ.
ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი ,,ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”.
Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა.

8a5c2f0b3b0a.jpg

ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სამამულო ომში წავიდა, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული(საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური წლების(!!!) შემდეგაც. ,,როიალი" აღჭურვილია სასხლეტი კავის დაშვების მარეგულირებლით.


cc2dffe8f8b0.jpg


1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა.
1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი(1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია ,,შანელი").
ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური(ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი ,,ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ.
ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული(ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს. ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან(კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება.
2002 წელს ფირმამ გამოუშვა მოდელი Round Action, რომელიც არასრულ ანუ შებრუნებულ საკეტებზეა. აღნიშნული სახელით გამოდის გლუვლულიანები და შტუცერები(სრულსაკეტიანთან შედარებით იაფია). შტუცერების ყალიბები 7მმ Н&Н Mag; .275 Н&Н Mag; .300 Н&Н Mag;
9,3х74R; .375 Н&Н Mag; .465 Н&Н Mag; .700 N.E.


45b7cc1ab830.jpg



დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.
ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან.
ფირმა მრავალპროფილიანი საწარმოა, სადაც გლუვლულიანების, შტუცერებისა და კარაბინების გარდა აწარმოებენ სანადირო აქსესუარებს, ვაზნებსა და ტანსაცმელს.



5693d5cf2ef6.jpg

 

ავტ:გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2598 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მართლაც რომ სამეფო თოფია!



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საოცნებო იარაღია. მსოფლიოში საუკეთესო

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე მგონი უფრო ხელოვნების ნიმუშია ....


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ასეთი თოფი რო გა მარტო უნდა გამოიღO აკოცო და ისევ შეინახო 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

იქონიებდა კაცი ერთი ორ ეგეთს :)



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4955 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

შედევრია . 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასეთი თოფი რო გა მარტო უნდა გამოიღO აკოცო და ისევ შეინახო 

 

ე ბიჯო სხვა ვინმეს აკოცე :0024: .....ეს როგორც გუგა ამბობს ისე ჯობია...
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ე ბიჯო სხვა ვინმეს აკოცე :0024: .....ეს როგორც გუგა ამბობს ისე ჯობია...
 

კაი ბაბუ ნუ შემარცხვინე ხალხთან : D

ეგ ისეთი ნივთია მაგასაც უნდა მოეფერო, ეგ ხო შედევრია ნაზი არსება  :0025:

ჰა არასპრავედლივად არავინ გაიგოს ჩემი დედას ვფიცავარ  :0024:  :0024:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კაი ბაბუ ნუ შემარცხვინე ხალხთან : D

ეგ ისეთი ნივთია მაგასაც უნდა მოეფერო, ეგ ხო შედევრია ნაზი არსება  :0025:

ჰა არასპრავედლივად არავინ გაიგოს ჩემი დედას ვფიცავარ  :0024:  :0024:

 

ვინ რა უნდა გაიგოს არასწორად? ეგრევე ახსნის და აპრავდანიის რეჟიმში ჩადგება ბრაწიშკა.... :0037:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა წარწერას უკეთებს ჰოლანდ ჰოლანდი თავის პროდუქციას?

 

აწერს თუ არა ჰოლანდი რაიმე სხვას მისი იარაღის აბრევიატურაზე. მაშინ შევთანხმდით, რომ ეს ფირმა იმდენად უფრთხილდება პრესტიჟს, რომ ნაწერით Holland & Holland ყველაფერია ნათქვამი.
სიტყვები ,,მსგავსი" ,,ნაირი" ,,მიახლოებული" და მისთანანი მეასლეებისათვის აქვს გადალოცილი

ამის დასტურად მოვიყვან 2 მოდელს(დააკვირდით კაგად წარწერებს)


სამეფო(როიალი)

cac7956cdfcb.jpg
მოდელი Side-by-side ვარიანტი Royal, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 73,5 სმ, საერთო სიგრძე 118,5 სმ, წონა3კგ, კონდახი კაკლის ინგლუსური (მემარჯვნესათვის) სამიზნე თამასა მთლიანი, სასხლეტები 2, საკიდი სარტყლის გარეშე, ლულების გადართვის სელექტორის გარეშე, ეჟექტორიანი, ტიბჟირი სტანდარტული, განთავსებულია ტყავის კეისში.

c14b61e19d9b.jpg

e393313fa744.jpg

14f9101bcb05.jpg
f405220db0a6.jpg
a4fc85f6dda9.jpg
5637e9c96097.jpg

28e56ef0a700.jpg

----------------------------------------------------------------------------

მოდელი Over-and-under ლულების ვერტიკალური განლაგებით ვარიანტი Sporting

dd9d618fdbe9.jpg

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 76სმ, საერთო სიგრძე 122სმ, წონა 3 კგ, კონდახი კაკლის სტანდარტული პისტოლეტური(მემარჯვნიასათვის), სამიზნე თამასა ვენტილირებადი, საკიდი სარტყელის გარეშე, ლულათა გადართვის სელექტორით, ერთსასხლეტიანი, ეჟექტორიანი, ტიბჟირი ,,სპორტინგი", განთავსებულია ტყავის კეისში.

4132867c141f.jpg


b4d99295976a.jpg


ab13dcc2f26c.jpg


9d794a58792e.jpg


1851a6f5116c.jpg



სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი იმდენად ბუნებრივად ,,ზის" ფარში, რომ მისი აღმოჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვიცით სად რა უნდა ვეძებოთ

47d2bb6a70e0.jpg56f6d53841e6.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47357 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოდელი De Luxe


ყალიბი .500/.465 H&H NE; ლულის სიგრძე 61სმ; საერთო სიგრძე 107სმ; წონა 5კგ; კონდახი კაკლის, გერმანული სალოყით(მემარჯვენეთათვის); სტანდარტული ტიბჟირით; სამიზნე თამასა შემოკლებული; ორსასხლეტიანი; ეჟექტორზე; სელექტორის გარეშე; დაკომპლექტებულია საკიდი სარტყელით; განთავსებულია ტყავის ქეისში.




e7e49a0b2afb.jpg



ab58cf9ab4af.jpg



e3cac63d6c53.jpg



d8c996065a2a.jpg


37772201f09a.jpg


23f1dcd60049.jpg


0750a8f801ee.jpg



როგორც ხედავთ ეს მოდელი საკიდი სარტყელითაა დაკომპლექტებული(სარტყელი უშუალოდ არ ჩანს, მაგრამ ანტაბკას პირველ სურათზე ხომ ხედავთ?!).


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4955 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

აუუუუ მაგარია რა 

 

სიცოცხლეშივე უნდა აიხდინო კაცმა სურვილიო და რავიცი ავიხდენ  :D  :D  :0038:  :0038:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?